» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო


რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

"მონაკოს" კოშმარი სახელწოდებით "ტიერი ანრის სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი" როგორც იქნა დასრულდა. ფრანგმა ლეგენდამ 3 თვე გაძლო აღნიშნულ თანამდებობაზე. როგორ უნდა შევაფასოთ ტიტის მოღვაწეობა "მონეგასკებში"? ეს არის რაღაც საშუალო გარი ნევილისა და ალან შირერის მენეჯერობას შორის.

"თავადებმა" ანრის თავკაცობით ჩაატარეს 20 მატჩი: 4 მოგება, 5 ფრე და 11 წაგება. შეიძლება ითქვას, რომ ტიერის დამსახურებით, ფალკაომ და კომპანიამ უფრო ღრმად გაიკაფეს გზა ლიგა 1-ის ფსკერზე.

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

"მონაკო" მე-19 ადგილზე განისვენებს და დიდი ალბათობით, "მონეგასკები" სეზონის ბოლომდე ეცდებიან სანატრელ მე-17 პოზიციამდე აღზევებას. ფრანგული კლუბი ლეონარდო ჟარდიმმა ჩაიბარა, დამრიგებელმა, რომელმაც სულ რაღაც 3 თვის წინ დატოვა ეს პოსტი.

დავუბრუნდეთ ანრის, რამ განაპირობა ტიტის კრახი? დიახ, ის არ იყო მზად და წარმატებული სამწვრთნელო კარიერისთვის მხოლოდ ხმამაღალი სახელი საკმარისი არ არის. ზოგადად, "მონაკო" არის მოვლენა, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ევროპულ ფეხბურთში. "მონეგასკები" ჩამოუყალიბებელი მოზარდივით ხტუნაობენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში.

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

"თავადები" მუდამ ნადგურდებიან და ღზევდებიან, თანაც სწრაფი ტემპით და გაურკვეველ ვითარებაში. დავიწყოთ თავიდან, 21-ე საუკუნის სტარტიდან და მივყვეთ ყველაფერს დეტალურად. 2000 წელს "მონაკო" გახდა ქვეყნის ჩემპიონი (მეორედ, 4 წელიწადში), რითაც დასრულდა წარმატებული ეპოქის 5-წლიანი ციკლი.

გუნდში იმ დროს ბრწყინავდნენ: გამოცდილი ბარტეზი, ახალგაზრდა ტრეზეგე, ჟიული, მარკესი და რიისე. მათ გარდა კი ექს-"მილანელი" სიმონე და არგენტინელი გალიარდო. ერთი სეზონის შემდეგ, "მონეგასკები" აღმოჩნდნენ მე-11 ადგილზე, მოგვიანებით კი 15-ზე.

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში დაიწყო ლიონის "ოლიმპიკის" დიქტატურა (ზედიზედ 7 ჩემპიონობა), რომელმაც გასტანა "პარი სენ-ჟერმენის" მეორედ დაბადებამდე. "თავადები" ვერაფერს უხერხებდნენ "ლიონს", მაგრამ ამის მიუხედავად, "მონაკომ" მაინც მოახერხა აღზევება და რაღაც მხრივ "ლომების" დაჯაბნაც კი.

ეს ყველაფერი მოხდა დიდიე დეშამის დამსახურებით, რომელმაც გუნდი თავიდან ააშენა. საფრანგეთის ნაკრების მომავალმა მწვრთნელმა დააბრუნა "მონეგასკები" ლიგა 1-ის ტოპში. "თავადები" იყვნენ პირველები, რა თქმა უნდა "ლიონის" შემდეგ.

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

ამის გარდა, დეშამმა მოიგო ლიგის თასი და მთავარი - დიდიემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა გუნდი. "მონაკოს" ღირსებას იცავდნენ ევროპული ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავები: ევრა, ადებაიორი, ჟიული, ხორვატი ჯეიმი ვარდი - დადო პრშო და "გალაქტიკოსი" ფერნანდო მორიენტესი.

მონაკო-რეალი 3:1 (ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი)



დეშამი მოგვიანებით წავიდა დაჩანაკებულ ტურინის "იუვენტუსში", რომელიც ლამობდა სერია ბ-დან ამოსვლას, "მონეგასკი" ტალანტები კი გაიყიდნენ: ევრა "მანჩესტერში", ადებაიორი "არსენალში", ჟიული "ბარსელონაში" და ა.შ.

"თავადთა" რიგებში დაიწყო კრიზისი - სტაბილური მე-10 ადგილი, 4 პრეზიდენტი და 3 მწვრთნელი 2005-2010 წლის შუალედში. "მონაკო" მოგვიანებით კიდევ უფრო ღრმად დაეცა, ფსკერზე სახელად ლიგა 2. ცნობისთვის, დაღმასვლის პერიოდში "მონეგასკთა" რიგებში თამაშობდნენ მაიკონი, ტურე და ობამეიანგი.

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

2011 წელს კლუბი შეიძინა რუსმა ოლიგარქმა დმიტრი რიბოლოვლევმა, რომელმაც დასაბამი დაუდო "თავადთა" მორიგ გაცოცხლებას. მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კლაუდიო რანიერი, საფრანგეთის ელიტაში დაბრუნების შემდეგ კი "მონაკომ" განახორციელა რამდენიმე გამაოგნებელი ტოპ-ტრანსფერი.

კერძოდ: ფალკაო, ხამესი, მოუტინიო, აბიდალი, ბერბატოვი, კარვალიო და ა.შ. ამის გარდა, "მონეგასკთა" რიგებში გამოჩნდა ტალანტების ახალი ტალღა: ფაბინიო, მარსიალი, კარასკო, კონდოგბია და ბევრი სხვა.

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

აღნიშნული რეფორმების შემდეგ, "თავადებმა" კვლავ დაიმკვიდრეს ადგილი ლიგა 1-ში, მაგრამ "პსჟ"-მდე ჯერ კიდევ შორი იყო. ყველაფერი შეიცვალა ჟარდიმის მოსვლით, უფრო სწორედ დაიწყო ზღაპარი, რომელსაც მხოლოდ დეშამის ფილმი თუ შეედრებოდა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა დაამხო პარიზელთა ჰეგემონია და "მონაკო" ჩემპიონად აქცია, პირველად, 2000 წლის შემდეგ. ლეონარდო აღნიშნულით არ შემოფარგლულა, "მონეგასკებმა" ევროპაშიც მოახდინეს ფურორი და ჩემპიონთა ლიგაზე 1/2 ფინალამდე გავიდნენ.

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

გზად დამარცხებული იქნა "ტოტენჰემი", "სიტი" და "დორტმუნდი". ორ-რაუნდიანი დუელი "ქალაქელებთან" თამამად შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ფეხბურთის კლასიკად. გუნდი, რომელმაც შეაჩერა ჟარდიმის გემი აღმოჩნდა "იუვენტუსი".

მონაკო-სიტი 3:1 (ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი)



"თავადთა" მორიგ აღზევებას არ ჩაუვლია ტალანტების ახალი ნაკადის გარეშე, "მონაკომ" ამჯერად გვაჩუქა მბაპე, სილვა, მენდი, ბაკაიოკო, ლემარი და სიდიბე. ჩემპიონთა ლიგაზე მოხდენილი სენსაცია და საფრანგეთის ჩემპიონობა აღმოჩნდა "მონეგასკთა" პიკი.

მოგვიანებით დაიწყო ახალგაზრდა ვარსკვლავების სარფიანად გასხვისება და დაღმასვლა. გაუშვეს ჟარდიმი, მის ნაცვლად კი მოიყვანეს ანრი. რა მოხდა შემდეგ? კარგად ვიცით. ველოდებით მორიგ გამოცოცხლებას.

რამდენჯერ განადგურდა და აღზევდა მონაკო 21-ე საუკუნეში? ანრის კრახი გარდაუვალი იყო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლა ლიგის კლუბების კაპიტნები ერთმანეთს შეხვდებიან

მომდევნო კვირიას, ესპანური ფეხბურთის ასოციაცია მორიგ ვიდეო-კონფერენციას გამართავს.

დღეს, 04:30

კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდელი ფეხბურთელი ხდება

მიუხედავად იმისა, სეზონი გაჩერებულია, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდებს მაინც ამყარებს, ამჯერად ფინანსური კუთხით.

დღეს, 04:22

კაკა: "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია?"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც უთამაშია.

დღეს, 04:17

პსჟ ანკესზე არ წამოეგო - გაცვლა არ შედგება

გავლენიანი იტალიური პრესა საინტერესო გაცვლის შესახებ გვთავაზობს ინფორმაციას, რომელიც არ შედგება.

დღეს, 04:14

კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა.

დღეს, 04:11

დელ პიერო: "ჩემი იუვენტუსისადმი სიყვარული არასდროს დასრულდება"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 04:09

ბელგიის ჩემპიონატის შეწყვეტა პირველმა კლუბმა გააპროტესტა

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და მისი გამარჯვებული "ბრიუგე" იქნება.

დღეს, 03:51

უეფას პრეზიდენტი ბელგიელების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და ჩემპიონად "ბრიუგე" გამოცხადდა.

დღეს, 03:46

ინფანტინო: "კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი გახდება"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კორონავირუსზე საუბრობს.

დღეს, 03:39

კავანი ბოკაში? - არგენტინული კლუბის პრეზიდენტის განცხადება

"პსჟ"-ს ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიურსში" თამაშის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 03:33

"პრემიერ ლიგაში თამაში მსურს" - გენტის ფეხბურთელი, რომლითაც ევროპული გრანდები ინტერესდებიან

"გენტის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯონათან დევიდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მისი შეძენა დიდ ევროპულ გუნდებს სურთ.

დღეს, 03:30

"ოქროს ბურთი იმიტომ მოგცეს, რომ თვალები ჰქონდათ დახუჭული", - კასილასი კანავაროს

„რეალის“ ექს-ფეხბურთელებმა „ინსტაგრამზე“ გაშვებულ ლაივში ისაუბრეს.

გუშინ, 23:20

ხაბიბის მენეჯერი: "ძაღლებს შეუძლიათ ყეფა გააგრძელონ, მუხლი მოიდრიკეთ ჯუნგლების მეფის წინაშე"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენემერმა, ალი აბდელ-აზიზმა, თავისი კლიენტის UFC 249-დან მოხსნაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:02

"გილოცავ, ტონი!", - მაკგრეგორი ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლის ჩაშლას თავის სტილში გამოეხმაურა

UFC-ს ორი დიზივიონის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლის გაუქმებაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:59

ბარძალი: "ბუფონს ვარწმუნებ, კარიერა დაასრულოს და მწვრთნელი გახდეს"

„იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელი და ამჟამად სამწვრთნელო შტაბის წევრი, ჯიჯი ბუფონის თავის მხარეზე გადაბირებას ცდილობს.

გუშინ, 22:48

კავანის აგენტმა ღიად დაასახელა გუნდები, რომლებიც ურუგვაელით ინტერესდებიან

„პსჟ-ს“ ფორვარდის, ედინსონ კავანის აგენტმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელით არაერთი სამხრეთამერიკული გუნდია დაინტერესებული.

გუშინ, 22:44

ნურმაგომედოვი: "მე ხაბიბი ვარ და არა კორონავირუსი"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის გადადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გუშინ, 22:34

"თუ რაიმეს მოგება უნდა, იუნაიტედში" არ უნდა წავიდეს", - სიტის ექს-ფეხბურთელი სანჩოზე

ჯეიდონ სანჩო კარგად უნდა დაფიქრდეს იქამდე, სანამ „იუნაიტედში“ გადასვლას დათანხმდება, აცხადებს „სიტის“ ექს-ფეხბურთელი, დენი მილზი.

გუშინ, 22:17

გიგა ჭიკაძე: "UFC-დან დამირეკეს და რა თქმა უნდა, თანახმა ვარ!"

18 აპრილს, UFC 249-ის მორიგი ღონისძიებაა ჩანიშნული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩატარდება თუ არა ეს ღონისძიება კორონავირუსის გამო.

გუშინ, 22:15

ვაკო გვილიამ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ვარშავის "ლეგიას" ოფიციალურმა გვერდმა ამ გუნდის ნახევარმცველის ვაკო გვილიას ლაივ ჩართვა შემოგვთავაზა.

გუშინ, 22:05

როგორ არ შედგა კვერკველიას ტრანსფერი ლესტერში? - რუსეთში ისტორიას იხსენებენ

მოსკოვის "ლოკომოტივის" ექს-დირექტორი ილია გერკუსი იმ ფაქტს იხსენებს, როცა საბა კვერკველიას შეძენა "ლესტერს" სურდა.

გუშინ, 22:00

ბათუმის ახალ სტადიონზე სამუშაოები გრძელდება [ფოტო]

კორონავირუსის მიუხედავად, ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა მაინც მიმდინარეობს.

გუშინ, 21:51

ცნობილი გახდა ავტოავარიის რეალური მიზეზი, რომელსაც ხოსე ანტონიო რეიესი შეეწირა

ცნობილი გახდა ავტოავარიის მიზეზი, რომელსაც გასულ ზაფხულს ესპანელი ფეხბურთელი, ხოსე ანტონიო რეიესი შეეწირა.

გუშინ, 21:46

სერხი რობერტო: "პსჟ-ს კარში გატანილ გოლს გამეორებით მთელი ღამე ვუყურებდი"

„ბარსელონას“ მცველმა, სერხი რობერტომ, „პსჟ-ს“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი გაიხსენა.

გუშინ, 20:33

ტევესი: "ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ ვართ, გაჭირვებულებს უნდა ვეხმარებოდეთ"

„ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდს, კარლოს ტევეზს მიაჩნია, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასის შემცირება ან სულად გაუქმება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

გუშინ, 20:13

ფეხბურთელი, რომლის გამოც ბაიერნი უარს სანეზე ამბობს

მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში შეტევის საფუძვლიან გაძლიერებას აპირებს.

გუშინ, 20:02

გადავა თუ არა კავანი ბოკა ხუნიორსში? არგენტინული გუნდის პრეზიდენტის განცხადება

არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტმა, ხორხე ამორ ამეალმა, გუნდში ედინსონ კავანის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:58

"შენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი რეალს გავწვრთნი", - კანავარო კასილასს

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, ფაბიო კანავარომ, „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში იკერ კასილასთან ისაუბრა.

გუშინ, 19:45

მადრიდის რეალის ლეგენდა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი გუნდის ლეგენდარული მცველის გარდაცვალებას ადასტურებს.

გუშინ, 19:41

აჭარაბეთი ყველას აძლევს ყოველდღიურ შესაძლებლობას მოიგოს 100 იაგუარი და წილი 1.000.000₾-დან

გათამაშებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტიდან მიმდინარეობს უკვე 60 გამარჯვებული ყავს. 60 ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ვინც უკვე მოიგო იაგუარის მარკის ავტომობილი და წილი 1.000.000₾-დან.

გუშინ, 19:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10