Goal.Ge

"არ შემიძლია მათი მოტივირება" - როგორ იფუშება სარიბოლი ტურიდან ტურამდე?



მაურიციო სარი - მწვრთნელი, რომელიც ეფექტურად ახერხებს უტიტულობის დამალვას "ტაქტიკური ინოვაციების" ნიღბის მიღმა. ზოგადად, იტალიელ თავკაცს აქებენ მხოლოდ ისინი, ვისთვისაც პირველ ადგილზე დგას არა მოგებული თასები, არამედ ციფრები, სტატისტიკა და სხვა არითმეტიკული ნიუანსები, რომელიც იშვიათ შემთხვევაშია რეალურად საინტერესო.

აღნიშნული სეგმენტისთვის სარი არის ლეგენდა და ერთგვარი საკულტო ფიგურა, მაგრამ მოდით გვერდზე გადავდოთ კალკულატორი და ადეკვატურად შევაფასოთ აპენინელის მუშაობა. მაურიციო 1990 წლიდან მოღვაწეობს მწვრთნელის რანგში, თუმცა მისი ტიტულების კოლექცია საკმაოდ მოკრძალებულია.

"არ შემიძლია მათი მოტივირება" - როგორ იფუშება სარიბოლი ტურიდან ტურამდე?

რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდო, სერია ა-ს ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, სერია ბ-ს მე-2 ადგილი და პრინციპში მეტი არაფერი. რაც შეეხება ევროთასებს, სარის სამწვრთნელო კარიერის შემხედვარე ჩემპიონთა ლიგა და სხვა ტურნირები თითქოს არც არსებობს.

მაურიციომ გაატარა 15 წელი კალჩოს მიწისქვეშეთში, რის შემდეგაც, 00-იანების შუაში ის მუახლოვდა სერია ბ-ს, თითქმის 10 წლის შემდეგ კი სანატრელ იტალიური ფეხბურთის ელიტას, მაგრამ აუტსაიდერისა და ნოუნეიმის სტატუსში. საუბარია ლევან მჭედლიძის "ემპოლიში" გატარებულ პერიოდზე.

"არ შემიძლია მათი მოტივირება" - როგორ იფუშება სარიბოლი ტურიდან ტურამდე?

2014-2015 წლის სეზონში სარიმ შეუნარჩუნა ადგილი ტოსკანელებს სერია ა-ში, რის შემდეგაც, ანდერდოგზე ალაპარაკდა აპენინური პრესა. მაურიციოს ეპატიჟებოდა "მილანი", თუმცა მან აირჩია "ნაპოლი". სწორედ "სტადიო სან პაოლოზე" იხილა ფართო საზოგადოებამ ე.წ. "სარიბოლი" პირველად.

ანუ ყველაფერი ის, რის გამოც მაურიციო შეცდომით აიყვანეს ანჩელოტის, ლიპის, კაპელოსა და სხვა იტალიელი მეტრების რანგში. ერთი შეხედვით, სარის კარიერული გზა მართლაც დასაფასებელია, იგრძნობა, რომ ადამიანმა ყველაფერს მიაღწია საკუთარი ტვინის წყალობით, მაგრამ მეორე მხრივ, მაურიციო, როგორც პერსონა - გაბუქებულია.

"არ შემიძლია მათი მოტივირება" - როგორ იფუშება სარიბოლი ტურიდან ტურამდე?

დიახ, სარის "ნაპოლი" საუკეთესო იყო სერია ა-ში, რა თქმა უნდა ტურინის "იუვენტუსის" შემდეგ, მაგრამ მილანური კლუბების კრიზისისა და "რომას" არასტაბილურობის პერიოდში, ეს არ გახლდათ რთული ამოცანა.

მითუმეტეს, "ლურჯების" ფუნდამენტი მაურიციოს მოსვლამდეც იყო აგებული ვალტერ მაცარისა და რაფაელ ბენიტესის მიერ. უხეშად, რომ ვთქვათ, კალჩოში "სამხრეთელებისთვის" არაფერი შეცვლილა, ევროთასებზე კი სარის გუნდი ყოველ წელს აცხობდა სენსაციებს სუსტ მეტოქესთან მარცხის სახით.

"არ შემიძლია მათი მოტივირება" - როგორ იფუშება სარიბოლი ტურიდან ტურამდე?

საკმარისია გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი, როდესაც "ნაპოლი" ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩარჩა არც თუ ისე რთულ ჯგუფში ("სიტი", "შახტარი", "ფეიენორდი"), შემდეგ კი მომენტალურად გამოვარდა ევროპა ლიგიდანაც "ლაიფციგთან".

იგივე ბენიტესმა "ლურჯებს" მოაგებინა კოპა იტალია და სუპერთასი, მაცარიმ კი "სამხრეთელები" გაიყვანა "სიკვდილის ჯგუფიდან" ("ბაიერნი", "სიტი", "ვილიარეალი"), შემდეგ კი ტრაგიკულ ბრძოლაში დამარცხდა ლიგის მომავალ ტრიუმფატორთან - ლონდონის "ჩელსისთან".

"არ შემიძლია მათი მოტივირება" - როგორ იფუშება სარიბოლი ტურიდან ტურამდე?

სარის ეს ყველაფერი არც დასიზმრებია. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მაურიციოს მიეცა დაწინაურების შანსი, პრემიერ ლიგაში გადაბარგების სახით. როგორ მიმდინარეობს მისი ალბიონური კარიერა?

"არისტოკრატები" უკვე ჩამოშორდნენ ეპლ-ის ოქროსთვის ბრძოლას და ახლა ისინი ოთხეულიდან ამოვარდნის საშიშროების წინაშეც დგანან. აშკარაა, რომ იტალიელი ვერ ახერხებს საჩემპიონო მენტალიტეტის შექმნას, ამაზე თავად სარის სიტყვები მეტყველებს:

"მე არ შემიძლია მათი მოტივირება" - იმეორებდა მაურიციო "არსენალსა" და "ბორნმუთთან" მარცხის შემდეგ. აპენინელმა დამრიგებელმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ პრემიერ ლიგაში წარმატების მისაღწევად არაა საკმარისი დაფაზე სამკუთხედებისა და იქსების დახაზვა, ეს არ არის "ემპოლი".

"არ შემიძლია მათი მოტივირება" - როგორ იფუშება სარიბოლი ტურიდან ტურამდე?

ხოსეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი - სპეციალისტები, რომელთა გვერდით სეზონის დაწყების წინ აყენებდნენ სარისაც, მატჩიდან მატჩამდე ხვეწავენ თავიანთ ტაქტიკასა და იდეოლოგიას. ამის გარდა, ისინი გასახდელში ქმნიან ატმოსფეროს, საჩემპიონო ატმოსფეროს და შედეგიც სახეზეა.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა მაურიციო სეზონის გადარჩენას. საჭიროა ოთხეულში ადგილის შენარჩუნება და ევროპა ლიგის თავიდან არმოშორება პირობით "მალმიოსთან".

"არ შემიძლია მათი მოტივირება" - როგორ იფუშება სარიბოლი ტურიდან ტურამდე?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მილანის მორიგი სამიზნე - შეთავაზება გაკეთებულია

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "მილანი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 19:31

ატლეტიკოს 60-მილიონიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელის შეძენა პირადად "ატლეტიკოს" მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 19:25

სანჩესი ახალ გუნდს უახლოვდება

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს.

დღეს, 17:19

ერიქსენმა ერთხელ და საბოლოოდ გადაიფიქრა კონტრაქტის გახანგრძლივება

Daily Mail-ის ცნობით, "ტოტენჰემსა" და კრისტიან ერიქსენს შორის ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 17:11

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

"ჩელსის", "არსენალის", "რომასა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა.

დღეს, 16:59

პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზის მშენებლობა იგეგმება [VIDEO]

პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზის მშენებლობა იგეგმება [VIDEO]

დღეს, 16:49

მოდრიჩი: "შემთხვევით მომივიდა"

როგორც მოგეხსენებათ, "სელტა" - "რეალის" შეხვედრაში ლუკა მოდრიჩმა წითელი ბარათი მიიღო.

დღეს, 16:49

კურტუა: "ზიდანს ბეილის იმედი აქვს"

მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ გარეტ ბეილზე ისაუბრა:

დღეს, 16:27

სუარესის დაბრუნების თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის გახსნით შეხვედრაში ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:16

ბარსელონა შემდეგი კვირისთვის ახალ წინადადებას ამზადებს

Le Parisien-ის ცნობით, "ბარსელონა" ნეიმარს არ ეშვება.

დღეს, 16:00

რონალდუმ ტრავმა მიიღო

ტურინის "იუვენტუსი" ამხანაგურად "ტრიესტინას" გაეჯიბრა.

დღეს, 15:53

ჟეზუსი: "VAR-ი - ნაგავია"

როგორც მოგეხსენებათ, "მან სიტი" - "ტოტენჰემის" შეხვედრაში გაბრიელ ჟეზუსს ბოლო წუთებზე გოლი არ ჩაუთვალეს.

დღეს, 15:38

წარმოუდგენელი სტატისტიკა: 30 დარტყმა 3-ს სანაცვლოდ, ანგარიში კი 2-2

„მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

დღეს, 15:10

ტიბო კურტუას ბრწყინვალე სეივი სელტასთან მატჩის გადამწყვეტ მომენტში [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევების შემდეგ, „სელტას“ ანგარიშის გატანაბრების შანსი რამდენიმე წამში მიეცა.

დღეს, 15:01

პერესი ბეილს პირადად შეხვდა - შეხვედრის დეტალები ცნობილია

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გუნდში გარეტ ბეილის დარჩენას მხარი დაუჭირა.

დღეს, 14:53

"ალბათ, როდრიზე დაჯარიმების დროს, ვიდეორეფერის ხალხი ყავას მიირთმევდა" - გვარდიოლა

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში ერთ-ერთ საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა.

დღეს, 14:47

აზარის გარეშე, თანაც ბეილით - გამარჯვება სახელად "მოლოდინი სხვა იყო"

მადრიდის "რეალი" თავის გულშემატკივრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ეიფორიაში ტოვებს.

დღეს, 14:19

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

პრემიერ ლიგის სტარტმა აჩვენა, რომ "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" პირდაპირი კონკურენტია.

დღეს, 12:58

ვან პერსი: "მე და არსენალი რვა წელი დაქორწინებულები ვიყავით, შემდეგ კი ცოლი ჩემგან დაიღალა"

„არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, გუნდიდან წასვლის და „მან.იუნაიტედში“ გადასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 12:43

კაზემირო: "ბეილს სათამაშო დრო აუცილებლად უნდა მიეცეს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, აღნიშნა, რომ გარეტ ბეილი გუნდში უნდა დარჩეს.

დღეს, 12:34

პოჩეტინო: "მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა:

დღეს, 11:26

მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" სტუმრად "საუთჰემპტონი" დაამარცხა.

დღეს, 11:15

როდის გააძევეს მოდრიჩი ბოლოს?

როგორც მოგეხსენებათ, "სელტა" - "რეალის" შეხვედრაში მოულოდნელი ფაქტი მოხდა:

დღეს, 10:49

ლუკაკუმ კრიტიკოსებს ფოტოთი უპასუხა

შეგახსენებთ, რომ პრესაში რომელუ ლუკაკუს თაობაზე არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

დღეს, 10:34

დადასტურდა: კავანის ახალი გუნდი ცნობილია

ედინსონ კავანის შემდეგი გუნდი ცნობილი გახდა.

დღეს, 10:22

ხაბიბი: "კონორის ადგილი ციხეშია"

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ ურტყამს კონორ მაკგრეგორი მოხუც კაცს.

დღეს, 10:14

ტიტე: "ნეიმარი პსჟ-ს გადაწყვეტილებას ელოდება"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარზე ისაუბრა:

დღეს, 10:02

რაკიტიჩი თუ ვიდალი? ინტერში გადაწყვეტილება მიიღეს

Sky Sport Italia-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" თვალი დაადგა "ბარსელონას" ორ ნახევარმცველს: ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს.

დღეს, 09:47

მილიკი კონკურენტ გუნდში?

Sky Sport Italia-ს ცნობით, არკადიუშ მილიკს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 09:37

ბაიერნმა სანეს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 09:26

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10