Goal.Ge

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბაიერნი"



"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში გასული სეზონის გამარჯვებულთან ჩააბარებს გამოცდას. სამშაბათი, მანჩესტერი, სტადიონი "ოლდ ტრაფორდი", 22:45, არბიტრი ველასკო კარბალიო (ესპანეთი), ტემპერატურა – 7°, წვიმის ალბათობა – 10% "ემიუსთვის" სეზონის გადარჩენის (და ალბათ დევიდ მოიესის სამსახურის გადარჩენის) ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგაა. "იუნაიტედი" ინგლისის პრემიერ ლიგაში საშინლად ასპარეზობს და საუკეთესო 4-ეულში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "წითელმა ეშმაკებმა" პატარა საფეხბურთო სასწაული შემოგვთავაზეს, მაგრამ ევროპის საუკეთესო 4 გუნდს შორის მოხვედრისთვის მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხებაა საჭირო, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ურთულესი ამოცანაა. აღნიშნულ მატჩს ინგლისელები კარგ ხასიათზე ხვდებიან. პრემიერ ლიგის გასულ ტურში გუნდმა "ასტონ ვილა" გაანადგურა, თუმცა, თუ მოიესის შეგირდები წარსულში ქექვას დაიწყებენ, ცოტა ხნის წინ "მან სიტისთან' სამარცხვინო მარცხი განიცადეს, ასე რომ, ჯობს უშუალოდ ამ მატჩზე იყვნენ კონცენტრირებულნი. დევიდ მოიესი სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე დგას. ტრავმის გამო დღეს თამაშს ვერ შეძლებს მერვედფინალის განმეორებითი მატჩის გმირი ვან პერსი. დისკვალიფიცირებულია კლუბის მარცხენა მცველი პატრის ევრა. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ პოზიციაზე "იუნაიტედს" ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს. გამოკვეთილ ფორვარდად ალბათ რუნი დადგება. მას უელბეკი და შემტევი ნახევარმცველები დაეხმარებიან. "ასტონ ვილას" წინააღმდეგ კარგად გამოიყურებოდა კაგავა, ასევე ძირითადში მოხვედრის შანსი აქვთ ვალენსიას, იანგს და იანუზაის. გაცილებით სერიოზული საფიქრალია დაცვის ხაზში. ევრას უახლოეს შემცვლელს ბიუტნერს პრაქტიკულად არც ერთი მნიშვნელოვანი მატჩი არ უთამაშია "ემიუში", ამიტომ სრულიად შესაძლებელია, მარცხენა ფლანგი რაფაელმა დაიკავოს. მარჯვენა ფლანგზე ექსპერტები ჯონსის დაყენებას ელიან. "ბაიერნმა" ერთი კვირის წინ ოფიციალურად გაიფორმა გერმანიის ჩემპიონობა, ამიტომ გასულ უქმეებზე "ჰოფენჰაიმთან" დაპირისპირებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მიუნხენელებმა კარგად დაისვენებს ამ, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში იმ შემადგენლობას ნამდვილად არ უთამაშია, რომელსაც დღეს აუცილებლად ვიხილავთ. დისკვალიფიკაციის გამო, "ოლდ ტრაფორდზე" ვერ ითამაშებს დანტე. გვარდიოლამ შეიძლება ხავი მარტინესი-ბოატენგის დუეტი დააყენოს, თუმცა არც ვან ბიუტენის ვარიანტის უგულებელყოფა იქნება მთლად მართალი. მთავარი შეკითხვები კვლავ მოედნის ცენტრს და შეტევის ხაზს ეხება. ბავარიელები მუდამ როტაციას მიმართავენ მოედნის ამ ნაწილებში. მიულერს და გიოტცეს ნომინალურ ფორვარდებადაც შეუძლიათ თამაში. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შვაინშტაიგერის ასპარეზობა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ეს ორი გუნდი ერთმანეთს სულ 9-ჯერ დაუპირისპირდა. აქედან ორჯერ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიპოვა გამარჯვება, სამჯერ "ბაიერნმა", 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისში ჩატარებული 4 შეხვედრიდან 2 ფრედ დასრულდა, ერთხელ "ემიუმ" მოიგო, ერთხელ კი "ბაიერნმა". სავარაუდო შემადგენლობები: "მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა — ჯონსი, სმოლინგი, ვიდიჩი, რაფაელი — კარიკი, ფელაინი, გიგზი — კაგავა, უელბეკი — რუნი "ბაიერნი": ნოერი — რაფინია, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა — ლამი, კროოსი — რობენი, მიულერი, რიბერი — გიოტცე ტრავმირებულები: ვან პერსი — ტიაგო ალკანტარა, კონტენტო დისკვალიფიკაცია: ევრა — დანტე ჩემპიონთა ლიგაზე არ შეუძლია თამაში: მატა(ემიუ) [poll id="49"] ფოტო: GOOGLE.COM

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

აგუერომ და გვარდიოლამ მოედანზევე იკამათეს [VIDEO]

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ სერხიო აგუერო მოედნიდან გაიყვანა და პრეტენზიების წაყენება დაუწყო.

გუშინ, 23:27

კვლავ სიტი-ტოტენჰემი, კვლავ დრამატული დასასრული - გუნდები ფრეს დასჯერდნენ [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა.

გუშინ, 22:28

წარმოუდგენელი ციფრი - რეალმა ბარსელონას სატურნირო ცხრილში 27 თვის შემდეგ პირველად გადაასწრო

მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერები დიდი ხანია არ ყოფილან.

გუშინ, 21:51

ზიდანმა ბეილის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „სელტასთან“ გამარჯვება (1-3) შეაფასა.

გუშინ, 21:45

რეალმა ლა ლიგის პირველ ტურში სელტა დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "სელტას" დაუპირისპირდა და 1-3 იმარჯვა.

გუშინ, 21:00

ტონი კროოსმა სელტას კარი ყუმბარისებული დარტყმით აიღო [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევებიდან რამდენიმე წუთში, ტონი კროოსმა "რეალის" უპირატესობა ორამდე ბრწყინვალე გოლით გაზარდა.

გუშინ, 20:33

ლუკა მოდრიჩმა სელტასთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

ამ წუთებში, ლა ლიგის პირველ ტურში "სელტა" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

გუშინ, 20:28

მალდინი მადრიდს ესტუმრება - მილანი ორ ტრანსფერს გეგმავს!

"მილანის" სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი უახლოეს საათებში მადრიდში ჩავა.

გუშინ, 20:13

ლივერპულმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "ლივერპული" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და მინიმალურად, 1-2 იმარჯვა.

გუშინ, 19:56

უეფას 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია

ინტერნეტსივრცეში საკმაოდ საინტერესო და ხმაურიანმა ინფორმაციამ გაჟონა.

გუშინ, 19:33

დორტმუნდმა ბუნდესლიგა ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

განსხვავებით "ბაიერნისგან", ლუსიენ ფავრის "დორტმუნდმა" 2019/20-წლების ბუნდესლიგა დიდებულად დაიწყო.

გუშინ, 19:29

ბრძოლაში ბარსელონაც ჩაება - სად გადავა რუგანი?

"იუვენტუსის" მცველმა, დანიელე რუგანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 19:24

ბარსელონამ ვიდალს ფასი დაადო, ჩილელის შეძენა ორ გრანდს სურს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 19:21

გრიზმანმა შესაძლოა ბარსელონაში სათამაშო ნომერი შეიცვალოს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა შესაძლოა სათამაშო ნომერი შეიცვალოს.

გუშინ, 19:17

ოფიციალურად: ჯეკოს მომავალი გადაწყდა

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს სატრანსფერო საგას წერტილი საბოლოოდ დაესვა.

გუშინ, 19:13

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

გუშინ, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

გუშინ, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

გუშინ, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გუშინ, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

გუშინ, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გუშინ, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

გუშინ, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

გუშინ, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

გუშინ, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

გუშინ, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

გუშინ, 15:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10