"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი



გონსალო იგუაინი ნახევარი წლის მანძილზე ტანჯულობდა ჯენარო გატუზოს "მილანში", რის შემდეგაც, ის ამოშალეს ტოპ-ფორვარდების სიიდან, იმ მოტივით, რომ მისი ფეხბურთი - დამთავრდა.

საბედნიეროდ, "პიპიტას" მიეცა ყველაფრის გამოსწორების ბრწყინვალე შანსი, საუბარია მოახლოებულ ტრანსფერზე ლონდონის "ჩელსიში".

"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ტურინის "იუვენტუსის" საკუთრებაა, სადაც ახლა კრიშტიანუ რონალდუ ბატონობს. დიახ, იგუაინის ადგილი ნამდვილად აღარ არის დღევანდელ "ბიანკონერიში", რაც შეეხება "მილანს", გონსალო არ აღმოჩნდა მზად იმ ქაოსისთვის, რომელიც "სან სიროზე" სუფევს.

აქედან გამომდინარე, კლუბის კიდევ ერთხელ გამოცვლა არის ჩინებული ვარიანტი, მითუმეტეს "ჩელსი". ლონდონელები განიცდიან სერიოზულ პრობლემებს შეტევის ხაზში, მორატამ ვერ აუღო ალღო პრემიერ ლიგას, ჟირუ კი შეცვლაზე შემოსული უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძირითადში.

"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი

ერთი სიტყვით, "სტემფორდ ბრიჯზე" არგენტინელს გაშლილი ხელებით ელიან. ვინ არის გონსალოს ტრანსფერის ინიციატორი? რა თქმა უნდა მაურიციო სარი, მწვრთნელი, რომელმაც "ნაპოლიში" გამოძერწა იდეალური იგუაინი.

მაურიციოს თავკაცობით "პიპიტამ" დაამყარა სერია ა-ს რეკორდი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით. სამხრეთ ამერიკელმა 35 მატჩში 36-ჯერ აიღო მეტოქის კარი. ვნახოთ, რას მოუხერხებს რონალდუ აღნიშნულ მიღწევას.

"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი

სარიმ და გონსალომ მხოლოდ ერთი წელი დაჰყვეს ერთად, რის შემდეგაც, იგუაინი რეკორდულ ფასად "იუვეში" გადავიდა. იტალიელ მწვრთნელს ეწყინა ეს ფაქტი და როგორც ჩანს, მაურიციო წართმეული დროის ანაზღაურებას აპირებს.

რაში მდგომარეობდა სარისა და "პიპიტას" კავშირის განსაკუთრებულობა? არგენტინელი ფორვარდი აღმოჩნდა ის ფეხბურთელი, რომელიც იდეალურად მოერგი "სარიბოლის" ფილოსოფიას. იგუაინი შორს იყო შავი სამუშაოსგან, პასების კეთებისა და სხვა ტაქტიკური შიზოფრონეიისგან, რასაც ქადაგებენ გვარდიოლა და კლოპი.

"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი

მაურიციომ გონსალოს დაავალა მხოლოდ ერთი რამ - გოლების გატანა, სხვა დანარჩენი სამხრეთ ამერიკელისთვის მეორეხარისხოვანი იყო. უხეშად რომ ვთქვათ, სარი მოქმედებდა პრინციპით: უმჯობესია გააკეთო ერთი საქმე სრულყოფილად, ვიდრე რამდენიმე ნორმალურად.

არგენტინელმა იდეალურად გაიგო თავისი მწვრთნელის აზრები. იგუაინი გახდა სერია ა-ს ნომერ პირველი თავდამსხმელი მეტოქის მოცილების, პოზიციის შერჩევისა და გოლის გატანის კომპონენტში. სარი ვერ მალავდა კმაყოფილებას მიღწეული შედეგით:

"ის სიცოცხლის ბოლომდე გაიტანს გოლებს. გონსალო არის ნამდვილი მანქანა, ამასთან ერთად კი ბრწყინვალე პიროვნებაც." - როგორც ჩანს, ძალიან მალე სარი კიდევ ერთხელ შეხვდება თავის საუკეთესო შეგირდს, ამჯერად უკვე ნისლიან ალბიონზე.

"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი

ეს ყველაფერი ხდებოდა "ნაპოლიში" და როგორი იყო "პიპიტა" "იუვეში"? ზოგადად, იგუაინის ტურინული კარიერის შეფასება რთულია, რადგან პირველ რიგში თვალშისაცემი ხდებოდა მისი ჭარბი წონა და მუცელი.

აღსანიშნავია, რომ სიმსუქნისკენ მიდრეკილება გონსალოს გაუჩნდა სარის მოსვლამდე, ანუ რაფაელ ბენიტესის მოღვაწეობის პერიოდში. მაურიციომ პირველივე დღეს მკაცრად გაკიცხა არგენტინელი და დაუნიშნა მას დაიეტა.

"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი

იგუაინის წონასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ჩააბარეს ჯულიანო პოზერს, ნუტრიციონისტს, რომელიც 2015 წელს ეხმარებოდა ლიონელ მესის ანალოგიურ ვითარებაში. რამდენიმე თვეში "პიპიტა" უკვე მსუბუქად და ათლეტურად დაიარებოდა "სტადიო სან პაოლოს" მინდორზე.

სარის მფარველობისგან გამოსვლის შემდეგ, გონსალო მალევე დაუბრუნდა მავნე ჩვევებს. მისი მუცელი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მემად საფეხბურთო სამყაროში.

წონის მატებასთან ერთად კი იკლო არგენტინელის შედეგიანობამ. იგუაინის კიდევ ერთხელ სჭირდება დახმარება და უნდა ითქვას, რომ დახმარება უკვე გზაშია.

"სარისთან განშორების შემდეგ, მისი ფეხბურთი დამთავრდა" - იგუაინის მოსალოდნელი ტრანსფერის მიზეზი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სარისა და აზარს ჩელსიში კონფლიქტი ჰქონდათ, მიზეზი ცნობილია

"ჩელსის" ექს-თავდამსხმელს, ედენ აზარს გასულ სეზონში გუნდის ყოფილ მწვრთნელ მაურისიო სარისთან კონფლიქტი ჰქონდა.

დღეს, 20:34

ყველაზე გავლენიანი აგენტები - ბეილის წარმომადგენელი პირველ ადგილზეა

Forbes-ის ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი აგენტების რეიტინგში პირველი ადგილი ჯონათან ბარნეტმა დაიკავა.

დღეს, 18:42

უმტიტის იანვრისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში სამუელ უმტიტი სხვა ევროპულ გრანდში ვიხილოთ.

დღეს, 18:19

ვიდალს სერია ა-ში მისთვის კარგად ნაცნობი მსურველი გამოუჩნდა

TuttoSport-ის ცნობით, არტურო ვიდალს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:31

ვალვერდე კუმანის ბარსელონაში შესაძლო დანიშნვას გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, "ბარსელონას" რონალდ კუმანი ჩაიბარებს:

დღეს, 16:10

მანჯუკიჩი მანჩესტერში მოხვედრისთვის დათმობაზე მიდის

Corriere dello Sport-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩმა თავისი პირობები შეცვალა.

დღეს, 15:58

დიბალას რეკორდამდე 13 წამი დააკლდა

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალამ მოსკოვის "ლოკომოტივის" კარი 149 წამში ორჯერ აიღო.

დღეს, 15:42

ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 15:34

ბარსელონამ უმტიტი კვლავ დაკარგა

"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბის ლაზარეთს კვლავ სამუელ უმტიტი შეემატა.

დღეს, 15:25

ოფიციალურად: ელ კლასიკოს გამართვის თარიღი ცნობილია

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ელ კლასიკოს გამართვის თარიღი ცნობილია.

დღეს, 15:16

ზურაბ ჟვანიას უოსპსის ბრწყინვალე ლელო ლონდონ აირიშის წინააღმდეგ [VIDEO]

"ბზიკების" შესანიშნავი ლელო პრემიერშიპში

დღეს, 14:48

ავსტრალიელი ვარსკვლავი: "ჩეკა ავსტრალიურ რაგბიზე რომ ზრუნავდეს, დიდი ხნის წინ წავიდოდა"

ცნობილმა ავსტრალიელმა მორაგბემ ქუეიდ კუპერმა, "ვოლაბების" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეკა გააკრიტიკა.

დღეს, 14:43

ინგლისმა 2020 წლის ნოემბრის ტესტები დაადასტურა

ინგლისის რაგბის კავშირმა 2020 წლის ნოემბრის ტესტები დაგეგმა.

დღეს, 14:39

უშანგი ჭეიშვილი: "ტოპ 14-ში თამაში ჩემი ოცნება იყო"

"მონპელიეს" ოფიციალური საიტი ახალგაზრდა ქართველ ბურჯ უშანგი ჭეიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს - გთავაზობთ მის ქართულ ვერსიას.

დღეს, 14:38

"შერეული შეგრძნებები მაქვს", - რა არ მოეწონა ტუხელს 5:0 მოგებაში?

„პსჟ-ს“ გერმანელმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, „ბრიუგესთან“ გამარჯვება (5:0) შეაფასა.

დღეს, 13:17

სარი: "იტალიური და ინგლისური ფეხბურთი ერთ დონეზე იმყოფება"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ აღნიშნა, რომ იტალიური და ინგლისური ფეხბურთი ერთ დონეზე იმყოფება.

დღეს, 13:06

მორიგი კანდიდატი შერჩეულია! რეალი კურტუას შემცვლელის ძიებას განაგრძობს

მადრიდის „რეალი“ ტიბო კურტუას შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რომელიც სეზონის დაწყების შემდეგ დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება.

დღეს, 13:01

"მსგავსი რამ არასდროს მითქვამს", - ნისტელროის ცრუ ფრაზა მიაწერეს

გუშინ, 22 ოქტომბერს, მსოფლიო პრესა რუდ ვან ნისტელროის ფრაზას ციტირებდა.

დღეს, 12:55

ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ ხუთეულში შეაღწია

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, „ოლიმპიაკოსთან“ მატჩში დუბლი გაიფორმა.

დღეს, 12:50

მოულოდნელობა! ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, მოურინიო გერმანულ გუნდში ინიშნება

როგორც იცით, ჟოზე მოურინიო გასულ დეკემბერს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.

დღეს, 12:46

არსენალმა რეალს სებალიოსის თაობაზე ოფიციალურად მიმართა - მადრიდელთა პასუხი ცნობილია

ლონდონის „არსენალს“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, დანი სებალიოსის გამოსყიდვა სურდა.

დღეს, 12:41

ნეიმარის "საიუბილეო" გამოტოვება - რამდენი მატჩი გაუცდა ბრაზილიელს პსჟ-ში გადასვლის დღიდან?

„ბრიუგესთან“ გამართული შეხვედრა ნეიმარისთვის გარკვეულწილად საიუბილეო აღმოჩნდა.

დღეს, 12:37

სეზონის აცილება ედენ აზარის შესრულებით [VIDEO]

„გალათასარაისთან“ განვლილ შეხვედრაში, ედენ აზარს „რეალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლის გატანის იდეალური შანსი ჰქონდა.

დღეს, 12:30

რეალმა მოიგო მოურინიოს დაბრუნების თავიდან ასარიდებლად - ზიზუს გაშვება გადავადდა

მადრიდის "რეალი" ყოველთვის ზეწოლისა და ყურადღების ცენტრში იმყოფება.

დღეს, 11:50

ბონუჩი: "იუვენტუსში ნამდვილი მამაკაცები თამაშობენ"

„იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამარჯვებაზე შეაფასა.

დღეს, 11:14

კლოპი: "მხოლოდ საშინაო მატჩების იმედზე ვერ ვიქნებით"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „გენკთან“ მატჩის წინ თავის გუნდს სერიოზულად მიდგომისკენ მოუწოდა.

დღეს, 11:02

ნოიერი: "პრობლემა ისაა, რომ ყველა მატჩში მოსაგებად 3-3 გოლის გატანა გვჭირდება"

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანი, მანუელ ნოიერი, „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებით (2:3) კმაყოფილი ვერ დარჩა.

დღეს, 10:58

"ექსტრაორდინალური ფეხბურთელია", - გვარდიოლამ თავისი შეგირდი შეაქო

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „ატალანტას“ კარში ჰეთ-ტრიკის ავტორი, რაჰიმ სტერლინგი შეაქო.

დღეს, 10:19

პსჟ ისტორიულ მიღწევამდე მადრიდის რეალმა არ მიუშვა

როგორც გუშინ გითხარით, „პსჟ-ს“ ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, ვინც პლეი-ოფის საგზური სამი სათამაშო დღის შემდეგ გაინაღდა.

დღეს, 10:15

ჩემპიონთა ლიგაზე დღის ცენტრალურ მატჩს სან-სირო უმასპინძლებს [ტური 3, დღე 2]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღე პირველზე არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს.

დღეს, 10:09

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10