Goal.Ge

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?


Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დიდი ხნის წინ დაიხურა. ყველაზე ხმაურიანი შენაძენებით გამოირჩა "ბარსელონა" და ლონდონის "ჩელსი". კატალონიელებმა გაიფორმეს ფრენკი დე იონგი 75 მილიონ ევროდ, "არისტოკრატებმა" კი კრისტიან პულიშიჩი 64 მილიონად.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი მხოლოდ სეზონის ბოლოს შეუერთდება თავის ახალ კლუბს. "ბლაუგრანასა" და "ლურჯების" შემდეგ მოდის "პარი სენ-ჟერმენი", რომელმაც ლეანდრო პარედესის სანაცვლოდ გადაიხადა 47 მილიონი.

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

არგენტინელი საყრდენი ნახევარმცველი მორიგი ძვირადღირებული შენაძენია "პსჟ"-სთვის, თუმცა პარედესის გარდა, პარიზელები დგანან კიდევ ერთი ტრანსფერის უკან, მაგრამ ამჯერად სიტუაცია ბევრად უფრო ჩახლართულია.

ყატარულმა "ალ-დუჰაილმა" პორტუგალიური "პორტიმონენსედან" გადმოიბირა იაპონელი ვინგერი სიოია ნაკაძიმა, ტრანსფერის ფასმა შეადგინა 35 მილიონი. რა კავშირშია ამ ყველაფერთან "პსჟ"? საქმე იმაშია, რომ "ალ-დუჰაილს" ბევრი საერთო აქვს პარიზელებთან, იდეაში "წითელი რაინდები" არიან ფრანგების ფარმ-კლუბი.

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

ორივე გუნდი იმყოფება ყატარის სამეფო ოჯახის საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, ვიღებთ დასკვნას - ნაკაძიმა არ გაჩერდება დიდი ხნით აზიაში, რეალურად ის იყიდა "პსჟ"-მ და "ალ-დუჰაილი" არის მხოლოდ დროებითი მივლინება იაპონელისთვის.

"წითელ რაინდებს" უბრალოდ არ სჭირდებათ ამხელა თანხის გადახდა ერთ ფეხბურთელში, რადგან აზიაში წარმატების მიღწევისთვის საკმარისია მხოლოდ ვადაგასული ვეტერანის დამატებაც. დიდი ალბათობით, ნაკაძიმას უკვე ზაფხულშივე ვიხილავთ საფრანგეთის დედაქალაქში, უფრო დაბალ ფასში ან საერთოდ იჯარით.

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

დიახ, იაპონელი ფაქტიურად დაკარგავს ნახევარ წელს, მაგრამ სამაგიეროდ "პარი სენ-ჟერმენი" თავიდან აიცილებს სერიოზულ პრობლემას. როგორც მივხვდით, "პსჟ"-სა და "ალ-დუჰაილს" ჰყავს ერთი მფლობელი, მაგრამ "წითელი რაინდები" არ შედიან ორგანიზაცია "Qatar Sports Investments"-ში. აქედან გამომდინარე, ნომინალურად, ფრანგებსა და აზიელებს არაფერი აქვთ საერთო.

ამის გარდა, ყატარულ კლუბზე არ ვრცელდება უეფას იურისდიქცია, შესაბამისად, ფინანსური Fair Play არ წარმოადგენს დაბრკოლებას. აღნიშნული სქემა გამოიყურება ეფექტურად, რადგან ევროპული ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალურად არ გააჩნია არავითარი ბერკეტი საჭირო ზომების მისაღებად.

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

ფარმ-კლუბების ექსპლუატირების იდეა სულაც არ არის ახალი მოვლენა თანამედროვე ფეხბურთში. საკმარისია გავიხსენოთ "მანჩესტერ სიტი", რომელსაც მსოფლიოს რამდენიმე წერტილში აქვს შვილობილი კლუბები ("ჟირონა", "ბრედა", "ნიუ იორკი", "მელბურნი", "იოკოჰამა", "ატლეტიკო ტორკე").

ან თუნდაც "ჩელსი", რომელიც ტონობით უშვებს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩვენთვის კარგად ნაცნობ არნემის "ვიტესში", მაგრამ "პსჟ"-ს გარიგება ნამდვილად ახალი სიტყვაა სატრანსფერო მაქინაციების სფეროში, რადგან ჯერ არავის გაუგზავნია გუნდის პოტენციური მომავალი ვარსკვლავი ფარმ-კლუბში, თანაც 35 მილიონად.

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

ეს იგივეა, რომ Fair Play-ს გამო, "სიტის" ტრანზიტულად გაეშვა პირობითი ემერიკ ლაპორტი "ჟირონაში" ან "ჩელსის" კეპა არისაბალაგა "ვიტესში". ახლა კი უშუალოდ ნაკაძიმაზე, ვინ არის ის და ხომ არაა 35 მილიონი გაბუქებული თანხა მის სანაცვლოდ?

ერთი შეხედვით მართლაც ასეა, რადგან იაპონელს ღირებული ჯერ არაფერი გაუკეთებია. სიოია თამაშობდა პორტუგალიის საშუალოზე დაბალი დონის გუნდში და ის ჯერ "პორტოსა" და "ბენფიკასთვისაც" კი არ იყო მომწიფებული.

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 24 წლისთვის ნაკაძიმას არ უასპარეზია არცერთ მსხვილ ტურნირზე, 2016 წლის ოლიმპიადას თუ არ ჩავთვლით. მან გამოტოვა წლევანდელი აზიის თასი ტრავმის გამო და ცნობისთვის, იაპონია სწორედ ყატართან დამარცხდა ფინალში.

35 მილიონად შეფასებული სიოია ჯერჯერობით შორს არის 2010-2012 წლების სინძი კაგავასგანაც კი. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ისმის ლოგიკური კითხვა - რაში სჭირდება "პსჟ"-ს საეჭვო ხარისხის იაპონელი? პარიზელები ხომ სულ სხვა საფეხურზე არიან. პასუხი: აზიური ბაზრის ასათვისებლად.

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

დიახ, აზია არის უმსხვილესი პლატფორმა ფინანსური მოგების ნახვის მხრივ. "პარი სენ-ჟერმენის" კომერციულობის გათვალისწინებით კი მსოფლიოს ყველაზე დიდ კონტინენტზე პოპულარობა, დამატებითი და სერიოზული წყაროა ბიუჯეტის გასაზრდელად.

Fair Play? არა, არ გამიგია - როგორ ატყუებს პსჟ უეფას?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სანჩესი ახალ გუნდს უახლოვდება

როგორც მოგეხსენებათ, ალექსის სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებას აპირებს.

დღეს, 17:19

ერიქსენმა ერთხელ და საბოლოოდ გადაიფიქრა კონტრაქტის გახანგრძლივება

Daily Mail-ის ცნობით, "ტოტენჰემსა" და კრისტიან ერიქსენს შორის ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 17:11

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

"ჩელსის", "არსენალის", "რომასა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა.

დღეს, 16:59

პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზის მშენებლობა იგეგმება [VIDEO]

პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზის მშენებლობა იგეგმება [VIDEO]

დღეს, 16:49

მოდრიჩი: "შემთხვევით მომივიდა"

როგორც მოგეხსენებათ, "სელტა" - "რეალის" შეხვედრაში ლუკა მოდრიჩმა წითელი ბარათი მიიღო.

დღეს, 16:49

კურტუა: "ზიდანს ბეილის იმედი აქვს"

მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ გარეტ ბეილზე ისაუბრა:

დღეს, 16:27

სუარესის დაბრუნების თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის გახსნით შეხვედრაში ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო.

დღეს, 16:16

ბარსელონა შემდეგი კვირისთვის ახალ წინადადებას ამზადებს

Le Parisien-ის ცნობით, "ბარსელონა" ნეიმარს არ ეშვება.

დღეს, 16:00

რონალდუმ ტრავმა მიიღო

ტურინის "იუვენტუსი" ამხანაგურად "ტრიესტინას" გაეჯიბრა.

დღეს, 15:53

ჟეზუსი: "VAR-ი - ნაგავია"

როგორც მოგეხსენებათ, "მან სიტი" - "ტოტენჰემის" შეხვედრაში გაბრიელ ჟეზუსს ბოლო წუთებზე გოლი არ ჩაუთვალეს.

დღეს, 15:38

წარმოუდგენელი სტატისტიკა: 30 დარტყმა 3-ს სანაცვლოდ, ანგარიში კი 2-2

„მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

დღეს, 15:10

ტიბო კურტუას ბრწყინვალე სეივი სელტასთან მატჩის გადამწყვეტ მომენტში [VIDEO]

ლუკა მოდრიჩის გაძევების შემდეგ, „სელტას“ ანგარიშის გატანაბრების შანსი რამდენიმე წამში მიეცა.

დღეს, 15:01

პერესი ბეილს პირადად შეხვდა - შეხვედრის დეტალები ცნობილია

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გუნდში გარეტ ბეილის დარჩენას მხარი დაუჭირა.

დღეს, 14:53

"ალბათ, როდრიზე დაჯარიმების დროს, ვიდეორეფერის ხალხი ყავას მიირთმევდა" - გვარდიოლა

პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრაში ერთ-ერთ საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა.

დღეს, 14:47

აზარის გარეშე, თანაც ბეილით - გამარჯვება სახელად "მოლოდინი სხვა იყო"

მადრიდის "რეალი" თავის გულშემატკივრებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ეიფორიაში ტოვებს.

დღეს, 14:19

ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ორხელისუფლებიანობის დამხობა შეუძლია - ფაქტები

პრემიერ ლიგის სტარტმა აჩვენა, რომ "ტოტენჰემი" "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულისთვის" პირდაპირი კონკურენტია.

დღეს, 12:58

ვან პერსი: "მე და არსენალი რვა წელი დაქორწინებულები ვიყავით, შემდეგ კი ცოლი ჩემგან დაიღალა"

„არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, გუნდიდან წასვლის და „მან.იუნაიტედში“ გადასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 12:43

კაზემირო: "ბეილს სათამაშო დრო აუცილებლად უნდა მიეცეს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ, აღნიშნა, რომ გარეტ ბეილი გუნდში უნდა დარჩეს.

დღეს, 12:34

პოჩეტინო: "მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად რჩება"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა:

დღეს, 11:26

მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" სტუმრად "საუთჰემპტონი" დაამარცხა.

დღეს, 11:15

როდის გააძევეს მოდრიჩი ბოლოს?

როგორც მოგეხსენებათ, "სელტა" - "რეალის" შეხვედრაში მოულოდნელი ფაქტი მოხდა:

დღეს, 10:49

ლუკაკუმ კრიტიკოსებს ფოტოთი უპასუხა

შეგახსენებთ, რომ პრესაში რომელუ ლუკაკუს თაობაზე არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

დღეს, 10:34

დადასტურდა: კავანის ახალი გუნდი ცნობილია

ედინსონ კავანის შემდეგი გუნდი ცნობილი გახდა.

დღეს, 10:22

ხაბიბი: "კონორის ადგილი ციხეშია"

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ ურტყამს კონორ მაკგრეგორი მოხუც კაცს.

დღეს, 10:14

ტიტე: "ნეიმარი პსჟ-ს გადაწყვეტილებას ელოდება"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარზე ისაუბრა:

დღეს, 10:02

რაკიტიჩი თუ ვიდალი? ინტერში გადაწყვეტილება მიიღეს

Sky Sport Italia-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" თვალი დაადგა "ბარსელონას" ორ ნახევარმცველს: ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს.

დღეს, 09:47

მილიკი კონკურენტ გუნდში?

Sky Sport Italia-ს ცნობით, არკადიუშ მილიკს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 09:37

ბაიერნმა სანეს ტრანსფერის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 09:26

მანჩესტერული დერბი სანჩოს ხელში ჩაგდებისთვის 2020 წელს დაიწყება

Daily Mail-ის ცნობით, დორტმუნდის "ბორუსია" უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ჯეიდონ სანჩო 2020 წელს გუნდს დატოვებს.

დღეს, 09:18

სანჩესი ლუკაკუს თანაგუნდელი ისევ გახდება?!

Sky Sport Italia-ს ცნობით, ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 09:11

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10