ავტორიზაცია

ხოჭოლავა იდეალურად დგას - ქართველი მცველის გუნდი ზედიზედ 3 მატჩია გოლს არ უშვებს

ხოჭოლავა იდეალურად დგას - ქართველი მცველის გუნდი ზედიზედ 3 მატჩია გოლს არ უშვებს
თარიღი 02 Mar 2019, 22:51
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში ერთმანეთს "ოდესა" და დონეცკის "შახტარი" დაუპირისპირდნენ.

76-ე წუთზე, პენალტი ზუსტად მარლოშმა გამოიყენა და "შახტარს" 0:1 მოაგებინა.

დონეცკელთა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

ხოჭოლავა და "შახტარი" ზედიზედ 3 მატჩია ჩემპიონატში ისე იგებენ, რომ გოლს არ უშვებენ და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან.

ამ 3 მატჩიდან 2 შემთხვევაში, ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

ხოჭოლავა იდეალურად დგას - ქართველი მცველის გუნდი ზედიზედ 3 მატჩია გოლს არ უშვებს