Goal.Ge

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით



2 დეკემბერს შედგა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა, რომელშიც "ძველი კონტინენტის" ბინადრები ქვე-ჯგუფებში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მოხვდა შვეიცარიასთან, დანიასთან, ირლანდიასა და გიბრალტართან ერთად.

გიბრალტარი არის ერთადერთი ეროვნული გუნდი აღნიშნულ ჯგუფში, რომელთანაც "ჯვაროსნებს" დადებითი სტატისტიკა აქვთ (2 მატჩი, 2 მოგება). რაც შეეხება დანარჩენებს, წინაპირობა არც ისე საიმედოა: შვეიცარია (2 მატჩი, 1 ფრე, 1 წაგება), დანია (3 მატჩი, 1 ფრე, 2 წაგება), ირლანდია (9 მატჩი, 1 ფრე, 8 წაგება).

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით

"ვიკინგებმა" თავის დროზე გვაგემეს ყველაზე მწარე მარცხი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში - 2005 წლის 7 სექტემბერს, დანიამ 6:1 მოგვიგო. დიახ, სკანდინავიელებმა გაგვანადგურეს, თუმცა საქართველოს ყველაზე უხერხული მეტოქე მაინც ირლანდიაა, რადგან სხვებზე ხშირად "ჯვაროსნებს" სწორედ "მწვანე არმია" ამარცხებდა.

რობი კინის ქართულ თავგადასავლებზე უკვე მოგიყევით, მაგრამ აღნიშნული სტატია კვლავ ვერ ჩაივლის "კელტების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის მონაწილეობის გარეშე.

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით

რა ვიცით მის შესახებ? კინმა სხვებზე მეტჯერ აიღო ჩვენი ნაკრების კარი (6 მატჩი, 5 გოლი). 2009 წლის 11 თებერვალს შედგა შეხვედრა, რომელშიც რობიმ დუბლი გაიფორმა "ჯვაროსნების" წინააღმდეგ.

ერთი შეხედვით, ეს იყო რიგითი საკვალიფიკაციო თამაში სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მოხვედრისთვის, რომელშიც საქართველო სტუმრად დამარცხდა მასზე ძლიერ მეტოქესთან. რეალურად კი აღნიშნულ მატჩს არ ჩაუვლია სტანდარტული სცენარით, გულშემატკივარმა დუბლინში იხილა სიხარული და იმედგაცრუებაც.

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით

რატომ სიხარული? ანგარიში გაიხსნა ჩვენი ფეხბურთელების გოლის შემდეგ, თანაც პირველივე წუთზე. თავი გამოიჩინა ალექსანდრე იაშვილმა. რაც შეეხება იმედგაცრუებას, ირლანდიამ გაათანაბრა ძალიან აბსურდულ ვითარებაში დადებული პენალტის წყალობით.

"მწვანეების" ერთ-ერთი შეტევის დროს, კინს ხელზე მოხვდა ბურთი, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ჯონი ჰიუტიამ თამაში არ შეაჩერა. რამდენიმე წამში კი ბურთმა საჯარიმოს გარეთ ჩაიფრინა ხიზანიშვილისა და ლობჟანიძის მხართან - ფინელი არბიტრისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა თერთმეტმეტრიანის დასადებად ქართველების კარში.

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით

კინმა სრულფასოვნად გამოიყენა ჰიუტიას საჩუქარი, ზუსტად 5 წუთში კი რობიმ მეორეც გაგვიტანა. საბოლოოდ, ირლანდიამ 2:1 მოიგო. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ევროპაში დიდხანს ბჭობდნენ, თუმცა შედეგი ხომ უკვე დაფიქსირებული იყო.

ირლანდია-საქართველო 2:1 (კინი თამაშობს ხელით, თუმცა პენალტი "ჯვაროსნების" კარში იდება)



"კელტების" გარდა, ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იყვნენ იტალია, ბულგარეთი, კვიპროსი და მონტენეგრო. "სკუადრა აძურამ" პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდა. რაც შეეხება მეორეადგილოსანს, ეს როლი სწორედ "მწვანეებს" ხვდათ წილად.

აფრიკის მუნდიალამდე ირლანდიას აშორებდა პლეი-ოფი საფრანგეთთან. "მამლები" რა თქმა უნდა ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ "კელტები" ძალიან ახლოს იყვნენ საგზურის მოპოვებასთან.

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით

დუბლინში გამართული მატჩი "სამფეროვანთა" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, პარიზული შეხვედრა კი ოვერტაიმში გადავიდა, რადგან 90 წუთის შემდეგ, ტაბლოზე ფიქსირდებოდა კვლავ 0:1.

პირველი ექსტრა-ტაიმის 13-ე წუთზე ირლანდიას შემოუბრუნდა საქართველოს კარში ნასროლი ბუმერანგი - ტიერი ანრიმ მეტოქის საჯარიმოში შეასრულა ხელბურთის ილეთი, ზუსტად ისეთი, როგორიც კინმა "ჯვაროსნებთან".

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით

ტიტის ჩიტერობით ოსტატურად ისარგებლა ვილიამ გალასმა, რომელმაც კაპიტნის ასისტის შემდეგ, ბურთი გადაგზავნა შეი გივენის კარში. ირლანდია ჩავარდა შოკში, რადგან მარტინ ჰანსონმა ჩათვალა გოლი. შვედმა არბიტრმა ვერ დაინახა ანრის სახელბურთო უნარ-ჩვევები, ისევე როგორც ჰიუტიამ რობის.

საფრანგეთი-ირლანდია 1:1 (ანრის ასისტი ხელით)



საბოლოოდ, მუნდიალზე მოხვდა სწორედ საფრანგეთი და არა ირლანდია. აღნიშნული მატჩი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ფეხბურთის ისტორიაში. ტიერის საგოლე გადაცემა დღემდე არის განსჯის საგანი.

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით

აღნიშნული ინციდენტის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა უამრავმა ცნობილმა ადამიანმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ როი კინმა (რობიში არ შეგეშალოთ) კი პარალელი საქართველოსთან შეხვედრაზე გაავლო:

"გაგვძარცვეს! ჩვენ გვქონდა მომენტები და გამარჯვებაც შეგვეძლო, თუმცა მსაჯის უყურადღებობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აქამდე მეგონა, რომ არბიტრის მიერ მიღებული ყველაზე საშინელი გადაწყვეტილება მოხდა საქართველოსთან მატჩში, რომელშიც მან პენალტი დაგვიდო."

"მსგავსი ეპიზოდები უკარგავენ ფეხბურთს ხიბლს. ირევა თამაშის მიმდინარეობა და ბედისწერაც კი." - განაცხადა კინმა.

"გაგვძარცვეს!" - საქართველოს შურისძიება ირლანდიაზე ტიერი ანრის ხელით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როდის წააგო რეალმა უკანასკნელად ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩი?

მოსკოვის "ცსკამ" "რეალის" 9-წლიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

დღეს, 00:09

რას ეუბნებოდა ისკო ქომაგებს, რომლებიც მას გაფუჭებული მომენტის შემდეგ უსტვენდნენ?

"ცსკასთან" მატჩის მსვლელობის დროს, მადრიდის "რეალის" ქომაგებსა და ისკოს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა.

დღეს, 00:04

ყველაზე მძიმე მარცხი ევროტურნირების ისტორიაში

ამ მატჩს მსოფლიოს მაშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სამეფო კლუბის მიმართ უდიდესი კრიტიკაა.

გუშინ, 23:59

პლზენმა რომა დაამარცხა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა [VIDEO]

დასრულდა შეხვედრა, რომელმაც "ცსკას" მადრიდული გმირობები ნულს გაუტოლა.

გუშინ, 23:54

როდის მოხდა ბოლოს ისე, რომ რეალს ჯგუფში ერთმა გუნდმა 2-ჯერ მოუგო?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "ცსკა"-ს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

გუშინ, 23:53

მადრიდული სირცხვილი! ცსკამ ბერნაბეუზე რეალი გაანადგურა [VIDEO]

მოსკოვის "ცსკამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისტორიულ შედეგს მიაღწია.

გუშინ, 23:47

12 მატჩი, 0 მოგება - მსგავსი ქამბექი რეალს არასდროს გაუკეთებია

"სანტიაგო ბერნაბეუზე" სენსაცია ფიქსირდება. მადრიდის "რეალი" "ცსკა"-ს უპირისპირდება და 0:2 აგებს.

გუშინ, 23:18

ვინისიუსმა რაულის და კასილასის შედეგი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ბოლო ტურში, "რეალი" მოსკოვის "ცსკა"-ს მასპინძლობს.

გუშინ, 23:07

რეალის როტაცია: ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა 2005 წლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "ცსკა"-ს უპირისპირდება და 0:2 მარცხდება.

გუშინ, 23:03

ვისთან შეხვედრა არ სურს დორტმუნდის ბორუსიას ფლეი-ოფში?

დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოახიმ ვაცკემ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:25

მოურინიო: "ჩემზე მეტად იუნაიტედზე არავინ ზრუნავს!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კრიტიკოსებს თავის სტილში უპასუხა.

გუშინ, 22:21

რეალის ყოფილი მოთამაშეა: "რეალს რონალდუ აკლია"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა, ესპანურ გრანდში კრიშტიანუ რონალდუს დანაკლისი შეაფასა.

გუშინ, 22:18

თანაგუნდელი: "ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია"

მადრიდის "რეალის" განაპირა მცველმა, ალვარო ოდრიოსოლამ, კარიმ ბენზემაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:06

კლოპი: "ვის ვისურვებდი ფლეი-ოფში? სულერთია!"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ფლეი-ოფში სავარაუდო მეტოქეზე ისაუბრა.

გუშინ, 22:03

ფაჩულიას კვლავ აკრიტიკებენ: ქართველი ცენტრის მორიგი უხეში თამაში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართული მატჩი დეტროიტსა და ფილადელფიას შორის, ამ უკანასკნელის გამარჯვებით 102:116 დასრულდა.

გუშინ, 22:00

პირველად 18 წლის განმავლობაში - ანჩელოტის ჩავარდნა

"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 9 ქულა დააგროვა, მაგრამ ფლეი-ოფის სტადიაზე თამაშის უფლება მაინც ვერ მოიპოვა.

გუშინ, 21:56

იაია ტურე ინგლისში ბრუნდება?

"მანჩესტერ სიტის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველის, იაია ტურეს, აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:52

ლივერპულს კიდევ ერთი მცველი გამოაკლდა

ჯო გომესის შემდეგ "ლივერპულის" კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა მიიღო სერიოზული დაზიანება.

გუშინ, 21:44

პლეი-აუტის მატჩები: სიონი ეროვნულ ლიგაში დარჩენას უახლოვდება, სამტრედია წაგებას გადაურჩა

საქართველოს ჩემპიონატში პლეი-აუტის მატჩები გაიმართა, სადაც საკმაოდ დაძაბული შეხვედრები იყო.

გუშინ, 21:44

იკარდი: "ფლეი-ოფში გასვლას ვიმსახურებდით"

მილანის "ინტერის" კაპიტანმა და ცენტრალურმა თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, "პსვ ეინდჰოვეთან" საბედისწერო ფრე (1:1) შეაფასა.

გუშინ, 21:40

ლივერპულის საუკეთესო გოლეადორი 21-ე საუკუნეში - სალაჰის უნიკალური შედეგი!

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, 2018 წელს მორიგი ფანტასტიკური შედეგი დააფიქსირა.

გუშინ, 21:34

მატა რეალში? - ესპანელმა ფეხბურთელმა საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ხუან მატამ საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:57

რეალმა ზაფხულისთვის მეგა ტრანსფერი დაგეგმა

მადრიდის "რეალი" თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებს.

გუშინ, 20:53

პიკემ საფეხბურთო კლუბი შეიძინა

"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ საფეხბურთო კლუბი იყიდა.

გუშინ, 20:31

ატლეტიკო დიეგო კოშტას ყიდის და მის შემცვლელს უკვე მიაგნო?

"ატლეტიკო" იანვარში დიეგო კოშტას ერთ-ერთ ჩინურ კლუბში გაშვებას გეგმავს.

გუშინ, 20:22

სოლარიმ ისკოს შემცვლელი იპოვნა?!

42 ლის სპეციალისტმა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობას საკუთარ სურვილზე უკვე აცნობა.

გუშინ, 20:17

ბარსელონამ თვალი მორატას დაადგა, ჩელსიმ ესპანელს ფასი დაადო

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ მომავალ ზაფხულს შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:53

ვინ შეცვლის ტრავმირებულ ჰოლდინგს? - არსენალმა ორი კანდიდატი შეარჩია

"არსენალი" რობ ჰოლდინგის ტრავმის შემდეგ ახალ ცენტრალურ მცველს ეძებს.

გუშინ, 19:50

რეშფორდს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:44

მოურინიოს მორიგი სამიზნე

ამ ფეხბურთელის დამატებით პირადად ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

გუშინ, 19:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები