» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ხარისხიანი ასლი - როგორ აკოპირებს სოლსკიაერი ფერგიუსონის იდეებს?


ხარისხიანი ასლი - როგორ აკოპირებს სოლსკიაერი ფერგიუსონის იდეებს?

ულე-გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედში" დანიშნვა პირადად სერ ალექს ფერგიუსონის იდეა იყო. შოტლანდიელი ბევრ რამეში ეხმარება თავის შეგირდს, მათ შორის გუნდის მომზადების პროცესში, ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ.

რთული სათქმელია, დგას თუ არა ფერგი ლონდონის "არსენალის" დამარცხების მიღმა, მაგრამ ფაქტია, "ემირეიტზე" მოპოვებულმა გამარჯვებამ გაგვახსენა სწორედ სერ ალექსის საფირმო "ემიუ". აღსანიშნავია, რომ პარალელი თავად სოლსკიაერმაც გაავლო:

"გაიხსენეთ ჩვენი მატჩები "მეთოფეებთან". 1997 წელს ზუსტად ანალოგიურად მოვიგეთ, მაშინ, როდესაც მეც გავიტანე გოლი. კიდევ შეიძლება 2009-ში მოპოვებული გამარჯვების გახსენება - რონალდუმ, რუნიმ და პარკმა თითქმის იგივე რამ გააკეთეს."

მანჩესტერის ორი ერთნაირი გოლი სხვადასხვა დროს



ფერგიუსონს ხშირ შემთხვევაში გააჩნდა ორი იარაღი "კანონირების" წინააღმდეგ: პირველი - კონტრ-შეტევის წამოწყების იდეა საჭირო დროსა და ადგილას, მეორე - კონკრეტული ფეხბურთელების ინტერპრეტაცია აღნიშნულ მომენტში. ეს ყველაფერი სოლსკიაერის მჭიდშიც არის.

ფეხბურთელი, რომელმაც ინდივიდუალურად უდიდესი როლი ითამაშა "არსენალის" დამარცხებაში არის ჯესი ლინგარდი. ის კვლავ მოგვევლინა უკანდახეულ ფორვარდად, ისე როგორც "ტოტენჰემთან" მატჩში, უბრალოდ ერთი განსხვავებით: "დეზებთან" ინგლისელი დაცვითი ფუნქციებითაც იყო დატვირთული, "მეთოფეებთან" კი მას ჰქონდა სრული თავისუფლება შეტევაში.

ხარისხიანი ასლი - როგორ აკოპირებს სოლსკიაერი ფერგიუსონის იდეებს?

ლინგარდის დამსახურებით, "მანჩესტერმა" მოგუდა ლონდონელები შუა ხაზში, თავად განსაჯეთ: ჯაკას, ტორეირასა და რემზის უპირისპირდებოდა პოგბა, მატიჩი, ერერა და ჯესი. უნაი ემერიმ ვერაფერი მოუხერხა "წითელი ეშმაკების" რიცხვობრივ უპირატესობას ნახევარდაცვაში.

ამის გარდა, "იუნაიტედის" 14-იანი შეტევაშიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა. გავიხსენოთ პირველი გოლი: ლინგარდი იტყუებს ჯაკას ფლანგზე, ერერა კი რჩება მარტო. შემდეგ იყო გადაცემა რომელუ ლუკაკუზე და ასისტი ალექსის სანჩესზე. ორი წუთის მერე, ჯესიმ უკვე თავად აიღო "არსენალის" კარი.

ხარისხიანი ასლი - როგორ აკოპირებს სოლსკიაერი ფერგიუსონის იდეებს?

მეორე გოლის შემდეგ, "მეთოფეთა" ტაქტიკა ბანქოს სახლივით დაიშალა, მდგომარეობა არც პიერ-ემერიკ ობამეიანგის ბურთს გამოუსწორებია. ლონდონელებმა დაიწყეს ქაოტურად გადაადგილება და სივრცეების გახსნა, აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ "კანონირების" ციხესიმაგრეში კიდევ ერთი ყუმბარა შევარდებოდა.

ასეც მოხდა: "არსენალი" არ აღმოჩნდა მზად "მანჩესტერის" კონტრ-შეტევისთვის, რის შედეგადაც "ემირეიტსის" ტაბლოზე აციმციმდა 3-იანი. დასკვნა - სოლსკიაერმა ეფექტურად გამოიყენა ფერგიუსონის მიერ შექმნილი მახე, ანუ გარემოება, როდესაც მოწინააღმდეგე გადმოდის შენს ნახევარზე და ხსნის თავისუფალ ზონას.

ხარისხიანი ასლი - როგორ აკოპირებს სოლსკიაერი ფერგიუსონის იდეებს?

აღნიშნული სიტუაცია ყველაზე კარგად თავის დროზე ახსნა რუნიმ: "ხალხი იძახდა, რომ "იუნაიტედი" ყოველთვის უტევდა, ეს სიცრუეა - ბევრი მატჩი ჩაგვიტარებია კონტრ-შეტევების იმედად. მეტოქეს სპეციალურად ვაძლევდით მოახლოების საშუალებას. "არსენალთან" ეს ხერხი მუდამ ჭრიდა."

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - არსენალი-მანჩესტერი 1:3


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გრიზმანი უკმაყოფილოა: "Football Manager-ის შემქმნელებს ჩემი თამაში არ უნახავთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა Football Manager-ში თავისი მონაცემების შეფასება გააკეთა:

დღეს, 00:25

დადასტურდა: ლინდელოფმა მანჩესტერი დატოვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ლინდელოფმა კლუბი დატოვა.

დღეს, 00:14

ვინ არის ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველაზე საიმედო მეკარე?

სანამ მიმდინარე სეზონი შეჩერებულია, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ ვინ არის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე საიმედო მეკარე.

დღეს, 00:06

სუარესი: "იმედია, შემდეგი ვარჯიში უკვე თანაგუნდელების გარემოცვაში იქნება"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:48

"კონორი როგორც ეჭვიანი მეძავი, ისე იქცევა", - ხაბიბის მენეჯერი

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა კონორ მაკგრეგორი მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

გუშინ, 23:40

"მანჩესტერში გადმოსვლის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი", - ბრუნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:27

ჩელსისა და ზიეჩს შორის გაურკვევლობა წარმოიქმნა

The Telegraph-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსისა" და ჰაკიმ ზიეჩს შორის ერთგვარი გაურკვევლობა წარმოიქმნა.

გუშინ, 23:19

ტერ შტეგენმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:11

მესიმ ინტერში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:38

"6:2 გამარჯვება ბერნაბეუზე", - ტურეს საუკეთესო მოგონება, რომელიც ბარსელონას უკავშირდება

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ კლუბთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება გაიხსენა.

გუშინ, 22:30

მესი: "როცა ანრი ბარსელონას გასახდელში შემოვიდა, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ტიერი ანრით აღფრთოვანებული იყო.

გუშინ, 22:22

ახალი მწვრთნელის ძიებაში - მილანმა 3 კანდიდატი შეარჩია

"მილანი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის შემცვლელის ძიებას აგრძელებს.

გუშინ, 22:14

"ლაუტაროს არასოდეს უთქვამს, რომ რეალი არ მოსწონს", - აგენტის მინიშნება

"ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტმა საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:07

იაია ტურემ ერთმანეთს მანჩესტერული დერბი და ელ კლასიკო შეადარა

"ბარსელონასა" და "სიტის" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:00

"თუ ოქროს ბურთი სურს, ლივერპული უნდა დატოვოს", - მანეს რჩევა მისცეს

სენეგალის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, დიომანსი კამარამ სადიო მანეს მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:56

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს.

გუშინ, 21:46

ტოპ გოლი პირველივე ტურში - ალკმაარი არველაძის გოლს იხსენებს [VIDEO]

ჰოლანდიური "ალკმაარის" ოფიციალური გვერდი ქართველი ფეხბურთელის, შოთა არველაძის გოლებს იხსენებს.

გუშინ, 21:26

გურამ კაშია MLS-ში საუკეთესოა

MLS-ის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს იმ მცველების სტატისტიკას, რომლებიც საშუალო შედეგიანობით ყველაზე აქტიურები არიან.

გუშინ, 21:20

AS: ხამეს როდრიგესისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

დიდი ალბათობით, ზაფხულში "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კლუბიდან წავა.

გუშინ, 20:57

დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა, დეტალები ცნობილია

იტალიური პრესის ინფორმაციით, "იუვენტუსის" შემტევ პაულო დიბალას მომავალი გარკვეულია.

გუშინ, 20:51

შეხვედრა უკვე შედგა, მილანი "ახალი პირლოს" ტრანსფერზე ამუშავდა

"მილანის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის წარმომადგენელს უკვე შეხვდა.

გუშინ, 20:34

მიზეზები, რომელთა გამოც ბარსელონამ ვილიანის დამატებაზე უარი თქვა

"ბარსელონამ" "ჩელსის" ბრაზილიელ თავდამსხმელ ვილიანზე უარის თქმა გადაწყვიტა.

გუშინ, 20:28

"მინდა თუ არა ჩელსიში დარჩენა?", - ჟირუ საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:16

კრესპო: "რონალდო ვერ იღებდა ისეთ მოტივაციას, როგორსაც რონალდუ და მესი"

არგენტინის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, ერნან კრესპო საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:11

ბარსელონა რაკიტიჩს ახალგაზრდა ფეხბურთელში ცვლის?

"ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის კლუბიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გუშინ, 19:31

ევროპულ გრანდებს შორის ბრძოლა იწყება! - საქმეში 5 კლუბია ჩართული

"ბაიერნის" ნახევარმცველი, კორანტენ ტოლისო ზაფხულში შესაძლოა კლუბიდან წავიდეს.

გუშინ, 19:24

შეთანხმება ახლოსაა, ტიაგო ალკანტარას მომავალი გადაწყვეტილია

"ბაიერნის" ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

გუშინ, 19:18

ცნობილია იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც იუვენტუსი შეინარჩუნებს

ცნობილია იმ ფხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონსაც აუცილებლად "იუვენტუსში" გაატარებენ.

გუშინ, 19:10

გაირკვა გუნდი, სადაც იბრაჰიმოვიჩი კარიერას დაასრულებს?

„მილანის“ ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კორონავირუსის პაუზის დროს, სტოკჰოლმურ „ჰამარბიუსთან“ ერთად ვარჯიშობს, რომლის თანამეწილეცაა.

გუშინ, 18:25

36 წითელი ბარათი ერთ მატჩში - გავიხსენოთ ანტირეკორდი [VIDEO]

2011 წლის მარტში, არგენტინის მეხუთე დივიზიონის გუნდების, „კლეიპოლისა“ და „ვიქტორიანო არენასის“ მატჩში, ისტორიული შემთხვევა დაფიქსირდა.

გუშინ, 18:16

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10