ავტორიზაცია

იგუაინს იუვენტუსში დააბრუნებენ

იგუაინს იუვენტუსში დააბრუნებენ
თარიღი 21 Mar 2019, 01:54
ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ სეზონის ბოლოს "ჩელსი" გონსალო იგუაინს "იუვენტუსში" დააბრუნებს.

31 წლის ფეხბურთელი იჯარით "მილანში" გადავიდა, შემდეგ კი ლონდონურ გუნდში. სეზონის ბოლოს, "არიტოკრატებს" არგენტინელის გამოსყიდვა 40 მილიონ ევროდ შეუძლიათ, თუმცა არ სურთ.

სავარაუდოდ, ივლისში იგუაინი კვლავ "იუვენტუსში" იქნება და ტურინულ გუნდს მისთვის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.