მწვრთნელი, რომელმაც ყიფიანის კარიერა დაანგრია - მოგვიანებით მან ევროპას კალაძე წარუდგინა


მწვრთნელი, რომელმაც ყიფიანის კარიერა დაანგრია - მოგვიანებით მან ევროპას კალაძე წარუდგინა

1981 წლის აგვისტო - მადრიდის "ატლეტიკო" ამხანაგურ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებს უპირისპირდებოდა. სსრკ-ში დავით ყიფიანი და ლეონიდ ბურიაკი ერთად, ქომაგმა უკანასკნელად იხილა. უკრაინელმა 1982 წლის მუნდიალის დაწყებამდე ტრავმა მიიღო, ქართველი კი გაურკვეველი მიზეზების გამო განაცხადს მიღმა დარჩა.

დათოს გული იმდენად დასწყდა, რომ მან ამის გამო კარიერაც კი დაასრულა. საბჭოთა ეროვნულ გუნდს იმ დროს კონსტანტინ ბესკოვი წვრთნიდა, მაგრამ ყიფიანის თაობაზე გადაწყვეტილება მას არ მიუღია. საქმეში ჩაერთო უფრო გავლენიანი ვალერი ლობანოვსკი, რომელმაც უშუალოდ მუნდიალის დროს, ბესკოვის ადგილიც მიითვისა.

მწვრთნელი, რომელმაც ყიფიანის კარიერა დაანგრია - მოგვიანებით მან ევროპას კალაძე წარუდგინა

ლობანოვსკი დავითს თავიდანვე არ სწყალობდა. ჯერ კიდევ 1975 წლიდან მოყოლებული, ვალერი ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ქართველი 10-იანი სსრკ-ს ტაქტიკურ მოდელში არ ჯდებოდა. დიახ, დათოს მძიმე ტრავმა ჰქონდა გადატანილი, მაგრამ თბილისის "დინამოში" ის უკვე სრულფასოვნად თამაშობდა.

არსებობს ვერსია - ბესკოვს დამოუკიდებლად რომ მიეღო გადაწყვეტილება, ყიფიანს მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ვიხილავდით, მეტიც, კონსტანტინი დავითს სასტარტოში ადგილსაც კი მოუნახავდა.

მწვრთნელი, რომელმაც ყიფიანის კარიერა დაანგრია - მოგვიანებით მან ევროპას კალაძე წარუდგინა

პოზიციურად, ქართველის კონკურენტი იყო იური გავრილოვი, მაგრამ ბესკოვი არასდროს ეწინააღმდეგებოდა შემადგენლობაში ორი ფანტაზისტის არსებობას. ამაზე მეტყველებს ბრაზილიასთან მატჩიც, რომელშიც კონსტანტინმა გავრილოვს ვიტალი დარასელია შეუწყვილა.

ბრაზილია-სსრკ 2:1



ზოგადად, ფორვარდების უკან განლაგებული ორი კრეატიული ნახევარმცველი - იმდროინდელი ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი იყო. საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე ტოპ-ნაკრები: ბრაზილია (ზიკო/სოკრატესი), საფრანგეთი (პლატინი/ჟირესი), გერმანია (ბრაიტნერი/მაგათი).

აღსანიშნავია, რომ "სელესაოსთან" შეხვედრის შემდეგ, ზევიდან ჩამოვიდა ბრძანება - ბესკოვი ლობანოვსკით ჩანაცვლდა. ამ უკანასკნელმა ყიფიანთან ერთად, დარასელიაც აითვალწუნა. როგორი იყო ვალერის ნაკრები? მოსაწყენი, დაცვითი და ცივი, ისეთი როგორსაც ამერიკელები თავიანთ ფილმებში სსრკ-ს ხატავდნენ.

მწვრთნელი, რომელმაც ყიფიანის კარიერა დაანგრია - მოგვიანებით მან ევროპას კალაძე წარუდგინა

გავიხსენოთ თუნდაც პოლონეთთან მატჩი - საბჭოთა გუნდს სჭირდებოდა მხოლოდ მოგება, ლობანოვსკიმ კი 5 მცველი გამოიყვანა. მსგავსი გაურკვევლობა ერთი წლის შემდეგაც მოხდა, ლისაბონში, პორტუგალიასთან.

ვალერის ხელში "წითლებმა" პოლონეთის დამარცხება ვერ მოახერხეს და მეორე ჯგუფური ეტაპი გადაულახავ ბარიერად აქციეს. სამწუხაროდ, სსრკ-ს გულშემატკივარს ყიფიანი აღარ უნახავს.

მწვრთნელი, რომელმაც ყიფიანის კარიერა დაანგრია - მოგვიანებით მან ევროპას კალაძე წარუდგინა

რაც შეეხება ლობანოვსკის, 90-იანების ბოლოს მისმა სამწვრთნელო კარიერამ ახალი სიცოცხლე შეიძინა, ამჯერად საკლუბო დონეზე, კიევის "დინამოში". ვალერი უკრაინული ფეხბურთის ფლანგმანს 1997-2002 წლებში ედგა სათავეში და ამ დროის მანძილზე "თეთრ-ლურჯებმა" ევროპაში პატარა გადატრიალება მოახდინეს.

7:0 ორი მატჩის ჯამში "ბარსელონასთან". ამის გარდა, დამარცხებული იქნა მადრიდის "რეალი" და ლონდონის "არსენალი". 1998 წელს "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალამდე გააღწია, 1999-ში კი 1/2 ფინალში. კიეველთა შეჩერება მხოლოდ მომავალმა ფინალისტებმა შეძლეს: ტურინის "იუვენტუსმა" და მიუნხენის "ბაიერნმა".

მწვრთნელი, რომელმაც ყიფიანის კარიერა დაანგრია - მოგვიანებით მან ევროპას კალაძე წარუდგინა

უკრაინულ გრანდში ბრწყინავდნენ შევჩენკო, რებროვი, შოვკოვსკი, ლუჟნი და ბევრი სხვა, მათ შორის ქართველებიც - კახა კალაძე და გიორგი დემეტრაძე. ჩვენი თანამემულეების ტალანტი სწორედ ლობანოვსკიმ აღმოაჩინა. კახა "დინამოში" 1998-ში გადავიდა, გიო კი ორი წლის შემდეგ.

ქართული ფეხბურთისთვის გამოსარჩევია 2000 წლის 22 მარტს გამართული შეხვედრა - ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი: კიეველებმა 2:0 დაამარცხეს "ბაიერნი". აღსანიშნავია, რომ ანგარიში კალაძემ გახსნა, მეორე ბურთი კი დემეტრაძემ გაიტანა.

დინამო კიევი-ბაიერნი 2:0 (კალაძის თავური, დემეტრაძის მაკრატელა)



ჩვენი თანამემამულეების დამსახურებით, უკრაინელებმა მიუნხენელებზე რევანშის აღება შეძლეს. ცნობისთვის, გიორგიმ "სანტიაგო ბერნაბეუზეც" გაილაღა - მისი ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ფერნანდო იერომ ჩაჭრა.

რეალი-დინამო კიევი 2:2 (დემეტრაძის გოლი)



ჯამში კახამ ლობანოვსკის თავკაცობით "დინამოში" 3 სეზონი დაჰყო, 104 მატჩში 9 გოლი შეაგდო და მოგვიანებით, ქართული ფეხბურთისთვის რეკორდულ ფასად (16 მილიონად) "მილანამდე" მიაღწია. რა ხდებოდა "როსონერიში", კარგად ვიცით. კალა დიდი "შავ-წითელი" ეპოქის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

რაც შეეხება დემეს, ტრიუმფალური 1.5 წლის შემდეგ (34 შეხვედრა, 24 ბურთი), ის "რეალ სოსიედადში" წავიდა, მაგრამ მისი ევროპული კარიერა არ შედგა. გიორგი მხოლოდ პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიღწეული წარმატებებით შემოიფარგლა.

მწვრთნელი, რომელმაც ყიფიანის კარიერა დაანგრია - მოგვიანებით მან ევროპას კალაძე წარუდგინა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სარისა და აზარს ჩელსიში კონფლიქტი ჰქონდათ, მიზეზი ცნობილია

"ჩელსის" ექს-თავდამსხმელს, ედენ აზარს გასულ სეზონში გუნდის ყოფილ მწვრთნელ მაურისიო სარისთან კონფლიქტი ჰქონდა.

დღეს, 20:34

ყველაზე გავლენიანი აგენტები - ბეილის წარმომადგენელი პირველ ადგილზეა

Forbes-ის ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი აგენტების რეიტინგში პირველი ადგილი ჯონათან ბარნეტმა დაიკავა.

დღეს, 18:42

უმტიტის იანვრისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში სამუელ უმტიტი სხვა ევროპულ გრანდში ვიხილოთ.

დღეს, 18:19

ვიდალს სერია ა-ში მისთვის კარგად ნაცნობი მსურველი გამოუჩნდა

TuttoSport-ის ცნობით, არტურო ვიდალს სერია ა-ში მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 16:31

ვალვერდე კუმანის ბარსელონაში შესაძლო დანიშნვას გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, "ბარსელონას" რონალდ კუმანი ჩაიბარებს:

დღეს, 16:10

მანჯუკიჩი მანჩესტერში მოხვედრისთვის დათმობაზე მიდის

Corriere dello Sport-ის ცნობით, მარიო მანჯუკიჩმა თავისი პირობები შეცვალა.

დღეს, 15:58

დიბალას რეკორდამდე 13 წამი დააკლდა

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალამ მოსკოვის "ლოკომოტივის" კარი 149 წამში ორჯერ აიღო.

დღეს, 15:42

ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა:

დღეს, 15:34

ბარსელონამ უმტიტი კვლავ დაკარგა

"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბის ლაზარეთს კვლავ სამუელ უმტიტი შეემატა.

დღეს, 15:25

ოფიციალურად: ელ კლასიკოს გამართვის თარიღი ცნობილია

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ელ კლასიკოს გამართვის თარიღი ცნობილია.

დღეს, 15:16

ზურაბ ჟვანიას უოსპსის ბრწყინვალე ლელო ლონდონ აირიშის წინააღმდეგ [VIDEO]

"ბზიკების" შესანიშნავი ლელო პრემიერშიპში

დღეს, 14:48

ავსტრალიელი ვარსკვლავი: "ჩეკა ავსტრალიურ რაგბიზე რომ ზრუნავდეს, დიდი ხნის წინ წავიდოდა"

ცნობილმა ავსტრალიელმა მორაგბემ ქუეიდ კუპერმა, "ვოლაბების" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკლ ჩეკა გააკრიტიკა.

დღეს, 14:43

ინგლისმა 2020 წლის ნოემბრის ტესტები დაადასტურა

ინგლისის რაგბის კავშირმა 2020 წლის ნოემბრის ტესტები დაგეგმა.

დღეს, 14:39

უშანგი ჭეიშვილი: "ტოპ 14-ში თამაში ჩემი ოცნება იყო"

"მონპელიეს" ოფიციალური საიტი ახალგაზრდა ქართველ ბურჯ უშანგი ჭეიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს - გთავაზობთ მის ქართულ ვერსიას.

დღეს, 14:38

"შერეული შეგრძნებები მაქვს", - რა არ მოეწონა ტუხელს 5:0 მოგებაში?

„პსჟ-ს“ გერმანელმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, „ბრიუგესთან“ გამარჯვება (5:0) შეაფასა.

დღეს, 13:17

სარი: "იტალიური და ინგლისური ფეხბურთი ერთ დონეზე იმყოფება"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ აღნიშნა, რომ იტალიური და ინგლისური ფეხბურთი ერთ დონეზე იმყოფება.

დღეს, 13:06

მორიგი კანდიდატი შერჩეულია! რეალი კურტუას შემცვლელის ძიებას განაგრძობს

მადრიდის „რეალი“ ტიბო კურტუას შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რომელიც სეზონის დაწყების შემდეგ დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება.

დღეს, 13:01

"მსგავსი რამ არასდროს მითქვამს", - ნისტელროის ცრუ ფრაზა მიაწერეს

გუშინ, 22 ოქტომბერს, მსოფლიო პრესა რუდ ვან ნისტელროის ფრაზას ციტირებდა.

დღეს, 12:55

ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ ხუთეულში შეაღწია

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, „ოლიმპიაკოსთან“ მატჩში დუბლი გაიფორმა.

დღეს, 12:50

მოულოდნელობა! ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, მოურინიო გერმანულ გუნდში ინიშნება

როგორც იცით, ჟოზე მოურინიო გასულ დეკემბერს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.

დღეს, 12:46

არსენალმა რეალს სებალიოსის თაობაზე ოფიციალურად მიმართა - მადრიდელთა პასუხი ცნობილია

ლონდონის „არსენალს“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, დანი სებალიოსის გამოსყიდვა სურდა.

დღეს, 12:41

ნეიმარის "საიუბილეო" გამოტოვება - რამდენი მატჩი გაუცდა ბრაზილიელს პსჟ-ში გადასვლის დღიდან?

„ბრიუგესთან“ გამართული შეხვედრა ნეიმარისთვის გარკვეულწილად საიუბილეო აღმოჩნდა.

დღეს, 12:37

სეზონის აცილება ედენ აზარის შესრულებით [VIDEO]

„გალათასარაისთან“ განვლილ შეხვედრაში, ედენ აზარს „რეალის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლის გატანის იდეალური შანსი ჰქონდა.

დღეს, 12:30

რეალმა მოიგო მოურინიოს დაბრუნების თავიდან ასარიდებლად - ზიზუს გაშვება გადავადდა

მადრიდის "რეალი" ყოველთვის ზეწოლისა და ყურადღების ცენტრში იმყოფება.

დღეს, 11:50

ბონუჩი: "იუვენტუსში ნამდვილი მამაკაცები თამაშობენ"

„იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამარჯვებაზე შეაფასა.

დღეს, 11:14

კლოპი: "მხოლოდ საშინაო მატჩების იმედზე ვერ ვიქნებით"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „გენკთან“ მატჩის წინ თავის გუნდს სერიოზულად მიდგომისკენ მოუწოდა.

დღეს, 11:02

ნოიერი: "პრობლემა ისაა, რომ ყველა მატჩში მოსაგებად 3-3 გოლის გატანა გვჭირდება"

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანი, მანუელ ნოიერი, „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებით (2:3) კმაყოფილი ვერ დარჩა.

დღეს, 10:58

"ექსტრაორდინალური ფეხბურთელია", - გვარდიოლამ თავისი შეგირდი შეაქო

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, „ატალანტას“ კარში ჰეთ-ტრიკის ავტორი, რაჰიმ სტერლინგი შეაქო.

დღეს, 10:19

პსჟ ისტორიულ მიღწევამდე მადრიდის რეალმა არ მიუშვა

როგორც გუშინ გითხარით, „პსჟ-ს“ ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი, ვინც პლეი-ოფის საგზური სამი სათამაშო დღის შემდეგ გაინაღდა.

დღეს, 10:15

ჩემპიონთა ლიგაზე დღის ცენტრალურ მატჩს სან-სირო უმასპინძლებს [ტური 3, დღე 2]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღე პირველზე არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს.

დღეს, 10:09

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10