» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბარსელონა-რეალი: გამოღვიძებული მადრიდელების პირველი რთული გამოცდა


ბარსელონა-რეალი: გამოღვიძებული მადრიდელების პირველი რთული გამოცდა

7 თებერვალს, 00:00 საათზე (ღამე ოთხშაბათიდან ხუთშაბათზე) გაიმართება 2019 წლის პირველი ელ კლასიკო. "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის 1/2 ფინალის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გავეცნოთ ორივე კლუბის მდგომარეობას.

ბარსელონა-რეალი: გამოღვიძებული მადრიდელების პირველი რთული გამოცდა

ბარსელონა

"ბლანკოსთან" შერკინებამდე, კატალონიელებმა ესპანეთის თასზე გადალახეს "ლეონესას", "ლევანტესა" და "სევილიას" ბარიერი. ცნობისთვის, წლევანდელ კოპა დელ რეიზე "ბლაუგრანა" პირველად მართავს სადებიუტო მატჩს სახლში.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: "ლევანტესა" და "სევილიასთან" "ბარსამ" დათმო პირველი შეხვედრები, ვნახოთ, რა იქნება "რეალთან". მიუხედავად იმისა, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდი პერიოდულად კოჭლობს, კატალონიელებისთვის ჯერჯერობით მაინც წარმატებულად მიმდინარეობს წლევანდელი სეზონი.

ბარსელონა-რეალი: გამოღვიძებული მადრიდელების პირველი რთული გამოცდა

"ბარსელონა" ლიდერობს ლა ლიგაში, უახლოესი მდევარი მადრიდის "ატლეტიკო" კი 6 ქულით ჩამორჩება "კამპ ნოუს" მკვიდრებს. ამის გარდა, "ბლაუგრანა" ელოდება თავის გამოსვლას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა მეტოქე ლიონის "ოლიმპიკია", თუმცა იქამდე ჯერ რანდევუა "რეალთან".

სამწუხაროდ, კვლავ გაურკვეველია შეძლებს თუ არა მოედანზე გამოსვლას ლიონელ მესი. არგენტინელმა "ვალენსიასთან" მატჩში მიიღო დაზიანება, რის გამოც ის ვერ ახერხებს სრული დატვირთვით ვარჯიშს. ლეოს გარდა, "ბარსას" ლაზარეთში იმყოფებიან უმტიტი, რაფინია და სილესენი. აგრეთვე საეჭვოა უსმან დემბელეს ხილვაც.

ბარსელონა-რეალი: გამოღვიძებული მადრიდელების პირველი რთული გამოცდა

რეალი

"სამეფო კლუბმა" გაიღვიძა! მადრიდელები 6 იანვრის შემდეგ არ კარგავენ ქულებს ლა ლიგაში, რაც ნიშნავს იმას, რომ "ბლანკოსს" უკანასკნელ 4 ტურში 100%-იანი შედეგი აქვს. რაც შეეხება კოპა დელ რეის, "რეალმა" გადალახა "მელილას", "ლეგანესისა" და "ჟირონას" ბარიერი. წინ - "ბარსელონაა".

შეიძლება ითქვას, რომ "ბლაუგრანასთან" მატჩით "თეთრებისთვის" იწყება მიმდინარე სეზონის ყველაზე რთული მონაკვეთი. გადახედეთ მადრიდელთა კალენდარს და თავადაც დარწმუნდებით. 7 თებერვლიდან 5 მარტამდე "სამეფო კლუბს" უწევს 3 ელ კლასიკოს გამართვა.

ბარსელონა-რეალი: გამოღვიძებული მადრიდელების პირველი რთული გამოცდა

ამის გარდა, "ბლანკოსის" პროგრამაშია დედაქალაქური დერბი "ატლეტიკოსთან" და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ. საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ამჟამინდელი "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი კარიმ ბენზემა, რომელსაც 24 იანვრის შემდეგ უკვე 6 გოლი დაუგრივდა.

რაც შეეხება დანაკლისებს, "თეთრების" ლაზარეთი პრაქტიკულად ცარიელია, ხესუს ვალიეხოს ტრავმას თუ არ ჩავთვლით. ერთი სიტყვით, სანტიაგო სოლარი მზად არის "უსასრულობის ომისთვის". საინტერესოა, რომელი პერსონაჟის როლში აღმოჩნდება არგენტინელი მთავარი მწვრთნელი მარტის დასაწყისში.

ბარსელონა-რეალი: გამოღვიძებული მადრიდელების პირველი რთული გამოცდა

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ლანგლე, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური, მესი (?), კოუტინიო, სუარესი

რეალი: ნავასი, რამოსი, ვარანი, კარვახალი, რეგილონი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა-რეალი: გამოღვიძებული მადრიდელების პირველი რთული გამოცდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

შევჩენკო: "მიმდინარე მოვლენები ჩერნობილს ჰგავს"

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო კორონავირუსის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 03:05

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ველა: "არსენალი იყო ადგილი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მინდოდა"

მექსიკელმა თავისი ლონდონური კარიერის ეტაპი გაიხსენა.

გუშინ, 22:50

კაკა: "იმედია, რონალდინიო გაღიმებას, მხიარულებას და ფეხბურთის თამაშს კვლავ გააგრძელებს"

ბრაზილიის ნაკრების, მილანის და ბარსელონას ლეგენდარული ფეხბურთელი ამჟამად პარაგვაის ციხეში იმყოფება.

გუშინ, 22:31

ლუის ენრიკე: "როგორია, როდესაც მესის ავარჯიშებ?"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლეო მესისთან მუშაობა გაიხსენა.

გუშინ, 22:27

სუარესი: "ახლა ხალხს ფეხბურთის ყურებას სახლში მშვიდად ყოფნა ურჩევნია"

ურუგვაელი კორონავირუსის დროს ურუგვაიში გამგზავრების ნაცვლად, ბარსელონაში დარჩა.

გუშინ, 22:26

"ინტერი ჩემი პრიორიტეტი იყო", - ჟირუმ ზამთრის ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

ფრანგმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ ანტონიო კონტესთან მუშაობა მისი პრიორიტეტი იყო.

გუშინ, 22:23

"მსგავსი რამ ჩემმა ქვეყანამაც გადაიტანა", - შევჩენკომ იტალიის სიტუაცია ჩერნობილს შეადარა

ანდრეი შევჩენკომ თავისი მხარდაჭერა გამოუთქვა იტალიას, რომელიც კორონავირუსის გამო ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზიანს განიცდის.

გუშინ, 20:38

ატლეტიკო და ნაპოლი გრანდიოზულ გაცვლას ამზადებენ

არკადიუშ მილიკი „მელეიბეებს“ უახლოვდება.

გუშინ, 20:34

"სესკის ბოლო ინტერვიუმ ძალიან გამაკვირვა, სამაგალითო ის თავადაც არ იყო", - სანია

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, ბაკარი სანიამ, სესკ ფაბრეგასის ახალ ინტერვიუზე ისაუბრა.

გუშინ, 20:30

რონალდუმ 9.5-მილიონიანი Bugatti შეიძინა [ფოტო]

პორტუგალიელმა პირადი კოლექცია გაამდიდრა.

გუშინ, 20:23

მანჩესტერმა იგალოს გამოსყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

„წითელ ეშმაკებს“ ნიგერიელის სრულფასოვანი გამოსყიდვა სურთ.

გუშინ, 20:09

ბელგიის მწვრთნელი: "აზარი რეალსაც და პრიმერასაც შეეჩვია, მაგრამ თავგზა ტრავმებმა აურია"

ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ვარსკვლავური ვინგერი ძველ დონეს დაიბრუნებს.

გუშინ, 19:52

ურუგვაიმ კორონავირუსის გამო ლეგენდარული მწვრთნელი დაითხოვა

ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ ასეთი გადაწყვეტილება ფინანსური სირთულეების გამო მიიღო.

გუშინ, 19:47

იუვენტუსმა ლიდერებთან ხელფასის დაქვეითების საკითხი განიხილა და პასუხიც მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები მზად არიან, გუნდს კორონავირუსის პანდემიის დროს გვერდში ამოუდგნენ.

გუშინ, 19:34

გარდაიცვალა ატლეტიკოს 14 წლის თავდამსხმელი

მადრიდის „ატლეტიკოს“ 14 წლის შემტევი გარდაიცვალა.

გუშინ, 19:29

რეალის ზაფხულის სატრანსფერო გეგმა ცნობილია

მადრიდის „რეალმა“ ზაფხულში რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

გუშინ, 19:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10