Goal.Ge

2 ასისტი და ჰეინეკენი - დი მარიასა და ემიუს განახლებული სიძულვილის ისტორია დეტალებში


2 ასისტი და ჰეინეკენი - დი მარიასა და ემიუს განახლებული სიძულვილის ისტორია დეტალებში

2014 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ მანჩესტერის წითელ ნაწილში დაისადგურა ზეიმმა. "ოლდ ტრაფორდზე" გადმობარგდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი და მუნდიალის ფინალისტი - ანხელ დი მარია. "იუნაიტედს" ეს სიამოვნება დაუჯდა კლუბისთვის იმ დროისთვის რეკორდულ 75 მილიონ ევროდ.

"წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები ჩავარდნენ ეიფორიაში, რადგან მათ რაც შეიძლება მალე უნდოდათ დევიდ მოიესთან ერთად გატარებული კოშმარული სეზონის დავიწყება. დი მარიას რანგის ფეხბურთელის გაფორმება კი ითვლებოდა სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯად მწვერვალზე დაბრუნებისკენ.

2 ასისტი და ჰეინეკენი - დი მარიასა და ემიუს განახლებული სიძულვილის ისტორია დეტალებში

"მანკუნიანელები" ვერც ხვდებოდნენ, რომ მომავალში გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებოდა. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "ოცნებების თეატრში" არგენტინელის ეიმედებოდათ, მისთვის ბოძებული 7-ნომრიანი მაისური - ამის ნათელი მტკიცებულებაა.

"ბედნიერი ვარ "მანჩესტერში" გადმოსვლით. რამდენიმე გუნდისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ "იუნაიტედი" ერთადერთი ადგილია, სადაც წავიდოდი მადრიდის "რეალის" შემდეგ. მომწონს ლუი ვან გაალის იდეები და კლუბის ხელმძღვანელების ამბიცია." - დი მარია.

2 ასისტი და ჰეინეკენი - დი მარიასა და ემიუს განახლებული სიძულვილის ისტორია დეტალებში

მოლოდინი იყო უდიდესი, მაგრამ "მანიუმ" ჩააგდო სეზონის სტარტი: მხოლოდ ერთი ქულა 4 ტურში და 4 გოლი "მილტონ კინს დონსისგან" ლიგის თასზე. მოგვიანებით, არგენტინელმა თითქოს დაამტკიცა, რომ ადაპტირების პროცესი წარმატებით დასრულდა.

თავდაპირველად ანხელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ქუინს პარკ რეინჯერსის" განადგურებაში, შემდეგ კი მან გაიტანა ღვთაებრივი სილამაზის გოლი "ლესტერ სიტის" კარში. ცნობისთვის, პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ბურთი.

ზოგადად, "ეშმაკებისთვის" აღნიშნული მატჩი იქცა ერთგვარ კატასტროფად და ქაოსის სიმბოლოდ. "ემიუ" 3:1-ს ამარცხებდა "მელიებს", "მანკუნიანელთა" რიგებში ბრწყინავდა რუნი, ვან პერსი, დი მარია, ფალკაოს შემტევი კვარტეტი, მაგრამ შემდეგ, "ლესტერმა" შეაგდო 4 გოლი და ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ლესტერი-მანჩესტერი 5:3 - პრემიერ ლიგის წლის გოლი დი მარიას შესრულებით



აღარავის ახსოვდა არგენტინელის შედევრი. მთავარი გახდა ის, რომ "მანჩესტერმა" გაუშვა 5 ბურთი ეპლ-ის იმდროინდელი აშკარა აუტსაიდერისგან. ანხელის თამაშის ხარისხი მატჩიდან მატჩამდე ეცემოდა, "ოლდ ტრაფორდზე" ნელნელა ხვდებოდნენ - ეს არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც 7-ნომერს უნდა ატარებდეს.

აღსანიშნავია, რომ უარყოფითი განწყობა მოდიოდა სამხრეთ ამერიკელისგანაც. დი მარია ყველაფრით იყო უკმაყოფილო: ამინდით, საკვებით, მოსაწყენი "იუნაიტედით", ვან გაალის უმაქნისობით, პრემიერ ლიგის მცველების ნეანდერტალური სიხისტით და ა.შ.

2 ასისტი და ჰეინეკენი - დი მარიასა და ემიუს განახლებული სიძულვილის ისტორია დეტალებში

ნისლიან ალბიონზე გადმობარგებიდან რამდენიმე თვეში, ანხელის საჭირო თვისებები მთლიანად გაბათილდა, ანუ ყველაფერი ის, რითაც არგენტინელი დაეხმარა "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. ამით, დი მარიას უიღბლობები არ დამთავრებულა.

სამხრეთ ამერიკელმა მიიღო ტრავმა, რომელიც მას სასტარტოში ადგილის დაკარგვად დაუჯდა. ვან გაალი ანხელის ნაცვლად აყენებდა ჩამოწერილ ეშლი იანგსა და მარად პერსპექტიულ ადნან იანუზაის. ბოლო წვეთი აღმოჩნდა იანვარში მომხდარი ფეხბურთელის სახლის ძარცვა.

2 ასისტი და ჰეინეკენი - დი მარიასა და ემიუს განახლებული სიძულვილის ისტორია დეტალებში

ამ ყველაფრის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ არგენტინელი არ გაჩერდებოდა "აუხდენელი ოცნებების თეატრში" ერთ სეზონზე დიდხანს. გაზაფხულზე ლუიმ კიდევ ერთი შანსი მისცა დი მარიას, ეს მოხდა ინგლისის თასის 1/4 ფინალში, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ, შედეგი: უსახური თამაში, სიმულაცია, მსაჯთან შეკამათება და გაძევება.

დი მარიას ფიასკო არსენალთან



სეზონის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერმა" თავისი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი პირველივე შემხვედრს მიჰყიდა, ანუ "პარი სენ-ჟერმენს". აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დედაქალაქში მოსვლისთანავე, ანხელმა დაიწყო ყოფილი კლუბის უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, რითაც "ეშმაკები" კიდევ უფრო განრისხდნენ.

გავიდა რამდენიმე წელი, არგენტინელისა და "მანიუს" გზა კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, ამჯერად დი მარია მეტოქის როლში აღმოჩნდა. "მანკუნიანელთა" ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდენ ყოფილ 7-იანს, ერთმა ფანმა ანხელს ლუდის ბოთლიც კი ესროლა.

დი მარია ლუდით



ზედმეტი უხეშობისგან თავს არ იკავებდა "ემიუს" კაპიტანი იანგი. სამხრეთ ამერიკელმა ამ ყველაფერს გაუძლო, შეასრულა ორი საგოლე გადაცემა, გააკეთა ლუდის დალევის იმიტირება და თავისი ამჟამინდელი გუნდი მნიშვნელოვნად მიაახლოვა 1/4 ფინალს.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - მანჩესტერი-პსჟ 0:2


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლამპარდის ანტი-რეკორდი - პირველი მწვრთნელი, 2012 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ლონდონის "ჩელსიმ" "ლესტერს" უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:51

მორატას საუკეთესო შედეგი ევროპაში

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ალვარო მორატამ თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა.

დღეს, 03:47

სიმეონე: "ჟოაო ფელიშმა დაგვანახა, თუ რა შეუძლია"

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:44

ტიაგო სილვა: "ნეიმარის არ ყოფნა ჩვენს წაგებასთან არაფერ შუაშია"

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში "პსჟ" "რენთან" სენსაციურად დამარცხდა.

დღეს, 03:35

დანი ალვეში ბრაზილიაშიც დაფრინავს - სადებიუტო გოლი სადებიუტო მატჩში [VIDEO]

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "სან პაულუ" "ჩეარას" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:47

ლამპარდი: "ლესტერთან ფრე უფრო მძიმეა, ვიდრე მანჩესტერთან 4:0 წაგება"

ფრანკ ლამპარდის ხელმძღვანელობით ლონდონის "ჩელსიმ" კვლავ ვერ მოიგო და "ლესტერთან" ფრე ითამაშა.

დღეს, 02:42

დე ბრუინი: "ეს მხოლოდ დასაწყისია"

პრემიერ ლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:38

ზე რობერტო: "კოუტინიო ბაიერნში ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც ლივერპულში იყო"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიელი კოუტინიო იჯარის წესით მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს.

დღეს, 02:35

დავითაშვილი: "რუსულს ვსწავლობ და მალე კითხვებს ამ ენაზე ვუპასუხებ"

რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის "რუბინმა" "არსენალ ტულას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:30

სენსაცია: პსჟ-მ სეზონის პირველი მარცხი განიცადა [VIDEO]

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი "პსჟ" მეორე ტურში "რენს" დაუპირპისპირდა.

დღეს, 02:25

ფელიშის ბრწყინვალე დებიუტი - ატლეტიკომ პირველი მატჩი მოიგო [VIDEO]

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" თანაქალაქელ "ხეტაფეს" დაუპირისპირდა.

დღეს, 02:18

ფელიშის გასაოცარი ეპიზოდი გუშინდელი მატჩიდან [VIDEO]

ლა ლიგის მატჩში "ატლეტიკომ" "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:09

ვაკო გვილიამ ლეგიაში მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ლეგიასა" და "ზაგლემბეს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

გუშინ, 23:25

რეალის უკანასკნელი მცდელობა - რა ბედი ელის პოგბას?

"რეალის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას არ ეშვება.

გუშინ, 23:20

რომელი ფეხბურთელები მოითხოვა პსჟ-მ? - რეალის პასუხი ცნობილია

მოგეხსენებათ, "რეალი" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ ნეიმარისადმი იჩენს ინტერესს.

გუშინ, 23:07

მანჯუკიჩი ბაიერნში? - საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია

"ბაიერნის" ბოსებმა "იუვენტუსის" თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

გუშინ, 22:57

დიდი რეგრესი - რომელ კლუბში სურს გადასვლა როხოს?

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, მარკოს როხოს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.

გუშინ, 22:52

ოფიციალურად: ბალოტელი ახალ კლუბში გადავიდა

ცნობილი იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ახალ კლუბში ოფიციალურად ჩაირიცხა.

გუშინ, 22:32

ბარსელონა კიდევ ერთ ფეხბურთელს უშვებს?

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს.

გუშინ, 21:59

ოფიციალურად: ბაიერნმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

მიუნხენის "ბაიერნმა" მიმდინარე ზაფხულს კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელება დაადასტურა.

გუშინ, 21:55

ცნობილია თანხა, რომელსაც ბაიერნი ბარსელონას გადაუხდის

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო "ბაიერნში" გაანათხოვრა.

გუშინ, 21:50

"ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა", - გრიზმანის ექს-მრჩეველის სკანდალური განცხადება

"ბარსელონას" თავდამსხმელის ექს-მრჩეველი, ერიკ ოლა მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი "ატლეტიკოს" ცუდად მოექცა.

გუშინ, 21:45

ლამპარდის ცუდი სტარტი - ჩელსიმ შინ ლესტერს ვერ მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" "ლესტერი" მიიღო.

გუშინ, 21:29

სტუმარი მომავლიდან? - წინასწარმეტყველება სოლსკიაერზე, რომელიც გამართლდა

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ჯერ კიდევ 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატუსზე გაამახვილეს ყურადღება.

გუშინ, 20:59

იკარდის პრიორიტეტული კლუბი - რა ბედი ელის არგენტინელს?

"ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის სიტუაციაზე ახალი ცნობები ვრცელდება.

გუშინ, 20:51

99%-ით გადაწყდა: ინტერი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მილანის "ინტერი" აქტიურობას აგრძელებს.

გუშინ, 20:44

სარი ემრე ჯანს უშვებს - გერმანელის შეძენა ორ გრანდს სურს

არ არის გამორიცხული, ამ ზაფხულს ემრე ჯანმა "იუვენტუსი" დატოვოს, წერენ იტალიურ პრესაში.

გუშინ, 20:36

"მანჩესტერში გადასვლა შემეძლო", - კევინ-პრინს ბოატენგის ისტორია

კევინ-პრინს ბოატენგმა განაცხადა, რომ 2013 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეეძლო.

გუშინ, 20:31

სუპერ შეთავაზება ინტერს - იკარდი ახალ კლუბს უახლოვდება?

როგორც ჩანს, "ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის "იუვენტუსში" ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.

გუშინ, 19:47

შეთანხმება მიღწეულია - სანჩესი ახალ კლუბში გადადის

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბს მაინც დატოვებს.

გუშინ, 19:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10