დიდი 10 ტურის წინ: გადამწყვეტი ბრძოლა გადარჩენისთვის და პლეი-ოფისთვის

დიდი 10-ის 2018/2019 წლების რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. პლეი-ოფების დაწყებამდე ორი ტურიღაა დარჩენილი და ჯერჯერობით დანამდვილებით მხოლოდ ერთი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვიცით: "ბათუმი" ჩემპიონატს ლიდერის რანგში დაასრულებს და შესარჩევ ფინალში შინ ითამაშებს. დანარჩენი, ყველა სხვა პოზიცია გასარკვევია და დიდი ალბათობით, ინტრიგა ყველაფერში ბოლო ტურამდე შენარჩუნდება.
29 მარტი
16:00 ლელო სარასენსი - არმაზი
დიდი 10-ის მე-17 ტური "ლელო არენაზე" გაიხსნება, სადაც ადგილობრივი კლუბი "არმაზს" დაუხვდება. ქულებს ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან პლეი-ოფისთვის იბრძვიან და დაშვებული შეცდომა, შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს.
"ლელოში" თაობათა ცვლა მიმდინარეობს, რაც უმტკივნეულოდ არ ხდება. საქართველოს ექვსგზის ჩემპიონმა მიმდინარე სეზონი, გასულ წლებთან შედარებით არასტაბილურად ჩაატარა, რისი უმთავრესი მიზეზიც ალბათ ის გახლავთ, რომ ბოლო ორის სეზონის განმავლობაში, დიდი დიღმის ბინადარს, არაერთ წამყვან მოთამაშესთან მოუწია გამომშვიდობება.
მიუხედავად ამისა, ლევან მაისაშვილის გუნდს პლეი-ოფში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ "ლელო" შინ "არმაზს" მოუგებს, ექვსეულში მოხვედრას რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდებს. მასპინძლებს სოსო მათიაშვილი, მათე დარძულიძე, როლანდ კვაჭაძე და ალექსანდრე ხეცოიძე ტრავმების გამო არ ეყოლებათ, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრებში ერთბაშად შვიდი მოთამაშე ჰყავთ: ვლადიმერ ჩაჩანიძე, ბექა ყორიაული, კობა კოლოტაური, გიორგი მარგალიტაძე, დემურ თაფლაძე და გიორგი ჯღარკავა.
"არმაზმა" სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ირაკლი მაჩხანელის გუნდი შესანიშნავ, სანახაობრივ რაგბს თამაშობდა და პირველი წრე მაღალ პოზიციაზე დაასრულა, თუმცა მეორე ნახევარში თავი მთელმა რიგმა ფაქტორებმა იჩინეს: პირველ რიგში ეს გამოცდილებაზე უნდა ითქვას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლუბს წარმატებულად თამაშის გაგრძელებისთვის ხელი ძალიან შეუშალა ასაკობრივი გუნდების შეკრებებმა. მეორე წრის დაწყებისთანავე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის, ხოლო 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყო მზადება და ორივე ასაკობრივმა ნაკრებმა "არმაზიდან" საკმაოდ ბევრი მორაგბე იხმო, რასაც მოთამაშეების ტრავმირებიც დაემატა და ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი გუნდის შედეგზეც აისახა.
წარუმატებელი მეორე წრის მიუხედავად, მარნეულის სახელით მოთამაშე "არმაზს" პლეი-ოფში მოხვედრის შანსი მაინც აქვს: გამარჯვების შემთხვევაში ისინი "ლელოს" გადაუსწრებენ, თუმცა თუ წააგებენ, შესაძლოა, ბოლო ტურის წინ უმოტივაციოდ დარჩნენ: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ წარუმატებლობასთან ერთად, "ჯიქი" სტუმრად "ლოკომოტივს" მოუგებს.
"არმაზს" დისკვალიფიცირებული ჰყავს მეორეხაზელი ბესო ბარბაქაძე, კვლავ ტრავმირებულია ფულბექი სანდრო სვანიძე, რომელიც სეზონის დაწყების წინ მძიმედ დაშავდა. 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იმყოფებიან: გეგი მურუსიძე, საბა კურატიშვილი, დავით გვიდიანი, იოანე იაშაღაშვილი, მიხეილ ალანია, ლუკა მანტკავა და კოტე მარჯანიშვილი.
გეტყვით, რომ ამ გუნდების პირველი წრის მატჩში, "არმაზმა" შევარდენის ბაზაზე ულელოო მატჩში 15:6 იმარჯვა.
შეხვედრის მთავარი მსაჯი უელსელი მაიკ ინგლიში იქნება, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე არაერთხელ უმსაჯია.
30 მარტი
14:00 ლოკომოტივი - ჯიქი
შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალზე პრინციპული მნიშნელობა აქვს. "ლოკომოტივმა" გასულ ტურში წაგების შემდეგ, მეორე ადგილიც დაკარგა და თუ ამჯერადაც შეცდომა დაუშვა, მაშინ მეორე პოზიციის დაბრუნების შანსი აღარ ექნება.
"რკინიგზელებმა" მიმდინარე სეზონში არაერთი გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს. ამის მიზეზი კი ალბათ ორ ფრონტზე თამაში და მოკლე სათადარიგოთა სკამი გახლავთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, "ლოკომოტივი" "ბათუმთან" ერთად, ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მოახლოებულ მატჩში ზურაბ ძნელაძე დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება, ლაშა გედეხაური, გიორგი შკინინი და გიორგი ტალახაძე ტრავმირებულნი არიან, ხოლო გიორგი გეგიას თამაში საეჭვოა.
"ჯიქმა" პირველი წრე არადამაჯერებლად ჩაატარა და აშკარა იყო, რომ ფრანგი მწვრთნელის ოლივიე შაზოს დანიშვნამ არ გაამართლა. შიდა ქართლელები ფრანგ მწვრთნელს მალევე შეელივნენ და მალევე მდგომარეობაც გამოასწორეს. მათ ორი საგარეო შეხვედრა დარჩათ, ბოლო ტურში აუტსაიდერ "არმიას" შეერკინებიან და სწორედ ამ ორ მატჩში გადაწყდება, შევა თუ არა "ჯიქი" პლეი-ოფში. გორელთა ლაზარეთში ნიკა სამხარაძე და დიმიტრი კალანდაძე იმყოფებიან, ხოლო 20-წლამდელთა შეკრებაზე არიან ლუკა ნიორაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, მიხეილ ჩაჩავა და თეიმურაზ ჭიჭინაძე.
ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება გორში, "ლოკომოტივის" რთული გამარჯვებით 19:16 დასრულდა.
მატჩის მთავარი არბიტრი უელსელი დენ ჯონსი იქნება. ახალგაზრდა მსაჯი, რომელსაც ტესტ-მატჩებში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე უმსაჯია. საკლუბო დონეზე კი ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში პრო 14-ში მსაჯობს.
16:00 ბათუმი - არმია
"ბათუმი" როგორც აღვნიშნეთ, ერთადერთი გუნდია, რომელსაც თავი ქუდში აქვს. ზღვისპირელთა მთავარ მწვრთნელს ირაკლი ნინიძეს შეუძლია, რომ მომდევნო ორ ტურში მოთამაშეები დაასვენოს და გუნდი პლეი-ოფს ახალი, აღდგენილი ძალებით შეხვდეს. ასე რომ, ზღვისპირელებს ამჯერად დანაკლისზე სადარდებელი ნაკლებად აქვთ და შეუძლიათ, მომავალი მატჩებისთვის ნებისმიერი სახის ექსპერიმენტი ჩაატარონ.
ცხრილი ამას თავისთავად ადასტურებს, თუმცა ხაზი ჩვენს უნდა გაუსვათ, რომ "ბათუმი" მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე დაბალანსებული და სტაბილური გუნდი გახლდათ ყველანაირად, ხოლო პლეი-ოფში რა იქნება ამას ერთად ვნახავთ.
მასპინძელთაგან განსხვავებით, ქულები ჰაერივით სჭირდება "არმიას", გუნდს, რომელმაც ბოლო ტურებში საოცარი გარდაქმნა განიცადა. მე-11 ტურის შემდეგ, გუნდს 1 მოგება და 10 წაგება ჰქონდა, თუმცა უშუალო კონკურენტ "ვეფხვებთან" საგარეო მოგების (23:20) შემდეგ, გუნდის საქმეები კარგად წავიდა, ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და შედეგად პატარძეულელებს ქულებით გაუთანაბრდა. იმის მიუხედავად, რომ "არმია" კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება, მათთვის ჯერ არაფერი დასრულებულა, რადგან ამ გუნდმა უკანასკნელ ტურებში ისეთი შედეგი დააფიქსირა, როგორსაც გულშემატკივრის უმრავლესობა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა და ლევან ცაბაძის გუნდი, დიდ ნაწილს პირველ ლიგაში ნაადრევად დაქვეითებული მიაჩნდა. "არმიელებმა" კი პატარა სასწაული შემოგვთავაზეს და გადამწყვეტი ბრძოლებისთვის ემზადებიან.
ლევან ცაბაძეს ბათუმში ტრავმირებული მიხეილ მასხარაშვილის და 20-წლამდელთა ნაკრებში მყოფი ლუკა გელაშვილის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
პირველ წრეში "ბათუმმა" ავჭალაში 13:6 იმარჯვა.
31 მარტი
13:45 ხარები - აკადემია
"ხარები" შესანიშნავ სეზონს ატარებს. გუნდი, რომელიც დიდ 10-ში გასულ სეზონში დაბრუნდა და პირველივე წელს პლეი-ოფში გავიდა, ამჯერად სულაც ჩემპიონობისთვის იბრძვის და გასულ ტურში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა კი, ყველაფერი მათ ხელშია და თუ უახლოეს ორ ტურში სასურველ შედეგს დააფიქსირებენ, პირდაპირ შესარჩევ ფინალში გავლენ, სადაც "ბათუმს" ესტუმრებიან, რომელიც წელს ორჯერვე დაამარცხეს.
მასპინძლები რასაკვირველია უდავო ფავორიტები არიან, თუმცა ტრავმირებული მოთამაშეები მრავლად ჰყავთ: გურამ ქანდაურიშვილი, გიორგი ხაბაშვილი, ზვიად ესართია, გიგა გულორდავა და თორნიკე აქუბარდია. ზურაბ ქავთარაძე კი 20-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული.
"აკადემია" სეზონს ძალიან არასტაბილურად ატარებს. გუნდს ისეთი ძლიერი მეტოქეები ჰყავს დამარცხებული, როგორებიც არიან "ლოკომოტივი" და "ხარები", რომელსაც პირველ წრეში 22:15 სძლია. თუმცა, ლევან ობოლაძის შეგირდებს სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში უჭირს და შედეგად, გუნდის დიდ 10-ში დარჩენის საკითხი დღემდე არ გარკვეულა, ხოლო გასულ ტურში თბილისელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან პატარძეულში პირველი ტაიმის შემდეგ 17:3-ს აგებდნენ და წაგებას მხოლოდ გაწითლებულ დროში გადაურჩნენ - 17:17.
სტუმრებს მესამეხაზელი გიორგი გოგლიძე ჰყავთ დაშავებული, ხოლო უმცროსი ბორჯღალოსნების შერკებაზე გიორგი მიქანაძე და სანდრო მარგიანი იმყოფებიან.
16:00 აია - ვეფხვები
"ვეფხვები" მეორე წრეში გასვლაზე სულ მეორედ ითამაშებენ. მათ მშობლიური პატარძეულის გარდა, ბოლოს სხვა მოედანზე 23 დეკემბერს, რუსთავში ითამაშეს, სადაც "ლოკომოტივს" 32:19 მოუგეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
ქულები ორივე გუნდს სჭირდება. "აია" 38 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და მე-7 პოზიციაზე მყოფ "არმაზს" 5 ქულით უსწრებს, თუმცა ქუთაისელთა მიზანი არა უბრალოდ პლეი-ოფის ზონაში მოხვედრა, არამედ მეოთხე საფეხურზე გასვლაა, რათა პლეი-ოფის პირველ წრეში მეხუთე ადგილოსანს შინ ეთამაშოს.
"აიას" 20-წლამდელთა ნაკრებში მრავლად ჰყავს მოთამაშეები: მესამეხაზელი გიგი ლეშკაშელი, მგეზავი თედო აბჟანდაძე, შუამარბები ლაშა ლომიძე და ირაკლი სიმსივე, ფრთები არჩილ ღონღაძე და ოთარ ძაგნიძე და დავით გობეჯიშვილი, რომელიც როგორც მგეზავად, ასევე ფულბექად თამაშობს. მასპინძელთა რიგებში პოზიტიური სიახლე ის გახლავთ, რომ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი ბრუნდება, რომელიც ტრავმირებული იყო.
"ვეფხვებმა" სადებიუტო სეზონში ბევრი ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზეს, ლამაზი ლელოები გაიტანეს და არაერთი კარგი თამაში გვაჩუქეს. გუნდი სათამაშო სტილითაც გამოირჩევა და უპირატესობას გაშლილ თამაშს ანიჭებს, რაც დიდ 10-ში ხშირად ნამდვილად არ ხდება. მიუხედავად ამისა, კახური კლუბი რეალურად ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. გასულ ტურში ისინი წარმატებასთან ძალზე ახლოს იყვნენ და ტაიმი უშუალო კონკურენტ "აკადემიას" 17:3 მოუგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ქარი მათთვის არახელსაყრელი მიმართულებით ქროდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა და 14-ქულიანი უპირატესობა გააბათილა. დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმა გაწითლებული დროის მეხუთე წუთზე გაიტანა და შეხვედრა ფრედ 17:17 დასრულდა, რაც ხელს სტუმრებს აძლევდა.
კახელები კვლავ მე-9 ადგილზე დარჩნენ, თუმცა ქულებით "არმიაზე" წინ აღარ არიან და თანაც წინ ორი ძალიან რთული შეხვედრა დარჩათ: ჯერ ეს მატჩი ქუთაისში და შემდეგ შინ მეორეადგილოსან "ხარებთან", რომელსაც თავის მხრივ მოგება ძალიან სჭირდება. მოკლედ, "ვეფხვები" ნამდვილად ვეფხვებად უნდა იქცნენ და ბრჭყალებით ჩაებღაუჭონ საკუთარ შანსს.
ზვიად ცუხიშვილის და ზურაბ ამონაშვილის გუნდი მომავალ ტურს სრული შემადგენლობით ხვდება. ტრავმირებულები არ არიან და სასიამოვნო სიახლე ის გახლავთ, რომ ბრუნდება "ბორჯღალოსანი" მურაზ გიორგაძე.
პირველ წრეში, დრამატულ ბრძოლაში "აიამ" 22:27 იმარჯვა და ეს იყო დიდი 10-ის პირველი შეხვედრა, რომელსაც პატარძეულმა უმასპინძლა.
სატურნირო მდგომარეობა

სტატისტიკა
საუკეთესო მექულეები (დამრტყმელები)
მამუკა ნინიძე (ბათუმი) -161
ბახვა კობახიძე (არმია) - 142
რეზი ჯინჭველაშვილი (არმაზი) - 131
ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 129
მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი) - 101
საუკეთესო მელელოვეები
დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი) - 9
აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი) - 8
გიორგი აბრამიძე (აია), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), საბა ილურიძე (აკადემია) - 7
ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი) - 6
ფოტო: მარიამ გაგნიძე