Goal.Ge

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული


დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

"ბარსელონამ" განახორციელა კიდევ ერთი შენაძენი, კატალონიელებს შეუერთდა ყველასგან მივიწყებული კევინ-პრინს ბოატენგი. რაც შეეხება ტრანსფერის დეტალებს, მხარეები იჯარაზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც, "ბლაუგრანას" ექნება განელის გამოსყიდვის უფლებაც.

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

კატალონიელებს ჯამში 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ ჟერომის ძმა. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, რადგან პრინსი უკვე დიდი ხანია, რაც აღარ ჩანს დიდი ფეხბურთის რადარებზე. აფრიკელის უკანასკნელმა წლებმა ჩაიარა საშუალო დონის გუნდებში და უნდა ითქვას, რომ კევინი დიდხანს არსად ჩერდებოდა.

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ბოატენგს მიეცა კარიერის რეანიმირების ბრწყინვალე შანსი. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს განელი ამ შესაძლებლობას, იქამდე კი გავიხსენოთ ის ყველაფერი, რითაც პრინსმა თავი დაგვამახსოვრა.

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

თამაშობდა ტოტენჰემში ბეილსა და მოდრიჩთან ერთად

ძმები ბოატენგების საფეხბურთო გზა ბერლინის "ჰერტაში" დაიწყო, რის შემდეგაც, ჟერომი გადავიდა "ჰამბურგში", პრინსი კი "ჰოტსპურში". ლონდონური კლუბის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი დიდ იმედებს ამყარებდა კევინზე, ბეილზე, მოდრიჩზე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდაზე.

სამწუხაროდ, განელმა ვერ მოახერხა "დეზებში" დამკვიდრება. სადებიუტო სეზონში პრინსმა ჩაატარა უგოლო 21 მატჩი, მეორე წელს კი მხოლოდ 3, რის შემდეგაც, ბოატენგს ახალი გუნდის ძებნა მოუწია.

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

მისი ათამაშება კლოპმაც ვერ შეძლო

ახალგაზრდა შემტევით დაინტერესდა იმდროს ჯერ კიდევ უცნობი იურგენი, რომელიც იწყებდა დანგრეული დორტმუნდის "ბორუსიას" აშენებას. კლოპმა იჯარით გადმოიყვანა კევინი, თუმცა აღნიშნულ ტრანსფერს კარგი არაფერი მოუტანია.

ერთადერთი, რითაც პრინსი დაგვამახსოვრდა იყო კუნგ-ფუს ილეთი მაკოტო ჰასებეს თავში, რის გამოც აფრიკელს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ცნობისთვის, 2017 წელს ბოატენგი და იაპონელი თანაგუნდელები გახდნენ. ეს ყველაფერი ხდებოდა ფრანკფურტის "აინტრახტში", ნიკო კოვაჩის მწვრთნელობის დროს.

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

კევინის გამო ბალაკმა გამოტოვა 2010 წლის მუნდიალი

"დორტმუნდის" შემდეგ, განელი დაბრუნდა ნისლიან ალბიონზე, სადაც ის "პორტსმუთს" შეუერთდა. 2010 წლის მაისში, ინგლისის ლიგის თასის ფინალში პრინსი ეუხეშა გერმანიის ნაკრების ლიდერს. ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მიხაელმა ვერ მოახერხა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება.

ბალაკს იმის შემდეგ აღარც უთამაშია საერთაშორისო დონეზე, ბოატენგისთვის კი "ბუნდესთიმის" კარი სამუდამოდ დაიხურა. სწორედ ამიტომ აირჩია მან განის ეროვნული გუნდი.

ბოატენგი ბალაკის წინააღმდეგ



ძმები სხვადასხვა ნაკრებებში ერთმანეთის წინააღმდეგ

როგორც გავიგეთ, კევინმა მიიღო თავისი ისტორიული სამშობლოს შემოთავაზება, რომელთან ერთადაც ის გაემგზავრა სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე. აღნიშნულ მსოფლიოზე მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა - ძმები ერთმანეთს სხვადასხვა ნაკრების სახელით დაუპირისპირდნენ: პრინსი - განა, ჟერომი კი გერმანია.

აღსანიშნავია, რომ ისტორია ბრაზილიის მუნდიალზეც განმეორდა, "შავი ვარსკვლავები" და "არწივები" კვლავ ერთ ჯგუფში მოხვდნენ. მსოფლიო ჩემპიონატებს შორის შუალედში კევინმა 26 წლის ასაკში სანაკრებო კარიერის დასრულება და მოგვიანებით აღდგენაც მოასწრო.

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

ჯამში კი ბოატენგის საერთაშორისო ასპარეზობის ისტორია სკანდალურად დასრულდა. 2014 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩის წინ, ის და სალი მუნტარი ეჩხუბნენ ეროვნული გუნდის მწვრთნელს ჯეიმს აპიას, რის გამოც "მილანელები" მოკვეთეს ნაკრებს.

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

ჰეტ-ტრიკი 14 წუთში

გუნდი, რომელშიც აფრიკელმა გაატარა თავისი კარიერის საუკეთესო პერიოდი არის "მილანი". კევინმა "როსონერისთან" ერთად მოიგო სკუდეტო და გაიტანა რამდენიმე მართლაც საკულტო გოლი. ერთ-ერთი, უფრო სწორედ 3, გავიდა "ლეჩეს" კარში.

"შავ-წითლები" პირველ ტაიმში ნადგურდებოდნენ 3:0, თუმცა შემდეგ, მოედანზე შემოვიდა ბოატენგი, რომელმაც ზუსტად 14 წუთში აღადგინა წონასწორობა. განელის პერფომანსს სერია ა-ში მხოლოდ დავიდ ტრეზეგეს ჰეტ-ტრიკი თუ შეედრება, რომელიც 9 წუთში იქნა გამოცხობილი.

ბოატენგის ჰეტ-ტრიკი 14 წუთში



ულამაზესი გოლი ამჟამინდელი კლუბის კარში

პრინსის კიდევ ერთი შოუ, ამჯერად თვით "ბარსელონასთან" მატჩში. აღნიშნული შედევრი სრულიად დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო გოლად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში - ქუსლი, აფთიაქში გაშვებული ერიკ აბიდალი და გახვრეტილი ვიქტორ ვალდესი, ეს უკვე კლასიკაა.

ბოატენგის ულამაზესი გოლი ბარსას კარში



სექსი კვირაში 10-ჯერ

ბოატენგი ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან ფიგურად "მილანში", თუმცა მას ჰქონდა ნაკლი - არასტაბილურობა, რაც ხშირი ტრავმიანობით იყო გამოწვეული. ლაზარეთში ყოფნის პერიოდში კევინის იმდროინდელმა გერლფრენდმა და მომავალმა მეუღლემ მელისია სატამ საკმაოდ სახალისო კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის კონდიციების შესახებ:

"ის ხშირად იღებს დაზიანებებს, რადგან მას არ აქვს ძალები. კვირაში 10-ჯერ გვაქვს სექსი, შესაბამისად მთელ თავის პოტენციალს პრინსი ჩემთან ხარჯავს და გამოჯანმრთელებასაც კი ვერ ასწრებს."

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

სიგარეტი და ლუდი

დროთა განმავლობაში აფრიკელის თამაშის ხარისხმა საგრძნობლად იკლო (ნეტა რატომ?), რის გამოც მას "როსონერის" დატოვება მოუწია. ბოატენგმა მიაშურა გელზენკირხენის "შალკეს", რომელშიც მან სკანდალური ფოტოთი შეახსენა ხალხს საკუთარი თავი.

სურათზე ვხედავთ კევინს, რომელიც ეწევა სიგარეტს და სვამს ლუდს. ეს ყველაფერი ხდებოდა დოპინგ-ტესტის ჩაბარების წინ. "მეხაშტეების" დირექტორმა ჰორტს ჰელდმა თავდაპირველად დაიცვა პრინსი და მისი ეს გამოხტომა შემდეგნაირად ახსნა:

"სიგარეტი დაძაბულობის მოსახსნელად არის, ლუდის დალევაში კი ცუდი არაფერია, პირიქით, ლუდი ადამიანს უკეთესად შარდვაში ეხმარება." - აღნიშნული კომენტარით ჰელდმა "შალკეს" აარიდა სკანდალი, თუმცა მოგვიანებით, განელს მაინც მოუწია გელზენკირხენის დატოვება.

დოპინგ-ტესტი სიგარეტით, სექსი კვირაში 10-ჯერ და რეპერობა - ბარსას ახალწვეული

მფრინავი ბოატენგი ლა ლიგაში

დიახ, ბოატენს უკვე აქვს ესპანეთში თამაშის გამოცდილება, თანაც არც ისე ცუდი. კევინმა ერთი სეზონი დაჰყო "ლას პალმასში", რომლის შემადგენლობაში მან გაიტანა 10 გოლი. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს აფრიკელის ულამაზესი მფრინავი შედევრი "ვილიარეალის" კარში, აქ სიტყვები ზედმეტია.

ბოატენგის ულამაზესი გოლი ლა ლიგაში



რეპერობა

ფეხბურთთან ერთად, კევინმა შეაბიჯა მუსიკის სამყაროში და 2018 წლის აგვისტოში მან გამოუშვა რეპ-სინგლი, ნიკნეიმით PRIN$$ Boateng. სიმღერა ტრეპის სტილშია გაკეთებული და მას 1.8 მილიონი ნახვა აქვს. ასეთია მესის ახალი თანაგუნდელი.

ბოატენგის რეპი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ჩრდილოეთ კორეასთან დამარცხდა

ყინულის ჰოკეის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა დაიწყო.

დღეს, 04:19

ლუკა გოგინავა ფრანგულ ანგულემში ითამაშებს

ლუკა გოგინავა ფრანგულ ანგულემში ითამაშებს

დღეს, 02:41

ნეიმარი 3 თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

დღეს საღამოს "პარი სენ ჟერმენმა" "მონაკოსთან" შეხვედრაში ჩემპიონობასთან ერთად ნეიმარის დაბრუნებაც აღნიშნა.

დღეს, 01:45

მბაპე ლიგა 1-ს ისტორიაში შევიდა

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურში "პსჟ-მ" საკუთარ მოედანზე "მონაკო" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა.

დღეს, 01:30

იუვენტუსმა ბუფონს ჩემპიონობა მიულოცა

ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ ჟერმენის" ჩემპიონობას გამოეხმაურა.

დღეს, 01:16

დე ხეა: "ეს სამარცხვინოა!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ, "ევერტონთან" გამანადგურებელი მარცხი (0:4) შეაფასა.

დღეს, 01:04

პოგბას რეალში გადასვლას 3 ფაქტორი უშლის ხელს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას, ტრანსფერი მადრიდსი "რეალში" ნაკლებად მოსალოდნელია.

დღეს, 01:00

პსჟ ჩემპიონია: პარიზელებმა მონაკო მბაპეს ჰეთ-თრიკით დაამარცხეს [VIDEO]

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" შინ "მონაკო" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა.

დღეს, 00:58

გიოტცემ ფორმა დაიბრუნა - საუკეთესო სეზონი ბოლო 5 წელიწადში

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 30-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად "ფრაიბურგი" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:50

მატიჩი: "დამნაშავე ვარ!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, "ევერტონთან" გამანადგურებელი (0:4) მარცხი შეაფასა.

დღეს, 00:40

კლოპი: "მოედნის საფარი სახიფათო იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, "კარდიფ სიტისთან" შეხვედრის შემდეგ მოედნის საფრის მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 00:30

როისი: "ჩემპიონობის გვჯერა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და ლიდერმა, მარკო როისმა, "ფრაიბურგთან" გამარჯვება (4:0) შეაფასა.

დღეს, 00:29

ზიდანი: "ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ფენომენალურ ფორმაში მყოფი კარიმ ბენზემა შეაქო.

დღეს, 00:25

მოდრიჩმა რეალის მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა

"ეიბართან" დღევანდელი შეხვედრა მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველისთვის საიუბილეო გამოდგა.

დღეს, 00:25

საუკეთესო სეზონი პრემიერ ლიგაში - ლივერპულმა რეკორდი დაამყარა

ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფ სიტი" 2:0 დაამარცხა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

დღეს, 00:20

ემერი: "ოთხეულის ბედი კვლავ ჩვენს ხელშია"

ლონდონის "არენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, "კრისტალ პალასთან" დერბიში მარცხი (2:3) შეაფასა.

დღეს, 00:19

ენისეიმ ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა, დავით მესხმა სადებიუტო ლელო დადო [VIDEO]

ენისეიმ ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა, დავით მესხმა სადებიუტო ლელო დადო [VIDEO]

დღეს, 00:10

"ეს ჩემი სახლია" - მარსელომ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, მარსელომ, თავის მომავალს ნათელი მოჰფინა.

დღეს, 00:10

კარდიფის მწვრთნელმა სალაჰი სიმულაციაში დაადანაშაულა

"კარდიფ სიტის" გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა, "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა.

დღეს, 00:00

მორიგი სენსაცია: ვიტ ჯორჯიამ დინამო თბილისი შინ დაამარცხა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "დინამო თბილისი" დაამარცხა. შეხვედრა სენსაციურად დასრულდა.

გუშინ, 23:35

ჩაკვეტაძემ ძირითადში დაიწყო - გენტმა კვლავ ვერ მოიგო

ბელგიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ანდერლეხტსა" და "გენტს" შორის, ფრედ 0:0 დასრულდა.

გუშინ, 23:27

დინამო თბილისი დარასელიას თასის გამარჯვებულია

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება დასრულდა, რომელიც დინამოს აკადემიაში მიმდინარეობდა.

გუშინ, 23:24

დიდი 10: პატარძეულის ვეფხვები გავარდა, კიკეთის იუნკერები - ელიტაში აღზევდა

დიდი 10: პატარძეულის ვეფხვები გავარდა, კიკეთის იუნკერები - აღზევდა

გუშინ, 21:41

ჩემპიონთა თასზე სუპერ ფინალი გველოდება: ლენსტერი სარასენსს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა თასზე სუპერ ფინალი გველოდება: ლენსტერი სარასენსს დაუპირისპირდება

გუშინ, 20:50

ლივერპულმა კარდიფი დაამარცხა და კვლავ გალიდერდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფი" დაამარცხა.

გუშინ, 20:50

ლილმა ტულუზა ვერ დაამარცხა, პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია!

საფრანგეთის ლიგა 1-ს 33-ე ტურში "ლილმა" სტუმრად "ტულუზა" ვერ დაამარცხა.

გუშინ, 20:45

ის, რაც რონალდუსაც არ გაუკეთებია - ბენზემას დიდებული მიღწევა

მადრიდელთა ფორვარდმა ის მოახერხა, რაც კრიშტიანუ რონალდუსაც არ ჰქონდა გაკეთებული.

გუშინ, 20:14

ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ბენზემამ სუარესს გადაუსწრო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა

მადრიდის "რეალის" ფორვარდს შესანიშნავი სეზონი აქვს.

გუშინ, 20:11

ბენზემას ბენეფისი და ჰეთ-ტრიკი - რეალმა ბილბაოს მოუგო და მესამე პოზიცია გაიმყარა [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:05

ყველა სიახლე