ავტორიზაცია

"ზენიტის" ფანებმა გერმანიის დროშა დაწვეს?

"ზენიტის" ფანებმა გერმანიის დროშა დაწვეს?
თარიღი 20 Mar 2014, 11:11
ჩემპიონთა ლიგის ეგიდით დორტმუნდში "ბორუსიასა" და "ზენიტს" შორის მიმდინარე მერვედფინალური საპასუხო მატჩის (1:2) მიმდინარეობისას საკმაოდ მიუღებელი ფაქტი დაფიქსირდა. ზემოთაღნიშნული შეხვედრის მეორე ტაიმში სანქტ პეტერბურგელთა ფანებმა ერთი მხრის ცნობით გერმანული კლუბის დროშა, ხოლო მეორე მხრის განცხადებით - გერმანიის დროშა დაწვეს. ეს ეპიზოდი დიდი ალბათობით უამრავ ევროპულ პრესას მიეცემა განსახილველ თემად და, არ არის გამორიცხული, ამან უეფამდეც მიაღწიოს.