» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

შეეშვით სანტიაგო სოლარის - ამ რეალს მეტი არაფერი შეუძლია


შეეშვით სანტიაგო სოლარის - ამ რეალს მეტი არაფერი შეუძლია

მადრიდის "რეალის" მთავარი პრობლემა მწვრთნელი ნამდვილად არ არის.

"სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელად სანტიაგო სოლარის დანიშვნის შემდეგ, ორ თვეზე ცოტა მეტი გავიდა. ეს პერიოდი კი ცოტა არ იყოს განსხვავებული გამოდგა. თითქოს, გუნდი იმარჯვებდა კიდეც, მაგრამ, სანახაობის მხრივ, ყველაფერი იდეალურამდე შორს არის.

შევხედოთ სტატისტიკას: სოლარისთან ერთად, გუნდმა 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13-ჯერ მოიგო, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, დარჩენილ 4 შეხვედრაში კი "თეთრებმა" ფიასკო იწვნიეს. თითქოს, საკმაოდ ნორმალური სტატისტიკაა, თანაც, გამოუცდელი მწვრთნელისთვის, რომელმაც ასეთ დიდი კლუბი პირველად ჩაიბარა.

თუმცა, წაგებები ისეთი იყო, რომელმაც ახალგაზრდა მწვრთნელის ყველა "მიღწევა" დაგვავიწყა. საუბარი, რა თქმა უნდა, "ცსკასთან", "სოსიედადთან" და "ეიბართან" მარცხებზეა, რომლებშიც "რეალმა" ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა და 8 გაუშვა. მადრიდულ გრანდს ასე უთავმოყვარეოდ თამაშის უფლება არ აქვს და ასეთი შედეგები ბევრი მწვრთნელის მადრიდულ კარიერას დაასრულებდა, მაგრამ, პერესს სოლარის სჯერა და ამას ტყუილად არ აკეთებს.

შეეშვით სანტიაგო სოლარის - ამ რეალს მეტი არაფერი შეუძლია

სანტიაგო სოლარი - "რეალისთვის" პრობლემების დროებითი მომგვარებელი არ არის. პერესმა მას 2.5-წლიანი კონტრაქტი ტყუილად არ შესთავაზა. პრეზიდენტს შეეძლო, სოლარი ზამთრამდე ან ზაფხულამდე დაეტოვებინა და ეთქვა, რომ სახელოვანი შემცვლელისთვის მოემზადებინა სიტუაცია, თუმცა, ეს არ გააკეთა და ყველაფერი არგენტინელს მიანდო. არ იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი "მელილიასთან", "ვალიადოლიდთან", "ვიქტორიასთან" და "სელტასთან" გამარჯვებებმა გამოიწვია, რომლების შემდეგაც სოლარიმ დროებითი მწვრთნელის სტატუსი მოიშორა. ეჭვგარეშეა, რომ ამ შედეგების გარეშე, შესაძლოა, ხელმძღვანელობა არგენტინელს არც კი მოუსმენდა, მაგრამ, პირველ რიგში ყველაფერი სოლარისადმი ნდობამ და მისი საფეხბურთო ფისოლოფიის სიმპატიებმა გამოიწვია.

"რეალის" ჩაბარებით, სოლარიმ თავი უმძიმეს ვითარებაში ჩაიგდო. გუნდი ღრმა კრიზისში იმყოფებოდა, მწვრთნელს კი არ ჰქონდა საჭირო გამოცდილება, რათა სწრაფად და უმტკივნეულოდ დაეძლია ეს ეტაპი. როგორი იყო მწვრთნელის პირველი ნაბიჯები? მან თავიდანვე, ყველას დაანახა, რომ მისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არსებობს და "რეალისთვის" უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი - ისკო, სკამზე დასვა.

ამასთანავე, შანსი მიეცათ ფეხბურთელებს, რომლის სახელიც, თქვენ, შესაძლოა, აქამდე არც გაგიგიათ (ფედე ვალვერდე, მარკოს ლორენტე და ა.შ.), ისკო კი სკამზე ჯდომას განაგრძობს. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მწვრთნელის ეს გადაწყვეტილება პირადი უსიამოვნებით ან რაიმე კონფლიქტით იყო გამოწვეული, მაგრამ, შემდეგ, სოლარის სიმართლე დამტკიცდა.

მშრალი სტატისტიკა: ისკოსთან ერთად, გუნდმა 12-დან 7 მატჩი მოიგო, მის გარეშე - 6-დან 6. ასევე, გაიხსენეთ ამ ფეხბურთელის მიერ "ცსკა-სთან" იმ სამარცხვინო შეხვედრაში ნაჩვენები თამაში. ისკო უბრალოდ საშინლად გამოიყურებოდა. აქ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთია. ან ისკომ ამ მწვრთნელთან ერთად ძირითადში დაბრუნების იმედი და მასთან ერთად, მოტივაცია დაკარგა, ან კი უბრალოდ "სამეფო კლუბისთვის" შესაბამის დონეს ფიზიკურად ვეღარ აკმაყოფილებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მწვრთნელმა ყველას უმალვე დაანახა, რომ ყოფილი მიღწევები არ აინტერესებს - ითამაშებენ მხოლოდ საუკეთესოები.

შეეშვით სანტიაგო სოლარის - ამ რეალს მეტი არაფერი შეუძლია

ასევე, სოლარი მზად არის, ტაქტიკა შეცვალოს და ექსპერიმენტებს მიმართოს, რაც უდიდესი პლიუსია. მწვრთნელმა ყველას დაანახა, რომ წინასწარ დაწერილი სცენარის ბრმად გაყოლას არ აპირებს და მზადაა, რევოლუციაც ჩაატაროს.

ამჟამინდელი "რეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მწვრთნელის შეცვლა ყველანაირ სიტუაციას მოაგვარებდა. მადრიდში უამრავი პრობლემაა და გუნდი წარმატებული მხოლოდ მათი მოგვარების შემდეგ გახდება. მოდით შევხედოთ, სოლარიმ "რეალი" "კამპ ნოუზე" დამამცირებელი მარცხის (1:5) შმემდეგ ჩაიბარა, როდესაც გუნდი მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა. სატურნირო ცხრილზე შეხედვით, დარწმუნდებით, რომ ვითარება გაუმჯობესდა. ამასთან, "რეალმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და სამეფო თასზეც წინ მიიწევს. მშრალი შედეგების მიმართ, სოლარისთან პრეტენზიები მინიმალურია. თამაში - სხვა საკითხია.

"რეალი" ქომაგთა იმედგაცრუებას აგრძელებს და ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გაექცევი. გვირაბის ბოლოს, სინათლე, ცოტათი მოსჩანს, მაგრამ, საქმე ისაა, რამდენად გრძელი გამოდგება ეს გვირაბი? სამწუხაროდ, სოლარიც არც უმართლებს. მას შემდეგ, რაც მან კრიზისში მყოფი გუნდი ჩაიბარა, მას მუდმივად თან სდევს ტრავმები. ტიბო კურტუა, დანი კარვახალი, ნაჩო, ხესუს ვალეხო, მარსელო, ტონი კროოსი, მარკოს ლორენტე, მარკო ასენსიო, გარეტ ბეილი, მარიანო დიასი, კარიმ ბენზემა - არც ისეთი ცუდი შემადგენლობაა, არა? მაგრამ, ეს შემადგენლობა კი არა, ტრავმირებულ ფეხბურთელთა ის სიაა, რომელმაც დაზიანება უკანასკნელი ორი თვის მანძილზე მიიღო. ანუ, მას შემდეგ, რაც გუნდი სოლარიმ ჩაიბარა.

განა სოლარის ბრალია, რომ შეტევაში კრისტო გონსალესის გამოყენება უწევს? დიახ, არ მოგესმათ, ის "რეალის" ფეხბურთელია. სოლარია დამნაშავე, რომ გუნდის მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს ცეცხლის თვალები და ისინი მზად არიან, მოგებისთვის მოედანზე ყველაფერი დატოვონ? ბენზემას ბრალია, რომ ბენზემაც და ბეილიც, მიუხედავად დიდი და ამბიციური განცხადებებისა, მორიგ სეზონს აგდებენ? ან ის ხომ არ არის სოლარის ბრალი, რომ ბენზემამ იმაზე ცოტა გოლი გაიტანა, ვიდრე "რაიო ვალეკანოში" განათხოვრებულმა რაულ დე ტომასმა. და ბოლოს, რა სოლარის ბრალია, თუ გუნდს ამჟამად 18 წლის (!) ვინისიუსი ლიდერობს?

"რეალის" პრობლემა - სოლარი ნამდვილად არ არის. მისი მთავარი პრობლემები ზინედინ ზიდანის და კრიშტიანუ რონალდუს წასვლაა. უფრო სწორედ, ჩაგდებული სატრანსფერო ფანჯარა და ლიდერთა ტრავმები. ახლა, ყველამ "რეალის" მწვრთნელს თავი უნდა დაანებოს და უფლება მისცეს, რომ მშვიდად გააგრძელოს საკუთარი საქმის კეთება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

Sport.es: ბარსელონა კოუტინიოს ყიდის და საბოლოო ფასი დაადო

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს ყიდის.

დღეს, 16:41

გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ხელფასის შემცირებაზე პასუხი აცნობა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კლუბის პირობები მიიღო.

დღეს, 16:35

ხელფასის შემცირება - ლივერპულის ხელმძღვანელების დასაფასებელი ნაბიჯი

"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ საკუთარი ინიციატივით ხელფასი შეიმცირა.

დღეს, 16:27

ზიდანმა ზაფხულისთვის სასურველი სუპერვარსკვლავი შეარჩია

"რეალის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს გუნდის შემადგენლობის გაძლიერება სურს.

დღეს, 16:20

ოდრისიოლამ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა რეალიდან წასვლა

"ბაიერნის" მცველმა, ალვარო ოდრიოსოლამ "რეალიდან" წასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 16:16

"ხაბიბის დაუმარცხებლობა მოსვენებას არ მაძლევს", - ვინ არის ტონის მომავალი მეტოქე?

UFC-ის რიგით 249-ე ღონისძიების გამართვას ხელი კორონავირუსის პანდემიამაც კი ვერ შეუშალა. ივენთი შედგება,

დღეს, 16:10

"რეალში დაბრუნება?", - კასილასი სამომავლო გეგმებზე ალაპარაკდა

ესპანეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, იკერ კასილასი "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.

დღეს, 15:57

მესი თუ რონალდუ? - ნოლიტომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ესპანეთის ნაკრებისა და "სევილიას" თავდამსხმელმა, ნოლიტომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 15:53

იკარდის მომავალი პრაქტიკულად გაირკვა, პსჟ-მ გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ მაურო იკარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:47

კანავარო: "ხალხი ხშირად მეკითხება, რატომ მოიგო იტალიამ მუნდიალი"

იტალიის ნაკრების ექს-მცველმა, ფაბიო კანავარომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 15:43

გეგმა შემუშავებულია - რეალი ფეხბურთელებს ხელფასს უმცირებს

ესპანეთის ჩემპიონატის შეჩერების გამო, "რეალი" აპირებს ფეხბურთელებს ხელფასი შეუმციროს.

დღეს, 15:37

მთავარი მიზეზი, რის გამოც რეალი რონალდუს არ დაიბრუნებს

"რეალი" "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას არ აპირებს.

დღეს, 15:31

ბარსას სათადარიგო ვარიანტი ნეიმარის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის დაბრუნების თაობაზე აქტიურად მუშაობს.

დღეს, 13:50

"კოსტას ჟეზუსზე გაცვლით, იუვე უფრო იხეირებს, ვიდრე სიტი", - ბრაზილიელი მწვრთნელი

"სან-პაულუს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსი სტივალმა, იგივე კუკამ, დუგლას კოსტას გაბრიელ ჟეზუსზე გაცვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:42

უან-ბისაკამ ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა, აარონ უან-ბისაკამ ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა:

დღეს, 13:27

რომელ ევროპულ გუნდს ჰქონდა ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია?

"ლივერპულის" თებერვლის ჩავარდნამდე, ბევრი იწერებოდა მერსისაიდელთა დაუმარცხებელი სერიის შესახებ.

დღეს, 13:17

როდის დაარსდა პირველი საფეხბურთო კლუბი და სად იმყოფება ის ახლა?

ინგლისის რანგით მერვე საფეხბურთო დივიზიონში ბინადრობს გუნდი, უბრალო სახელწოდებით - "შეფილდი".

დღეს, 13:04

ინიესტა ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:51

"კონორსა და ხაბიბს მხოლოდ კარიერის დასრულება დარჩათ", - ფერგიუსონი

UFC-ის მებრძოლმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ტონი ფერგიუსონმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:43

"2004 წლის საბერძნეთი ბრაზილიასა და არგენტინასაც დაამარცხებდა", - ხარისტეასი

საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანგელოს ხარისტეასმა თავისი ეროვნული გუნდისთვის ტრიუმფალური ევრო-2004 გაიხსენა:

დღეს, 12:34

"ოქროს ბურთს მხოლოდ მესი უნდა იღებდეს", - ლუისი

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:26

კლოპი: "ალექსანდრ-არნოლდს მხოლოდ ერთი ნაკლი გააჩნდა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შესახებ:

დღეს, 12:05

რეალის 3 მთავარი სამიზნე ზაფხულისთვის

El Mundo Deportivo-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის მადრიდის "რეალის" სამი მთავარი სამიზნე დაასახელა.

დღეს, 11:49

რეალი თუ ბარსა? რუისისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველით, ფაბიან რუისით.

დღეს, 11:40

ბარსელონა და სევილია გაცვლაზე თანხმდებიან

Sport-ის თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის "სევილიაში" დაბრუნება გარდაუვალია.

დღეს, 11:31

მილანმა საინტერესო ბარტერი დაგეგმა

Express Sport Germany-ს თანახმად, "მილანი" ინტერესდება არა მხოლოდ "ლაიპციგის" სპორტული დირექტორით, არამედ კლუბის ფორვარდითაც.

დღეს, 11:21

სად გაიმართება ფერგიუსონისა და გეტჟის ბრძოლა?

როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეტჟის ბრძოლა.

დღეს, 11:13

შაქირი ახალ გუნდს უახლოვდება

Blick-ის ცნობით, "ლივერპულის" შემტევი, ჯერდან შაქირი ახალ გუნდს უახლოვდება.

დღეს, 11:04

5 გუნდი, რომელიც ჰაკიმის ხელში ჩაგდებას ცდილობს

AS-მა დაასახელა ხუთი გუნდი, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

დღეს, 10:44

"რეალს მოუხდებოდა", - კასილასმა ყოფილ კლუბს ფეხბურთელი ურჩია

მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა იკერ კასილასმა "სამეფო კლუბს" ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 10:24

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10