Goal.Ge

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?


როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების დაცვის ბურჯი, გურამ კაშია სტუმრის სტატუსით ეწვია არნემის "ვიტესს", რომელშიც მან გაატარა 8 სეზონი. "არწივების" გულშემატკივრები ულამაზესი პერფომანსით შეეგებნენ თავიანთ ექს-კაპიტანს.

"გელრედომზე" სუფევდა დაუვიწყარი ატმოსფერო, რომელმაც ყველა ქართველი ქომაგის გულში აანთო სიამაყის გრძნობა. იმედია, ჰოლანდიელთა მიერ გამოხატულმა მადლობის ჟესტმა საბოლოოდ დაჩრდილა და გადაფარა ის არაადეკვატურობის ცირკი, რომელიც ჩვენმა თანამემამულეებმა დადგეს კაპიტნის სამკლავურის გამო.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

დავაფასოთ ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას, კაშია მათ რიცხვში უდავოდ არის. გურამთან ერთად კი გავიხსენოთ სხვა ჩვენიანები, რომლებმაც თავისი შრომითა და პროფესიონალიზმით მოიპოვეს აღიარება უცხო მიწაზე.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

ინგლისი

90-იანების "მანჩესტერ სიტი" არ ითვლებოდა ტოპ-კლასის გუნდად, თუმცა ამის მიუხედავად, იმდროინდელ გუნდს დღემდე იხსენებენ. მიზეზი - გიორგი ქინქლაძეა, რომელიც ნამდვილი საკულტო ფიგურაა, როგორც ქალაქ მანჩესტერისთვის, ისე მთლიანი პრემიერ ლიგისთვისაც.

ფეხბურთელობის პერიოდში ქინქის ეპატიჟებოდა "ბარსელონა", "ლივერპული" და მეზობელი "იუნაიტედი", მაგრამ ქართველმა არ გაცვალა გულშემატკივართა სიყვარული ტიტულებზე. "ქალაქელთა" ქომაგებმა ემოციური წერილიც კი მიწერეს გიოს თხოვნით, რომ ის არ წასულიყო.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

ქინქლაძემ ყველაზე რთულ პერიოდშიც არ დატოვა გუნდი, ანუ მაშინ, როდესაც "სიტი" მე-2 დივიზიონამდე დაეშვა. ეს არის ნამდვილი გმირობა, რომელიც არ დარჩენილა უყურადღებოდ.

"ქალაქელთა" ქომაგებმა ქართველი ორჯერ აღიარეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად (მოგვიანებით, "დერბი ქაუნთის" ფანებმაც გააკეთეს იგივე). ამის გარდა, გიორგი მუდამ მოწინავე პოზიციებზეა სხვადასხვა რეიტინგებში, რომელიც ეხება "სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

ქინქის სიდიადე ქალაქ მანჩესტერის საზღვრებსაც კი სცდება, მაგალითად: გამოცემა "FourFourTwo"-მ ქართველი დააყენა 52-ე ადგილზე პრემიერ ლიგის საუკეთესო ლეგიონერთა სიაში. ცალკე აღნიშნვის ღირსია გიოს ლეგენდარული გოლი "საუთჰემპტონის" კარში.

ქინქლაძის ლეგენდარული გოლი საუთჰემპტონის კარში



"BBC"-მ აღნიშნული შედევრი გაამწესა მე-2 ადგილზე წლის საუკეთესო გოლების კატეგორიაში. როგორც ვხედავთ, ქინქლაძე გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ლოკალური ლეგენდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - სექტემბრის დასაწყისში "სიტის" ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა დადო არტი, რომელზეც გამოსახულნი არიან კლუბის ლეგენდები და გამოჩენილი ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, სურათზე ქართველ ფლეიმეიქერსაც იპოვით.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

გიორგი რეგულარულად სტუმრობს მანჩესტერს, მას ყოველთვის თბილად ეგებებიან. გულშემატკივრები დგებიან რიგში საკულტო ფიგურასთან სურათის გადასაღებად, ჟურნალისტები კი მორიგი ინტერვიუს ჩასაწერად.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

იტალია

ვისთვისაც კახა კალაძე ასოცირდება მხოლოდ ორ ავტო-გოლსა და პოლიტიკასთან, შეუძლია აღარ გააგრძელოს აღნიშნული სტატიის კითხვა. კალაძე პირველ რიგში არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ორი ჩემპიონთა ლიგის თასით კოლექციაში, რომელიც მან 00-იანების დასაწყისის საუკეთესო გუნდთან ერთად მოიგო.

"მილანამდე" კი კახამ შეიძინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველის სახელი კიევის "დინამოში" წარმატებული თამაშის წყალობით. ქართველზე ნადირობდნენ ტოპ-კლუბები ("ბაიერნი", "ჩელსი"), თავად კალაძე კი იგებდა ტიტულებს "როსონერის" შემადგენლობაში.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა - როგორ დააფასეს ქართველი? კახა არის "მილანის" დიდების დარბაზის წევრი. ეს არის ერთგვარი კლუბი, სადაც თავმოყრილნი არიან "შავ-წითლების" ლეგენდარული ფეხბურთელები.

დიახ, მალდინის, ვან ბასტენის, შევჩენკოსა და დანარჩენი გენერლების გვერდით, ფიგურირებს კალაძის გვარიც. დიდების დარბაზის წევრთა მთლიანი სია შეგიძლიათ იხილოთ "როსონერის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ბოლოს კი ბონუსი - კახას გოლი მეზობელ "ინტერის" კარში, შეიგრძენით ატმოსფერო.

მილანი-ინტერი 1:0 (კალაძის გოლი)



გერმანია

90-იანების ბოლოსა და 00-იანების დასაწყისში, ბუნდესლიგაში არსებობდა გუნდი ქართული სულით - "ფრაიბურგი". მის ბირთვს წარმოადგენდნენ სწორედ ჩვენი თანამემამულეები (იაშვილი, კობიაშვილი, ცქიტიშვილი).

ქართველების დამსახურებით, გერმანიის ჩემპიონატის აუტსაიდერმა შეძლო პრაქტიკულად შეუძლებელი რამ - მეორე ბუნდესლიგიდან ამოსვლა და პირდაპირ უეფას თასზე მოხვედრა.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

დროთა განმავლობაში დიასპორა დაიშალა - ახალმა სახეებმა ვერ გაამართლეს (ხიზანეიშვილი, კიკნაძე, ზამთარაძე), ლიდერები კი სხვაგან გაეშურნენ. ცქიტიშვილი "ვოლფსბურგში" წავიდა, კობიაშვილი "შალკეში", იაშვილი "კარლსრუეში".

ქართველები წავიდნენ, თუმცა მოგონება დარჩა: 2018 წლის მარტში ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შეადგინა "ფრაიბურგის" ყველა დროის საუკეთესო 11-ეული. გუნდში მოხვდნენ იაშვილი, კობიაშვილი და ყურადღებით...იოაჰიმ ლიოვი.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

ინტერნეტში დევს ქართველების საუკეთესო გოლების ვიდეო-კოლაჟი, რომელიც აგრეთვე გამოაქვეყნა ბუნდესლიგის ოფიციალურმა ფეიჯმა.

10 საუკეთესო ქართული გოლი გერმანიაში ბუნდესლიგის ოფიციალური გვერდის ვერსიით



ჰოლანდია

მივუახლოვდით კვლავ კაშიას, თუმცა სანამ გურამზე გადავალთ, გავიხსენოთ კიდევ ერთი გამოჩენილი თანამემამულე ერედივიზიაში - შოთა არველაძე. ქართველმა ფორვარდმა გაატარა 6 სეზონი ჰოლანდიაში (4 "აიაქსში", 2 - "ალკმაარში") და გაიტანა 120 გოლი.

არველაძეს აქებდა ვან გაალი, კუმანი და ადვოკაატი. მოგვიანებით, შოთა მუშაობდა კიდეც მათთან ერთად, მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს რანგში. საინტერესო ფაქტი - ლეგენდარული შაკ სვარტის 75-ე დაბადების დღეზე, "აიაქსის" ვეტერანმა ვარსკვლავებმა გააგორეს ბურთი.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

მოედანზე იყვნენ კრუიფი, რაიკაარდი, ვან დერ სარი, ოვერმარსი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი და არველაძეც. 2015 წლის თებერვალში, ამსტერდამული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დადო შოთას საუკეთესო გოლების კრებული.

არველაძის 10 საუკეთესო გოლი აიაქსში კლუბის ოფიციალური გვერდის ვერსიით



არველაძის საქმე ერედივიზიაში გააგრძელა კაშიამ, რომელიც იქცა "ვიტესის" კაპიტნად და ნამდვილ ლეგენდად. ნახეთ, თუ როგორ ემოციურად აცილებენ "არწივები" თავიანთ საუკეთესო ლეგიონერს.

კაშიას ემოციური გაცილება



ჰოლანდიელებმა არ იკმარეს დაუვიწყარი პერფომანსი და ქართველის სახელი ერთ-ერთ პარკს დაარქვეს. დიახ, არნემში არსებობს გურამ კაშიას სახელობის ირმების პარკი. მხოლოდ ერთი სიტყვა - დაფასება.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

შოტლანდია

იმ დროს, როდესაც სკოტების პრემიერ ლიგა იყო თავისი დრამატულობის პიკში, იქ ბინადრობდნენ ჩვენი თანამემამულეები. "დანდიში" თამაშობდა 3 ქართველი - ქეცბაია, ნემსაძე და ხიზანიშვილი.

თემურმა მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო შოტლანდიაში, გიორგიმ კი 4. ამ პერიოდის განმავლობაში ნემსაძემ იმდენი გააკეთა, რომ ის შეიყვანეს "დანდის" დიდების დარბაზში, კლაუდიო კანიჯასთან ერთად.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

ხიზანიშვილმა "ლურჯების" რიგებში მოიგო ჩემპიონატის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო, რის შემდეგაც, ზურაბი გადავიდა "გლაზგო რეინჯერსში", სადაც მას ელოდებოდა ისევ და ისევ არველაძე.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა, ჰოლანდიელების მსგავსად, აგრეთვე შეიყვარეს შოთა. სკოტები მას ხუმრობით "მისტერ ბინსაც" კი ეძახდნენ.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

თურქეთი

კვლავ არველაძე, ამჯერად ძმასთან, არჩილთან ერთად. როგორც ვიცით, ტყუპების ევროპული კარიერა დაიწყო "ტრაბზოსნპორში", რომლის შემადგენლობაში ქართველებმა ჯამში გაიტანეს 100-მდე გოლი.

შოთამ მიიღო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი, რითაც არველაძე თურქული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა: ქართველი გახდა მეორე უცხოელი მოთამაშე, ტარიკ ჰოჯიჩის შემდეგ, რომელსაც აღნიშნული გადაეცა გადაეცა. შოთა და აჩი იმდენად პოპულარულები იყვნენ, რომ ისინი რეკლამაშიც გადაიღეს.

ძმები არველაძეები თურქულ რეკლამაში



კვიპროსი

არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ აღნიშნული ქვეყნის საუკეთესო ლეგიონერი არის თემურ ქეცბაია. ამაზე მეტყველებს ქართველის მიღწევები და გულშემატკივართა დაფასებაც.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

ქეცბაია არის ფამაგუსტას "ანორთოსისის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც "ლურჯ-თეთრებს" მოაგებინა ორი ჩემპიონობა. ერთი მოთამაშე მწვრთნელის რანგში, მეორე - უბრალოდ მწვრთნელის.

ამის გარდა, თემური გახდა პირველი დამრიგებელი ისტორიაში, რომელმაც კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. რა მოხდა უშუალოდ ტურნირზე? ეს უკვე კლასიკაა - გავიხსენოთ "ანორთოსისის" ლეგენდარული მატჩი ჟოზე მოურინიოს "ინტერთან", რომელიც 3:3 დასრულდა.

ქეცბაია მოურინიოს წინააღმდეგ - ანორთოსისი-ინტერი 3:3



კვიპროსელებმა სამუდამოდ ამოიღეს ხმარებიდან ქეცბაიას 14-ნომრიანი მაისური. შეიძლება ითქვას, რომ თემური არის "ანორთოსისის" კრუიფი.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

მოლდოვა

ვაჟა თარხნიშვილმა თავის დროზე გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივში" ითამაშა. 1999 წელს კი ის ტირასპოლის "შერიფში" ჩაირიცხა, რომელშიც მან 14 სეზონი იასპარეზა. ჯამში ვაჟამ 400-მდე შეხვედრა ჩაატარა "შერიფის" შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც ის 11-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

თარხნიშვილმა 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა. მისი წასვლის შემდეგ, "შერიფის" ხელმძღვანელობამ ხმარებიდან ამოიღო ქართველის 5-ნომრიანი მაისური. 2003 წელს, მოლდოვის ერთ-ერთმა ბანკმა გამოუშვა ვერცხლის მონეტები, რომელზეც გამოსახული იყო სწორედ "შერიფის" ჩვენი კაპიტანი.

როგორ აფასებენ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალი იკარდის მისი მეუღლის გამო არ იმატებს

ცნობილი ესპანური გამოცემა, MARCA წერს, რომ "რეალმა" მაურო იკარდიზე ფიქრი მისი მეუღლის, ვანდა ნარას გამო შეწყვიტა.

დღეს, 04:52

რამდენი პენალტი აქვს მესის ლა ლიგაში გაცუდებული?

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 1:0 დაამარცხა, სადაც ლიონელ მესიმ 2 პენალტი შეასრულა - ლეომ 1 გაიტანა, მეორე კი მეკარემ აუღო.

დღეს, 04:48

ჯერარდი: "ტიტულზე ფიქრი დაასრულეთ"

ფეხბურთელის რანგში, სტივენ ჯერარდმა შიდა ჩემპიონატის მოგება (პრემიერ ლიგის) ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, თუმცა მას ამის განხორციელების შესაძლებლობა მთავარი მწვრთნელის რანგში აქვს.

დღეს, 04:41

ფერგიუსონი მანჩესტერის მწვრთნელის რანგში ბრუნდება

აღნიშნულ ინფორმაციას "ეშმაკუნების" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

დღეს, 04:35

ბეილმა ჩელსისა და მანჩესტერს პასუხი შეუთვალა

29 წლის შემტევს, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

დღეს, 04:33

დისკვალიფიკაციის გამო, რეალს დღეს მოდრიჩი დააკლდება

დღეს 15:00 საათზე, ლა ლიგის მატჩში მადრიდის "რეალი" "ხირონას" მიიღებს.

დღეს, 04:30

ასე გააცილეს ემილიანო სალა უკანასკნელ გზაზე [VIDEO]

გუშინ, ემილიანო სალა არგენტინაში, მშობლიურ მხარეში დაკრძალეს.

დღეს, 04:27

რატომ არქმევენ ურუგვაიში გრიზმანის სახელს ბავშვებს?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ურუგვაის ნაკრებს გოლი გაუტანა, თუმცა არ აღნიშნა, რადგან ეს ქვეყანა უყვარ

დღეს, 04:24

"კარგი რა კრიშტიანუ, გაჩერდი", - რონალდუ ვარჯიშიდან ვერ გაჰყავდათ

პორტუგალიელმა პრესასთან ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც "სპორტინგის" სკოლაში" "იუვენტუსის" შემტევთან ერთად გამოდიოდა.

დღეს, 04:19

პიკე: "აქ კარგი მხოლოდ გამარჯვება იყო"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:14

სოლარიმ რამოსის ბარათზე პრესა დაადანაშაულა: "თქვენი მეთოდები გაქვთ"

სანტიაგო სოლარიმ სერხიო რამოსის ყვითელი ბარათის გაზვიადებაში პრესა დაადანაშაულა.

დღეს, 04:11

ვალვერდე: "ყველა თამაშში 7 საგოლე ეპიზოდი არ გვექნება"

ლა ლიგის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 04:07

მილანის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლეადორი!

თუმცა, 23 წლის კრიშტოფ პიონტეკმა დებიუტში მათ ყველას აჯობა.

დღეს, 04:03

მოიხსნება კონტეს 102 ქულიანი რეკორდი სერია A-ში?

სერია A-ს 24-ე ტურის შემდეგ "იუვენტუსს" 66 ქულა აქვს და მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა ისტორიული რეკორდიც დაამყაროს.

დღეს, 03:58

პიონტეკი: "ჩემი თავის მჯეროდა, თუმცა ამას ვერც წარმოვიდგენდი"

სერია A-ს მატჩში "მილანი" "ატალანტას" ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა, სადაც კრიშტოფ პიონტეკმა 2 გოლის გატანა შეძლო.

დღეს, 03:54

რაგბი ევროპა: ქართველებმა იმსაჯეს, რუმინელებმა და რუსებმა გაისეირნეს [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დღის მატჩების მიმოხილვა

დღეს, 02:45

ქვილითაია დაბრუნდა! - ქართველმა ფორვარდმა გენტში წლის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში ერთმანეთს "ბევერენი" და "გენტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:35

ქართველების დაპირისპირება პოლონეთში - ზარანდიამ პენალტი გამოიმუშავა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი "ზაგლებიესა" და "არკას" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:32

პიონტეკმა რეკორდი დაამყარა - პირველად ბალოტელის შემდეგ

იტალიის სერია ა-ში გამართული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის, სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

დღეს, 02:18

ყველაზე ხნიერი მეგოლე ბუნდესლიგის ისტორიაში

გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი "ჰერტასა" და "ვერდერს" შორის, 1:1 დასრულდა.

დღეს, 02:15

ლეო მესიმ ვალიადოლიდთან ერთბაშად 2 რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის გასულ ტურში, "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" მესის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

დღეს, 02:11

მესის გოლით ბარსელონამ მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

ლა ლიგის მთავარი ფავორიტი "ბარსელონა" 24-ე ტურში "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 01:54

პიონტეკის ბენეფისი გრძელდება - მილანმა კვლავ მოიგო! [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო და დაძაბული მატჩი "ატალანტასა" და "მილანს" შორის.

დღეს, 01:52

სოლარიმ ვინისიუსი შეაქო

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ამ გუნდის ახალგაზრდა შემტევი ვინისიუს ჯუნიორი შეაქო.

დღეს, 00:58

როდის დაბრუნდებიან ნეიმარი და კავანი? - ტუხელის კომენტარი

ჩემპიონთა ლიგაზე, "მანჩესტერთან" მატჩში, ედინსონ კავანიმ და ნეიმარმა ტრავმის გამო ვერ ითამაშეს.

დღეს, 00:54

გრიზმანის საოცარი სტატისტიკა ატლეტიკოში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 00:50

სოლარი: "რამოსი ამას არ იკადრებს!"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "აიაქსთან" მატჩის ბოლო წუთზე, სერხიო რამოსმა ყვითელი ბარათ მიიღო.

დღეს, 00:43

ასოციაციის თასი: მანჩესტერ სიტიმ მარტივად იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]

ასოციაციის თასის 1/4 ფინალში ერთმანეთს "ნიუპორტი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 00:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები