Goal.Ge

სენსაცია დიდ 10-ში: აკადემიამ ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]


სენსაცია დიდ 10-ში: აკადემიამ ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]

დიდი 10-ის მეცამეტე ტური ძალიან საინტერესოდ წარიმართა და წინა კვირების მსგავსად, მატჩებს სენსაციის გარეშე ამჯერადაც არ ჩაუვლია.

ტურის გახსნით მატჩში "ლელო სარასენსი" დიდ დიღომში "ჯიქს" დაუხვდა და მოულოდენლად, დიდი სხვაობით 9:29 დამარცხდა. მასპინძლები შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ. საქართველოს ნაკრებთან ერთად რუმინეთში იყვნენ: მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, კვაჭი გიორგი ჭყოიძე და მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.

სტუმრებს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა სუხაშვილი აკლდათ, თუმცა მისი შეცვლა მოახერხეს და წარმატებასაც მიაღწიეს.

პირველი ტაიმი "ლელომ" 9:8 მოიგო. ირაკლი ყიასაშვილმა სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც გორელებმა თორნიკე კიკნაძის ლელოთი და დიმიტრი კალანდაძის ჯარიმით უპასუხეს. მეორე ნახევარი მასპინძლებმა მშრალად ჩაატარეს, ხოლო საპასუხოდ სამი გარდასახული ლელო გაუშვეს და ოცქულიანი სხვაობით წააგეს.



დიდ 10-ში დარჩენისთვის მებრძოლი "ვეფხვები" შინ "ბათუმს" დაუხვდა და უშანსოდ 10:38 დამარცხდა. ჟორა მღებრიშვილის ორ ლელოს, აჭარლებმა საჯარიმო ლელოთი, ოთხი გარდასახული ლელოთი და ზუსტი ჯარიმით უპასუხეს, რითაც ბონუსიც მოიპოვეს.

დაძაბული შეხვედრა შედგა რუსთავში, სადაც გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი "ხარები" 70-ე წუთამდე "აიას" 12-ქულიანი სხვაობით უგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ორი ლელო გაუშვა, რომელთაგან დავით გობეჯიშვილმა ერთი გარდასახა და მატჩი ფრედ 22:22 დასრულდა.



ბრწყინვალედ თამაშობს "აკადემია", რომელმაც გასულ ტურში ქუთაისში "აიას" დამარცხების შემდეგ კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა და ამჯერად უკვე მოქმედ ჩემპიონს, "ლოკომოტივს" სძლია მინიმალური სხვაობით.

"რკინიგზელებს" სხვადასხვა მიზეზები გამო გიორგი შკინინი, გიორგი ბეგაძე, გიორგი აფციაური და ზურაბ ძნელაძე აკლდათ, რამაც რასაკვირველია მათ თამაშს დიდი დაღი დაასვა. "აკადემიამ" კი ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეს არაერთ კომპონენტში, მათ შორის შერკინებაში აჯობა, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი გარდასახული ლელო დადეს, რომელთაგან გამოსარჩევი საბა ილურიძის შესანიშნავი ინდივიდუალური ლელოა. გარდა ამისა, "აკადემიამ" ორი ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 20:14 მოიგო. 56-ე წუთზე გიორგი ტალახაძემ მშვენიერი ლელო დადო, რომელიც ბექა წიკლაურმა ვერ გარდასახა და როგორც გაირკვა, ეს 2 ქულა უმნიშვნელოვანესი იყო. ლელოს გატანის გარდა, "ლოკომიტივმა" ორი ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ საპასუხოდ თავადაც ორი ლელო გაუშვა და მატჩი "აკადემიას" გამარჯვებით 26:25 დასრულდა.



ტურის დასკვნით მატჩში "არმაზი", რომელიც მეორე წრეში საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება, შევარდენის ბაზაზე ბოლოადგილოსან "არმიას" დაუხვდა და 5:28 დამარცხდა. ლევან ცაბაძის შეგირდებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმეს და "ვეფხვებს" ქულითღა ჩამორჩებიან.



სატურნირო მდგომარეობა

სენსაცია დიდ 10-ში: აკადემიამ ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]

ანი ბერთლანის ფოტო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ჩრდილოეთ კორეასთან დამარცხდა

ყინულის ჰოკეის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა დაიწყო.

დღეს, 04:19

ლუკა გოგინავა ფრანგულ ანგულემში ითამაშებს

ლუკა გოგინავა ფრანგულ ანგულემში ითამაშებს

დღეს, 02:41

ნეიმარი 3 თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

დღეს საღამოს "პარი სენ ჟერმენმა" "მონაკოსთან" შეხვედრაში ჩემპიონობასთან ერთად ნეიმარის დაბრუნებაც აღნიშნა.

დღეს, 01:45

მბაპე ლიგა 1-ს ისტორიაში შევიდა

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურში "პსჟ-მ" საკუთარ მოედანზე "მონაკო" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა.

დღეს, 01:30

იუვენტუსმა ბუფონს ჩემპიონობა მიულოცა

ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ ჟერმენის" ჩემპიონობას გამოეხმაურა.

დღეს, 01:16

დე ხეა: "ეს სამარცხვინოა!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ, "ევერტონთან" გამანადგურებელი მარცხი (0:4) შეაფასა.

დღეს, 01:04

პოგბას რეალში გადასვლას 3 ფაქტორი უშლის ხელს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას, ტრანსფერი მადრიდსი "რეალში" ნაკლებად მოსალოდნელია.

დღეს, 01:00

პსჟ ჩემპიონია: პარიზელებმა მონაკო მბაპეს ჰეთ-თრიკით დაამარცხეს [VIDEO]

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის 33-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" შინ "მონაკო" 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა.

დღეს, 00:58

გიოტცემ ფორმა დაიბრუნა - საუკეთესო სეზონი ბოლო 5 წელიწადში

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 30-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად "ფრაიბურგი" 4:0 გაანადგურა.

დღეს, 00:50

მატიჩი: "დამნაშავე ვარ!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა, "ევერტონთან" გამანადგურებელი (0:4) მარცხი შეაფასა.

დღეს, 00:40

კლოპი: "მოედნის საფარი სახიფათო იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, "კარდიფ სიტისთან" შეხვედრის შემდეგ მოედნის საფრის მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა.

დღეს, 00:30

როისი: "ჩემპიონობის გვჯერა"

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა და ლიდერმა, მარკო როისმა, "ფრაიბურგთან" გამარჯვება (4:0) შეაფასა.

დღეს, 00:29

ზიდანი: "ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ფენომენალურ ფორმაში მყოფი კარიმ ბენზემა შეაქო.

დღეს, 00:25

მოდრიჩმა რეალის მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა

"ეიბართან" დღევანდელი შეხვედრა მადრიდის "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველისთვის საიუბილეო გამოდგა.

დღეს, 00:25

საუკეთესო სეზონი პრემიერ ლიგაში - ლივერპულმა რეკორდი დაამყარა

ინგლისის ეროვნული ჩემპიონატის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფ სიტი" 2:0 დაამარცხა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

დღეს, 00:20

ემერი: "ოთხეულის ბედი კვლავ ჩვენს ხელშია"

ლონდონის "არენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, "კრისტალ პალასთან" დერბიში მარცხი (2:3) შეაფასა.

დღეს, 00:19

ენისეიმ ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა, დავით მესხმა სადებიუტო ლელო დადო [VIDEO]

ენისეიმ ჩელენჯ ქაფის საგზური მოიპოვა, დავით მესხმა სადებიუტო ლელო დადო [VIDEO]

დღეს, 00:10

"ეს ჩემი სახლია" - მარსელომ თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, მარსელომ, თავის მომავალს ნათელი მოჰფინა.

დღეს, 00:10

კარდიფის მწვრთნელმა სალაჰი სიმულაციაში დაადანაშაულა

"კარდიფ სიტის" გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა, "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ მოჰამედ სალაჰი გააკრიტიკა.

დღეს, 00:00

მორიგი სენსაცია: ვიტ ჯორჯიამ დინამო თბილისი შინ დაამარცხა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ვიტ ჯორჯიამ" "დინამო თბილისი" დაამარცხა. შეხვედრა სენსაციურად დასრულდა.

გუშინ, 23:35

ჩაკვეტაძემ ძირითადში დაიწყო - გენტმა კვლავ ვერ მოიგო

ბელგიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ანდერლეხტსა" და "გენტს" შორის, ფრედ 0:0 დასრულდა.

გუშინ, 23:27

დინამო თბილისი დარასელიას თასის გამარჯვებულია

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება დასრულდა, რომელიც დინამოს აკადემიაში მიმდინარეობდა.

გუშინ, 23:24

დიდი 10: პატარძეულის ვეფხვები გავარდა, კიკეთის იუნკერები - ელიტაში აღზევდა

დიდი 10: პატარძეულის ვეფხვები გავარდა, კიკეთის იუნკერები - აღზევდა

გუშინ, 21:41

ჩემპიონთა თასზე სუპერ ფინალი გველოდება: ლენსტერი სარასენსს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა თასზე სუპერ ფინალი გველოდება: ლენსტერი სარასენსს დაუპირისპირდება

გუშინ, 20:50

ლივერპულმა კარდიფი დაამარცხა და კვლავ გალიდერდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "კარდიფი" დაამარცხა.

გუშინ, 20:50

ლილმა ტულუზა ვერ დაამარცხა, პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონია!

საფრანგეთის ლიგა 1-ს 33-ე ტურში "ლილმა" სტუმრად "ტულუზა" ვერ დაამარცხა.

გუშინ, 20:45

ის, რაც რონალდუსაც არ გაუკეთებია - ბენზემას დიდებული მიღწევა

მადრიდელთა ფორვარდმა ის მოახერხა, რაც კრიშტიანუ რონალდუსაც არ ჰქონდა გაკეთებული.

გუშინ, 20:14

ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ბენზემამ სუარესს გადაუსწრო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა

მადრიდის "რეალის" ფორვარდს შესანიშნავი სეზონი აქვს.

გუშინ, 20:11

ბენზემას ბენეფისი და ჰეთ-ტრიკი - რეალმა ბილბაოს მოუგო და მესამე პოზიცია გაიმყარა [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:05

ყველა სიახლე