» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?


მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

მაურისიო პოჩეტინო - მწვრთნელი, რომელსაც თავისი კონკურენტებისგან განსხვავებით, ორმაგი სამუშაოს კეთება უწევს გუნდში. დავიწყოთ თავიდან - როგორი იყო "ტოტენჰემის" სტარტი? მძიმე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, არგენტინელის განკარგულებაში არ აღმოჩნდა ერთბაშად 9 ფეხბურთელი.

საქმე იმაშია, რომ მუნდიალის დასკვნით ფაზაში მოთამაშეთა უმეტესობა სწორედ "ჰოტსპურიდან" იყო. აქედან გამომდინარე, პოჩეტინოს მხოლოდ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაუბრუნდნენ გუნდის ლიდერები.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

ეს ყველაფერი აისახა შედეგზეც - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აუტსაიდერად ყოფნა რამდენიმე ტურის მანძილზე, სწორედ ამით იყო განპირობებული. ამის გარდა, მაურისიოს ცუდად მოექცა კლუბის პრეზიდენტი.

სამხრეთ ამერიკელმა სპეციალისტმა იმ პირობით გაახანგრძლივა ხელშეკრულება, რომ დანიელ ლევი ტრანსფერებისთვის ფულს გაიღებდა. ასე არ მოხდა, "ტოტენჰემი" გახდა პრემიერ ლიგის პირველი გუნდი 2003 წლის შემდეგ, რომელსაც არავინ შეუძენია ზაფხულში.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

ცალკე აღნიშნვის თემაა სტადიონი, რომელზეც "დეზები" ატარებენ საშინაო მატჩებს. "ჰოტსპური" ჯერ კიდევ არ გადასულა განახლებულ "უაიტ ჰარტ ლეინზე". თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ "ტოტენჰემი" სექტემბრის დასაწყისში დაბრუნდებოდა სახლში, ამის გამო შეცვლილი იქნა ლონდონელთა კალენდარიც კი.

პოჩეტინოს შეგირდებმა სეზონის სტარტზე 7 შეხვედრიდან 5 გამართეს გასვლაზე. მიზეზი - "უემბლის" გადატვირთული გრაფიკი და მასზე გამართული ღონისძიებები. ამერიკული ფეხბურთისთვის განკუთვნილი მინდორი - ამ კატეგორიიდანაა.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

ბოლოს კი მთავარი პრობლემა, რომელიც უკვე უშუალოდ მოთამაშეებს ეხებათ. ჩემპიონატის დაწყებიდან - 2018 წლის ბოლომდე, "დეზების" ლაზარეთი 14 ფეხბურთელით შეივსო. ამ ყველაფერს დაუმატეთ ტრანსფერების დეფიციტი და თეორიულად, ჯამში ჩვენ ვიღებდით "ჰოსტპურის" კატასტროფას.

იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები აღმოჩნდებოდნენ სატურნირო ცხრილის ფსკერზე და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მათ ნაცვლად გავიდოდა მილანის "ინტერი" - საგანგაშო არაფერი იქნებოდა, რადგან პოჩეტინოს წინააღმდეგ იყო ყველა და ყველაფერი.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

პირიქით, ის რომ "ტოტენჰემმა" გაასწრო "ჩელსის", დაიმკვიდრა ადგილი 3-ეულში და აღმოჩნდა ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის - უკვე მოულოდნელობაა და სენსაციაც კი. ამასთან ერთად, წლევანდელი "ჰოტსპური" შარშანდელზე ძლიერია.

21 ტურის შემდეგ, "დეზებს" მოგროვებული აქვთ 48 ქულა, გასულ სეზონში ეს მაჩვენებელი 40-ს უდრიდა. ლონდონელებზე დიდი პროგრესი განიცადა მხოლოდ "ლივერპულმა", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, თუ როგორ განაახლა იურგენ კლოპმა თავისი გარდერობი, განსაკუთრებით პოჩეტინოსთან შედარებით.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

"ტოტენჰემი" ერთ მატჩში საშუალოდ აგროვებს 2.29 ქულას. იმ შემთხვევაში, თუ "ჰოტსპურმა" იგივე რიტმში ჩაამთავრა მეორე წრეც, ლონდონელები მიაღწევენ 87-ქულიან ნიშნულს. 21-ე საუკუნეში "დეზები" 9 შემთხვევაში გახდებოდნენ ჩემპიონები, მაგრამ დღევანდელი პრემიერ ლიგა უკვე სხვა განზომილებაა.

პოჩეტინო ხომ ებრძოლება გიგანტებს, შესაძლოა ყველაზე მრისხანეებსაც კი ეპლ-ის ისტორიაში. ის, თუ როგორ მოახერხა მაურისიომ "ჰოტსპურის" ნახევარდაცვის გარდაქმნა - ხელოვნების ცალკე ნიმუშია.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

შარშან, "ტოტენჰემის" კედელს წარმოადგენდნენ დემბელე, ვანიამა და დაიერი, თუმცა წელს ისინი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ ლაზარეთში. არგენტინელმა მწვრთნელმა გამოაცოცხლა მათი რეზერვისტები: სისოკო და უინკსი, უნდა ითქვას, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა, მითუმეტეს ტრანსფერების დეფიციტის ფონზე.

დიახ, ჰარი სუსტია დაცვაში, სამაგიეროდ ერთ-ერთი საუკეთესოა სიღრმიდან განხორციელებული გადაცემების მაჩვენებლით. რაც შეეხება ფრანგს, ის პრემიერ ლიგის ტიპიური ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

უინკსისა და სისოკოს გარდაქმნით, პოჩეტინოს რეფორმები არ დასრულებულა. არგენტინელმა პრინციპებს გადაუხვია და ძირითადში დააბრუნა ორი ჭირვეული: ალდერვეირელდი და როუზი. ორივე მათგანი არ ჩქარობს ხელშეკრულების გაფორმებას, რის გამოც ისინი დასჯილები იყვნენ.

ეს ყველაფერი გახდა მეორეხარისხოვანი, როდესაც "ტოტენჰემში" ტრავმიანობამ დაისადგურა. ცნობისთვის, ტობი უკვე გამოსწორდა. მაურისიოს სცენარი მარტივია: ბელგიელი აკეთებს შორეულ გადაცემას ლეონარდო ბონუჩის სტილში, დენი კი ფლანგიდან ამარაგებს შემტევებს.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

პოჩეტინოს აქტივში აგრეთვე იმის ჩაწერაც შეიძლება, რომ წელს, გუნდი აღარ არის ისე დამოკიდებული ჰარი კეინზე, როგორც ადრე. სტატისტიკა: გასულ სეზონებში ინგლისელი ბომბარდირი იტანდა "დეზების" გოლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 40.5%-ს, დღეს, ეს მაჩვენებელი 30.4-ს უდრის.

უპირატესობა, რომელიც "ჰოტსპურს" გააჩნია "ლივერპულსა" და "სიტისთან" შედარებით არის საშინაო მატჩების ფაქტორი. დარჩენილი 17 შეხვედრიდან, ლონდონელები 10-ს გამართავენ საკუთარ მინდორზე.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

დიახ, "უემბლის" ხილ-ბოსტანი ნამდვილად არ არის დამხმარე ვარიანტი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კეინი და კომპანია როგორც იქნა დაბრუნდებიან "უაიტ ჰარტ ლეინზე", ეს უკვე სულ სხვა "ტოტენჰემი" იქნება.

წარმოიდგინეთ, როგორი ატმოსფერო დაისადგურებს საშინაო სტადიონზე, სადაც არ გამართავენ კონცერტებსა და ამერიკული ფეხბურთის მატჩებს. ერთი სიტყვით, პოჩეტინომ შეძლო კრახზე განწირული გუნდისთვის ძველი იერ-სახის შენარჩუნება. ველოდებით ტრანსფერებს, ზამთარში მაინც და ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

მწვრთნელი, რომელიც ხმამაღალი სახელების ჩრდილშია - რით აღემატება პოჩეტინო კლოპსა და პეპს?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რონალდუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელის წოდებას უახლოვდება

Forbes-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ პირველი მილიარდერი ფეხბურთელის წოდებას უახლოვდება.

გუშინ, 23:56

ხაბიბი: "ფერგიუსონთან ბრძოლა არ შედგება"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:40

მუჯირი: "სამწუხაროდ, საქართველოში გასამართი ტურნირიც გაგვიუქმდა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი კომენტარს აკეთებს.

გუშინ, 23:32

სოლსკიაერი: "ფეხბურთელებმა ახლა ცოლებთან ერთად უნდა ივარჯიშონ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:29

რა ეღირება პოგბა პანდემიის დასრულების შემდეგ?

CIES Football Observatory-მ გამოიკვლია, თუ რა ეღირებიან ფეხბურთელები კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ.

გუშინ, 23:14

ბარსელონა პსჟ-ს ისტორიულ გაცვლას შესთავაზებს - Sky Sports

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას თავდამსხმელ ნეიმარის დაბრუნება კვლავ სურს.

გუშინ, 22:30

დიბალა: "ჩემი სიტყვები მესიზე? სხვანაირად უნდა მეთქვა"

პაულო დიბალამ განაცხადა, რომ თანამემამულის, ლიონელ მესის გაკრიტიკებას არ აპირებდა.

გუშინ, 22:17

მანჩესტერმა პოგბას შემცვლელი იპოვნა, კონკრეტული თანხა მზადაა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, ზაფხულში პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

გუშინ, 22:09

დიბალა: "რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ცოტა გვძულს"

პაულო დიბალამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაეხუმრა თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს.

გუშინ, 21:57

ჰოლანდისთვის ზაფხულში ორი გრანდი იბრძოლებს - ESPN

"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ევროპულ გრანდებს სურთ.

გუშინ, 21:24

ბარსელონამ უმტიტის ფასი დაადო, მსურველები გამოჩნდნენ

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მზადაა ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი გაყიდოს.

გუშინ, 20:59

დე ბრუინმა განაცხადა, თუ როგორ იმოქმედებს კარანტინი მის კარიერაზე

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:53

გარიგება ახლოვდება - პსჟ-ს მფლობელები ინგლისურ კლუბს ყიდულობენ?

"პარი სენ ჟერმენის" მფლობელებმა უახლოეს პერიოდში შეიძლება ინგლისური კლუბი იყიდონ.

გუშინ, 20:28

მოთხოვნა იზრდება - ხამესი პრემიერ ლიგის 4 კლუბს სურს

"რეალის" კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს მსურველთა რიგი უდგას.

გუშინ, 20:21

კეინს ფასი დაადეს, ტოტენჰემი კოლოსალურ თანხას ითხოვს

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ჰარი კეინის შენარჩუნებაში დარწმუნებულია.

გუშინ, 20:17

კავანის წასვლა ახლოვდება, ტუხელმა შემცვლელი შეარჩია

"პსჟ"-ს თავდამსხმელს, ედინსონ კავანის სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი ეწურება.

გუშინ, 20:05

კონტაქტი შედგა, დონარუმას სერიოზული მსურველი ჰყავს

არ არის გამორიცხული, ზაფხულში ჯანლუიჯი დონარუმამ სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გუშინ, 19:46

პრემიერ ლიგაში ხელფასები არ მცირდება, მიზეზი ცნობილია

ინგლისის ჩემპიონატის კლუბები ჯერჯერობით ფეხბურთელებს ხელფასს არ შეუმცირებენ.

გუშინ, 19:29

პსჟ პრობლემებშია: დაფინანსების შემცირება ან აქციების გაყიდვა

Qatar Sports Investments-მა შესაძლოა "პსჟ"-ს დაფინანსება სარგძნობლად შეამციროს.

გუშინ, 19:21

ოფიციალურად: ამ სეზონში უიმბლდონი არ ჩატარდება

საჩოგბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ამ სეზონში არ ჩატარდება.

გუშინ, 19:15

უეფას ახალი გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრებების მატჩებთან დაკავშირებით

დღეს, უეფას ორგანიზებით და 55-ვე წევრი ასოციაციის გენერალური მდივნების მონაწილეობით მორიგი ვიდეო კონფერენცია ჩატარდა.

გუშინ, 19:12

"რიცხვს მაინც დახედეთ", - ფრანგულმა ვებ-გვერდმა აღიარა, რომ ჟირუს პასუხი ბენზემაზე მოგონილია

ფრანგულმა ვებ-გვერდმა beFoot-მა აღნიშნა, რომ ოლივიე ჟირუს პასუხი კარიმ ბენზემას კომენტარზე, უბრალო საპირველაპრილო ხუმრობაა.

გუშინ, 17:45

მესიმ 15 საუკეთესო ახალგაზრდა დაასახელა - სიაში რეალის ორი ფეხბურთელია

„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ თანამედროვეობის 15 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა.

გუშინ, 17:38

ლივერპული ბრძოლას გამოეთიშა - სანჩოსთვის ბრძოლაში ორი გრანდი დარჩა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელი შემტევი სატრანსფერო ბაზარზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

გუშინ, 17:32

იუვენტუსი და იუნაიტედი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გაცვლას ამზადებენ?

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ შორის შესაძლოა ხმაურიანი გაცვლა განხორციელდეს.

გუშინ, 17:27

მენიე: "სულ რომ განგრენა დამემართოს, კარგი შენაძენი ვარ, მაგრამ პსჟ-ში მინდა დარჩენა"

ბელგიელი მცველი პარიზულ გუნდში დარჩენას აპირებს.

გუშინ, 17:14

იუვენტუსმა რონალდუს ფასი დაადო - პორტუგალიელს ორი მსურველი უკვე გამოუჩნდა

პორტუგალიელმა უახლოეს ზაფხულს შესაძლოა გუნდი შეიცვალოს.

გუშინ, 16:55

"პრობლემები შემექმნება", - გრიზმანმა ჟირუსა და ბენზემას სიტყვიერ კონფლიქტზე ისაუბრა

„ბარსელონას“ ფორვარდმა თანამემამულეთა კონფლიქტში ჩარევა არ მოისურვა.

გუშინ, 16:51

მილანის ლეგენდარული ფეხბურთელის მეუღლე: "ქმართან სექსმა მუხლები გამინადგურა"

„მილანის“ და ზოგადად იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, ალესანდრო კოსტაკურტას მეუღლემ, საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 16:47

მაქსი როდრიგესმა გაიხსენა, როგორ მოატყუა რაფაელ ბენიტესი ლივერპულში გადასვლის გამო

„ნიეულს ოლდ-ბოისის“ შემტევმა, მაქსი როდრიგესმა გაიხსენა, როგორ მოატყუა რაფაელ ბენიტესი, 2010 წელს „ატლეტიკოდან“ „ლივერპულში“ გადასვლის გამო.

გუშინ, 16:44

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10