» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"ის არაპროფესიონალია" - სერია ა-ს კიდევ ერთი დავიწყებული ფორვარდი, რომელიც რონალდუსავით იტანს



კრისტოფ პიონტეკისა და ფაბიო კუალიარელას შემდეგ, სერია ა გვჩუქნის კიდევ ერთ სიურპრიზს დუვან საპატას სახით. კოლუმბიელი ფორვარდი, ისევე როგორც კუალიარელა ნამდვილად არ არის ახალბედა კალჩოში, ის უკვე დიდი ხანია, რაც აგორებს ბურთს აპენინებზე, თუმცა მისი დიდების წუთი შედგა მხოლოდ ახლა.

რით დაიმსახურა საპატამ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება? ის გახდა იტალიის ჩემპიონატის პირველი მოთამაშე მიმდინარე სეზონში, რომელმაც თავის ანგარიშზე მიითვალა პოკერი. ეს მოხდა 20 იანვარს, "ფროზინონესთან" მატჩში, რომელშიც მისმა ბერგამოს "ატალანტამ" 0:5 გადაუარა მეტოქეს.

ფროზინონე-ატალანტა 0:5 (საპატას პოკერი)



სამხრეთ ამერიკელის წლევანდელ დოსიეში აგრეთვე გამოსარჩევია ჰეტ-ტრიკი ყოფილი კლუბის, "უდინეზეს" კარში და ორი დუბლი თვით ტურინის "იუვენტუსთან", ერთხელ სერია ა-ში, მეორედ კოპა იტალიაზე. ჯამში დუვანმა უკვე 20 გოლის გატანა მოასწრო მიმდინარე სეზონში.

ატალანტა-იუვენტუსი 3:0 (საპატას დუბლი)



15 ბურთი კოლუმბიელმა გაიტანა ჩემპიონატში, რაც ნიშნავს იმას, რომ საპატასა და კრიშტიანუ რონალდუს იდენტური შედეგი აქვთ. მათზე წინ კუალიარელაა, რომელმაც 16-ჯერ დაამწუხრა კალჩოს მეკარეები. საინტერესოა, რომ დუვანი "ატალანტაში" გადავიდა გასულ ზაფხულს, თუმცა მისი ტრანსფერი დიდად არავის შეუმჩნევია.

საამისო მიზეზი ნამდვილად იყო. სამხრეთ ამერიკელი არასდროს ყოფილა სერია ა-ს ბომბარდირთა ტოპთან ახლოსაც კი. ის საშუალოდ იტანდა 7-დან 11 ბურთამდე, რაც ძალიან ცოტაა, ყველანაირი კრიტერიუმით. აფეთქება მოხდა მხოლოდ წელს, გავიხსენოთ რა იყო იქამდე.

"ის არაპროფესიონალია" - სერია ა-ს კიდევ ერთი დავიწყებული ფორვარდი, რომელიც რონალდუსავით იტანს

საპატას იტალიური გზა დაიწყო "ნაპოლიში", რომელშიც ის არგენტინული "ესტუდიანტესიდან" გადმოვიდა. სირთულეებმა მომენტალურად იჩინა თავი - უნდობლობა რაფაელ ბენიტესისგან, მრისხანე კონკურენტი ჯერ კიდევ გამხდარი გონსალო იგუაინის სახით და ბევრი კრიტიკა.

გასაკვირი არ არის, რომ ზეწოლა შედეგიანობაზე აისახა: კოლუმბიელმა 53 მატჩში გაიტანა მხოლოდ 15 გოლი, რის შემდეგაც, დუვანი დააქვეითეს - იჯარა "უდინეზეში". აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელი არც "ფრიულიზე" გამოირჩეოდა შესაშური ეფექტურობით - 19 ბურთი 65 შეხვედრაში.

"ის არაპროფესიონალია" - სერია ა-ს კიდევ ერთი დავიწყებული ფორვარდი, რომელიც რონალდუსავით იტანს

საპატას ჩრდილში ყოფნის მიზეზი აღმოჩნდა ისევ და ისევ უნდობლობა მთავარი მწვრთნელისგან. "ნაპოლიში" კოლუმბიელს ავიწროებდა ბენიტესი, რომელსაც იმდენად არ ეხატებოდა გულზე დუვანი, რომ ის სამხრეთ ამერიკელს ღიად უწოდებდა არაპროფესიონალს.

მოგვიანებით, რაფას საქმე ამჯერად უკვე "უდინეზეში" გააგრძელა ლუიჯი დელნერიმ, რომელიც კოლუმბიელს ხუმრობით ეძახდა "ჩექმას". იტალიელი სპეციალისტი ხაზს უსვამდა საპატას უძრაობასა და მის ლიმიტირებულ შესაძლებლობებს. ერთი სიტყვით, "ფრიულიზე" ვიზიტი წარუმატებლად დასრულდა.

"ის არაპროფესიონალია" - სერია ა-ს კიდევ ერთი დავიწყებული ფორვარდი, რომელიც რონალდუსავით იტანს

სამხრეთ ამერიკელს მაინც გაუღიმა ბედმა, ეს მოხდა გენუის "სამპდორიაში", მარკო ჯამპაოლოს თავკაცობის ქვეშ. 51 წლის დამრიგებელმა დუვანი შეუწყვილა კუალიარელას, შედეგად კი მიიღო გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დასამახსოვრებელი შემტევი დუეტი.

იტალო-კოლუმბიურმა ტანდემმა ჯამში გაიტანა 30 გოლი. დღეს, ფაბიო და საპატა სენსაციურად ლიდერობენ სერია ა-ს ბომბარდირთა რბოლას რონალდუსთან ერთად, უბრალოდ დუვანი უკვე "ატალანტას" სახელით იღებს აპენინელ კიპერთა კარებს.

"ის არაპროფესიონალია" - სერია ა-ს კიდევ ერთი დავიწყებული ფორვარდი, რომელიც რონალდუსავით იტანს

ცნობისთვის, დეკემბერში სამხრეთ ამერიკელი მიუახლოვდა კალჩოს 68-წლიან რეკორდს. საპატამ ერთ თვეში შეაგდო 9 ბურთი, მას დააკლდა მხოლოდ ერთი გოლი ლეგენდარული გუნარ ნორდალის მიღწევის გასამეორებლად.

"მილანის" ყველა დროის ნომერ პირველმა ბომბარდირმა 1950-ში 10-ჯერ დაამწუხრა იტალიელი მეკარეები. ეჭვი არავის ეპარება, რომ კოლუმბიელი აუცილებლად ეცდება აღნიშნული რეკორდის დამხობას. საინტერესოა, როგორ შეძლებს მოკრძალებული "ატალანტა" თავისი გოლეადორის შენარჩუნებას...

"ის არაპროფესიონალია" - სერია ა-ს კიდევ ერთი დავიწყებული ფორვარდი, რომელიც რონალდუსავით იტანს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგენტმა პსჟ-ს ფეხბურთელი ბარსელონას შესთავაზა, კატალონიელთა პოზიციაც გაირკვა

„ბარსელონას“ „პსჟ-ს“ ფეხბურთელის დამატების შანსი გაუჩნდა.

დღეს, 20:07

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული - პირველი ადგილი რეალის შემტევს ერგო

საერთაშორისო ინტერნერპორტალმა, Goal.com-მა, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა ათეული დაასახელა.

დღეს, 20:00

"რონალდინიო სრულიად უბედურია", - პარაგვაის ექს-ფეხბურთელი

პარაგვაის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ნელსონ კუევასმა, რონალდინიოზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად მისი სამშობლოს ციხეში სასჯელს იხდის.

დღეს, 19:54

ბარსელონას ყოფილი მეკარის მდგომარეობა კრიტიკულია - ის კორონავირუსს ებრძვის

„ბარსელონას“ და თურქეთს ნაკრების ყოფილი მეკარე, რუშტუ რეჩბერი, კორონავირუსს ებრძვის.

დღეს, 19:41

ლინეკერი: "კეინს უნდა გავუგოთ"

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, ჰარი კეინის „ტოტენჰემიდან“ შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 19:30

პეპე რეინა: "საშიში მაშინ იყო, როცა 25 წუთის მანძილზე ჰაერი არ მყოფნიდა"

„ასტონ ვილაში“ „მილანიდან“ იჯარით მოასპარეზე მეკარემ კორონავირუსის სიმპტომებზე ისაუბრა, რომელიც წინა კვირაში გაუჩნდა.

დღეს, 19:03

"რთული სიტუაციაა, 14 მარტიდან უშემოსავლოდ ვართ", - ემუქრება თუ არა ბარსელონას გაბანკროტება?

„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს თქმით, კლუბს გაბანკროტება არ ემუქრება.

დღეს, 18:59

"ერთ-ერთი საუკეთესო შანსი გავანიავე", - სკოლარიმ დროგბას და ანელკას პრობლემები გაიხსენა

„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, გუნდში მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

დღეს, 18:54

"შესანიშნავი ფლეიმეიქერია", - ფერდინანდი საულის შესაძლო ტრანსფერზე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, რიო ფერდინანდმა საულ ნიგესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 16:50

დემბელესთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა

"ლიონის" თავდამსხმელ მუსა დემბელესთვის არაერთი ევროპული გრანდი იბრძვის.

დღეს, 16:45

მიზეზი, რის გამოც პოგბა შესაძლოა მანჩესტერში დარჩეს

"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ პოლ პოგბას შენარჩუნებაში დარწმუნებულია.

დღეს, 16:40

ბრწყინვალე შეთავაზება სანჩოს: 400 ათასი კვირაში და 7-ნომრიანი მაისური

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "დორტმუნდის" ლიდერს, ჯეიდონ სანჩოს წინადადებით მიმართა.

დღეს, 16:32

კონკრეტული თანხა მზადაა, გვარდიოლას ისკო სურს

"მანჩესტერ სიტიმ" "რეალის" ნახევარმცველ ისკოს ტრანსფერზე შეთავაზება გაამზადა.

დღეს, 16:04

"შეგვიძლია გავუგოთ", - ლინეკერმა კეინს მხარი დაუჭირა

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი თავდამსხმელ ჰარი კეინის განცხადებას გამოეხმაურა.

დღეს, 16:01

ქართული გოლით გახსნილი ბუნდესლიგის სეზონი, როლებში: კობი, რაკიტიჩი, ნოიერი, ოზილი

ბუნდესლიგის 2007-2008 წლის სეზონს წინ სდევდა უდიდესი ინტრიგა.

დღეს, 15:50

ზიდანმა საფრანგეთის ჩემპიონატში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

მადრიდის "რეალი" ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას გეგმავს.

დღეს, 15:45

მოთხოვნა იზრდება - ჰაკიმისთვის ბრძოლაში მორიგი გრანდი ჩაერთო

"რეალის" საკუთრებაში მყოფი მცველი, აშრაფ ჰაკიმი მსურველების ნაკლებობას არ უჩივის.

დღეს, 15:36

რეალს, მანჩესტერსა და არსენალს ხიმენესის ფასი დაუსახელეს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

დღეს, 15:33

კორონავირუსის გამო, იუვენტუსმა შესაძლოა რონალდუ გაყიდოს

არ არის გამორიცხული, "იუვენტუსმა" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ გაყიდოს.

დღეს, 14:58

ალაბამ ბაიერნს უარი უთხრა, ბარსელონა საქმეშია

"ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ მიუნხენური გრანდის შეთავაზება იუარა.

დღეს, 14:43

დორტმუნდმა მსურველებს სანჩოს საბოლოო ფასი შეუთვალა

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა ინგლისელ თავდამსხმელ ჯეიდონ სანჩოს ფასს არ დააკლებს.

დღეს, 14:27

ვილიანი ალაპარაკდა და სამომავლო გეგმები გაამხილა

"ჩელსის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ვილიანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დღეს, 13:53

ლოვრენმა სასურველი სათამაშო ადგილი შეარჩია

"ლივერპულის" მცველმა, დეიან ლოვრენმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 13:39

შირერმა აგუეროსა და ანრის შორის არჩევანი გააკეთა

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, ალან შირერმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 13:35

ესპანეთში შესაძლოა სეზონი ვერ დასრულდეს - MARCA

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 13:17

ჩაიშლება თუ არა ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა? უაიტის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში აქტიურად იწერება ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლის ჩაშლის შესახებ.

დღეს, 11:58

ფერდინანდმა მანჩესტერს ორი მოთამაშე ურჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა "წითელ ეშმაკებს" ორი ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 11:48

მიზეზი, რის გამოც რეალს ხელფასების შემცირება არ ეჩქარება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონაში" ფეხბურთელებს ყოველთვიური ანაზღაურება 70%-ით შეუმცირდათ.

დღეს, 11:42

მანჩესტერი სანჩოსთვის ბრძოლაში უკან იხევს?

Daily Mail-ის თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა არ შედგეს.

დღეს, 11:36

ბარსელონამ უმტიტის ფასი დაადო, პირველი მსურველი უკვე გამოჩნდა

Sport.es-ის ცნობით, "ბარსელონა" განშორებას აპირებს თავის ცენტრალურ მცველთან, სამუელ უმტიტისთან.

დღეს, 11:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10