ავტორიზაცია

იღბალისა და სწორი მოტივაციის იდეალური ნაზავი - სოლსკიაერის მანჩესტერის არსი

იღბალისა და სწორი მოტივაციის იდეალური ნაზავი - სოლსკიაერის მანჩესტერის არსი
თარიღი 08 Mar 2019, 13:19
სამი კვირის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა "პარი სენ-ჟერმენთან". ბევრს ეგონა, რომ აღნიშნული ფეილის შემდეგ, "წითელი ეშმაკების" იღბლიანი სერია დასრულდებოდა და "ემიუ" კვლავ მე-6 ადგილოსანის სტატუსს დაუბრუნდებოდა.

პროგნოზი არ გამართლდა - "მანკუნიანელებმა" აჯობეს ლონდონის "ჩელსის", შემდეგ კი "ლივერპულის" საჩემპიონო შანსებიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. დღევანდელი "მანიუ" მოვლენაა, გუნდი მოგებას მოგებაზე აცხობს და ეს ყველაფერი ყოველგვარი გლობალური მიზნებისა და ზედმეტი პათოსის გარეშე ხდება.

იღბალისა და სწორი მოტივაციის იდეალური ნაზავი - სოლსკიაერის მანჩესტერის არსი

ულე-გუნარ სოლსკიაერი უკვე 2.5 თვეა, რაც მთავარი მწვრთნელის ამპლუაშია და ამ დროის განმავლობაში "მანჩესტერმა" პრემიერ ლიგაში მხოლოდ ოთხი ქულა დაკარგა. "იუნაიტედი" იბრძვის როგორც შიდა პირველობაზე, ისე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც.

ჟოზე მოურინიოს დროს მსგავს სიუჟეტს ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ახალი დამრიგებლის ხელში "ეშმაკებმა" გაიაზრეს, თუ რას ნიშნავს სწორი მოტივაცია. რით შთააგონა ულემ შეგირდები? "ემიუ" მატჩის წინ სატურნირო ცხრილს, მეტოქის სტატუსსა და პირველი შეხვედრის შედეგს არ უყურებს.

იღბალისა და სწორი მოტივაციის იდეალური ნაზავი - სოლსკიაერის მანჩესტერის არსი

"მანკუნიანელები" უბრალოდ მოედანზე გადიან და თავის საქმეს ასრულებენ. სოლსკიაერი და დანარჩენები ზედმეტი ფიქრებით ტვინს არ იბინძურებენ - მთავარია აწმყო, წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება მომავალს, მის დადგომამდე "მანიუში" არაფერს გეგმავენ.

დიახ, "მანჩესტერი" პრემიერ ლიგის ოქროს მაძიებელი არ არის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე, "იუნაიტედს" შეუძლია შორს გასვლა. როგორი იყო "ეშმაკების" მიდგომა "პსჟ"-სთან განმეორებითი მატჩისთვის? პირველი შეხვედრის დავიწყება, სწრაფი გოლის გატანა და შემდეგ, როგორც გამოვა, ისე.

იღბალისა და სწორი მოტივაციის იდეალური ნაზავი - სოლსკიაერის მანჩესტერის არსი

აღსანიშნავია, რომ სახლში 0:2 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა - "მანიუმ" აბუჩად ეს ფაქტიც აიგდო. "მანკუნიანელებმა" საოცრება მოახდინეს, რომელიც "ბარსელონას" 6:1-ის ექვივალენტურია.

კატალონიურ-პარიზულ დაპირისპირებაში ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო (ლუის სუარესის პენალტი, მსაჯის მიერ დამატებული 5 წუთი და ა.შ.), მაგრამ კითხვის ნიშნების გარეშე არც "ემიუს" ქამბექს ჩაუვლია.

იღბალისა და სწორი მოტივაციის იდეალური ნაზავი - სოლსკიაერის მანჩესტერის არსი

განვიხილოთ სამივე გოლი - ბუფონმა, კიმპემბემ და კერერმა "მანჩესტერს" 8 მარტისთვის საჩუქარი გაუკეთეს. "იუნაიტედის" ყველა გოლი მოწინააღმდეგეების ფეილების წყალობით გავიდა. "ეშმაკებმა" "პსჟ" ტაქტიკურად ვერ დაჯაბნეს, მათ უბრალოდ მეტოქის შეცდომები ეფექტურად გამოიყენეს.

დიახ, მოურინიოს პერიოდში "მანიუ" აღნიშნულისგანაც კი შორს იმყოფებოდა...თუმცა ეს არ არის ასე - გავიხსენოთ განმეორებითი მატჩი ტურინის "იუვენტუსთან". მოკლედ, იღბალი "მანკუნიანელთა" მხარესაა.

იღბალისა და სწორი მოტივაციის იდეალური ნაზავი - სოლსკიაერის მანჩესტერის არსი

სოლსკიაერი ბედის საჩუქარს ეფექტურად იყენებს, არ აქვს მნიშვნელობა რატომ და როგორ, ფაქტია - "ემიუ" 1/4 ფინალშია, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. რაც შეეხებათ პარიზელებს, ფრანგული კლუბი ცოცხალი არსება რომ ყოფილიყო, ოთხშაბათის ღამე ალბათ სუიციდით დასრულდებოდა.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - პსჟ-მანჩესტერი 1:3