Goal.Ge

მოურინიოს შეგირდი - როგორ გახდა რამოსი საძულველი მწვრთნელის ხელში საუკეთესო?


მოურინიოს შეგირდი - როგორ გახდა რამოსი საძულველი მწვრთნელის ხელში საუკეთესო?

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამსტერდამის "აიაქსთან" ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო. ესპანელმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას შემდეგ ეტაპზე თამაში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე სურდა.

რამოსი 1/4 ფინალს ვერ მოესწრო, ისევე როგორც მთლიანი "სამეფო კლუბი". რატომ და როგორ - ყველამ კარგად ვიცით. სერხიო გახდა დაცინვის ობიექტი. "ბლანკოსის" ჰეიტერები "გალაქტიკოსთა" გამოვარდნაზე მეტად, კაპიტნის გახანგრძლივებულ დისკვალიფიკაციას ზეიმობდნენ, მაგრამ ესპანელს ბოროტი ენა უკვე დიდი ხანია ვერაფერს აკლებს.

მოურინიოს შეგირდი - როგორ გახდა რამოსი საძულველი მწვრთნელის ხელში საუკეთესო?

"თეთრების" კაპიტანმა სიძულვილის მიმართ იმუნიტეტი ჟოზე მოურინიოსგან გამოიმუშავა. სწორედ იმ მწვრთნელისგან, რომელიც დღეს რამოსს გულზე არ ეხატება. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სერხიომ პორტუგალიელის დაკვეთით, "აიაქსთან" მატჩში ყვითელი ბარათებით ზუსტად იგივე ხრიკი განახორციელა.

"განსაკუთრებულმა" ასწავლა თავის შეგირდს, თუ რას ნიშნავს თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა. მოგვიანებით, ესპანელს ეს თვისებები ძალიან დაეხმარა. დროთა განმავლობაში "რეალის" კაპიტანი კლუბის სიმბოლოდ და ტიტულების მთავარ კოლექციონერად იქცა.

მოურინიოს შეგირდი - როგორ გახდა რამოსი საძულველი მწვრთნელის ხელში საუკეთესო?

მან მადრიდში ყველაფერი გამოიარა - "გალაქტიკოსთა" პირველი ვერსია და მისი დაცემა, ფლორენტინო პერესის წასვლა და დაბრუნება, ლეგენდების გაგდება, კრიშტიანუ რონალდუს ეპოქა, დამრიგებელთა და ფეხბურთელთა დანგრეული კარიერები, ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო ფენომენი და მორიგი დაღმასვლა.

"სამეფო კლუბში" ვნებები მუდამ დუღს - რამოსი ამ ყველაფერს უძლებს და შეტევებს თავდაჯერებულად იგერიებს. სერხიოსა და "ბლანკოსის" გზა ჯერ კიდევ ტრანსფერამდე გადაიყარა. მაშინ, როდესაც 19-წლის მოზარდმა 25 მეტრიდან "თეთრებს" ბექჰემის ან კარლოსის სტილში ულამაზესი ჯარიმა გაუტანა.

რამოსის ულამაზესი ჯარიმა რეალის კარში



ზაფხულში პერესი "სევილიაში" ჩავიდა და მომავალი ვარსკვლავი თან წაიყვანა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ანდალუსიელი მარჯვენა მცველი "რეალის" კაპიტანი და ლიდერი გახდებოდა.

ესპანელის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ისევ და ისევ მოურინიოს მიუძღვის. პიროვნული თვისებების გარდა, ჟოზემ რამოსს ახალი ფუნქცია მოედანზეც შემატა. პორტუგალიელის ინიციატივით, სერხიომ მარჯვნიდან ცენტრში გადაინაცვლა და პეპესთან ერთად, თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური ტანდემი შექმნა.

მოურინიოს შეგირდი - როგორ გახდა რამოსი საძულველი მწვრთნელის ხელში საუკეთესო?

"ბარსელონაზე" გამწარებული მადრიდელები მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდნენ. მოუს ბანდაში ყველაზე მონდომებული სწორედ "სამეფო კლუბის" ამჟამინდელი კაპიტანი იყო.

ესპანელი შეიყვარა "სანტიაგო ბერნაბეუზე" დამსწრე პუბლიკამ, მაგრამ შეიძულა სხვა ყველა დანარჩენმა. მიზეზი - ცბიერება, ქედმაღლობა, თავდაჯერებულობა და სიხისტე, ანუ ყველაფერი ის, რაც რამოსს მოურინიოსგან ერგო.

მოურინიოს შეგირდი - როგორ გახდა რამოსი საძულველი მწვრთნელის ხელში საუკეთესო?

სერხიოს დასცინოდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" გაფუჭებული პენალტის გამო. ორი თვის შემდეგ, ესპანელმა, ამჯერად უკვე ევროპის ჩემპიონატზე, პანენკას სტილში ეფექტური 11-მეტრიანი შეასრულა.

გავიდა ორი წელი და რამოსმა გერმანელებს "ალიანს არენაზე" სამაგიერო გადაუხადა - დუბლი მანუელ ნოიერის კარში და "ბლანკოსისთვის" ნანატრი ფინალი, პირველად 2002 წლის შემდეგ. რა მოხდა ფინალში, კარგად გვახსოვს. 94 - "გალაქტიკოსთა" ქომაგებისთვის საყვარელ რიცხვად იქცა.

რამოსის თავური ატლეტიკოს კარში 94-ე წუთზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში



ლა დეციმას "თეთრებმა" კიდევ სამი ჩემპიონთა ლიგის თასი დაუმატეს და ისტორიაში შევიდნენ. სერხიოს გარეშე მადრიდული ზღაპარი წარმოუდგენელი იქნებოდა. დღეს, კაპიტანი არის ის ფეხბურთელი, რომელიც კრიზისიდან ამოსასვლელად ყველაზე მეტს ცდილობს.

რამოსს პერესთან დაპირისპირების არ ერიდება. მათი კონფლიქტის შესახებ მთელმა საფეხბურთო სამყარომ გაიგო, მაგრამ სერხიოს ეს არ ადარდებს - მისთვის მთავარი კლუბის ღირსების დაცვაა, შესაძლოა "რეალიდან" წასვლის ფასადაც კი.

მოურინიოს შეგირდი - როგორ გახდა რამოსი საძულველი მწვრთნელის ხელში საუკეთესო?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოთარ გიორგაძის ლელო, სიმბოლური და ერთი ნაბიჯი ტოპ 14-ის საგზურამდე [VIDEO]

ოთარ გიორგაძის ლელო, სიმბოლური და ერთი ნაბიჯი ტოპ 14-ის საგზურამდე [VIDEO]

დღეს, 02:05

ლეგენდარულმა ჯორჯ სმიტმა კარიერა დაასრულა [VIDEO]

ლეგენდარულმა ჯორჯ სმიტმა კარიერა დაასრულა [VIDEO]

დღეს, 01:37

ეროვნული ლიგა - მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 01:02

ლაკაზეტი: "კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობ"

ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, თავისი ამჟამინდელი სათამაშო ფორმა შეაფასა.

დღეს, 00:47

რიბერი: "ჰიონესი ატირდა? მაშინ შეეძლო კიდევ ერთი წელი მოეცა"

მიუნხენური კლუბის ლეგენდარული ფრანგი ვინგერი, ფრანკ რიბერი, ბუნდესლიგაში თავის ბოლო გატანილ გოლზე ული ჰიონესის ემოციურ რეაქციას გამოეხმაურა.

დღეს, 00:44

მალდინიმ იდეალური მოთამაშის პროტოტიპი შექმნა

ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებისგან "იდეალური ფეხბურთელის" პროტოტიპი შექმნა.

დღეს, 00:43

კასილასის მეუღლემ განაცხადა, რომ სიმსივნე აქვს

იკერ კასილასის, მეუღლემ, ესპანელმა ჟურნალისტმა, სარა კარბონერომ, სოციალურ ქსელში განცადება გააკეთა.

დღეს, 00:31

ლა ლიგის პრეზიდენტი: "სიტი და პსჟ ევროპულ ფეხბურთს ანადგურებენ"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, ევროპულ ფეხბურთზე "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ-ს" გავლენა შეაფასა.

დღეს, 00:22

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ივნისის სანაკრებო მატჩებისთვის მოთამაშეები გამოიძახა.

დღეს, 00:15

Bild: ბაიერნის პრეზიდენტი გერმანულ დუეტზე ოცნებობს

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ზაფხულისთვის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე დაისახა.

დღეს, 00:06

"ათამაშეთ ლენო!" - არსენალის ფანები ჩეხს ვერ ენდობიან

ლონდონის "არსენალის" გულშემატკივრები ევროპა ლიგის ფინალში ბერნდ ლენოს ძირითადში დაყენებას ითხოვენ.

დღეს, 00:04

ჩელსიმ პულიშიჩი წარადგინა

ლონდონის "ჩელსიმ" ახალი სეზონისთვის ერთადერთი ახალწვეული დღეს ოფიციალურად წარადგინა.

გუშინ, 23:51

სკალონიმ იკარდის განაცხადს მიღმა დატოვება განმარტა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მაურო იკარდის გუნდს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:48

კომპანი გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდა ვენსენ კომპანი "ქალაქელების" მაისურით გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავს.

გუშინ, 23:45

იუვენტუსმა ახალი სეზონისთვის კიდევ ერთი მოთამაშე გაიფორმა

აარონ რემზის შემდეგ ტურინის "იუვენტუსმა" ზაფხულის კიდევ ერთი ტრანსფერი შეათანხმა.

გუშინ, 23:40

პეტერ ჩეხი ჩელსიში დაბრუნდება

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული გოლკიპერი, პეტერ ჩეხი, ყოფილ კლუბს ახალი სეზონიდან დაუბრუნდება.

გუშინ, 23:24

ორივე ძმა ნაკრებშია - ბელგიის ნაკრების განაცხადი ცნობილია

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის განაცხადი წარადგინა.

გუშინ, 23:17

ლა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ყველაზე ცუდი თერთმეტეული

ავტორიტეტულმა გამოცემა MARCA-მ ესპანეთის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონის ყველაზე ცუდი გუნდი გამოაქვეყნა.

გუშინ, 23:09

პსჟ ბორუსიას მცველს იმატებს

დორტმუნდის "ბორუსიას" უნივერსალური მცველი, აბდუ დიალო, "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

გუშინ, 23:09

კონტემ ჩელსის სასამართლო დავა მოუგო

ლონდონის "ჩელსისა" და ანტონიო კონტეს სასამართლო პროცესი იტალიელი სპეციალისტის გამარჯვებით დასრულდა.

გუშინ, 23:06

დეშამმა გრიზმანისა და პოგბას მომავალზე განცხადება გააკეთა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტუან გრიზმანისა და პოლ პოგბას მომავალზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 23:03

აგენტი: "ტომასი პოგბაზე უკეთესია"

მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური ნახევარმცველის, ტომას პარტეის, აგენტმა თავისი კლიენტის შესაძლებლობები საკმაოდ სერიოზულად შეაფასა.

გუშინ, 22:59

"მომდევნო სეზონში რეალის ფეხბურთელი ვიქნები", - ვარანმა ჭორებს წერტილი დაუსვა

მადრიდის "რეალის" ფრანგმა მცველმა საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:25

ბეილი: "ფეხბურთელები - გარკვეული ტიპის რობოტები ვართ"

მადრიდის "რეალის" შემტევმა, გარეტ ბეილმა, აღნიშნა, რომ ფეხბურთელები თავიანთ ცხოვრებას ვერ მართავენ.

გუშინ, 21:10

კვლავ იკარდის გარეშე - არგენტინის ნაკრების განაცხადი კოპა ამერიკასთვის

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, 2019 წლის კოპა ამერიკასთვის განცახადი დაასახელა.

გუშინ, 20:56

რა ხდება ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე? ახალი დეტალები გამოიკვეთა

"რეალისა" და "აინტრახტის" მოლაპარაკებების ახალი დეტალები გაირკვა.

გუშინ, 20:49

"ეს კარგი იქნებოდა", - დე ლიგტის მინიშნება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით

"აიაქსის" მცველი, მატეის დე ლიგტი ძალიან საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:18

არსენალის შემადგენლობაში დიდი ცვლილებები იგეგმება - GOAL.COM

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები შესაძლოა მოხდეს ზაფხულში "არსენალში".

გუშინ, 20:13

პსჟ-მ ზაფხულის პირველი ტრანსფერი პრაქტიკულად შეათანხმა - AS

როგორც გავლენიანი გამოცემა AS წერს, ცნობილია, თუ რამდენი დაუჯდება "პსჟ"-ს ეს ტრანსფერი.

გუშინ, 20:06

ვინ შეცვლის ალეგრის? - 2 ფავორიტი გამოკვეთილია

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ტურინულმა გრანდმა მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა.

გუშინ, 20:03

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10