Goal.Ge

ზიდანი რეალში დაბრუნებაზე მაინც დაითანხმეს - მოლაპარაკებები რთული გამოდგა


ზიდანი რეალში დაბრუნებაზე მაინც დაითანხმეს - მოლაპარაკებები რთული გამოდგა

უკანასკნელ დღეებში, მადრიდის "რეალი" სენსაციური და ურთიერთგამომრიცხავი სიახლეების წყაროდ მოგვევლინა.

გუნდი კვირანახევარში ჯერ ესპანეთის თასიდან გამოვარდა, შემდეგ, ლა ლიგაში დაყარა ფარხმალი, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგას, მერვედფინალიდან გამოეთიშა. ეს ყველაფერი სანტიაგო სოლარის ისკოსთან და მარსელოსთან არსებული კონფლიქტის და გასახდელში არსებული პრობლემების ფონზე მოხდა.

"აიაქსთან" შეხვედრის შემდეგ, ფლორენტინო პერესი ღიად ჩაება კონფლიქტში სერხიო რამოსთან, რის მოწმეებიც არამარტო ფეხბურთელები, არამედ "რეალის" მომსახურე პერსონალიც კი გახდა. გუნდში მაქსიმალურად დაძაბული ვითარება იყო.

ამავდროულად, პრესაში ახალ მწვრთნელზეც არ წყდებოდა საუბარი. გუნდს ყველაზე ხშირად ჟოზე მოურინიოს და ზინედინ ზიდანს უკავშირებდნენ. ფრანგს პრესასთან არაფერი უთქვამს, პორტუგალიელი კი მოკლე კომენტარებით შემოიფარგლა, ყველანაირი დაკონკრეტების გარეშე. "რეალს ჰყავს მწვრთნელი, მაგრამ ის, რომ გულშემატკივრები მე მიხსენებენ - სიამაყის მომგვრელია".

7 მარტს, ესპანურმა გამოცემამ AS-მა დაწერა, რომ "რეალი" მოურინიოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. თუმცა, ყველაზე მეტად მწვრთნელს ის აეჭვებდა, რომ გუნდში პირველი ყოფნის დროს, მას არაერთ ფეხბურთელთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით რამოსთან. ამის ფონზე, სერხიოს სიტყვები, რომ ის მზად არის, გუნდი დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიო დაბრუნდება, კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენდა.

გუნდის ექს-პრეზიდენტი, რამონ კალდერონი, ცალკე ამტკიცებდა, რომ მოურინიოს დანიშვნაში დარწმუნებულია. "ვიცი, რომ ხელმძღვანელობა ზიდანს დაუკავშირდა, მაგრამ, მან აღნიშნა, რომ დასაბრუნებლად ახლა საუკეთესო დრო არ არის. შესაბამისად, მოურინიო - ერთადერთი ვარიანტია. ასევე, ამ გადაწყვეტილებას მიესალმება აგენტი, ჟორჟე მენდეშიც. პრესაში ბევრს იმაზეც წერდნენ, რომ ზიდანის მოლაპარაკებები "იუვენტუსთან" საკმაოდ შორს არის შესული და დიდი ალბათობით, ფრანგი ალეგრის ზაფხული შეცვლიდა. სოლარის გათავისუფლების გარდაუვალობასთან ერთად, ლოგიკურად, "რეალის" ჩაბარების მთავარ კანდიდატად მოურინიოს მოიაზრებდა.

ეს საუბრები "რეალის" "ვალიადოლიდთან" მოპოვებული გამარჯვების ფონზე არ ჩაცხრა. პერესი კანდიდატებთან მოლაპარაკებებს აგრძელებდა, სოლარი კი ჟურნალისტებს ისევე პასუხობდა, როგორც პირველ დღეს: "როგორც ადრე გითხარით, "რეალის" მწვრთნელობა - დიდი პატივია. გათავისუფლებაზე არ ვფიქრობ. მწვრთნელები ყოველთვის გაშვებასთან ახლოს არიან, "რეალში" - განსაკუთრებით."

ორშაბათს დილით, სერხიო რამოსმა ქომაგებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ბოლო დროს გაჩენილ კითხვებს გასცა პასუხი. მან არ დაადასტურა, რომ შესაძლოა, გუნდი დატოვოს, მაგრამ სამაგიეროდ, სეზონს კატასტროფა უწოდა და ყველაფერი გუნდს დააბრალა.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი მართლაც მოურინიოს სასარგებლოდ დასრულდება. მითუმეტეს, რომ გაზეთი EL Pais-ის თქმით, ზიზუმ "რეალი" იუარა და "იუვენტუსის" სამწლიან კონტრაქტს დათანხმდა. მაგრამ, ყველაფერი ზუსტად რამდენიმე საათში თავდაყირა დადგა.

ორშაბათს საღამოს, გამოცემა Jugones, სენსაციური განცხადებით წარსდგა - ზიდანი დათანხმდა და გუნდს დღესვე ჩაიბარებს. რამდენიმე წუთში ეს ინფორმაცია Marca-მაც დაადასტურა და ცნობილმა რადიომ, СOPE-მაც.

ამავდროულად, გაირკვა, რომ რამდენიმე საათით ადრე, დღის ვარჯიშზე, სოლარი გუნდს გამოემშვიდობა. ამის შესახებ ასევე მარკა წერდა. მწვრთნელის გათავისუფლება აშკარა იყო, მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლდა. პერესის და "რეალის" დირექტორთა საბჭოს შეხვედრა საღამოზე დაიგეგმა, მისი დასრულების შემდეგ კი, ყველა ოფიციალურ განცხადებას ელოდა.

შეხვედრა ძალიან მოკლე გამოდგა. "რეალში" ზიდანი ბრუნდება, მასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ამ გუნდთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, მაისში თვითნებურად წავიდა, რამდენიმე დღის წინ, შუა სეზონში დაბრუნება იუარა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. მისი არყოფნა 9-თვენახევარს გაგრძელდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მათეუსი: "გერმანიის ნაკრების მეკარე ტერ შტეგენი უნდა იყოს"

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, იოახიმ ლიოვი გააკრიტიკა.

დღეს, 21:31

გიგზმა იბრაჰიმოვიჩს უპასუხა: "შენ ალბათ ჩვენზე მეტი იცი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი უელსელი ნახევარმცველი, ლეგენდარული, რაიან გიგზი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამამ განცხადებას გამოეხმაურა.

დღეს, 21:27

კასილასმა მილიტაოს რეალში ტრანსფერი შეაფასა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ, იკერ კასილასმა, თავისი თანაგუნდელი ედერ მილიტაოს "სამეფო კლუბში" გადასვლა შეაფასა.

დღეს, 21:22

ლივერპულის ყოფილი მოთამაშე: "სალაჰი რონალდუსა და მესის ბაძავს"

"ლივერპულისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ, მოჰამედ სალაჰის მთავარი პრობლემა დაასახელა.

დღეს, 21:17

"ამაზე არ ვფიქრობ" - აზარმა რეალში შესაძლო გადასვლა შეაფასა

ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 20:57

პიკე და ხავი კატალონიის ნაკრებში ითამაშებენ

ვენესუელასთან ამხანაგურ თამაშში კატალონიის ეროვნული ნაკრების ღირსებას რამდენიმე საინტერესო მოთამაშე დაიცავს, მათ შორის "ბარსელონას" ცოცხალი ლეგენდა.

დღეს, 20:36

ნაკრების ყოფილი მწვრთნელი: "მესი ამხანაგურ მატჩებში არ უნდა გამოვიძახოთ"

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად ეროვნული გუნდის გენერალურმა დირექტორმა, ამხანაგურ მატჩებში წამყვანი მოთამაშეების გამოძახებაზე ისაუბრა.

დღეს, 20:20

ფრანგული პრესა: ბაიერნმა 80 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს და კიდევ ერთი უნიჭიერესი ფრანგი ტალანტის დამატებასთან არის ახლოს.

დღეს, 20:15

კონორი - ხაბიბზე: "ჩვენი ისტორია არ დასრულებულა, მე მის ნათესავს ხელით შევეხე"

UFC-ს ექს-ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი, მიიჩნევს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მისი რევანში უნდა შედგეს.

დღეს, 18:58

ლეგენდარული სურათი - პატარა მბაპე და ფეხბურთელი ზიდანი

ინტერნეტში დიდებული სურათი გავრცელდა.

დღეს, 18:31

კასილასმა სხვადასხვა ქვეყნებში თავისი ფავორიტები დაასახელა - რეალი, ნიუკასლი და სხვები

ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილასმა, ქვეყნების მიხედვით თავისი საყვარელი კლუბები დაასახელა.

დღეს, 18:26

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

გასული წლის ივლისში, მილანის "ინტერმა" სერია ა-ს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა -

დღეს, 18:18

არსენალი დენის სუარესს ბარსელონაში აბრუნებს?

ლონდონის "არსენალი" ესპანელი ფეხბურთელის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ფიქრობს.

დღეს, 18:18

1 ივლისიდან, გრიზმანის ფასი საგრძნობლად შემცირდება

მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის, ანტუან გრიზმანის, კონტრაქტის დეტალები გაირკვა.

დღეს, 18:05

არგენტინის ნაკრების ახალი ფორმა მესიმ და დიბალამ წარადგინეს

არგენტინის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავებმა წარადგინეს ფორმა, რომლითაც გუნდი 2019 წლის კოპა ამერიკაზე იასპარეზებს.

დღეს, 17:51

მაროტა: "იკარდის ჭკუას ვასწავლით და არა ვსჯით. ისე, როგორც მშობლები"

"ინტერის" გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ, მაურო იკარდის ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც მოედანზე თვეზე მეტია არ გასულა.

დღეს, 17:43

ჩელსის ინგლისის უმდიდრესი ადამიანი ყიდულობს?!

ლონდონური კლუბის შეძენით ინგლისელი ბიზნესმენი, ჯიმ რეტკლიფი ინტერესდება.

დღეს, 17:34

აზარმა რეალში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:21

გრიზმანს ატლეტიკოში ყოფნა აღარ სურს - ფრანგმა სასურველი კლუბი შეარჩია

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

დღეს, 17:17

ვარანი ნაწყენია - რატომ გადაწყვიტა ფრანგმა რეალის დატოვება?!

ფრანგი წასვლაზე კონკრეტული მიზეზის გამო დაფიქრდა.

დღეს, 17:11

Don Balon: რაბიოსთვის ბრძოლაში მანჩესტერი ჩაერთო

Don Balon-ის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველს ადრიენ რაბიოს, "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით ახალი მსურველი ჰყავს.

დღეს, 16:52

ჯონსი: "უსამართლოდ მაკრიტიკებენ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა და ინტერნეტ-მემების გმირმა ფილ ჯონსმა კრიტიკოსებს უპასუხა:

დღეს, 16:42

მომავალ სეზონში ბარსელონას ფორმის 4 კომპლექტი ექნება

კატალონიური Sport-ის ცნობით, "ბარსელონა" გაისად, პირველად თავის ისტორიაში სეზონს ფორმის 4 კომპლექტით ჩაატარებს.

დღეს, 16:18

სერია ა-ს ზამთრის სიმბოლურ გუნდში იუვენტუსის ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ

სტატისტიკურმა კომპანია Opta-მ სერია ა-ს ტრადიციული ზამთრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

დღეს, 16:09

ახალი იდეების საჭიროება - რამდენიმე დასკვნა ზიდანის დებიუტის შემდეგ

ვიგოს "სელტას" დამარცხების შემდეგ, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს ყველაზე მეტად

დღეს, 15:55

შვეცარიის მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრებს რუსული სტილი აქვს, ბრაზილიური იდეით"

23 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

დღეს, 14:14

ატლეტიკომ პორტოს ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

ესპანური და პორტუგალიური პრესის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" ზაფხულში "პორტოს" ფეხბურთელი ექტორ ერერა შეუერთდება.

დღეს, 14:13

პოჩეტინო: "ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 14:00

ასპილიკუეტა: "მე-6 ადგილს არ ვიმსახურებთ"

ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა სესარ ასპილიკუეტამ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა:

დღეს, 13:54

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები