ავტორიზაცია

"დორტმუნდმა" ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტი შესთავაზა

"დორტმუნდმა" ლევანდოვსკის ახალი კონტრაქტი შესთავაზა
თარიღი 26 აპრ 2013, 13:18
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ გერმანულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი გუნდის თავდამსხმელთან რობერტ ლევანდოვსკისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს. "რა თქმა უნდა, ჩვენ ფეხბურთელს შევხვდით და მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების შესაძლებლობა განვიხილეთ. ჩვენი მხრიდან უაზრო და უყურადღებო იქნება, თუ გუნდში იმ ფეხბურთელის შენარჩუნებას არ ვეცდებით, რომელიც, შესაძლოა, ევროპის საუკეთესო თავდამსხმელია". გარდა ამისა, ვატცკემ ასევე ისიც დაამატა, რომ "ბორუსიამ" ლევანდოვსკის ახალი ხელშეკრულება უკვე შესთავაზა. წყარო: Sportsdaily