"არ წავალ იქ", - მილანისა და იუვენტუსის მატჩზე ქალები არ დაიშვებიან

2019 წლის 16 იანვარს, იტალიის სუპერთასის მატჩი გაიმართება, სადაც "მილანი" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.
შეხვედრა, იტალიის საზღვრებს გარეთ, საუდის არაბეთში ტარდება, სადაც ქალებს მთელი რიგი შეზღუდვები აქვთ.
"არ შევალ სტადიონზე იქ, სადაც ქალებს არ უშვებენ", - ეს განცხადება იტალიის პრემიერ მინისტრმა მატეო სალვინიმ გააკეთა.
ცნობილია, რომ საუდელ შეიხებსა და სერია A-ს ორგანიზატორებს შორის შეთანხმება შედგა და ამ მატჩის სანაცვლოდ იტალიელებმა 7 მილიონი ევრო მიიღეს.
რაც შეეხება საუდის არაბეთს, აქ მთელი რიგი შეზღუდვებია.
ქალებს არ ჰქონდათ უფლება სტადიონზე შესულიყვნენ, თუმცა გარკვეული ცვლილებები გასულ წელს ამოქმედდა.
ქალს უფლება აქვს შევიდეს სტადიონზე თუ ნებართვას ქმარი მისცემს. ასევე, ის განცალკევებულ ტრიბუნაზე უნდა დაჯდეს, სადაც კაცი არ იქნება.