Goal.Ge

ენდი მარი კარიერის პოტენციურად უკანასკნელ ტურნირს დიდი ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა


ენდი მარი კარიერის პოტენციურად უკანასკნელ ტურნირს დიდი ბრძოლის შემდეგ გამოეთიშა

ბრიტანელმა კორტზე ყველაფერი დატოვა, მაგრამ ამაოდ...

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა, ენდი მარიმ, ავსტრალიის ღია პირველობის წინ გამოაცხადა, რომ 2019 წელს კარიერას დაასრულებს და მეტიც, შესაძლოა, მისთვის უკანასკნელი ტურნირი სწორედ წლის პირველი გრენდ სლემი გახდეს.

თავად ენდის სურვილია, რომ კარიერა უიმბლდონზე დაასრულოს, მაგრამ, არ იცის, რამდენად მისცემს მას ჯანმრთელობა ამის საშუალებას, ის 20 თვის მანძილზე ბარძაყის ტრავმას წარუმატებლად ებრძვის.

უშუალოდ პირველი წრის შეხვედრაში, მარის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იყო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და გასულ კვირას დოჰაში გამართული ტურნირიც მოიგო.

პირველი ორი სეტი აგუტმა საკმაოდ დამაჯერებლად, 6-4 6-4 მოიგო და თითქოს, ენდი წაგებას მაქსიმალურად მიუახლოვდა. მაგრამ, შოტლანდიელმა საბრძოლო სულისკვეთება კიდევ ერთხელ გამოავლინა და მომდევნო ორი სეტი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 7-6 7-6 მოიგო.

სამწუხაროდ, გადამწყვეტი სეტისთვის მარის გამძლეობა აღარ ეყო და საბოლოოდ, 2-6 დამარცხდა.

დიდია იმის ალბათობა, რომ ეს მარისთვის პროფესიონალურ კარიერაში უკანასკნელი მატჩიც კი იყო. შეძლებს თუ არა ბრიტანელი უიმბლდონზე გამოსვლას და დიდებული კარიერის სამშობლოში დაბრუნებას - ჯერჯერობით, არავინ იცის.

უნდა აღინიშნოს, რომ გადამწყვეტ სეტში, როდესაც ანგარიში აგუტის სასარგებლოდ, 1-5 იყო, გულშემატკივრებმა ენდის დიდებული ოვაციები მიაგებეს, რაზეც სპორტსმენმა, ისევე, როგორც ტრიბუნაზე მჯდომმა მისმა დედამ, ცრემლი ვერ შეიკავა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მალკომი ჩინეთში გადასვლას აპირებს - Marca

შესაძლოა, ჩინეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი გადაბარგდეს.

დღეს, 10:40

პარი სენ-ჟერმენმა რაბიო დასაჯა

შესაძლოა, ფრანგმა ნახევარმცველმა "პსჟ-ს" რიგებში აღარასდროს ითამაშოს.

დღეს, 10:35

მადა ჭამის დროს მოდის - ნაპოლის მოთხოვნები იზრდება

ნეაპოლიტანური კლუბი "პარი სენ-ჟერმენთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დღეს, 10:25

"არ იღელვოთ, კონტრაქტი გაფორმდება", - იკარდის აგენტმა ინტერის ქომაგები დაამშვიდა

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ, ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 10:22

"მოურინიოს დაბრუნება? გამორიცხულია! ფლორენტინო პერესი მხოლოდ ერთ მწვრთნელზე ფიქრობს"

ავტორიტეტული გამოცემა Onda Cero-ს ჟურნალისტმა ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს "რეალი" მოურინიოს დაბრუნებაზე მუშაობდეს.

დღეს, 10:17

ლონდონური დერბი: ბრძოლა ოთხეულისთვის გრძელდება

ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს საღამოს "ემირიათსზე" გაიმართება.

დღეს, 10:11

რეალი - სევილია: მადრიდელებს რევანში სწყურიათ

ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო და 20-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

დღეს, 10:05

პატარძეულის ვეფხვები შვედეთიდან გაძლიერდა

პატარძეულის "ვეფხვების" ტრანსფერი

დღეს, 05:55

ბუფონი: "რონალდუსთან თამაში? პსჟ-ში ნეიმართან და მბაპესთან ვთამაშობ"

"პარი სენ ჟერმენის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშზე ისაუბრა.

დღეს, 05:17

ასე დატროლა დორტმუნდმა ლაიფციგი [ფოტო]

"დორტმუნდის" Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, ბუნდესლიგის გუნდი "ლაიფციგი" დატროლეს.

დღეს, 05:17

მოურინიოს ექს-ასისტენტი მთავარი მწვრთნელი გახდა

რუი ფარია, რომელიც წლების განმავლობაში ჟოზე მოურინიოს ასისტენტი იყო, მთავარი მწვრთნელი გახდა.

დღეს, 05:07

არნაუტოვიჩი ხელფასის სახით წელიწადში 17 მილიონ დოლარს მიიღებს

"ვესტ ჰემის" შემტევი, მარკო არნაუტოვიჩი კარიერის გაგრძელებას ჩინეთში გეგმავს.

დღეს, 05:07

"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი

გონსალო იგუაინი ნახევარი წლის მანძილზე ტანჯულობდა ჯენარო გატუზოს "მილანში", რის შემდეგაც, ის ამოშალეს ტოპ-ფორვარდების სიიდან,

დღეს, 03:25

შოტლანდიის განაცხადი 6 ერისთვის ცნობილია

შოტლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

დღეს, 03:05

"გეი არ ვარ", - ლოფტუს ჩეკმა განცხადება გააკეთა

ბრიტანული პრესა წერდა, რომ რუბენ ლოფტუს-ჩეკი "ჩელსის" ფეხბურთელებს მისი ორიენტაციის შესახებ გამოუტყდა.

დღეს, 02:07

გიგსი: "სოლსკიაერმა ფანტასტიკური საქმე გააკეთა"

უელსის ნაკრების მწვრთნელმა, რაიან გიგსმა მის ყოფილ გუნდელზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე ისაუბრა.

დღეს, 01:38

გვარდიოლა ლივერპულზე: "ეს იღბალი არ არის"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ლივერპული" პრემიერ ლიგის პირველ ადგილს იმსახურებს.

დღეს, 01:30

ბაიერნმა ახალი წელი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

დღეს გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო და მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად "ჰოფენჰაიმი" 3:1 დაამარცხა.

დღეს, 01:30

მნიშვნელოვანი მატჩის წინ რეალს 7 ფეხბურთელი აკლია

შაბათს, ლა ლიგის მატჩში "რეალი" "სევილიას" მასპინძლობს, თუმცა სანტიაგო სოლარი შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება.

დღეს, 01:26

ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

მრავალწლიანი კარიერის შემდეგ, იტალიელმა ტურინული გუნდი გასული სეზონის ბოლოს დატოვა და "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.

დღეს, 01:21

ბუფონმა ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

"პარი სენ ჟერმენის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 01:18

რაბიო დუბლებში გაუშვეს

შაბათს, საფრანგეთის ლიგა 1 განახლდება და მეორე წრისთვის "პარი სენ ჟერმენი" მზადებას განაგრძობს.

დღეს, 01:11

ბარსელონა ზედიზედ მე-7 მოგებისთვის იბრძოლებს

კვირას 23:45 საათზე, "ბარსელონა" ლა ლიგის მატჩში "ლეგანესს" მიიღებს და შეეცდება ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგოს.

დღეს, 01:09

დენის სუარესის გერლფრენდი უკვე ლონდონშია

ნადია ავილესი, დენის სუარესის გერლფრენდია, რომელმაც Instagram-ზე ახალი ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ ის ლონდონშია.

დღეს, 01:03

სარი: "იგუაინის ტრანსფერზე მარინას ვესაუბრე"

Sky Sports-მა დაწერა, რომ "ჩელსიმ" გონსალო იგუაინთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა ჯერ-ჯერობით ტრანსფერი არ ოფიციალურდება.

დღეს, 01:01

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები