6 ერის სასწაული დასასრული! ინგლისმა შოტლანდიასთან 31-ქულიანი ჰანდიკაპი გაანიავა და ფრეს ბოლო შეტევაში გამორჩა [VIDEO]
![6 ერის სასწაული დასასრული! ინგლისმა შოტლანდიასთან 31-ქულიანი ჰანდიკაპი გაანიავა და ფრეს ბოლო შეტევაში გამორჩა [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2019-03/1552764318_england_scotland.jpg)
2019 წლის 6 ერი საოცარი თამაშით დასრულდა!
ინგლისის ნაკრები "ტვიკენჰემზე" შოტლანდიას დაუხვდა და ნახევარი საათის შემდეგ ანადგურებდა. "წითელმა ვარდებმა" ამ დროის განმავლობაში ოთხი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაიტანეს, საპასუხოდ კი ქულაც არ მიეღოთ და 31:0-ს იგებდნენ. ალბათ ბევრი გულშემატკივარი ამ დროს იმას ფიქრობდა კიდეც, რომ ინგლისს, შესაზლოა, ტურნირზე სარეკორდო სხვაობით მოეგო, მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა.
პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა კვაჭმა სტიუარ მაკინალიმ პირვეხაზელისთვის შესაშური სისწრაფე გამოავლინა და ერთი შეხედვით პრესტიჟის ლელო დადო, რომელიც რასელმა გარდასახა და ტაიმი 31:7 დასრულდა.
აი მეორე ნახევარში კი რაც შოტლანდიამ შემოგვთავაზა, ნამდვილი სარაგბო სასწაული იყო! 46-ე წუთიდან მოყოლებული, თხუთმეტწუთიან მონაკვეთში "ნარშავებმა" ოთხი ლელო გაიტანეს, რომელთაგან ორი გარდასახეს და ანგარიში 31:31 გახდა.
75-ე წუთზე კი სტუმართა შუამარბმა სემ ჯონსონმა შესანიშნავი გარღვევა, ძელებს შორის ბურთის დამიწებით დაასრულა, ლეიდლოუმ გარდასახვა გაიტანა და გრეგორ თაუნსენდის გუნდი 7 ქულით გავიდა წინ!
შოტლანდია ამ საოცარ და ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ სტუმრები უკვე გაწითლებულ დროში მოედნის ცენტრში დაჯარიმდნენ, საიდანაც ჯორჯ ფორდმა ბურთი აუტში მეტოქის ლელოდან 15-მეტრში გადაიტანა. ინგლისელებმა შეძლეს და მოლით ჯარიმა გამოიმუშავეს, ხეირზე თამამად ითამაშეს და საბოლოოდ სტუმართა თავგანწირული დაცვა გაარღვიეს: ჯორჯ ფორდმა ძელებს შუა დადო ლელო, თავადვე გარდასახა და ეს საოცარი მატჩი, ასეთივე ფინიშით დასრულდა - 38:38.
შოტლანდიამ ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა, ხოლო ინგლისმა მეორეზე. სამაგიეროდ, "სქოთებს" კალკუტას თასი დარჩათ, უძველესი თასი, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის 1886 წლიდან თამაშდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ შოტლანდიას ისტორიული მოგების შანსი ჰქონდათ: მათ უკანასკნელად ინგლისს გასვლაზე 1983 წელს მოუგეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში "ტვიკენჰემზე" პირველად არ წააგეს.
სატურნირო მდგომარეობა