Goal.Ge

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?


ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

2007 წელს "ტოტენჰემის" სპორტულმა დირექტორმა დამიენ კონელიმ გაანალიზა სხვაობა "დეზებსა" და "დიდი ოთხეულის" ბინადრებს შორის. ბრიტანელს თვალში ეცა ერთი საინტერესო დეტალი: პრემიერ ლიგის გრანდები აკეთებდნენ ყველაზე მეტ სწორ გადაცემას მეტოქის ნახევარზე.

კონელიმ დაიწყო კრეატიული ნახევარმცველის ძებნა. მას ჰქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა დამიენის თავსატეხი მალევე დასრულდა, რადგან მან აღმოაჩინა ლუკა მოდრიჩი. მომავალში, სწორედ ხორვატი გახდა ის ფეხბურთელი, რომელმაც "ტოტენჰემი" ეპლ-ის ელიტას მიაახლოვა.

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

"ყოველი მატჩის წინ, ჰარი რედნაპი ასახელებდა შემადგენლობას, რის მერეც, იძახდა: უბრალოდ გადააწოდეთ ბურთი ლუკას, ის კი რაფას იპოვის." - ვან დერ ვაარტი. ჰოლანდიელისა და ბალკანელის წყალობით, "ჰოტსპურმა" მოახერხა ოთხეულში შეღწევა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.

ამის გარდა, "დეზები" რეგულარულად იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის, სამწუხაროდ მხოლოდ სეზონის პირველ ნახევარში, თუმცა იმ მომენტში, სწორედ ეს იყო "ტოტენჰემის" მაქსიმუმი.

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

მოდრიჩის მადრიდის "რეალში" გადასვლის შემდეგ, ლონდონელებმა დღემდე ვერ მოახერხეს სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი კარდინალურად განსხვავდება რედნაპის მოდელისგან, რადგან არგენტინელის კოლექტივში მთელი დატვირთვა შეტევაზეა.

ანდრე ვილაშ-ბოაშის პერიოდის გახსენება კი არ ღირს, არასდროს. ლუკა არ დაკარგულა ეპატაჟურ "სამეფო კლუბში", როგორც ბევრი მისი წინამორბედი, პირიქით, მან უკეთესი გახადა "ბლანკოსი".

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

საკმარისია გავიხსენოთ კარლო ანჩელოტის უკანასკნელი სეზონი "რეალში", რომელშიც მადრიდელები მოდრიჩთან ერთად აჩვენებდნენ საუკეთესო ფეხბურთს, მის გარეშე კი "თეთრებმა" კაპიტალურად ჩააგდეს მეორე ნახევარი.

"არასდროს შევადგენ სიმბოლურ ნაკრებს ჩემი შეგირდებისგან. შეხედეთ, ჯერ მარტო მეკარეებს: ბუფონი, კასილასი, დიდა, ვან დერ სარი, ჩეხი, ნოიერი - რთულია არჩევანის გაკეთება. ანალოგიური რამ ხდება სხვა პოზიციებზეც, თუმცა ერთი დეტალი კარგად ვიცი - ჩემს გუნდში აუცილებლად იქნება მოდრიჩი." - ანჩელოტი.

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

კარლოს წინამორბედს, ჟოზე მოურინიოს იმდენად ჩაუვარდა გულში ლუკა, რომ ის დღემდე ეძებს მის ანალოგებს თავის კლუბებში. მაგალითად: "ჩელსიში" პორტუგალიელმა მოიყვანა ფაბრეგასი, "მანჩესტერში" - პოგბა, მაგრამ ხორვატის ეფექტი "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩა.

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

ზინედინ ზიდანი არის მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობით ბალკანელმა სოლიდურად შეავსო თავისი ტიტულების კოლექცია. ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება, შეუძლებელი იქნებოდა მოდრიჩის გარეშე. ამას ხვდება თავად ზიზუც, რომელმაც სრულფასოვნად დაინახა ფლეიმეიქერის ნიჭი:

"უდავოდ, ლუკა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. არა ერთ-ერთი, არამედ ზუსტადაც საუკეთესო. ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ის ჩემი მეგობარია." - განაცხადა ფრანგმა.

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

2016-2017 წლის სეზონში, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გაანალიზა "რეალი"-"ნაპოლის" შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. ყველაზე დიდი ეფექტი იტალიელ ტაქტიკოსზე მოახდინა სწორედ ხორვატმა:

"მატჩი, რომელიც გაწვდის ახალ იდეებს შენი გუნდისთვის. მოდრიჩის თამაში სცილდება ტაქტიკური მონახაზის ფარგლებს, ეს არის ოსტატობა, რომლის ყურებით უბრალოდ უნდა დატკბე."

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

რამდენიმე თვის შემდეგ, "ბებერი ქალბატონი" ფინალში დაუპირისპირდა სწორედ მადრიდს. მაქსმა ვერაფერი მოუხერხა ლუკას, ბალკანელი უბრალოდ ბანალურად ერგებოდა ნებისმიერ სიტუაციას.

როგორც ვხედავთ, ხორვატი აქამდეც ახლოს იყო აღიარებასთან, თუმცა 2018-მა წელმა მოახდინა საბოლოო გადატრიალება. ჩვენ ვიხილეთ საუკეთესო მოდრიჩი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფს დაუმატა მუნდიალის ვიცე-ჩემპიონობა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობა.

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკამ გააკეთა ის, რაც მას ყველაზე კარგად ეხერხება - გუნდის დირიჟორობა. არგენტინასთან მატჩში ნათლად გამოჩნდა, თუ ვინ არის მოდრიჩი ხორვატიისთვისა და თანამედროვე ფეხბურთისთვის. პლეი-ოფში ჩადენილი გმირობები კი უკვე ისტორიის ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი "რეალი" კრიზისშია, ეს ფაქტი სულაც არ აკნინებს პერსონალურად ბალკანელს. ლუკამ ჯერ კიდევ ლოპეტეგისა და სოლარის მოსვლამდე თქვა თავისი სათქმელი.

ახალი სახე - როგორ მიდიოდა მოდრიჩი ოქროს ბურთისკენ?

ერთი სიტყვით, ისტორია დაწერილია - მესისა და რონალდუს ჰეგემონიის დამხობი ფეხბურთელი აღმოჩნდა არა იბრაჰიმოვიჩი, რობენი, ბეილი ან ნეიმარი, არამედ პატარა მწყემსი ზადარიდან.

მოდრიჩი ოქროს ბურთით


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბარსელონას ყოფილი მცველი: "მესი გუნდის ტენქიკური მდივანია"

"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, რამონ ალეშანკომ, კატალონიელთა რიგებში ანტუან გრიზმანის შესასაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 13:39

ვენგერი: "მხითარიანი? თამაში შეუძლებელია, როცა საქმეში პოლიტიკა ერევა"

"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ჰენრიხ მხითარიანზე ისაუბრა.

დღეს, 13:25

ნაპოლიმ ლივერპულის მცველს დაუმიზნა

"ლივერპულის" მცველი, ნატანიელ კლაინი, შესაძლოა სერია ა-ში გადაბარგდეს.

დღეს, 13:20

"ყველაფერი მხოლოდ რონალდუს ბრალი არ იყო", - რობენმა რეალიდან წასვლის მიზეზი დაასახელა

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, არიენ რობენმა, 2009 წელს, მადრიდის "რეალის" დატოვების მიზეზი დაასახელა.

დღეს, 13:04

სიტი სანეს შესაცვლელად 120-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

Goal.com-ის "მანჩესტერ სიტის" კორესპონდენტი, სემ ლი, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 12:59

სრული უსამართლობა ნაცუ ბაშოზე! ტოჩინოშინს მე-13 ბრძოლა მსაჯებმა წააგებინეს [VIDEO]

ნაცუ ბაშოს მე-13 საბრძოლო დღეს ტოჩინოშინმა ძალიან სამწუხარო მარცხი იწვნია.

დღეს, 12:45

მიზეზი, რის გამოც ლუკაკუ მანჩესტერს დატოვებს

რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

დღეს, 11:56

პოჩეტინო: "ლივერპულმა მხოლოდ მცველსა და მეკარეში 150 მილიონი გადაიხადა, ჩვენ - არავინ გვიყიდია"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ერთმანეთს თავისი გუნდი და "ლივერპული" შეადარა:

დღეს, 11:46

ბარსელონას ყოფილი სპორტული დირექტორი: "კოუტინიოს ინიესტას შემცვლელად განვიხილავდით"

"ბარსელონას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რობერტო ფერნანდესმა ფელიპე კოუტინიოზე ისაუბრა:

დღეს, 11:32

პიკე: "ენფილდის კოშმარს კიდევ დიდი ხნის მანძილზე გავიხსენებთ"

"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ "ლივერპულთან" განადგურება გაიხსენა:

დღეს, 11:21

მაკგრეგორი: "მეიუეზერი გამირბის"

UFC-ის მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ფლოიდ მეიუეზერთან შესაძლო რევანშზე ისაუბრა:

დღეს, 11:09

ბარსელონამ დაადასტურა - ტერ შტეგენი კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს

"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კოპა დელ რეის ფინალს გამოტოვებს.

დღეს, 10:48

არსენალის გულშემატკივრები ევროპა ლიგის ფინალის უემბლიზე გადატანას ითხოვენ

ლონდონის "არსენალის" გულშემატკივრებმა შექმნეს პეტიცია ევროპა ლიგის ფინალის ბაქოდან ლონდონში გადატანის თაობაზე.

დღეს, 10:41

არსენალმა ახალი ფორმა წარადგინა

ლონდონის "არსენალმა" 2019-2020 წლის ფორმა წარადგინა.

დღეს, 10:30

"რონალდუზე უარესი" - ჯორჯ ბესტის უცნაური ქანდაკება ბელფასტში

რამდენიმე დღის წინ, ბელფასტში ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს ძეგლი გაუხსნეს.

დღეს, 10:18

"ეს საშინელება იყო!", - გიოტცემ ბაიერნში ტრანსფერი გაიხსენა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა შემტევმა, მარიო გიოტცემ, "რეკორდმაისტერში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

დღეს, 01:54

ალვეში-ნეიმარზე: "ეიფელის კოშკზე დაგენიძლავებით, რომ ის დარჩება"

"პარი სენ ჟერმენის" ვეტერანმა განაპირა მცველმა, დანი ალვეშმა, თავისი თანამემამულე ნეიმარის მომავალი შეაფასა.

დღეს, 01:53

სოლსკიაერი: "მომდენო სეზონში ჩავარდნა აღარ გვეპატიება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, მომდევნო სეზონში წარუმატებელი გამოსვლა გამორიცხა.

დღეს, 01:47

ბართომეუ: "ამ ბარსელონათი უნდა ვიამაყოთ"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, 2018/19 წლების სეზონი შეაჯამა.

დღეს, 01:41

როლან გაროსზე ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია

გუშინ დიდი სლემის რიგით მეორე ტურნირის, საფრანგეთის ღია პირველობის იგივე "როლან გაროსის", კენჭისყრა გაიმართა.

დღეს, 01:35

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე კარიერას ასრულებს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე კარიერას ასრულებს

დღეს, 01:33

"95%-თ მადრიდელი ვიყავი" - დანი ალვეშს რეალში შეეძლო გადასვლა

გამოცდილმა ბრაზილიელმა განაპირა მცველმა, დანი ალვეშმა, გაიხსენა პერიოდი, როდესაც თითქმის მადრიდის "რეალის" მოთამაშე იყო.

დღეს, 01:29

კიმიხი: "ვერნერი ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს"

მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, იოზუა კიმიხმა, "ლაიფციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შეაქო.

დღეს, 01:22

რეალისა და არსენალის ყოფილმა თავდამსხმელმა კარიერა დაასრულა

მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხელმა, ჟულიო ბაპტისტამ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

დღეს, 01:19

რონალდუსთან ერთად - პორტუგალიის ნაკრების განაცხადი ერთა ლიგაზე

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების განაცხადი ერთა ლიგის 1/2 ფინალისთვის ცნობილია.

დღეს, 01:04

იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: "ფანები ალეგრის შეიყვარებენ"

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავკაცმა, ალბერტო ძაკერონიმ, იტალიურ გრანდში მასიმილიანო ალეგრის როლი შეაფასა.

დღეს, 00:53

ბრანდტმა ბორუსიას გამო მანჩესტერზე თქვა უარი

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულმა სუპერ-ტალატნმა, იულიან ბრანდტმა, ინგლისურ გრანდში გადასვლა არ ისურვა.

დღეს, 00:44

ვან პერსი: "რატომ წამოვედი არსენალიდან?"

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, ლონდონის "არსენალიდან" წასვლის მომენტი გაიხსენა.

დღეს, 00:37

ფილტრი დაიწყო - სოლსკიაერმა გუნდიდან გასაშვები 4 მოთამაშე შეარჩია

მორიგი უტიტულო სეზონის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" ზაფხულისთვის დიდი წმენდა იგეგმება.

დღეს, 00:29

ნეიმარსა და მბაპეს ურთიერთობა სერიოზულად გაუფუჭდათ, მიზეზი ცნობილია!

სავსებით შესაძლებელია, რომ ზაფხულში "პსჟ" ნეიმარმა ან კილიან მბაპემ დატოვოს.

დღეს, 00:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10