» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ


რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

გოგა ბითაძემ შთამბეჭდავად შეაბიჯა ევროლიგის სამყაროში. ქართველ კალათბურთელს დასჭირდა მხოლოდ 18 წამი ყურადღების მოსაქცევად. 4 მატჩის შემდეგ, 19-წლის ცენტრის ანგარიშზეა 14.8 ქულა, 6.8 ართმევა და 3.3 ბლოკი - ეს ყველაფერი ხდება საშუალოდ ერთ თამაშში.

გთავაზობთ ბითაძის ინტერვიუს, რომელიც მან ევროლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა. პოდგორიცას "ბუდუჩნოსტის" ცენტრი ბევრ საინტერესო დეტალის შესახებ საუბრობს.

რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

მოლოდინი

"არ განვიცდი არავითარ ზეწოლას, შესაბამისად ვცდილობ ჩემს თამაშს მივყვე. მე უბრალოდ მინდა ყოველი მატჩის შემდეგ, სარკეში ჩახედვა და თქმა: ყველაფერი გავაკეთე. სიმართლე გითხრათ, ასეთ დასაწყისს ნამდვილად არ ველოდი."

პირველი საშინაო გამარჯვება

"ბრწყინვალე შეგრძნებაა. დიახ, "დარუშაფაკა" ტურნირის ბოლო ადგილოსანია, მაგრამ მათ ჰყავთ შესანიშნავი კალათბურთელები, აქედან გამომდინარე, თურქების წინააღმდეგ გამარჯვება განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მომენტი იყო."

ბუდუჩნოსტი-დარუშაფაკა 75:74



სხვაობა ევროლიგასა და ადრიატიკას შორის

"ვიცოდი, რომ აქ ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა. ევროლიგას ბავშვობიდანვე ვადევნებდი თვალს და დღეს, თავად ვარ მისი ნაწილი. აღნიშნულ ტურნირზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფიზიკურ სიძლიერეს, სისწრაფესა და მოქნილობას."

ადაპტაცია

"უდიდესი შრომა ჩავდე ჩემს პროგრესში. მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს ყოფილ კლუბს - "მეგა ბემაქსსა" და მის კალათბურთელებს. ისინი რომ არა, მე ვერ შევძლებდი სათანადოდ მომზადებას ევროლიგისთვის."

რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

გუნდის გამოცვლა სეზონის მსვლელობისას

"დიახ, ეს არის რთული პროცესი, რომელიც ზედმეტ პრობლემებთანაა დაკავშირებული, მაგრამ "ბუდუჩნოსტმა" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო ახალ გარემოში."

ნორის კოული

"ის არის NBA-ს ორ-გზის ჩემპიონი და ამით ყველაფერი ნათქვამია. ნორისი დიდებული ადამიანი და კალათბურთელია, რომელიც ფლობს კოლოსალურ გამოცდილებას. როდესაც გუნდში კოულის დონის გამთამაშებელია, მშვიდად ცდილობ შენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას."

რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

შენგელიას, შერმადინის, მარკოიშვილისა და ბოისას კვალდაკვალ

"მე გავიზარდე მათ თამაშებზე და ვცდილობდი ბევრი საჭიროს ათვისებას ჩემი თანამემამულეებისგან. დღეს, ჩვენ არამხოლოდ ერთ საქმეს ვაკეთებთ, არამედ საქართველოს ნაკრების ეგიდით ვართ გაერთიანებულები. ძალიან მიხაროდა, როდესაც ისინი მხარდაჭერას მიცხადებდნენ "ბუდუჩნოსტში" გადასვლის მომენტში.

აღნიშნულმა მოთამაშეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული კალათბურთის განვითარებაში. შენგელია ახლაც ბრწყინავს, შერმადინმა ორჯერ მოიგო ევროლიგა, მანუ ალბათ ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ, ბოისა ფედერაციაშია და მე ყოველთვის შემიძლია მასთან დარეკვა. ერთი დიდი ოჯახი ვართ."

რეალთან მატჩი, ქართველი კალათბურთელების გავლენა და მოლოდინი - ბითაძის ინტერვიუ

სახლის დატოვება 16 წლის ასაკში

"ძალიან რთული მომენტი იყო, მაგრამ მიზნების ასრულებისთვის ზოგჯერ მსხვერპლის გაღება არის საჭირო. სერბეთში ჩამოვედი როგორც მსუქანი ბავშვი, რომელიც გამუდმებით ცდილობდა 3-ქულიანების ჩაგდებას. "მეგა ბემაქსი" ყველაფერში დამეხმარა, დიდი მადლობა მათ."

რეალთან მატჩის მოლოდინში

"ეს იქნება სრული სიგიჟე! რეალი არის მოქმედი ჩემპიონი და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მაგრამ იცოდეთ - პოდგორიცაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენ ეს უკვე დავამტკიცეთ, როდესაც მოვუგეთ "ბარსელონას", "ბასკონიასა" და "ცსკა"-ს."

ბუდუჩნოსტი-ბარსელონა 67:64



ბუდუჩნოსტის პოტენციალი

დაბალი პოზიციის მიუხედავად, სერიოზულ ძალას წარმოვადგენთ. საქმე იმაშია, რომ ახალი გუნდი ვართ, ახალი მოთამაშეებითა და მწვრთნელით. ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება "ბაიერნსა" და "მაკაბისთან", არადა მიზანთან ახლოს ვიყავით."

გავიხსენოთ ბითაძის საუკეთესო მომენტები


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლა ლიგის კლუბების კაპიტნები ერთმანეთს შეხვდებიან

მომდევნო კვირიას, ესპანური ფეხბურთის ასოციაცია მორიგ ვიდეო-კონფერენციას გამართავს.

დღეს, 04:30

კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდელი ფეხბურთელი ხდება

მიუხედავად იმისა, სეზონი გაჩერებულია, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდებს მაინც ამყარებს, ამჯერად ფინანსური კუთხით.

დღეს, 04:22

კაკა: "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია?"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც უთამაშია.

დღეს, 04:17

პსჟ ანკესზე არ წამოეგო - გაცვლა არ შედგება

გავლენიანი იტალიური პრესა საინტერესო გაცვლის შესახებ გვთავაზობს ინფორმაციას, რომელიც არ შედგება.

დღეს, 04:14

კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა.

დღეს, 04:11

დელ პიერო: "ჩემი იუვენტუსისადმი სიყვარული არასდროს დასრულდება"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 04:09

ბელგიის ჩემპიონატის შეწყვეტა პირველმა კლუბმა გააპროტესტა

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და მისი გამარჯვებული "ბრიუგე" იქნება.

დღეს, 03:51

უეფას პრეზიდენტი ბელგიელების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და ჩემპიონად "ბრიუგე" გამოცხადდა.

დღეს, 03:46

ინფანტინო: "კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი გახდება"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კორონავირუსზე საუბრობს.

დღეს, 03:39

კავანი ბოკაში? - არგენტინული კლუბის პრეზიდენტის განცხადება

"პსჟ"-ს ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიურსში" თამაშის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 03:33

"პრემიერ ლიგაში თამაში მსურს" - გენტის ფეხბურთელი, რომლითაც ევროპული გრანდები ინტერესდებიან

"გენტის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯონათან დევიდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მისი შეძენა დიდ ევროპულ გუნდებს სურთ.

დღეს, 03:30

"ოქროს ბურთი იმიტომ მოგცეს, რომ თვალები ჰქონდათ დახუჭული", - კასილასი კანავაროს

„რეალის“ ექს-ფეხბურთელებმა „ინსტაგრამზე“ გაშვებულ ლაივში ისაუბრეს.

გუშინ, 23:20

ხაბიბის მენეჯერი: "ძაღლებს შეუძლიათ ყეფა გააგრძელონ, მუხლი მოიდრიკეთ ჯუნგლების მეფის წინაშე"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენემერმა, ალი აბდელ-აზიზმა, თავისი კლიენტის UFC 249-დან მოხსნაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:02

"გილოცავ, ტონი!", - მაკგრეგორი ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლის ჩაშლას თავის სტილში გამოეხმაურა

UFC-ს ორი დიზივიონის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლის გაუქმებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:59

ბარძალი: "ბუფონს ვარწმუნებ, კარიერა დაასრულოს და მწვრთნელი გახდეს"

„იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელი და ამჟამად სამწვრთნელო შტაბის წევრი, ჯიჯი ბუფონის თავის მხარეზე გადაბირებას ცდილობს.

გუშინ, 22:48

კავანის აგენტმა ღიად დაასახელა გუნდები, რომლებიც ურუგვაელით ინტერესდებიან

„პსჟ-ს“ ფორვარდის, ედინსონ კავანის აგენტმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელით არაერთი სამხრეთამერიკული გუნდია დაინტერესებული.

გუშინ, 22:44

ნურმაგომედოვი: "მე ხაბიბი ვარ და არა კორონავირუსი"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის გადადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გუშინ, 22:34

"თუ რაიმეს მოგება უნდა, იუნაიტედში" არ უნდა წავიდეს", - სიტის ექს-ფეხბურთელი სანჩოზე

ჯეიდონ სანჩო კარგად უნდა დაფიქრდეს იქამდე, სანამ „იუნაიტედში“ გადასვლას დათანხმდება, აცხადებს „სიტის“ ექს-ფეხბურთელი, დენი მილზი.

გუშინ, 22:17

გიგა ჭიკაძე: "UFC-დან დამირეკეს და რა თქმა უნდა, თანახმა ვარ!"

18 აპრილს, UFC 249-ის მორიგი ღონისძიებაა ჩანიშნული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა ეს ღონისძიება კორონავირუსის გამო.

გუშინ, 22:15

ვაკო გვილიამ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ვარშავის "ლეგიას" ოფიციალურმა გვერდმა ამ გუნდის ნახევარმცველის ვაკო გვილიას ლაივ ჩართვა შემოგვთავაზა.

გუშინ, 22:05

როგორ არ შედგა კვერკველიას ტრანსფერი ლესტერში? - რუსეთში ისტორიას იხსენებენ

მოსკოვის "ლოკომოტივის" ექს-დირექტორი ილია გერკუსი იმ ფაქტს იხსენებს, როცა საბა კვერკველიას შეძენა "ლესტერს" სურდა.

გუშინ, 22:00

ბათუმის ახალ სტადიონზე სამუშაოები გრძელდება [ფოტო]

კორონავირუსის მიუხედავად, ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა მაინც მიმდინარეობს.

გუშინ, 21:51

ცნობილი გახდა ავტოავარიის რეალური მიზეზი, რომელსაც ხოსე ანტონიო რეიესი შეეწირა

ცნობილი გახდა ავტოავარიის მიზეზი, რომელსაც გასულ ზაფხულს ესპანელი ფეხბურთელი, ხოსე ანტონიო რეიესი შეეწირა.

გუშინ, 21:46

სერხი რობერტო: "პსჟ-ს კარში გატანილ გოლს გამეორებით მთელი ღამე ვუყურებდი"

„ბარსელონას“ მცველმა, სერხი რობერტომ, „პსჟ-ს“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 20:33

ტევესი: "ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ ვართ, გაჭირვებულებს უნდა ვეხმარებოდეთ"

„ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდს, კარლოს ტევეზს მიაჩნია, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირება ან სულად გაუქმება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

გუშინ, 20:13

ფეხბურთელი, რომლის გამოც ბაიერნი უარს სანეზე ამბობს

მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში შეტევის საფუძვლიან გაძლიერებას აპირებს.

გუშინ, 20:02

გადავა თუ არა კავანი ბოკა ხუნიორსში? არგენტინული გუნდის პრეზიდენტის განცხადება

არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტმა, ხორხე ამორ ამეალმა, გუნდში ედინსონ კავანის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:58

"შენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი რეალს გავწვრთნი", - კანავარო კასილასს

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, ფაბიო კანავარომ, „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში იკერ კასილასთან ისაუბრა.

გუშინ, 19:45

მადრიდის რეალის ლეგენდა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი გუნდის ლეგენდარული მცველის გარდაცვალებას ადასტურებს.

გუშინ, 19:41

აჭარაბეთი ყველას აძლევს ყოველდღიურ შესაძლებლობას მოიგოს 100 იაგუარი და წილი 1.000.000₾-დან

გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტიდან მიმდინარეობს უკვე 60 გამარჯვებული ყავს. 60 ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც უკვე მოიგო იაგუარის მარკის ავტომობილი და წილი 1.000.000₾-დან.

გუშინ, 19:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10