ავტორიზაცია

ობსესია ბუნებრივია - მამბას მენტალიტეტი [ნაწილი 1]

ობსესია ბუნებრივია - მამბას მენტალიტეტი [ნაწილი 1]
თარიღი 26 Mar 2019, 22:29
1996 წლის 12 ნოემბერს მედისონ სქუარ გარდენში ალან აივერსონმა 35 ქულა მოაგროვა და "ნიქსი" დაამარცხა.

1996 წლის 12 ნოემბერს ჰიუსტონთან მატჩში 5 წუთი ვითამაშე და 2 ქულა ჩავაგდე.

სასტუმროში დაბრუნების შემდეგ, როცა SportsCenter-ზე აივერსონის 35 ქულა დავინახე საშინლად გავცხარდი. ირგვლივ ყველაფერი დავამსხვრიე, მაგიდა, სკამი, ტელევიზორი...

მეგონა ბევრს ვშრომობდი...

5 წუთი. 2 ქულა.

უფრო ბევრი ვარჯიში მჭირდებოდა და დავიწყე კიდეც.

1999 წლის 19 მარტს, ფილადელფიაში ალან აივერსონმა 41 ქულა ჩამიგდო და 10 ასისტიც გააკეთა.

ობსესია ბუნებრივია - მამბას მენტალიტეტი


ვარჯიში საკმარისი არ იყო.

აივერსონი მანიაკალურად შევისწავლე.


ობსესიურად ვკითხულობდი მის შესახებ ნებისმიერ სტატიას თუ წიგნს. ობსესიურად ვუყურებდი ალანის ყველა თამაშს, ობსესიურად ვსწავლობდი მის ყველა წარმატებას და წარუმატებლობას. ობსესიურად ვეძებდი მის სუსტ წერტილებს.

ამ ყველაფერმა სამხრეთ აფრიკის წყლებში მობინადრე დიდ თეთრ ზვიგენებამდე მიმიყვანა. ნადირობისას, მათი წარმატების მთავარი საიდუმლო მოთმინება, დროულობა და პოზიციის სწორი შერჩევაა.

2000 წლის 20 თებერვალს, სიქსერსისა და ლეიკერსის მატჩის ტაიმებს შორის შესვენებაზე ფილ ჯექსონმა აივერსონის აყვანა მთხოვა. არავინ იცოდა რაოდენ დიდი გამოწვევა იყო ეს ჩემთვის.

მინდოდა, მასაც იგივე იმედგაცრუება ეგრძნო.

მინდოდა, ყველასთვის, ვინც 41 და 10-ზე დამცინოდა, ჩემი ძალები დამემტკიცებინა.

ობსესია ბუნებრივია - მამბას მენტალიტეტი


ალანი გამოვიდოდა და საჯაროდ იტყოდა, რომ ორივე უძლიერესი, შეუჩერებელი კალათბურთელები ვართ.

ამის დაჯერება არ მინდოდა.

მე 50 ქულა ჩავაგდე.

შენ - ნული.

აი, რისი მჯეროდა.

როცა ალანის აყვანა დავიწყე 16 ქულა ჰქონდა. თამაში 16-ით დაასრულა.

შურისძიება.

მოგების მერე კმაყოფილი არ ვიყავი, მიკვირდა, რომ ჩემში ასეთი ემოციების გამოწვევა მოახერხა.

ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ყველა მატჩს სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობას შევძენდი და არავის მივცემდი ჩემით მანიპულაციის საშუალებას.

მაგრამ თუ მაინც მოახერხებენ, მათზე ობსესიურად ვინადირებ, ბუნებრივია...