ავტორიზაცია

როურამ "რეალს" მიულოცა

როურამ "რეალს" მიულოცა
თარიღი 28 თებ 2013, 00:06
ტიტო ვილანოვას ასისტენტი ხორდი როურა "რეალთან" (1:3) წაგებული შეხვედრის შემდეგ მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა, რომელმაც "ბარსა" ესპანეთის თასის ფინალში არ გაუშვა. "ჩვენ ასეთ მარცხს არ მოველოდით. მადრიდს უნდა მივულოცოთ. ახლა ამ შოკიდან უნდა გამოვიდეთ და სხვა შეხვედრები მოვიგოთ",-განაცხადა როურამ Canal Plus-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ბარსელონა" და "რეალი" ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით დაუპირისპირდებიან. წყარო: Football Espana