Goal.Ge

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე


სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

ნიკოლოზ ქუთათელაძე - მახაჭკალის "ანჟის" 17 წლის ქართველი შემტევი, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში "პარი სენ-ჟერმენის" აკადემიიდან მოხვდა. გამოცემა "Sports.ru"-მ ინტერესი გამოხატა ახალგაზრდა ფორვარდის მიმართ და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მომენტებს.

რატომ მაინცდამაინც "ანჟი"?

- "მქონდა ვარიანტები ევროპიდან, თუმცა "ანჟის" პრეზიდენტმა ოსმან კადიევმა შემომთავაზა ყველაზე საინტერესო წინადადება. ის დამეხმარება, მე კი დავეხმარები კლუბს. ჩემი ოჯახი ენდობა მას.

რუსეთის ჩემპიონატი მე-6 ადგილზეა უეფას რეიტინგში. "ანჟი" არის გუნდი, რომელშიც თავის დროზე თამაშობდნენ რობერტო კარლოსი, სამუელ ეტო'ო, ვილიანი, ლასანა დიარა და უგო ალმეიდა. არ ღირს ამ კლუბის არდაფასება." - ქუთათელაძე.

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

ჩეხეთში დაწყებული საფეხბურთო გზა

ქართულმა პუბლიკამ ქუთათელაძე გაიცნო მას შემდეგ, რაც ის "პსჟ"-ს აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარიზამდე, ჩვენს თანამემამულეს უკვე ჰქონდა მიღებული ევროპული საფეხბურთო გამოცდილება.

ნიკოლოზი იწყებდა პრაღის "სპარტაში", რომლიდანაც მოგვიანებით ის მეზობელ "ბრანიკში" გადავიდა. მისი მამა, სერგო ქუთათელაძე არის ბიზნესმენი, რომელიც ჩეხეთში 2009 წლიდან მოღვაწეობს. მან გახსნა საკუთარი სამშენებლო კომპანია. ოჯახის უფროსი ბიზნესზე არანაკლებ დროს უთმობს შვილის კარიერას.

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

სინჯები ბარსელონაში

- "ერთხელ "ბრანიკი" ეთამაშებოდა "ბარსელონას". მატჩის მსვლელობისას მე მივედი კატალონიელ სკაუტებთან დასალაპარაკებლად, მაგრამ მათ არ ესმოდათ ინგლისური, ფრანგული და რუსული.

მოგვიანებით, გავუგზავნე წერილი, რის შემდეგაც, ჩვენ 4-5 თვის მანძილზე ვკონტაქტობდით. კატალონიელებმა მოითხოვეს ნიკოლოზის თამაშის ვიდეოები და ტესტირება. აღმოჩნდა, რომ "ბარსას" აკადემიაში არ იღებდნენ 13-წლამდელ არაკატალონიელებს, ჩემი შვილი კი იმ დროს 10-ის იყო.

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

"ბლაუგრანაში" ჩარიცხვა არ გამოვიდა, თუმცა მათი სიტყვების თანახმად, ნიკოლოზმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მომავალში ისინი დააკვირდებოდნენ მას. ჩემი აზრით, ეს იყო უბრალოდ ზრდილობიანი უარი." - განაცხადა სერგომ.

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

მილანის აკადემია

ქუთათელაძე-უფროსი მეგობრობს გიორგი დემეტრაძესა და კახა კალაძესთან. მათი დახმარებით ნიკოლოზი აღმოჩნდა "მილანის" აკადემიაში. თბილისის ამჟამინდელმა მერმა ქართველებს გააცნო გატუზო, კოსტაკურტა და ამბროზინი.

- "იტალიაში 3 კვირა ვიყავით. ნიკოლოზმა ჩაატარა ორი მატჩი, რომელშიც გაიტანა 5 გოლი. მასთან ერთად ვარჯიშობდა მალდინის ვაჟიც. სამწუხაროდ, "მილანის" წარმომადგენლებმა მითხრეს: თქვენი შვილი კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის არაფრით აღემატება დანარჩენებს. "როსონერიში" მოხვედრისთვის კი იგი ორი თავით მაღლა უნდა იდგეს სხვებზე."

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

ლილში აზართან ერთად

"ძაღლების" სავარჯიშო ბაზა ისეა მოწყობილი, რომ იუნიორები ირჯებიან მთავარი გუნდის მოთამაშეების მახლობლად. ნიკოლოზი რეგულარულად კონტაქტობდა აზართან, პაიეტთან, რამისთან, კოულსა და ჟერვინიოსთან. ჯამში ქუთათელაძემ "ლილში" გაატარა 5 სეზონი.

- "სინჯების ორგანიზებაში დამეხმარა ჩემი მეგობარი მორაგბე. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ტესტირებაც წარმატებით გადავლახეთ, თუმცა მოგვიანებით, პარიზში გადასვლა მოგვიწია საცხოვრებლად."

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

პსჟ-ს ახალი ზლატანი

"ლილის" შემდეგ, ქუთათელაძეს ჰქონდა შემოთავაზება "სპორტინგიდან", "ბრიუგედან", კიევის "დინამოსა" და "პარი სენ-ჟერმენიდან" - ქართველმა აირჩია პარიზული ვარიანტი. ნიკოლოზი მომენტალურად შეადარეს იბრაჰიმოვიჩს.

საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთ მატჩში ქუთათელაძემ გაიფორმა პოკერი, მოგვიანებით კი მან გაიტანა ულამაზესი მაკრატელა შვედი ლეგენდის სტილში. "პსჟ"-ს ფან-გვერდმა ჩვენს თანამემამულეს "ახალი ზლატანი" შეარქვა.

ქუთათელაძის ულამაზესი მაკრატელა ზლატანის სტილში



- "ეს მეტსახელი მიწოდეს ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა, მე - არაფერ შუაში ვარ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მთავარმა მსაჯმა მითხრა: "მომავალო ზლატანო, ძალები მოიკრიბე! შენი თამაშის სანახავად მოვიდნენ "იუვენტუსის" სკაუტები.

ვიცოდი, რომ ტურინელთა წარმომადგენლები ტრიბუნებზე ისხდნენ. "ბებერი ქალბატონის" სელექციონერები ალექსანდრე იაშვილსაც კი ესაუბრნენ ჩემს შესახებ". ნიკოლოზი პარიზიდან წავიდა, თუმცა მისი უმცროსი ძმა, სანდრო ახლაც "პსჟ"-შია, ის თამაშობს 12-წლამდელთა გუნდში.

სანდრო ქუთათელაძის ქუსლი მონაკოს კარში



საყვარელი გუნდი და ფეხბურთელი

- "ბავშვობაში ვგულშემატკივრობდი "ბარსელონას", საყვარელი ფეხბურთელი კი მესი იყო. ნეიმარის "პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ, სწორედ ბრაზილიელი გახდა ჩემი ფავორიტი. სხვანაირად ვერც იქნებოდა, პარიზში ბევრი დრო გვაქვს ერთად გატარებული.

რაც შეეხება სათამაშო სტილს, ჩემთვის ყველაზე ახლოს ედინსონ კავანია. სწორედ ურუგვაელი ფორვარდია ის, ვისაც ვცდილობ დავემსგავსო."

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

კლუივერტთან მეგობრობა

ქუთათელაძის პარიზში ყოფნის პერიოდში, პატრიკი მუშაობდა კლუბის სპორტულ დირექტორად. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჰოლანდიელი წავიდა, ის დღემდე ინარჩუნებს კავშირს ქართველთან.

ქუთათელაძე და კლუივერტი



რას ფიქრობს მამა შვილის კარიერის შესახებ?

- "ნიკოლოზი იმიტომ გადავიდა სხვაგან, რომ "პსჟ"-ს შემადგენლობაში მოხვედრა არარეალური იყო. თავად განსაჯეთ, მათ ჰყავთ ნეიმარი, მბაპე და კავანი, დი მარია კი სკამზე ზის. დიახ. მე რეალისტი ვარ.

არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ჩემი შვილი დაბრუნდება საფრანგეთში. ახლა ყველაფერი მის მონდომებაზეა დამოკიდებული."

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

რა ვიცით ანჟის შესახებ?

ქუთათელაძემ მოიარა საფეხბურთო ევროპა, თუმცა ქართველს არასდროს უთამაშია ახალგაზრდული გუნდების ფარგლებს გარეთ. "ანჟი" იქნება მისი პირველი პროფესიონალური კლუბი.

მახაჭკალა არის ადგილი, სადაც თავის დროზე ასპარეზობდა უამრავი ჩვენი თანამემამულე. მაგალითად: ცხადაძე, ლორია, ნავალოვსკი, რევიშვილი, კვირკველია, მარცვალაძე, აშვეთია და ბევრი სხვა.

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

დაღესტნური გუნდი აგრეთვე იმით არის ცნობილი, რომ მას გულშემატკივრობს ხაბიბ ნურმაგომედოვი. 1999 წელს UFC-ის ჩემპიონი დაესწრო თავის პირველ საფეხბურთო მატჩს - "ანჟი"-"სპარტაკს", იმის შემდეგ, "ყვითლები" სამუდამოდ დარჩნენ "არწივის" გულში.

სინჯები მილანსა და ბარსაში, პსჟ-დან ხაბიბის საყვარელ გუნდში - 17 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფიფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე სტატიას აქვეყნებს

ინგლისელმა მეზღვაურებმა ფეხბურთი XX საუკუნის დასაწყისში შავი ზღვისპირა ქალაქ ფოთში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს, რის შემდეგაც საქართველოში ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა

დღეს, 20:48

ბუფონი: "რონალდუსთან ერთად თამაშს ვისურვებდი"

ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში სურს.

დღეს, 20:37

"დე იონგსა და დე ლიგტს რჩევა მივეცი", - რომელი კლუბი ურჩია კუმანმა ახალგაზრდებს?

"აიაქსის" ფეხბურთელებისადმი ინტერესს "ბარსელონა" და "პსჟ" იჩენენ.

დღეს, 20:12

აზარის უარი ჩელსის

"ჩელსის" ლიდერს, ედენ აზარს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, კლუბში დარჩება თუ "რეალში" გადავა.

დღეს, 20:01

"ნეიმარის დაბრუნება?", - ბარსელონას პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს

ხოსეპ მარია ბართომეუმ "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 19:56

დიდი პრობლემა - ბეილმა "ბრექსიტის" გამო შესაძლოა რეალი დატოვოს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

დღეს, 19:48

ატლეტიკო მზადაა ჩელსის მორატას სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი დაუთმოს

"ატლეტიკოს" "ჩელსის" ფორვარდ ალვარო მორატას დამატება უნდა.

დღეს, 19:40

ვან დერ ვაარტი: "თუ ეს ფეხბურთელი სასტარტოში არ არის, რეალის თამაშებს თვალყურს არ ვადევნებ"

"რეალის" ექს-ნახევარმცველი "სამეფო კლუბის" მწვრთნელებს აკრიტიკებს.

დღეს, 19:35

"ასეთია ცხოვრება", - კავანი პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე განცხადებას აკეთებს

ედინსონ კავანის "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2020 წელს ეწურება.

დღეს, 19:17

ბარსელონას პრეზიდენტმა ვალვერდეს მომავალს ნათელი მოჰფინა

ხოსეპ მარია ბართომეუმ ერნესტო ვალვერდეს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:13

მესი ლა ლიგაში გატანილ თავის მე-400 გოლს ეხმაურება

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თავის მორიგ რეკორდზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 19:08

ალბამ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

ხორდი ალბას "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

დღეს, 18:35

დი მარია მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის მიზეზზე ალაპარაკდა

ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2014/15 წლების სეზონში იცავდა.

დღეს, 18:29

არსენალმა ოზილის შემცვლელი ბაიერნში იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, მესუთ ოზილმა ამ ზამთარს "არსენალი" დატოვოს.

დღეს, 18:19

მალკომს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

დღეს, 18:12

მოლაპარაკებები შედგა! - მორატა ლა ლიგას უახლოვდება

"ჩელსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა პრემიერ ლიგიდან წასვლასთან ახლოსაა.

დღეს, 18:00

დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედს პირობა წაუყენა

"მანჩესტერი" გუნდის კიპერის, დავიდ დე ხეას შენარჩუნებას მთელი ძალებით ცდილობს.

დღეს, 17:34

ბარსელონა დე იონგისთვის ბრძოლაში დამარცხდა?! - ფავორიტი გამოიკვეთა

დიდი ალბათობით, "აიაქსის"-ს ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი კლუბს დატოვებს.

დღეს, 17:28

იუვენტუსი მოდრიჩს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

"იუვენტუსი" "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩისადმი იჩენს ინტერესს.

დღეს, 17:21

რეალის მთავარმა სამიზნემ სასურველი კლუბი შეარჩია

"ჯენოას" თავდამსხმელს, კშიშტოფ პიონტეკს კლუბის დატოვება უნდა.

დღეს, 17:11

პსჟ-მ ბარსელონას რაბიოს ფასი დაუსახელა

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

დღეს, 17:06

გურამ კაშია ბასილაშვილის დიდ სლემზე მოგებას გამოეხმაურა

ავსტრალიის ღია პირველობაზე, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი სტეფანო ტრავილია 5 სეტში დაამარცხა.

დღეს, 16:17

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე უკლუბოდ დარჩა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე კლუბის გარეშე დარჩა.

დღეს, 15:49

მესი მე-400 გოლზე: "ვცდილობ, ციფრებზე და მიღწევებზე არ ვიფიქრო"

"ბარსელონას" ფორვარდი პრიმერა დივიზიონში მე-400 გატანილ გოლს გამოეხმაურა.

დღეს, 14:44

ყველაფერი გადაწყვეტილია: ტორპედოდან დინამოში კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავა

რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისის "ტორპედო" ლევან კუტალიამ დატოვა და "დინამო თბილისში" გადავიდა.

დღეს, 14:13

ჯანოს ჯანმრთელობა - კატასტროფაა: რუსულმა პრესამ ანანიძის ტრავმები შეაჯამა

რუსული პრესა ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვში" გადასვლას ეხმაურება.

დღეს, 13:58

ლეგანესთან ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე - ჩააბარებს ვინისიუსი მორიგ ტესტს?

დღეს, მადრიდის "რეალი" "ლეგანესს" სამეფო თასის საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდება.

დღეს, 13:37

იუვენტუსი - მილანი: ტურინელები რევანშის აღებას ეცდებიან

დღეს საღამოს საუდის არაბეთი იტალიის სუპერთასის შეხვედრას უმასპინძლებს.

დღეს, 13:31

რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

გოგა ბითაძემ შთამბეჭდავად შეაბიჯა ევროლიგის სამყაროში. ქართველ კალათბურთელს დასჭირდა მხოლოდ 18 წამი ყურადღების მოსაქცევად.

დღეს, 13:27

გატუზო: "რონალდუ ნამდვილი მანქანაა"

"იუვენტუსთან" მოახლოვებული მატცის წინ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.

დღეს, 13:23

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები