Goal.Ge

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?


იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

იტალიური გამოცემა "Il Mattino" წერს, რომ მადრიდის "რეალი" კალიდუ კულიბალისთვის 100 მილიონ ევროს ამზადებს. 2018-2019 წლების სეზონში ნათლად ჩანს, რომ "სამეფო კლუბის" დაცვას სერიოზული პრობლემები აქვს.

სანტიაგო სოლარი და ფლორენტინო პერესი სენეგალელით გეგმავენ ხარვეზის აღმოფხვრას. შეგახსენებთ, რომ კულიბალი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურდა, თუმცა "ნაპოლიმ" მის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო მოითხოვა.

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

კალიდუ მალე 28 წლის ხდება და ინგლისელებმა არა ახალგაზრდა ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა მართებულად არ მიიჩნიეს. რაც შეეხება "რეალს", ეს ყველაფერი ოდნავ უცნაურია, რადგან დაცვის ცენტრში "სამეფო კლუბს" ჰყავს სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი.

თუ გავიხსენებთ იმას, რომ თავის დროზე "ბლანკოსის" ძირითადი 11-ეულიდან იკერ კასილასი და რაულ გონსალესი ამოვარდნენ, არ უნდა გაგვიკვირდეს მომავალში რამოსის გაუჩინარებაც. დიახ, 21-ე საუკუნეში მადრიდელთა კაპიტნები ცუდად ამთავრებენ.

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

ისინი არიან გუნდის ლეგენდები და წარსულში მათ სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუზე" უწინასწარმეტყველებდნენ კარიერის დასრულებას, მაგრამ პერესმა სხვანაირად ისურვა. საუბარია არა მხოლოდ რაულსა და კასილასზე, არამედ იეროსა და რედონდოზეც.

"რეალის" უკანასკნელი კაპიტანი, რომელსაც არ მოუწია სხვა კლუბის ძებნა იყო მანუელ სანჩისი. ესპანელი მცველი 18 სეზონის მანძილზე იცავდა "თეთრების" ღირსებას, რის შემდეგაც მან 2001 წელს კარიერა დაასრულა და სამკლავური იეროს გადაულოცა.

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

სწორედ ფერნანდოთი დაიწყო ის დაწყევლილი ციკლი, რომელმაც რამდენიმე ეპოქალური მოთამაშე იმსხვერპლა. რაც შეეხება უშუალოდ იეროს, ის იყო თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ესპანელი ფეხბურთელი.

ცნობისთვის, მადრიდელთა მცველი 29 გოლით "ფურია როხას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირადაც ითვლებოდა. მისი რეკორდი დაამხო რაულმა, რომლის შესახებაც მოგვიანებით ვისაუბრებთ.

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

იერომ "რეალთან" ერთად მოიგო უამრავი ტიტული და 2003 წლისთვის ის კარიერის დასრულებაზეც დაფიქრდა. ფერნანდო გეგმავდა კიდევ 1-2 სეზონის გატარებას "ბერნაბეუზე", შემდეგ კი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას.

ვეტერანს გეგმები აურია პერესმა, რომელმაც აღარ ისურვა ასაკოვანი მცველის გუნდში გაჩერება. ესპანელი წავიდა, რის შემდეგაც მან გაატარა ხანმოკლე პერიოდი "ალ-რაიანსა" და "ბოლტონში". იმ პერიოდშივე ფლორენტინომ კარისკენ მიუთითა კიდევ ორ ლეგენდას - ფერნანდო რედონდოსა და ფერნანდო მორიენტესს.

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

იეროს საქმე გადაიბარა რაულმა. ის, თუ რას წარმოადგენდა გონსალესი "რეალისთვის" - ახსნას არ საჭიროებს. ლეგენდარული შვიდიანი, რომლის რეკორდები და მიღწევები კრიშტიანუ რონალდუს გადმოსვლამდე ითვლებოდა მიუღწეველად.

ესპანელი ფორვარდი წლების მანძილზე არ აგდებდა ნამდვილი კაპიტნისა და ბომბარდირის სტანდარტს, მაგრამ პერესისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 00-იანების მიწურულს ფლომ გადაწყვიტა "ელ გალაქტიკო 2.0"-ს შექმნა, რის შედეგადაც მადრიდელთა შეტევაში მოვიდნენ ზემოთხსენებული რონალდუ, ბენზემა და კაკა.

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

რაულს, მისი წინამორბედების მსგავსად, წასვლა მოუწია. მან თავი შეაფარა "შალკეს", მოგვიანებით კი "კოსმოსს". "სამეფო კლუბის" ახალი კაპიტანი გახდა კასილასი, რომელმაც აღნიშნული წოდებით გაძლო 5 წელი.

რა მოხდა ამ პერიოდში, კარგად გვახსოვს. კონფლიქტი ჟოზე მოურინიოსთან, სათადარიგოთა სკამი, შედეგად კი ტრანსფერი "პორტოში". იკერმა აცრემლებულმა დატოვა მადრიდი, ისევე როგორც რაულმა, იერომ და სხვებმა.

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

დღეს, "ბლანკოსის" კაპიტნის სტატუსს ინარჩუნებს რამოსი. მისი წინამძღოლობით "რეალმა" მიაღწია არნახულ მწვერვალებს, 4 ჩემპიონთა ლიგა 5 წელიწადში - ტრიუმფალური შედეგია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა წვლილი შეიტანა სერხიომ თავისი გუნდის წარმატებაში.

ეს ყველაფერი ხდებოდა "სამეფო კლუბის" ოქროს ეპოქაში, თუმცა მიმდინარე სეზონში "ბერნაბეუზე" კრიზისმა დაისადგურა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა რამოსი ადგილის შენარჩუნებას რთულ პერიოდში.

იქნება რამოსი შემდეგი კაპიტანი, რომელსაც რეალი სანაგვეზე მოისვრის?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფიფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაზე სტატიას აქვეყნებს

ინგლისელმა მეზღვაურებმა ფეხბურთი XX საუკუნის დასაწყისში შავი ზღვისპირა ქალაქ ფოთში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს, რის შემდეგაც საქართველოში ფეხბურთზე შეყვარებულ ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა

დღეს, 20:48

ბუფონი: "რონალდუსთან ერთად თამაშს ვისურვებდი"

ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში სურს.

დღეს, 20:37

"დე იონგსა და დე ლიგტს რჩევა მივეცი", - რომელი კლუბი ურჩია კუმანმა ახალგაზრდებს?

"აიაქსის" ფეხბურთელებისადმი ინტერესს "ბარსელონა" და "პსჟ" იჩენენ.

დღეს, 20:12

აზარის უარი ჩელსის

"ჩელსის" ლიდერს, ედენ აზარს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, კლუბში დარჩება თუ "რეალში" გადავა.

დღეს, 20:01

"ნეიმარის დაბრუნება?", - ბარსელონას პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს

ხოსეპ მარია ბართომეუმ "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 19:56

დიდი პრობლემა - ბეილმა "ბრექსიტის" გამო შესაძლოა რეალი დატოვოს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა ESPN ავრცელებს.

დღეს, 19:48

ატლეტიკო მზადაა ჩელსის მორატას სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი დაუთმოს

"ატლეტიკოს" "ჩელსის" ფორვარდ ალვარო მორატას დამატება უნდა.

დღეს, 19:40

ვან დერ ვაარტი: "თუ ეს ფეხბურთელი სასტარტოში არ არის, რეალის თამაშებს თვალყურს არ ვადევნებ"

"რეალის" ექს-ნახევარმცველი "სამეფო კლუბის" მწვრთნელებს აკრიტიკებს.

დღეს, 19:35

"ასეთია ცხოვრება", - კავანი პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე განცხადებას აკეთებს

ედინსონ კავანის "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2020 წელს ეწურება.

დღეს, 19:17

ბარსელონას პრეზიდენტმა ვალვერდეს მომავალს ნათელი მოჰფინა

ხოსეპ მარია ბართომეუმ ერნესტო ვალვერდეს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:13

მესი ლა ლიგაში გატანილ თავის მე-400 გოლს ეხმაურება

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თავის მორიგ რეკორდზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 19:08

ალბამ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

ხორდი ალბას "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

დღეს, 18:35

დი მარია მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის მიზეზზე ალაპარაკდა

ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2014/15 წლების სეზონში იცავდა.

დღეს, 18:29

არსენალმა ოზილის შემცვლელი ბაიერნში იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, მესუთ ოზილმა ამ ზამთარს "არსენალი" დატოვოს.

დღეს, 18:19

მალკომს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

ბრიტანულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

დღეს, 18:12

მოლაპარაკებები შედგა! - მორატა ლა ლიგას უახლოვდება

"ჩელსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა პრემიერ ლიგიდან წასვლასთან ახლოსაა.

დღეს, 18:00

დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედს პირობა წაუყენა

"მანჩესტერი" გუნდის კიპერის, დავიდ დე ხეას შენარჩუნებას მთელი ძალებით ცდილობს.

დღეს, 17:34

ბარსელონა დე იონგისთვის ბრძოლაში დამარცხდა?! - ფავორიტი გამოიკვეთა

დიდი ალბათობით, "აიაქსის"-ს ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი კლუბს დატოვებს.

დღეს, 17:28

იუვენტუსი მოდრიჩს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

"იუვენტუსი" "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩისადმი იჩენს ინტერესს.

დღეს, 17:21

რეალის მთავარმა სამიზნემ სასურველი კლუბი შეარჩია

"ჯენოას" თავდამსხმელს, კშიშტოფ პიონტეკს კლუბის დატოვება უნდა.

დღეს, 17:11

პსჟ-მ ბარსელონას რაბიოს ფასი დაუსახელა

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, ადრიენ რაბიო კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

დღეს, 17:06

გურამ კაშია ბასილაშვილის დიდ სლემზე მოგებას გამოეხმაურა

ავსტრალიის ღია პირველობაზე, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი სტეფანო ტრავილია 5 სეტში დაამარცხა.

დღეს, 16:17

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე უკლუბოდ დარჩა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე კლუბის გარეშე დარჩა.

დღეს, 15:49

მესი მე-400 გოლზე: "ვცდილობ, ციფრებზე და მიღწევებზე არ ვიფიქრო"

"ბარსელონას" ფორვარდი პრიმერა დივიზიონში მე-400 გატანილ გოლს გამოეხმაურა.

დღეს, 14:44

ყველაფერი გადაწყვეტილია: ტორპედოდან დინამოში კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავა

რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისის "ტორპედო" ლევან კუტალიამ დატოვა და "დინამო თბილისში" გადავიდა.

დღეს, 14:13

ჯანოს ჯანმრთელობა - კატასტროფაა: რუსულმა პრესამ ანანიძის ტრავმები შეაჯამა

რუსული პრესა ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვში" გადასვლას ეხმაურება.

დღეს, 13:58

ლეგანესთან ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე - ჩააბარებს ვინისიუსი მორიგ ტესტს?

დღეს, მადრიდის "რეალი" "ლეგანესს" სამეფო თასის საპასუხო შეხვედრაში დაუპირისპირდება.

დღეს, 13:37

იუვენტუსი - მილანი: ტურინელები რევანშის აღებას ეცდებიან

დღეს საღამოს საუდის არაბეთი იტალიის სუპერთასის შეხვედრას უმასპინძლებს.

დღეს, 13:31

რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

გოგა ბითაძემ შთამბეჭდავად შეაბიჯა ევროლიგის სამყაროში. ქართველ კალათბურთელს დასჭირდა მხოლოდ 18 წამი ყურადღების მოსაქცევად.

დღეს, 13:27

გატუზო: "რონალდუ ნამდვილი მანქანაა"

"იუვენტუსთან" მოახლოვებული მატცის წინ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.

დღეს, 13:23

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები