Goal.Ge

ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა


ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა

5 იანვარს ლონდონის "ჩელსი" ეთამაშა "ნოტინგემ ფორესტს" ასოციაციის თასის ფარგლებში. ერთი შეხედვით, ეს იყო რიგითი შეხვედრა მეორეხარისხოვან ტურნირზე, თუმცა რეალურად, აღნიშნულ მატჩში მოხდა საკმაოდ სამწუხარო და ემოციური მომენტი - სესკ ფაბრეგასმა ჩაატარა თავისი უკანასკნელი პერფომანსი ინგლისში.

აცრემლებული ფაბრეგასი გულშემატკივრებს ემშვიდობება



დიახ, ესპანელი მიდის. მის მომავალ კლუბად სახელდება "მონაკო", სადაც მთავარი მწვრთნელის რანგში ყელამდე პრობლემებში იმყოფება სესკის ძველი მეგობარი - ტიერი ანრი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ფაბრეგასი "თავადებისთვის" სარგებლის მოტანას, იქამდე კი გავიხსენოთ ნისლიან ალბიონზე გატარებული მისი ნაყოფიერი კარიერა.

მიმდინარე სეზონის სტარტზე "ლურჯები" ჩაიბარა მაურიციო სარიმ, რომელმაც თავიდანვე თქვა უარი კატალონიელ ნახევარმცველზე. იტალიელმა უპირატესობა მიანიჭა კანტეს, ბარკლისა და ორ ახალწვეულს - ჟორჟინიოსა და კოვაჩიჩს.

ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა

სარის ხელში ესპანელი იქცა ზემოაღნიშნული კვარტეტის დუბლიორად. ფაბრეგასმა პრემიერ ლიგის ფარგლებში ჩაატარა მხოლოდ ერთი სრულფასოვანი მატჩი, დროის უმეტეს ნაწილს კი სესკი უთმობდა ევროპა ლიგასა და ლიგის თასს.

სწორედ ეს არის კატალონიელის წასვლის მიზეზი. ფაბრეგასი თითქმის ბავშვობიდანვე მიეჩვია იმას, რომ ის უნდა იყოს გუნდის წამყვანი ფიგურა, მაგრამ მაურიციო ფიქრობდა სხვანაირად. სესკის ჩაგდებული სეზონი სულაც არ ჩრდილავს მის დამსახურებებსა და რეკორდებს.

ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა

ესპანელი ლეგენდარული ლეგიონერია ეპლ-ის ეპოქაში, რატომ? გადავხედოთ მის მიღწევებს. კატალონიელი გახდა პირველი ფეხბურთელი ნისლიან ალბიონზე, რომელმაც 6 სეზონიდან თითოეულში გააკეთა მინიმუმ 10 საგოლე გადაცემა.

ამის გარდა, ფაბრეგასი პრემიერ ლიგის მე-4 მოთამაშეა +50 გოლითა და +100 ასისტით. სესკზე ადრე ამ ნიშნულს მიაღწია გიგსმა, ლამპარდმა და რუნიმ. კატალონიელმა ჩამოიტოვა ეპლ-ის ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან ბერგკამპი, ბექჰემი, სქოულზი და ჯერარდი.

ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა

რაც შეეხება ჩატარებულ მატჩებს, აღნიშნული მაჩვენებელი 350-ს უდრის. სესკზე უკან არის რობი კინი და დევიდ სიმენიც კი. ყველაფერი დაიწყო 2003 წლის შემოდგომაზე, როდესაც 16 წლისა და 177 დღის ფაბრეგასი გამოვიდა სათასო შეხვედრაში ლონდონის "არსენალის" მაისურით.

ესპანელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი "მეთოფეთა" ისტორიაში. "გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მთავარი გუნდის განაცხადში მოვხვდი. გასახდელში ანრისა და პირესს შორის ვიჯექი, წარმოიდგინეთ, რას ვგრძნობდი იმ მომენტში."

ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა

მოგვიანებით, სესკი და ტიერი დამეგობრდნენ. ფრანგი ფორვარდი გახდა ფაბრეგასის ასისტების ყველაზე საიმედო ადრესატი, თავად კატალონიელმა კი ბევრი სასარგებლო რამ ისწავლა ლეგენდის გვერდით.

"ახალგაზრდების უმეტესობა ვერ უძლებს ზეწოლას, მაგრამ სესკს ეს არ ეხება, რადგან ფაბრეგასი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. შეხედეთ მის გადაცემებს, მოძრაობებსა და სათამაშო სტილს - ყველაფერი ნათელია." - აცხადებდა ანრი 2006 წელს.

ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა

კომპლიმენტებს ესპანელიც არ იშურებდა: "საუკეთესო თანაგუნდელი? დიახ, მე ვითამაშე მესის, ხავის, ინიესტასა და ვილას გვერდით, მაგრამ ყველაზე წინ მაინც ტიერის ვაყენებ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი დამკვიდრების მომენტში, ის ფორმის პიკში იყო."

2007 წელს მათი გზები გაიყო. ფრანგი სესკისთვის მშობლიურ "ბარსელონაში" გადაბარგდა, ლონდონური კლუბის ლიდერობა კი ანრისგან გადმოიბარა სწორედ ფაბრეგასმა. აღსანიშნავია, რომ 2011-ში კატალონიელი თავად დაბრუნდა "კამპ ნოუზე", მაგრამ იმ დროს ტიერი იქ აღარ იყო.

ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა

როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში მათი კავშირი კვლავ აღდგება, ამჯერად უკვე მწვრთნელი-შეგირდის რანგში. საინტერესო ფაქტი: 2002-2003 წლის სეზონში ანრიმ დაამყარა პრემიერ ლიგის რეკორდი ერთ სეზონში შესრულებული ასისტების რაოდენობით, ფრანგმა მიითვალა 20 საგოლე გადაცემა.

12 წლის შემდეგ, ფრანგის მიღწევას მიუახლოვდა სწორედ ფაბრეგასი. ესპანელს დააკლდა სულ ცოტა, მან 18 ასისტი ჩაიწერა აქტივში. საინტერესო იქნება ძველი დუეტის ხილვა ახალ გარემოში.

ძველი მეგობრის გადასარჩენად - რეკორდსმენი სესკი და ანრის ხელუხლებელი მიღწევა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იაპონელებს სუპერ რაგბიდან აგდებენ

იაპონურ "სანვულვზს" სუპერ რაგბიდან აგდებენ

დღეს, 04:07

6 ერის მომდევნო ორი სეზონი კვლავ ქართველების გარეშე გაიწერა

საქართველოს ნაკრებისთვის 6 ერში ჩართვა, მინიმუმ 2022 წლამდე კვლავ ოცნებად დარჩება.

დღეს, 03:46

DC ვალენსიას ღამურის გამო უჩივის: "ღამურაზე საავტორო უფლება არ არსებობს"

ცნობილი ამერიკული კომპანია DC Comics "ვალენსიას" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, რომელსაც ევროკავშირის საავტორო უფლებათა კომიტეტში წარადგენს.

დღეს, 02:29

პოგბას რეალში ტრანსფერი რაიოლა-პერესის კონფლიქტის გამო ჩაიშლება

"რეალში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს", - ეს კომენტარი პოლ პოგბამ გააკეთა.

დღეს, 02:22

პოგბა: "რატომ გაუშვეს მოურინიო? ფეხბურთელების გამო არა"

პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს დათხოვნის მიზეზი ფეხბურთელების პროტესტი არ იყო.

დღეს, 02:18

იუვენტუსი აშშ-ში რონალდუს გამო არ მიდის

"იუვენტუსმა" ზაფხულის ტურნე დაგეგმა და საერთაშორისო თასის მატჩებს გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამართავს.

დღეს, 02:16

ნავასი რეალიდან წასვლით დაიმუქრა: "კიდევ ერთ წელს ასე არ გავატარებ"

ზედიზედ 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, კეილორ ნავასმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

დღეს, 02:02

მესი არგენტინის მე-2 თამაშში არ იქნება

მარტის სანაკრებო პაუზის დროს არგენტინის ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს.

დღეს, 01:58

იგუაინს იუვენტუსში დააბრუნებენ

ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ სეზონის ბოლოს "ჩელსი" გონსალო იგუაინს "იუვენტუსში" დააბრუნებს.

დღეს, 01:54

იოვიჩმა გერმანიას გაუტანა, ლიოვმა სერბეთი ვერ დაამარცხა [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში გერმანიამ სერბეთი მიიღო და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

დღეს, 01:51

რეალის ფეხბურთელი კატალონიის ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა უარი თქვა

კატალონიის ნაკრები ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, სადაც ის ვენესუელას დაუპირისპირდება.

დღეს, 01:48

დანი ალვეშის მომავალი გაირკვა

ალვეში "პსჟ"-ში 2017 წელს მას შემდეგ გადავიდა, რაც ის მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსიდან" გააგდო.

დღეს, 01:45

არტურო ვიდალი ამერიკაში არ შეუშვეს

პარასკევს, ამხანაგურ მატჩში, ჩილე მექსიკას დაუპირისპირდება.

დღეს, 01:42

დე იონგი: "ბარსელონაში გადასვლამდე მას ბევრი შეკითხვა დავუსვი"

ლეგენდარული ჰოლანდიელი კატალონიურ გუნდში 90-იან წლებში გამოდიოდა და სწორედ მან გაიტანა გოლი 1992 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "ბარსელონამ" "სამპდორია" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 01:38

ბარსელონა ანდრე გომეშს ყიდის

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" ანდრე გომეშს გაყიდის.

დღეს, 01:35

რამდენს მიიღებს ბენფიკა თუ იოვიჩი ბარსელონაში გადავა?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" ლუკა იოვიჩის დამატებას გეგმავს.

დღეს, 01:31

საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების მესამე დღე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება.

გუშინ, 23:50

ჩანი: "რონალდუ გოლს ისე აღნიშნავს, როგორც უნდა"

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ემრე ჩანმა, კრიშტიანუ რონალდუს უხამსი ჟესტის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 23:39

რა ხდება დინამო არენას სალაროებთან მატჩამდე 3 დღით ადრე? [ფოტო]

23 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

გუშინ, 23:33

პოგბა: "რეალში ზიდანთან ერთად მუშაობა სანუკვარი ოცნებაა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, მადრიდის "რეალისადმი" სიმპათიები არ დამალა.

გუშინ, 23:31

მორატა: "მინდა, რომ კასილასი ნაკრებში დაბრუნდეს"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, იკერ კასილასის "პორტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივება შეაფასა.

გუშინ, 23:26

სანჩო: "ოქროს ბურთის მოგებაზე ვოცნებობ"

დორტმუნდის "ბორუსიას" ინგლისელი ვუნდერკინდი, ჯეიდონ სანჩო, Goal-ს ვერსიით წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოს მოგებას გამოეხმაურა.

გუშინ, 23:22

ანჩელოტი ზიდანის რეალში დაბრუნებას გამოეხმაურა

ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც 2013-15 წლებში მადრიდის "რეალს" წვრთნიდა, ზინედინ ზიდანის დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:47

პოგბა: "სოლსკიაერი ბედნიერი მწვრთნელია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ოლე გუნარ სოლსკიაერი დაახასიათა.

გუშინ, 22:40

ბაიერნმა საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშე გაიფორმა

ბენჟამენ პავართან ერთად ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი უნივერსალური მცველი შეუერთდება.

გუშინ, 22:36

კლოპი: "სალაჰმა თავისი თანაგუნდელისგან უნდა აიღოს მაგალითი"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ სალაჰის, ცუდ სათამაშო ფორმაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:31

Goal.com-მა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გამოავლინა

ცნობილმა საერთაშორისო გამოცემა "Goal.com-მა" მსოფლიოში საუკეთესო 50 ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა.

გუშინ, 22:25

ბარსელონამ კოუტინიოს ფასი დაადო?!

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ფილიპე კოუტინიომ ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 20:35

გვარდიოლამ ბარსელონას აჯობა, 80-მილიონიანი ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებულია

გავლენიანი გამოცემა ESPN საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 20:25

ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი? - რაბიოს მორიგი მსურველი გამოუჩნდა

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 20:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები