Goal.Ge

6 ერი: ინგლისმა საფრანგეთი მიწასთან გაასწორა [VIDEO]


6 ერი: ინგლისმა საფრანგეთი მიწასთან გაასწორა [VIDEO]

6 ერის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ინგლისის ნაკრები "ტვიკენჰემზე" საფრანგეთს დაუხვდა და გასულ წელს განცდილი მარცხისთვის, სრულფასოვანი რევანში აიღო.

"წითელმა ვარდებმა" მოწინააღმდეგეს ყველაფერში აჯობეს და სრულიად დამსახურებულად, დიდი ანგარიშით იმარჯვეს. ედი ჯონსმა ძალზე ჭკვიანური შემადგენლობა შეარჩია და სწორი სათამაშო ტაქტიკა აირჩია. ინგლისელები ფეხით ხშირად თამაშობდნენ და მეტოქეს ზურგში ბომბავდნენ, რამაც აბსოლუტურად გაამართლა და "ლე ბლეს" ხაზმა ასეთ დარტყმებს ვერ გაუძლო.

ინგლისელებმა ანგარიში 65-ე წამზევე გახსნეს: ელიოტ დეილიმ ხაზი გაჭრა და ბურთი ფეხით ლელოში შეაცურა, ჯონი მეიმ კი სისწრაფის ხარჯზე ყველას გაასწრო და ბურთს ხელი ზემოდან დაადო, ოუენ ფარელის პირველი გარდასახვა ზუსტი არ იყო. მომდევნო ათ წუთში ფარელმა ორი ჯარიმა გაიტანა, რასაც მორგან პარამ ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხა და ანგარიში 11:3 გახდა.

მომდევნო ლელო ინგლისელებმა 24-ე წუთზე დადეს: აიღე და მიეძალეს გაჩაღების შემდეგ, ფრანგებისთვის მოულოდნელად ბენ იანგსმა შეტევის მიმართულება შეცვალა და მარცხენა ფლანგისკენ ოუენ ფარელს გაუტანა ბურთი, რომელმაც კიდისკენ მშვენიერი გრძელი პასი გაუკეთა ჯონი მეის, ამ უკანასკნელმა კი დამიან პენოს ჩინებულად შემოურბინა და დუბლი გაიფორმა, ფარელის გარდასახვა კვლავ უზუსტო იყო.

ხუთიოდე წუთში ჯონი მეიმ უკვე ჰეთ-თრიკი შეასრულა: კრის ეშტონმა მარცხენა ფრთისკენ 22-დან ფეხით შეაცურა ბურთი, რომელსაც მეი ცალი ხელით დაეუფლა და შემდეგ ლელოში დაამიწა, ფარელმა კი პირველი გარდასახვა გაიტანა.

ფრანგებმა ერთი ლელოს გატანა 35-ე წუთზე მოახერხეს: იოჰან უჟე ორ მბოჭავს, ჯონი მეის და მანუ ტუილაგის გაექცა, შემდეგ კი მიმყოლ დამიან პენოს უპასა და ახალგაზრდა მორაგბემ კიდესთან დაამიწა ბურთი, პარას გარდასახვა გაუცდუდდა. ინგლისმა სათანადო პასუხი მალევე გასცა და ოთხი ლელოს გატანისთვის ბონუსი პირველივე ტაიმში გაინაღდა: მარჯვენა ბურჯმა კაილ სინკლერმა მარცხენა ფრთისკენ ჩინებული პასი გაუკეთა ჰენრი სლეიდს, რომელმაც ჯონი მეის მიბაძა და ოვალი ლელოში დაამიწა, ფარელმა რეალიზაცია გაიტანა და ტაიმი 30:8 დასრულდა.

მეორე ნახევარში ინგლისმა კიდევ ორი ლელო გაიტანა: 49-ე წუთზე კამილ ლოპესს ჰენრი სლეიდმა ჩაუჭრა ბურთი, რომელმაც წყვეტილ ხაზამდე გაირბინა და შემდეგ ფეხით შეაცურა, ოვალს კრის ეშტონი მიყვა და თითქოს უნდა აეღო კიდეც, მაგრამ იქამდე გაელ ფიკუმ შებოჭა და უბურთო მოთამაშეზე ბოჭვისთვის საჯარიმო ლელოთი და ყვითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო 55-ე წუთზე ფარელმა ლელოსკენ კიდევ ერთხელ შეაცურა ბურთი, ანტუან დუპონმა მისი დაუფლება სცადა, მაგრამ ვერ აიღო და უკან გაუვარდა, რითაც თავად ფარელმა ისარგებლა და ბოლო ლელო დადო, რომელიც თავადვე გარდასახა.

დარჩენილ დროში ინგლისს თავი აღარ მოუკლავს, შეიძლება ითქვას, რომ გაჩერდა და მეტოქე დაინდო, ხოლო ფრანგებმა დიდი მცდელობის მიუხედავად სხვაობა ვერ შეამცირეს და დიდი ანგარიშით წააგეს - 44:8.



სატურნირო მდგომარეობა

6 ერი: ინგლისმა საფრანგეთი მიწასთან გაასწორა [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ჩრდილოეთ კორეასთან დამარცხდა

ყინულის ჰოკეის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა დაიწყო.

დღეს, 04:19

ლუკა გოგინავა ფრანგულ ანგულემში ითამაშებს

ლუკა გოგინავა ფრანგულ ანგულემში ითამაშებს

დღეს, 02:41

ნეიმარი 3 თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

დღეს საღამოს "პარი სენ ჟერმენმა" "მონაკოსთან" შეხვედრაში ჩემპიონობასთან ერთად ნეიმარის დაბრუნებაც აღნიშნა.

დღეს, 01:45

მბაპე ლიგა 1-ს ისტორიაში შევიდა

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურში "პსჟ-მ" საკუთარ მოედანზე "მონაკო" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა.

დღეს, 01:30

იუვენტუსმა ბუფონს ჩემპიონობა მიულოცა

ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ ჟერმენის" ჩემპიონობას გამოეხმაურა.

დღეს, 01:16

დე ხეა: "ეს სამარცხვინოა!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ, "ევერტონთან" გამანადგურებელი მარცხი (0:4) შეაფასა.

დღეს, 01:04

პოგბას რეალში გადასვლას 3 ფაქტორი უშლის ხელს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას, ტრანსფერი მადრიდსი "რეალში" ნაკლებად მოსალოდნელია.

დღეს, 01:00

პსჟ ჩემპიონია: პარიზელებმა მონაკო მბაპეს ჰეთ-თრიკით დაამარცხეს [VIDEO]

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" შინ "მონაკო" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა.

დღეს, 00:58

გიოტცემ ფორმა დაიბრუნა - საუკეთესო სეზონი ბოლო 5 წელიწადში

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 30-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად "ფრაიბურგი" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:50

მატიჩი: "დამნაშავე ვარ!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, "ევერტონთან" გამანადგურებელი (0:4) მარცხი შეაფასა.

დღეს, 00:40

კლოპი: "მოედნის საფარი სახიფათო იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, "კარდიფ სიტისთან" შეხვედრის შემდეგ მოედნის საფრის მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 00:30

როისი: "ჩემპიონობის გვჯერა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და ლიდერმა, მარკო როისმა, "ფრაიბურგთან" გამარჯვება (4:0) შეაფასა.

დღეს, 00:29

ზიდანი: "ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ფენომენალურ ფორმაში მყოფი კარიმ ბენზემა შეაქო.

დღეს, 00:25

მოდრიჩმა რეალის მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა

"ეიბართან" დღევანდელი შეხვედრა მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველისთვის საიუბილეო გამოდგა.

დღეს, 00:25

საუკეთესო სეზონი პრემიერ ლიგაში - ლივერპულმა რეკორდი დაამყარა

ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფ სიტი" 2:0 დაამარცხა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

დღეს, 00:20

ემერი: "ოთხეულის ბედი კვლავ ჩვენს ხელშია"

ლონდონის "არენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, "კრისტალ პალასთან" დერბიში მარცხი (2:3) შეაფასა.

დღეს, 00:19

ენისეიმ ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა, დავით მესხმა სადებიუტო ლელო დადო [VIDEO]

ენისეიმ ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა, დავით მესხმა სადებიუტო ლელო დადო [VIDEO]

დღეს, 00:10

"ეს ჩემი სახლია" - მარსელომ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, მარსელომ, თავის მომავალს ნათელი მოჰფინა.

დღეს, 00:10

კარდიფის მწვრთნელმა სალაჰი სიმულაციაში დაადანაშაულა

"კარდიფ სიტის" გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა, "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა.

დღეს, 00:00

მორიგი სენსაცია: ვიტ ჯორჯიამ დინამო თბილისი შინ დაამარცხა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "დინამო თბილისი" დაამარცხა. შეხვედრა სენსაციურად დასრულდა.

გუშინ, 23:35

ჩაკვეტაძემ ძირითადში დაიწყო - გენტმა კვლავ ვერ მოიგო

ბელგიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ანდერლეხტსა" და "გენტს" შორის, ფრედ 0:0 დასრულდა.

გუშინ, 23:27

დინამო თბილისი დარასელიას თასის გამარჯვებულია

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება დასრულდა, რომელიც დინამოს აკადემიაში მიმდინარეობდა.

გუშინ, 23:24

დიდი 10: პატარძეულის ვეფხვები გავარდა, კიკეთის იუნკერები - ელიტაში აღზევდა

დიდი 10: პატარძეულის ვეფხვები გავარდა, კიკეთის იუნკერები - აღზევდა

გუშინ, 21:41

ჩემპიონთა თასზე სუპერ ფინალი გველოდება: ლენსტერი სარასენსს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა თასზე სუპერ ფინალი გველოდება: ლენსტერი სარასენსს დაუპირისპირდება

გუშინ, 20:50

ლივერპულმა კარდიფი დაამარცხა და კვლავ გალიდერდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფი" დაამარცხა.

გუშინ, 20:50

ლილმა ტულუზა ვერ დაამარცხა, პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია!

საფრანგეთის ლიგა 1-ს 33-ე ტურში "ლილმა" სტუმრად "ტულუზა" ვერ დაამარცხა.

გუშინ, 20:45

ის, რაც რონალდუსაც არ გაუკეთებია - ბენზემას დიდებული მიღწევა

მადრიდელთა ფორვარდმა ის მოახერხა, რაც კრიშტიანუ რონალდუსაც არ ჰქონდა გაკეთებული.

გუშინ, 20:14

ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ბენზემამ სუარესს გადაუსწრო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა

მადრიდის "რეალის" ფორვარდს შესანიშნავი სეზონი აქვს.

გუშინ, 20:11

ბენზემას ბენეფისი და ჰეთ-ტრიკი - რეალმა ბილბაოს მოუგო და მესამე პოზიცია გაიმყარა [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:05

ყველა სიახლე