» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"კრუიფისა და ბეკენბაუერის თანამედროვე ნაზავი" - ბარსელონას კიდევ ერთი ახალწვეული



საფეხბურთო ტაქტიკამ შეწყვიტა ევოლუციონირება. თანამედროვეობის ორი ყველაზე გონებაგახსნილი მწვრთნელი, გვარდიოლა და კლოპი უკვე დიდი ხანია, რაც აღარ ცდილობენ ველოსიპედის გამოგონებას, მენეჯერები უბრალოდ ძველ მეთოდს ხვეწავენ სრულყოფილებამდე.

უხეშად რომ ვთქვათ, ფეხბურთელები არ არიან დატვირთულნი ახალი ფუნქციებით, ისინი აკეთებენ ყველაფერს იგივეს, უბრალოდ უფრო სწრაფად და ინტენსიურად. "John Moores University"-ს კვლევის თანახმად, შესრულებული დრიბლინგის რაოდენობა გაიზარდა 50%-ით, შედეგიანობა კი 35-ით.

"კრუიფისა და ბეკენბაუერის თანამედროვე ნაზავი" - ბარსელონას კიდევ ერთი ახალწვეული

ათლეტური მოთამაშეები, აგრესიული პრესინგი, მუდმივი სირბილი - სწორედ ეს არის მოდერნიზებული ფეხბურთის მთავარი კრიტერიუმები, ანუ ყველაფერი ის, რაც წლების წინ ჩაისახა პრემიერ ლიგაში. რაში მდგომარეობს პრესინგის არსი? მოედნის ცენტრალური ნაწილის ჩაკეტვა მეტოქისთვის.

ამ შემთხვევაში აუცილებელია საყრდენი ნახევარმცველის თამაშიდან გამოთიშვა. თუ ჩამშლელი განეიტრალებულია - გუნდს დაკარგული აქვს კავშირი უკანა ხაზსა და შეტევას შორის. თანამედროვე ფეხბურთში აღნიშნული იარაღის წინააღმდეგაც არის გამოგონებული ერთგვარი ანტიდოტი.

"კრუიფისა და ბეკენბაუერის თანამედროვე ნაზავი" - ბარსელონას კიდევ ერთი ახალწვეული

საუბარია ცენტრალურ მცველებსა და მათ ახალ ფუნქცია-მოვალეობებზე. როდესაც საყრდენი გასულია მომსახურების ზონიდან, სწორედ ცენტრალური მცველები იწყებენ შეტევის განვითარებას, საკმარისია გავიხსენოთ ბონუჩი, ვან დეიკი და ლაპორტი, რომლებიც თავად ახორციელებენ შემტევების მომარაგებას ეფექტური პასებით.

არსებობენ ჩამშლელები, რომელთა გამოთიშვა არის ძალიან მარტივი, საუბარია ფეხბურთელებზე მხოლოდ ერთი იდეით გონებაში - მეტოქის შეტევის დანგრევა. მათ გარდა, ჩვენ გვხვდებიან ე.წ. ჭკვიანი საყრდენები, რომლებიც შავ სამუშაოსთან ერთად, ასრულებენ ფლეიმეიქერის ფუნქციებსაც (პირლო, ალონსო, ვერატი, ჰამშიკი, პიანიჩი და ა.შ.).

"კრუიფისა და ბეკენბაუერის თანამედროვე ნაზავი" - ბარსელონას კიდევ ერთი ახალწვეული

აღნიშნულ კატეგორიაში ჯდება "ბარსელონას" ახალწვეული (ბოატენგი არა) - ფრენკი დე იონგი. სწორედ ჰოლანდიელია ის ფეხბურთელი, რომელიც დაეხმარება სერხიო ბუსკეტსს ჩაშლაში და პარალელურად ფრთებს გაუხსნის ლიონელ მესის.

"მისი თამაში გაგაოგნებთ. დე იონგი არის ბეკენბაუერისა და კრუიფის გაუმჯობესებული ვერსია. ფრენკის შეუძლია დაცვაში თამაში, ამავდროულად აჩქარება და საგოლე გადაცემის განხორციელება." - ამსტერდამის "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე არიე ჰანი.

"კრუიფისა და ბეკენბაუერის თანამედროვე ნაზავი" - ბარსელონას კიდევ ერთი ახალწვეული

ჰოლანდიელმა იცის, თუ რის შესახებაც საუბრობს, მას უასპარეზია ლეგენდარული კაიზერის წინააღმდეგ. გერმანელმა აპგრეიდი გაუკეთა ლიბეროს პოზიციას, დე იონგი იგივეს ახორციელებს შუახაზში. ფრენკის ამოკეტვა არის პრაქტიკულად არარეალური, ის მუდამ პოულობს თავისუფალ ზონას შეტევის გასავითარებლად.

"კრუიფისა და ბეკენბაუერის თანამედროვე ნაზავი" - ბარსელონას კიდევ ერთი ახალწვეული

ნიდერლანდელის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს მის ადაპტირების უნარში. ახალგაზრდა ნახევარმცველი ყოველთვის ერგება მეტოქეთა განლაგებას და არა თანაგუნდელების, აქედან გამომდინარე, დე იონგი ცალსახად ხედავს მოწინააღმდეგეების სუსტ წერტილებს.

"არ ვთვლი, რომ ბურთი უნდა მოვიშორო რაც შეიძლება მალე. დიახ, ეს სარისკოა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი შესაფერისი დრო და ადგილი. თუ საჭირო გახდება, მეტოქის კარებამდეც კი უნდა შევძლო მისვლა." - ფრენკი.

"კრუიფისა და ბეკენბაუერის თანამედროვე ნაზავი" - ბარსელონას კიდევ ერთი ახალწვეული

პასი, რომელმაც არ იცის მანძილი - ჰოლანდიელის მორიგი კოზირი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დე იონგის მხრებზე მიმაგრებულია სარკეები და ის მათი საშუალებით კითხულობს და აკონტროლებს თამაშის მიმდინარეობას. "ბარსაში" მსგავსი ესთეტურობა ძალიან უყვართ.

ჩემპიონთა ლიგაზე, ერთა ლიგასა და ერედივიზიაში უკვე გამოსცადეს დე იონგის სქილზები, ახლა იწყება სირთულის ახალი საფეხური "ბლაუგრანას" სახით. თეორიულად, ფრენკის არსენალშია ყველაფერი ის, რაც ფეხბურთს ერგო კრუიფისა და გვარდიოლასგან, ვნახოთ, როგორ იმუშავებს ახალი მოდელი პრაქტიკაში.

"კრუიფისა და ბეკენბაუერის თანამედროვე ნაზავი" - ბარსელონას კიდევ ერთი ახალწვეული

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გრიზმანი უკმაყოფილოა: "Football Manager-ის შემქმნელებს ჩემი თამაში არ უნახავთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა Football Manager-ში თავისი მონაცემების შეფასება გააკეთა:

დღეს, 00:25

დადასტურდა: ლინდელოფმა მანჩესტერი დატოვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ლინდელოფმა კლუბი დატოვა.

დღეს, 00:14

ვინ არის ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველაზე საიმედო მეკარე?

სანამ მიმდინარე სეზონი შეჩერებულია, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ ვინ არის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე საიმედო მეკარე.

დღეს, 00:06

სუარესი: "იმედია, შემდეგი ვარჯიში უკვე თანაგუნდელების გარემოცვაში იქნება"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:48

"კონორი როგორც ეჭვიანი მეძავი, ისე იქცევა", - ხაბიბის მენეჯერი

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა კონორ მაკგრეგორი მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

გუშინ, 23:40

"მანჩესტერში გადმოსვლის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი", - ბრუნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:27

ჩელსისა და ზიეჩს შორის გაურკვევლობა წარმოიქმნა

The Telegraph-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსისა" და ჰაკიმ ზიეჩს შორის ერთგვარი გაურკვევლობა წარმოიქმნა.

გუშინ, 23:19

ტერ შტეგენმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:11

მესიმ ინტერში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:38

"6:2 გამარჯვება ბერნაბეუზე", - ტურეს საუკეთესო მოგონება, რომელიც ბარსელონას უკავშირდება

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ კლუბთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება გაიხსენა.

გუშინ, 22:30

მესი: "როცა ანრი ბარსელონას გასახდელში შემოვიდა, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ტიერი ანრით აღფრთოვანებული იყო.

გუშინ, 22:22

ახალი მწვრთნელის ძიებაში - მილანმა 3 კანდიდატი შეარჩია

"მილანი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის შემცვლელის ძიებას აგრძელებს.

გუშინ, 22:14

"ლაუტაროს არასოდეს უთქვამს, რომ რეალი არ მოსწონს", - აგენტის მინიშნება

"ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტმა საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:07

იაია ტურემ ერთმანეთს მანჩესტერული დერბი და ელ კლასიკო შეადარა

"ბარსელონასა" და "სიტის" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:00

"თუ ოქროს ბურთი სურს, ლივერპული უნდა დატოვოს", - მანეს რჩევა მისცეს

სენეგალის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, დიომანსი კამარამ სადიო მანეს მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:56

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს.

გუშინ, 21:46

ტოპ გოლი პირველივე ტურში - ალკმაარი არველაძის გოლს იხსენებს [VIDEO]

ჰოლანდიური "ალკმაარის" ოფიციალური გვერდი ქართველი ფეხბურთელის, შოთა არველაძის გოლებს იხსენებს.

გუშინ, 21:26

გურამ კაშია MLS-ში საუკეთესოა

MLS-ის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს იმ მცველების სტატისტიკას, რომლებიც საშუალო შედეგიანობით ყველაზე აქტიურები არიან.

გუშინ, 21:20

AS: ხამეს როდრიგესისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

დიდი ალბათობით, ზაფხულში "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კლუბიდან წავა.

გუშინ, 20:57

დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა, დეტალები ცნობილია

იტალიური პრესის ინფორმაციით, "იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მომავალი გარკვეულია.

გუშინ, 20:51

შეხვედრა უკვე შედგა, მილანი "ახალი პირლოს" ტრანსფერზე ამუშავდა

"მილანის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის წარმომადგენელს უკვე შეხვდა.

გუშინ, 20:34

მიზეზები, რომელთა გამოც ბარსელონამ ვილიანის დამატებაზე უარი თქვა

"ბარსელონამ" "ჩელსის" ბრაზილიელ თავდამსხმელ ვილიანზე უარის თქმა გადაწყვიტა.

გუშინ, 20:28

"მინდა თუ არა ჩელსიში დარჩენა?", - ჟირუ საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:16

კრესპო: "რონალდო ვერ იღებდა ისეთ მოტივაციას, როგორსაც რონალდუ და მესი"

არგენტინის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, ერნან კრესპო საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:11

ბარსელონა რაკიტიჩს ახალგაზრდა ფეხბურთელში ცვლის?

"ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის კლუბიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 19:31

ევროპულ გრანდებს შორის ბრძოლა იწყება! - საქმეში 5 კლუბია ჩართული

"ბაიერნის" ნახევარმცველი, კორანტენ ტოლისო ზაფხულში შესაძლოა კლუბიდან წავიდეს.

გუშინ, 19:24

შეთანხმება ახლოსაა, ტიაგო ალკანტარას მომავალი გადაწყვეტილია

"ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

გუშინ, 19:18

ცნობილია იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც იუვენტუსი შეინარჩუნებს

ცნობილია იმ ფხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონსაც აუცილებლად "იუვენტუსში" გაატარებენ.

გუშინ, 19:10

გაირკვა გუნდი, სადაც იბრაჰიმოვიჩი კარიერას დაასრულებს?

„მილანის“ ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კორონავირუსის პაუზის დროს, სტოკჰოლმურ „ჰამარბიუსთან“ ერთად ვარჯიშობს, რომლის თანამეწილეცაა.

გუშინ, 18:25

36 წითელი ბარათი ერთ მატჩში - გავიხსენოთ ანტირეკორდი [VIDEO]

2011 წლის მარტში, არგენტინის მეხუთე დივიზიონის გუნდების, „კლეიპოლისა“ და „ვიქტორიანო არენასის“ მატჩში, ისტორიული შემთხვევა დაფიქსირდა.

გუშინ, 18:16

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10