Goal.Ge

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა


მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

ზინედინ ზიდანი კვლავ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელია. დაბრუნება ისეთივე ეფექტური გამოდგა, როგორც წასვლა კიევური ფინალის შემდეგ. მართალია, დისპოზიცია შეიცვალა:

ზიზუმ დაუმარცხებელი "ბლანკოსი" დატოვა, ქამბექის მომენტში კი "სამეფო კლუბი" ლუზერის როლში აღმოჩნდა, რომელმაც ერთ კვირაში ყველაფერი დაკარგა. ზიდანის დანიშნვა არის უშუალოდ ფრანგის გამარჯვება და არა ფლორენტინო პერესის.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

საიდუმლო არ არის, რომ მესამე ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ზიზუს სრულფასოვნად თავის გემოზე სურდა გუნდის გადაწყობა. ზინედინი სატრანსფერო საკითხების მოგვარებას დამოუკიდებლად გეგმავდა, მაგრამ "გალაქტიკოსთა" პრეზიდენტი ზიდანის მონოპოლიის წინააღმდეგი აღმოჩნდა.

ზიზუ სწორედ ამიტომ წავიდა. 10 თვის შემდეგ, ფლო იძულებული გახდა, რომ მას ფრანგის ძველი პირობები მიეღო, რადგან "თეთრების" გადარჩენის საკითხი ყველანაირ პრინციპებზე მაღლა დადგა.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

ახლა ზინედინის საქმიანობაში აღარავინ ჩაერევა. პერესი ბიუჯეტის გამოყოფაზე უკვე მუშაობს და თანხა, "რეალის" სტილში - ასტრონომიული იქნება. ვნახოთ, როგორ ჩაერთვება ზიდანი ძველ თამაშში ახალი წესებით. არსებობს კითხვა: რატომ ბრუნდება ზიზუ ახლა და არა ზაფხულში?

ფრანგზე გიჟური მოთხოვნაა. ჟურნალისტებს ის ყოველდღე გადაყავდათ ლონდონის "ჩელსისა" და ტურინის "იუვენტუსში". გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზინედინმა "ბებერ ქალბატონთან" მოლაპარაკებების გამართვაც მოასწრო.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

ფლორენტინო აანალიზებდა, რომ მას ზიდანის მოთაფლვის პროცესი უნდა დაეჩქარებინა. ამის გარდა, სეზონის დარჩენილი ნაწილი ტესტ-დრაივის ფორმატში ჩაივლის.

ტიტულებისთვის ბრძოლა დასრულებულია. ზიზუ უბრალოდ მშვიდად მოამზადებს მადრიდს შემდეგი წლისთვის, ისე რომ პარალელურად ახალ გეგმასაც დასახავს. "სამეფო კლუბში" აუცილებელია დაძაბულობის განმუხტვა და კონფლიქტური ბანაკების ერთ ლეგიონად გაერთიანება.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

ამის გარდა, გადასაწყვეტია, თუ ვინ დარჩება, წავა და მოვა. ერთი სიტყვით, ფრანგი "ბლანკოსში" რიგით უკვე მეექვსე თანამდებობაზე დაინიშნა. ასეთი იყო "გალაქტიკოსებში" ზინედინის კარიერული კიბე: ფეხბურთელი, მრჩეველი, სპორტული დირექტორი, თანაშემწე, მწვრთნელი და ახლა, სრულფასოვანი მენეჯერი.

პერესს ზიდანსა და მოურინიოს შორის უნდა აერჩია. ჟოზე უფრო გამოცდილია და მენეჯმენტის მხრივ მას ზიზუზე მეტიც გაეგება, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში პორტუგალიელმა ავტორიტეტი დაკარგა.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

მოუს ფილოსოფია დაძველდა და ამის გარდა, "თეთრების" ლიდერები, სერხიო რამოსის მეთაურობით, მისი დანიშნვის წინააღმდეგნი იყვნენ. ახალი განხეთქილება კი საბოლოო კატასტროფის მომასწავებელი იქნებოდა. რაც შეეხება ფრანგს, "რეალში" ის ფენომენია, ხელშეუხებელი ავტორიტეტი და მეფე.

ფლორენტინომ ზინედინის დაბრუნებით, მტრულად განწყობილი პუბლიკის გული კიდევ ერთხელ მოიგო. ახლა კი უშუალოდ ზიდანის მოღვაწეობის შესახებ, რა რეფორმების ჩატარებას აპირებს ძველი/ახალი მწვრთნელი?

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

ესპანეთში ვარაუდობენ, რომ ზიზუს პირველი გადაწყვეტილება გარეტ ბეილის გაშვება იქნება. კიევური ფინალის შემდეგ, ფრანგი რომ დარჩენილიყო - უელსელი პირობით "ტოტენჰემში" ზაფხულშივე აღმოჩნდებოდა. ბრიტანელზე ხელი ყველამ ჩაიქნია, ზინედინი კი მას ჯერ კიდევ შარშანდელი სეზონიდან არ ენდობოდა.

საეჭვოა, რომ "ლივერპულთან" გაელვების შემდეგ, ზიდანს ბეილის თაობაზე აზრი შეცვლოდა. ერთი სიტყვით, გარეტი სასწრაფოდ გასაყიდია, იქამდე, სანამ მისი ფასი კიდევ არ დაეცა.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

ვინ იქნება სატრანსფერო ბაზარზე პრიორიტეტული? პერესი მბაპესა და ნეიმარის შესახებ საუბრობს, მაგრამ ზიზუს ედენ აზარი უნდა, თანაც უკვე დიდი ხანია. იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდის საჭესთან ახლა არის ფრანგი და არა ფლო, "სამეფო კლუბის" მთავარი სამიზნე ბელგიელი იქნება და არა "პსჟ"-ს სელებრითები.

არსებობს პრობლემა - "ჩელსის" ერთ-წლიანი ბანი. ლონდონელები ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელებს ვერ შეიძენენ, აქედან გამომდინარე, გუნდის ლიდერის გაშვება შემცვლელის ყიდვის გარეშე, "არისტოკრატთა" სტატუსის დაქვეითების ტოლფასი იქნება.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

"ლურჯებს" ოთხეულში მოხვედრაც კი გაუხდებათ საოცნებო, ჩემპიონობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არის მეორე გარემოებაც - ახალი სისხლის გარეშე "პენსიონერებს" მაინც ძალიან გაუჭირდებათ. ამით, აზარის წასვლის ალბათობა იზრდება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს პერესის 200+ მილიონი.

იმის გათვალისწინებით, რომ ბეილი წავა და კრიშტიანუ რონალდუს მემკვიდრე "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯერ კიდევ არ არის, "ბლანკოსს" ორი მეგა-ფეხბურთელი სჭირდება და არა ერთი. ამ შემთხვევაში "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავები ზინედინის შორტ-ლისტში მაინც ჩნდებიან.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

ზიდანის გარშემო კითხვები კიდევ არის - ტიბო კურტუა თუ ზიზუს ფავორიტი კეილორ ნავასი? ცნობილი ფაქტია, რომ ფრანგი არასდროს ფიქრობდა მეკარის შეცვლაზე. სხვა: პერსპექტიული სერხიო რეგილონი თუ კარგად ნაცნობი მარსელო?

ბრაზილიელი კარიერის ყველაზე უსახურ სეზონს ატარებს, ესპანელი კი პირიქით, წლევანდელ "გალაქტიკოსთა" უიშვიათესი ნათელი წერტილია. ლოპეტეგისა და სოლარის ხელში ყველა ჩაქრა, როგორც ძველი გვარდია: რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ისკო, ისე ახალი თაობაც: ვარანი, ასენსიო, ვასკესი, მარიანო და ა.შ.

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

არ უნდა დაგვავიწყდეს კარიმ ბენზემაც. ზიზუ თავის სამწვრთნელო პრაქტიკაში საუკეთესო ბენზსს იხილავს, ყოველ შემთხვევაში სეზონის ბოლომდე, იქამდე სანამ "თეთრები" ახალი ვარსკვლავებით არ შეივსებიან. მოკლედ, ზიდანს ბევრი სამუშაო აქვს, "რეალში" კი ცვლილებების დრო, როგორც იქნა დადგა!

მეფის დაბრუნება - ზიდანის მომავალი გეგმებისა და რეფორმების დეტალური განხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ეროვნული ლიგა - მე-15 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მოასპარეზე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.

დღეს, 15:28

იუვენტუსში დიბალას მომავალს ფარდა ახადეს

აქამდე არსებული ცნობით, ზაფხულში პაულო დიბალამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს.

დღეს, 15:21

სერია ა-ს სეზონის სიმბოლური გუნდი Opta-ს ვერსიით - რონალდუს გარეშე

Opta-მ იტალიის სერია ა-ს გასული გათამაშების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

დღეს, 14:56

იტალიაში 14 წლის ფეხბურთელმა 22 წლის მსაჯი გოგონას წინ შორტი ჩაიხადა [ფოტოები]

იტალიის ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში უადგილო ფაქტი დაფიქსირდა.

დღეს, 14:15

"ეს ტრანსფერი განხორციელდება", - მათეუსმა ბაიერნის რეკორდული გარიგება დაანონსა

"ბაიერნის" ლეგენდა, ლოთარ მათეუსი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:00

იკარდის მეუღლე: "მაუროს შეცდომა? ასეთები მათ მოსდით, ვისაც კვერცხები აქვს"

"ინტერის" თავდამსხმელის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 13:22

ჩელსი ევროპა ლიგის ფინალს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"არსენალთან" გასამართი ევროპა ლიგის ფინალის წინ, "ჩელსის" ბანაკში ცუდი სიახლეა.

დღეს, 13:16

მანჩესტერ სიტის მფლობელის ნახევარძმა პრემიერ ლიგის კლუბს ყიდულობს

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, შეიხები პრემიერ ლიგის კლუბების "დაპყრობას" განაგრძობენ.

დღეს, 13:11

რას ითხოვს ნეიმარი რეალისგან? - საინტერესო დეტალები

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის, ნეიმარის შეძენა სურს.

დღეს, 13:01

მანჩესტერ სიტიმ დავიდ სილვას შემცვლელი იპოვნა

არ არის გამორიცხული, ზაფხულში დავიდ სილვამ "მანჩესტერ სიტი" დატოვოს.

დღეს, 12:54

ინტერი კონტეს რამდენიმე დღეში დაადასტურებს - მისი ხელფასი ცნობილია

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელის "ინტერში" დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია.

დღეს, 11:27

"ბარსელონასთან იმ მარცხის გამო, უძილობის სენი შემეყარა", - კავანიმ 6:1 გაიხსენა

ურუგვაელმა ფორვარდმა "კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება გაიხსენა, რომელიც "პსჟ-მ" 6:1 წააგო.

დღეს, 11:23

კავანი: "ნეიმარს ვუთხარი, რომ აქ პენალტებს მე ვასრულებ, დამნაშავე ემერი იყო"

"პსჟ-ს" ურუგვაელმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ, ნეიმართან უთანხმოება გაიხსენა.

დღეს, 11:09

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსში ჩაერთვება

ქართველი ჩოგბურთელი წლის მეორე გრენდ სლემზე ასპარეზობას დღეს დაიწყებს.

დღეს, 11:02

ინტერნეტ-ჰაკერებმა პსჟ-ს და ბოკა ხუნიორსს დიდი თანხა მოპარეს

ლეანდრო პარედესის "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ...

დღეს, 10:57

"მიყვარხართ", - რიბერი სიტყვით გამოსვლის დროს ატირდა [VIDEO]

ფრანკ რიბერიმ "ბაიერნის" საჩემპიონო პარადზე ცრემლები ვერ შეიკავა.

დღეს, 10:52

დე როსი რომას ქომაგებს დაემშვიდობა [VIDEO]

სერია ა-ს 38-ე ტურში "რომამ" "პარმა" 2:1 დაამარცხა და სეზონი მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.

დღეს, 10:44

ევროპის ერთადერთი გუნდი - პსჟ-ს შესანიშნავი მაჩვენებელი

"პარი სენ-ჟერმენმა" პირადი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 10:41

"ვინ დაიწყო ეს ყველაფერი?", - მან.სიტის შეიხმა ლა ლიგის პრეზიდენტს უპასუხა

"მანჩესტერ სიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჰალდონ ალ-მუბარაკმა, ლა ლიგის პრეზიდენტს უპასუხა.

დღეს, 10:20

ალეგრი: "ვტოვებ გუნდს, რომელიც ტიტულს მომდევნო სეზონშიც მოიგებს"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ტურინულ გუნდში უკანასკნელი პრესკონფერენცია გამართა.

დღეს, 10:12

პირველად 2006 წლის შემდეგ, რონალდუს ანტირეკორდი

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სერია ა-ს ბომბარდირთა დავა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

დღეს, 10:07

Silk Sport-ის განცხადება - სად გადაიცემა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალები?

Silk Sport-მა ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

დღეს, 02:42

ინგლისში ფინალისტები უცვლელნი არიან: სარასენსი და ექსეტერ ჩიფსი

ინგლისში ფინალისტები უცვლელნი არიან: სარასენსი და ექსეტერ ჩიფსი

დღეს, 02:40

გასპერინი: "ატალანტა ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშებს"

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, საკუთარი გუნდის ისტორიული მიღწევა შეაფასა.

დღეს, 01:55

ფერგიუსონი: "ბაიერნი დიდებული კლუბია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცოცხალმა სიმბოლომ, სერ ალექს ფერგიუსონმა, "რეკორდმაისტერის" სტრუქტურა შეაქო.

დღეს, 01:52

ჰანდანოვიჩი: "ინტერმა ჩემპიონთა ლიგა დაიმსახურა"

მილანის "ინტერის" მეკარემ, სამირ ჰანდანოვიჩმა, კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეაფასა.

დღეს, 01:47

სუპერ რაგბი: არგენტინელები აღარ ხუმრობენ, იაგუარებმა ავსტრალიაშიც იმარჯვეს [VIDEO]

სუპერ რაგბი: არგენტინელები აღარ ხუმრობენ, იაგუარებმა ავსტრალიაშიც იმარჯვეს [VIDEO]

დღეს, 01:46

ატალანტას მთავარი მწვრთნელის მომავალი გადაწყდა

ბერგამოს "ატალანტას" პრეზიდენტმა, ანტონიო პერკაზიმ, "ქალთევზების" თავკაცის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 01:43

სტამმა დე ლიგტის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა იაპ სტამმა, თანამემამულე მატიის დე ლიგტი დაახასიათა.

დღეს, 01:40

ბორუსიას დირექტორი: "კარგი იქნება თუ სანე ბაიერნში გადავა"

დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა ლეროი სანეს მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 01:26

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10