» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!


ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

"კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის კარლოს გაწეული შრომის გამო, მაგრამ ამჟამინდელი შედეგები არ შეესაბამება ჩვენს ამბიციებს." - ასე გაუშვა ლონდონის "ჩელსიმ" ანჩელოტი 2011 წლის მაისში.

იტალიელი მწვრთნელი გახდა ერთადერთი დამრიგებელი "არისტოკრატთა" ისტორიაში, რომელმაც გუნდს დუბლი მოაგებინა, მაგრამ ამის მიუხედავად, კარლოს არ აპატიეს ერთი რამ - "მანჩესტერ იუნაიტედთან" საჩემპიონო ბრძოლის წაგება.

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

დიახ, ანჩელოტი "ევერტონთან" მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა რეალურად, მისი ინგლისური კარიერა სწორედ "წითელ ეშმაკებს" შეეწირა. ლივერპულელებთან მატჩამდე ორი კვირით ადრე, "ლურჯებმა" "ემიუსთან" დათმეს ზედიზედ მე-3 შეხვედრა.

მანჩესტერი-ჩელსი 2:1 (საჩემპიონო მატჩი)



სხვაობა "მანკუნიანელებსა" და "პენსიონერებს" შორის 6 ქულამდე იყო გაზრდილი. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "მანიუს" თადარიგში დამატებით ორი თამაში ჰქონდა. ერთი თვით ადრე, "მანჩესტერმა" "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოთიშა.

მანჩესტერი-ჩელსი 2:1 (ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი)



მოკლედ, 2010-2011 წლის სეზონში "იუნაიტედმა" ლონდონელებს სისხლი გაუშრო. არადა ერთი წლით ადრე, "არისტოკრატები" ანჩელოტის ხელში ითვლებოდნენ უკონკურენტო კოლექტივად პრემიერ ლიგაში.

დიახ, საჩემპიონო რბოლა ბოლო ტურამდე მიმდინარეობდა, მაგრამ "ლურჯების" აღმატებულობას სხვებზე მხოლოდ ბრმა თუ ვერ შეამჩნევდა. დროგბამ, ლამპარდმა და დანარჩენებმა 103 გოლი გამოადნეს და ზოგჯერ მეტოქეებს 7-8 ბურთსაც კი უტანდნენ.

ჩელსი-უიგანი 8:0



"პენსიონერები" ეპლ-ის ოქროს სრულიად დამსახურებულად დაეუფლნენ. ამასთან ერთად, "ჩელსიმ" ინგლისის თასსაც გამოჰკრა ხელი. მოკლედ, "სტემფორდ ბრიჯზე" ნამდვილი დღესასწაული სუფევდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ წელში - ზღაპარი დასრულდებოდა.

"მანჩესტერი" დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა ლონდონელთა ჩრდილში. ზაფხულში "იუნაიტედმა" გაიფორმა ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო. აღნიშნულ ტრანსფერს ბრიტანეთში სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ მექსიკელმა თავისი საჭიროება მალევე დაამტკიცა.

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

"აცტეკმა" პირველ მატჩშივე აიღო "ჩელსის" კარი და ზოგადადაც, ჩრდილოეთ ამერიკელმა "ოლდ ტრაფორდზე" საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მასთან ერთად გამოიღვიძა დიმიტარ ბერბატოვმაც. რაც შეეხება უეინ რუნის, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დავიწყებული გოლის გატანის ხელოვნება.

სწორედ აღნიშნულმა 3-მა ფეხბურთელმა გამოიყვანა "ეშმაკები" ლონდონელთა დომინირებიდან. სეზონის დაწყებამდე, ანჩელოტიმ სატრანსფერო ბაზარზე დაუშვა რამდენიმე შეცდომა, რომელიც მოგვიანებით მას სანანებელი გაუხდა.

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

კარლომ უარი თქვა ბალაკზე, დეკუზე, კარვალიოზე, ჯო კოულსა და ბელეტიზე. მათ ნაცვლად "სტემფორდ ბრიჯზე" მოვიდნენ რამირესი, ბენაიუნი და ორი ნოუნეიმი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ "არისტოკრატები" შესუსტებულები იყვნენ წინა სეზონთან შედარებით.

ზამთარში იტალიელმა რომან აბრამოვიჩს გაძლიერება მოსთხოვა. რუსმა ანჩელოტის უყიდა ორი ფეხბურთელი: დავიდ ლუიზი და ფერნანდო ტორესი. ბრაზილიელის შესახებ ეპლ-ში ბევრი არაფერი იცოდნენ, "ელ ნინიოს" ტრანსფერი კი იმ მომენტში ყველაზე სკანდალურად ითვლებოდა.

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

შეიძლება ითქვას, პრემიერ ლიგას ლუიშ ფიგუს ანალოგი გამოუჩნდა. ესპანელის "ლურჯებში" გადასვლას ის ფაქტიც ამძაფრებდა, რომ აღნიშნული ტრანსფერი ითვლებოდა რეკორდულად იმ დროინდელ ინგლისის ჩემპიონატში. ერთი სიტყვით, მოლოდინი ტორესის გარშემო იყო უდიდესი.

სამწუხაროდ, ფერნანდომ ვერ გაამართლა. ესპანელი დიდი ხნის მანძილზე დუმდა, რის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ "ელ ნინიო" შევჩენკო ან კრესპო უფრო იყო, ვიდრე დროგბა. ეს ყველაფერი რუნის, ბერბატოვისა და ჩიჩარიტოს კარიერის საუკეთესო შუალედის ფონზე.

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

ცნობისთვის, მარტში "პენსიონერებმა" დაამარცხეს "მანჩესტერი", მაგრამ მხოლოდ მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებების დახმარებით. ერთი თვის შემდეგ, გამარჯვება უკვე "იუნაიტედმა" იზეიმა და დამტკიცდა, რომ "ეშმაკები" აღემატებოდნენ "ჩელსის".

სწორედ ამ ყველაფერს შეეწირა ანჩელოტი. მოგვიანებით, კარლოს საქმე გააგრძელა სხვა იტალიელმა - ანტონიო კონტემ. მანაც ტრიუმფალურად დაიწყო, მაგრამ მეორე სეზონში აპენინელის მიერ გაწვრთნილი ლონდონელები დაუძლურებულები ჩანდნენ.

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

დღეს, "არისტოკრატებს" თავკაცობს კიდევ ერთი იტალიელი - მაურიციო სარი. რით განსხვავდება ის წინამორბედი თანამემამულეებისგან? იმით, რომ "ნაპოლის" ექს-დამრიგებლის ინგლისური კარიერა ტიტულების მოგების გარეშეც მიექანება უფსკრულისკენ.

სარის "ჩელსი" სეზონის სტარტზე ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. გავიდა რამდენიმე თვე და ლონდონელები უკვე ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა არიან. დღეს, 18 თებერვალს "არისტოკრატები" ასოციაციის თასზე უპირისპირდებიან "მანჩესტერს". არაა გამორიცხული, რომ წაგების შემთხვევაში, მაურიციომ ანჩელოტის ბედი გაიზიაროს.

ანჩელოტის ინგლისური კარიერა მანჩესტერთან მარცხს შეეწირა - სარის დღეს იგივე ელის?!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რამდენს დაზოგავს რეალი ხელფასების დაკლების შედეგად?

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, თანამშრომლებს ხელფასს 10% ან 20%-ით შეუმცირებს.

დღეს, 22:43

ფეხბურთელების ღირებულება დაეცა - დაქვეითებული მესი და ახალი ათეული

Transfermarkt-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება შეამცირა.

დღეს, 21:53

ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით, რეალი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადეს.

დღეს, 21:44

მანე: "უპრობლემოდ მივიღებ იმას, თუ ლივერპული ტიტულის გარეშე დარჩა"

კორონავირუსის პანდემიის გამო, „ლივერპული“ შესაძლოა პრემიერ ლიგის ტიტულის გარეშე დარჩეს, იმ შემთხვევაში, თუ სეზონს მთლიანად გააუქმებენ.

დღეს, 21:04

ბარსელონა ტერ შტეგენის შემცვლელის ძიებას შეუდგა და მთავარი კანდიდატიც შეარჩია

„აიაქსის“ გოლკიპერი, ანდრე ონანა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადაბარგდეს.

დღეს, 21:01

მესის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს, ერთმა შემოთავაზებით უკვე მიმართა

„ბარსელონას“ თავდამსხმელის და კაპიტნის, ლიონელ მესის შეძენა მილანის „ინტერს“ მოუნდა.

დღეს, 20:50

50 საუკეთესო მატჩი ისტორიაში: იტალია 3-2 ბრაზილია [VIDEO]

ესპანურმა გამოცემა Marca-მ საინტერესო რუბრიკა წამოიწყო, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 50 საუკეთესო მატჩს იხსენებს.

დღეს, 20:44

მოურინიომ დანაშაული აღიარა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ხელმძღვანელობის საყვედურს სამართლიან ზომად მიიჩნევს.

დღეს, 20:21

ინგლისის პრემიერ ლიგა ნაადრევად შეწყდება? ხელმძღვანელობის პასუხი გავრცელებულ ჭორებზე

პრემიერ ლიგა სეზონის ნაადრევად დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად ამის შესახებ გაჩენილი ინფორმაციისა.

დღეს, 20:17

ტოტენჰემმა მოურინიოს უსაყვედურა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, შენიშვნა მისცა...

დღეს, 20:09

ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა კალაძესა და გატუზოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 20:04

კვიპროსში გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებენ

"ანორთოსისის" ოფიციალური გვერდი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძის თამაშს იხსენებს.

დღეს, 20:00

ჯერ ტროლები, ახლა ეს! ბართომეუ თანამშრომლებს არ ინდობს

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, არ აპირებს კლუბის იმ თანამშრომლების დანდობას, რომლებიც მხარს მას არ უჭერენ.

დღეს, 19:54

პაოლო მალდინიმაც და მისმა შვილმაც კორონავირუსი დაამარცხეს

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაულო მალდინიმ და მისმა შვილმა, დანიელ მალდინიმ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება მოახერხეს.

დღეს, 19:47

ბათუმის ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაუშვეს [VIDEO]

"დინამო ბათუმის" სტადიონზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და მის გახსნას გაზაფხულის ბოლოს უნდა ველოდოთ.

დღეს, 19:45

ობლაკის დუბლიორის ძიებაში, ატლეტიკომ კანდიდატები შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

დღეს, 18:56

სუარესი ლაუტაროს ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა

"ბარსელონას" თავდამსხმელს "ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან კონკურენციის არ ეშინია.

დღეს, 18:53

პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო ტრანსფერი ESPN-ს ვერსიით

ESPN-მ პრემიერ ლიგის ისტორიაში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერების სია შეადგინა.

დღეს, 18:47

მაურისიო სარის 5 ხელშეუხებელი ფეხბურთელი

"იუვენტუსის" მწვრთნელმა ის ფეხბურთელები შეარჩია, რომლებიც გუნდში აუცილებლად დარჩებიან.

დღეს, 18:38

მიგელ ველოსო: "გაბრაზებული რონალდუს ხილვა სასიამოვნო იყო"

"ვერონას" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, მიგელ ველოსომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:31

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა", - ბარსას ექს-ფეხბურთელი

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, კრისტიან იდალგომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 18:25

იუვენტუსი და ბარსელონა ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

"იუვენტუსი" და "ბარსელონა" ფეხბურთელების გაცვლის შესაძლებლობას განიხილავენ.

დღეს, 18:17

"ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს", - როისმა სანჩოს მომავალზე რჩევა მისცა

"დორტმუნდის" შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი ჯეიდონ სანჩოზე საუბრობს.

დღეს, 18:09

კლოპი: "როცა მანეს პირველად შევხვდი, ახალბედა რეპერს ჰგავდა"

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 18:00

მანჩესტერმა მოლაპარაკებები დაიწყო, ლაციო კოლოსალურ თანხას ითხოვს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 17:34

ბარსელონას კურზავა სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ცნობით, "ბარსელონა" ლეუვენ კურზავას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დღეს, 17:05

ლუის სუარესი საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს

"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 17:02

Sport.es: ბარსელონა კოუტინიოს ყიდის და საბოლოო ფასი დაადო

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს ყიდის.

დღეს, 16:41

გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ხელფასის შემცირებაზე პასუხი აცნობა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კლუბის პირობები მიიღო.

დღეს, 16:35

ხელფასის შემცირება - ლივერპულის ხელმძღვანელების დასაფასებელი ნაბიჯი

"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ საკუთარი ინიციატივით ხელფასი შეიმცირა.

დღეს, 16:27

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10