ავტორიზაცია

ნავასი რეალიდან წასვლით დაიმუქრა: "კიდევ ერთ წელს ასე არ გავატარებ"

ნავასი რეალიდან წასვლით დაიმუქრა: "კიდევ ერთ წელს ასე არ გავატარებ"
თარიღი 21 Mar 2019, 02:02
ზედიზედ 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, კეილორ ნავასმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

"რეალმა" ზაფხულში ტიბო კურტუა დაიმატა და 11-ეულში ბელგიელი მეკარე ჩაჯდა.

ნავასმა თქვა, რომ ის მომდევნო სეზონში სკამზე ჯდომას აღარ აპირებს - "რეალმა" ის ან უნდა ათამაშოს ან გუნდიდან წავა.

"რეალთან კონტრაქტი მაქვს და ჩემი სურვილია, რომ აქ ვიყო, თუმცა არ ვაპირებ, რომ კიდევ ერთი წელი გავატარო სათადარიგო სკამზე", - განაცხადა ნავასმა.