Goal.Ge

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?


რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

ფედერიკო ბერნარდესკის მადრიდის "ატლეტიკოსთან" ჰეტ-ტრიკი არ გაუფორმებია, თუმცა ამის მიუხედავად, იტალიელმა მაინც დიდი როლი ითამაშა "ინდიელთა" დარბევაში: გამომუშავებული პენალტი, 5 დარტყმა კარში, 5 მოგებული ორთაბრძოლა.

პირველ შეხვედრაში აპენინელი მხოლოდ მე-80 წუთზე გამოჩნდა და "ბებერი ქალბატონის" შეტევა მომენტალურად გამოცოცხლდა. ბერნარდესკიმ ორ სახიფათო შეტევაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სამწუხაროდ, "ბიანკონერისთვის" ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

ახლა ამის შესახებ საუბარს აზრი აღარ აქვს, რადგან "როხიბლანკოს" ბარიერი უკვე გადალახულია. "შავ-თეთრების" წინა ხაზი ასოცირდება რონალდუსთან, მანჯუკიჩსა და დიბალასთან, მაგრამ მიმდინარე სეზონში, ფედერიკოს არგენტინელის ნაცვლად ხშირად ვხედავთ. რამდენად მართებულია აღნიშნული როტაცია?

კრიშტიანუსა და პაულოს მეგობრობის შესახებ უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. "იუვენტუსის" შვიდიანსა და ათიანს შორის ჰარმონია სუფევს, მაგრამ მოდით პირდაპირები ვიყოთ: სამხრეთ ამერიკელი თავისი ტურინული კარიერის ყველაზე წარუმატებელ პერიოდს განიცდის. მიზეზი ბანალურია: ის პორტუგალიელის ჩრდილშია.

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

დიბალას ალესანდრო დელ პიეროს მემკვიდრეთ მოიხსენიებდნენ, თუმცა წლევანდელი ფორმაციის "ბიანკონერიში" არგენტინელი უფრო სტუმარია, ვიდრე პრიმა. მასიმილიანო ალეგრი აკურატულად ცდილობდა რონალდუს ინტეგრირებას ისე, რომ მის ფონზე "ბებერი ქალბატონის" სხვა შემტევები არ დაჩაგრულიყვნენ.

ასე იყო სეზონის სტარტზე. გავიდა რამდენიმე კვირა და პორტუგალიელმა ჩვეული მონოპოლია მოიპოვა. მანჯუკიჩი ახალ კარიმ ბენზემად იქცა, უკანა ხაზის მანევრირება კი მთლიანად კრიშტიანუს გემოზე გადაეწყო.

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

"ატლეტიკოსთან" პირველი შეხვედრის შემდეგ, ალეგრის მსგავსი მიდგომის გამო ყველა აკრიტიკებდა, "შავ-თეთრები" მადრიდში ხომ თითქოს უშანსოდ დამარცხდნენ. გავიდა ორი კვირა და "იუვემ" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ქამბექი გამოადნო.

მაქსს არაფერი შეუცვლია - რონალდუ ისევ დომინანტის როლში იყო და უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელმა თავისი მოვალეობა უნაკლოთ შეასრულა. დღეს, აღარავის ახსოვს, რომ მის ფონზე ტურინელთა სხვა შემტევები დაჩრდილულები არიან. ბევრი უკვე იმ აზრზეა, რომ ალბათ ასეც არის საჭირო.

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

კრიშტიანუს მოსვლამდე, "ბებერი ქალბატონის" წინა ხაზს სწორედ დიბალა დირიჟორობდა. არგენტინელთან ერთად, "ბიანკონერიმ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია, მაგრამ მოგება ვერ შეძლო (კიდევ ერთი სალამი რონალდუსგან). ზოგადადაც, პაულოსა და "შავ-თეთრების" გზაზე თითქმის ყოველთვის სწორედ კრიში იდგა.

ახლა პორტუგალიელი უკვე თავად არის "იუვენტუსის" წევრი. არგენტინელის ლიდერობით, ტურინელთა მაქსიმუმი ფინალი აღმოჩნდა, საინტერესოა, სადამდე მიაღწევენ ტურინელები ამჯერად უკვე რონალდუს მეთაურობით?

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

ფაქტია, რომ დიბალა კრიშტიანუს ფრთის ქვეშ ვეღარ ახერხებს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლინებას. სამხრეთ ამერიკელის გამოცოცხლების ერთადერთი გზა გუნდის მთავარი ვარსკვლავის სტატუსის დაბრუნებაში იმალება, მაგრამ პორტუგალიელთან ერთად, ეს თითქმის არარეალურია.

მითუმეტეს, რონალდუს რეჟიმი - 100 პროცენტით მუშაობს. ერთი სიტყვით, პაულო ცუდ დღეშია, რასაც ვერ ვიტყვით ბერნარდესკიზე, რომელიც წელს, "ბებერ ქალბატონს" იდეალურად მოერგო.

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

კრიშტიანუს მოსვლამდე, ფედერიკო სწორედ დიბალას დუბლიორი იყო და მას უახლოეს მომავალში "ბიანკონერიდან" აბარგებასაც უწინასწარმეტყველებდნენ. გავიდა ერთი წელი და ახლა, ყველაფერი პირიქითაა. როგორ შეძლო იტალიელმა ის, რაც ვერ მოახერხა სამხრეთ ამერიკელმა?

პასუხი მარტივია - აპენინელი "იუვენტუსის" საუკეთესო შემტევია შავი სამუშაოს შესრულების მხრივ. გავიხსენოთ თუნდაც გუშინდელი შეხვედრა "ატლეტიკოსთან" - ბერნარდესკი ყველგან იყო. დიბალა ნიჭიერია, კრეატიული, სწრაფი, მაგრამ მშრომელი: ნაკლებად.

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

ერთი სიტყვით: არგენტინელი სერია ა-ს ტიპიური ათიანია, რომლის ყურადღება მხოლოდ მეტოქის კარზეა გადატანილი. დღევანდელ ტურინში მსგავსი ფუნქციების მქონე ფეხბურთელის საჭიროება არ არის, რადგან "ბებერი ქალბატონის" მთავარი გოლეადორი და შეთავსებით ფანტაზისტი, ერთი მოთამაშეა.

ვერ ვიტყვით, რომ ფედერიკოს პოტენციალი პაულოს შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფორმაციის "ბიანკონერისთვის" ბერნარდესკი უფრო სასარგებლოა, ვიდრე დიბალა. რა იქნება რონალდუს წასვლის შემდეგ, ეს სულ სხვა საკითხია, რადგან რამდენიმე წლით წინ შემადგენლობის დაგეგმვა, მარაზმია.

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

რაც არ უნდა იყოს - არგენტინელის გაშვება "შავ-თეთრებისთვის" შეცდომა იქნება, ისევე როგორც ფედერიკოსი. ალეგრი ვალდებულია, რომ მოედანზე პაულოს საჭირო როლი გამოუნახოს, სამხრეთ ამერიკელის დაკარგვა არ შეიძლება. პრინციპში, ბერნარდესკის ძირითადიდან ამოგდება, კარგი მოტივაციაა თავად დიბალასთვის.

რონალდუს ახალი უმცროსი მეგობარი - რატომ ირჩევს ალეგრი ბერნარდესკის და არა დიბალას?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სერია ა-ს სეზონის სიმბოლური გუნდი Opta-ს ვერსიით - რონალდუს გარეშე

Opta-მ იტალიის სერია ა-ს გასული გათამაშების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

დღეს, 14:56

იტალიაში 14 წლის ფეხბურთელმა 22 წლის მსაჯი გოგონას წინ შორტი ჩაიხადა [ფოტოები]

იტალიის ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში უადგილო ფაქტი დაფიქსირდა.

დღეს, 14:15

"ეს ტრანსფერი განხორციელდება", - მათეუსმა ბაიერნის რეკორდული გარიგება დაანონსა

"ბაიერნის" ლეგენდა, ლოთარ მათეუსი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 14:00

იკარდის მეუღლე: "მაუროს შეცდომა? ასეთები მათ მოსდით, ვისაც კვერცხები აქვს"

"ინტერის" თავდამსხმელის მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 13:22

ჩელსი ევროპა ლიგის ფინალს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"არსენალთან" გასამართი ევროპა ლიგის ფინალის წინ, "ჩელსის" ბანაკში ცუდი სიახლეა.

დღეს, 13:16

მანჩესტერ სიტის მფლობელის ნახევარძმა პრემიერ ლიგის კლუბს ყიდულობს

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, შეიხები პრემიერ ლიგის კლუბების "დაპყრობას" განაგრძობენ.

დღეს, 13:11

რას ითხოვს ნეიმარი რეალისგან? - საინტერესო დეტალები

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის, ნეიმარის შეძენა სურს.

დღეს, 13:01

მანჩესტერ სიტიმ დავიდ სილვას შემცვლელი იპოვნა

არ არის გამორიცხული, ზაფხულში დავიდ სილვამ "მანჩესტერ სიტი" დატოვოს.

დღეს, 12:54

ინტერი კონტეს რამდენიმე დღეში დაადასტურებს - მისი ხელფასი ცნობილია

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელის "ინტერში" დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავია.

დღეს, 11:27

"ბარსელონასთან იმ მარცხის გამო, უძილობის სენი შემეყარა", - კავანიმ 6:1 გაიხსენა

ურუგვაელმა ფორვარდმა "კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირება გაიხსენა, რომელიც "პსჟ-მ" 6:1 წააგო.

დღეს, 11:23

კავანი: "ნეიმარს ვუთხარი, რომ აქ პენალტებს მე ვასრულებ, დამნაშავე ემერი იყო"

"პსჟ-ს" ურუგვაელმა ფორვარდმა, ედინსონ კავანიმ, ნეიმართან უთანხმოება გაიხსენა.

დღეს, 11:09

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსში ჩაერთვება

ქართველი ჩოგბურთელი წლის მეორე გრენდ სლემზე ასპარეზობას დღეს დაიწყებს.

დღეს, 11:02

ინტერნეტ-ჰაკერებმა პსჟ-ს და ბოკა ხუნიორსს დიდი თანხა მოპარეს

ლეანდრო პარედესის "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ...

დღეს, 10:57

"მიყვარხართ", - რიბერი სიტყვით გამოსვლის დროს ატირდა [VIDEO]

ფრანკ რიბერიმ "ბაიერნის" საჩემპიონო პარადზე ცრემლები ვერ შეიკავა.

დღეს, 10:52

დე როსი რომას ქომაგებს დაემშვიდობა [VIDEO]

სერია ა-ს 38-ე ტურში "რომამ" "პარმა" 2:1 დაამარცხა და სეზონი მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.

დღეს, 10:44

ევროპის ერთადერთი გუნდი - პსჟ-ს შესანიშნავი მაჩვენებელი

"პარი სენ-ჟერმენმა" პირადი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 10:41

"ვინ დაიწყო ეს ყველაფერი?", - მან.სიტის შეიხმა ლა ლიგის პრეზიდენტს უპასუხა

"მანჩესტერ სიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჰალდონ ალ-მუბარაკმა, ლა ლიგის პრეზიდენტს უპასუხა.

დღეს, 10:20

ალეგრი: "ვტოვებ გუნდს, რომელიც ტიტულს მომდევნო სეზონშიც მოიგებს"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ტურინულ გუნდში უკანასკნელი პრესკონფერენცია გამართა.

დღეს, 10:12

პირველად 2006 წლის შემდეგ, რონალდუს ანტირეკორდი

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სერია ა-ს ბომბარდირთა დავა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

დღეს, 10:07

Silk Sport-ის განცხადება - სად გადაიცემა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალები?

Silk Sport-მა ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

დღეს, 02:42

ინგლისში ფინალისტები უცვლელნი არიან: სარასენსი და ექსეტერ ჩიფსი

ინგლისში ფინალისტები უცვლელნი არიან: სარასენსი და ექსეტერ ჩიფსი

დღეს, 02:40

გასპერინი: "ატალანტა ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშებს"

ბერგამოს "ატალანტას" მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, საკუთარი გუნდის ისტორიული მიღწევა შეაფასა.

დღეს, 01:55

ფერგიუსონი: "ბაიერნი დიდებული კლუბია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცოცხალმა სიმბოლომ, სერ ალექს ფერგიუსონმა, "რეკორდმაისტერის" სტრუქტურა შეაქო.

დღეს, 01:52

ჰანდანოვიჩი: "ინტერმა ჩემპიონთა ლიგა დაიმსახურა"

მილანის "ინტერის" მეკარემ, სამირ ჰანდანოვიჩმა, კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეაფასა.

დღეს, 01:47

სუპერ რაგბი: არგენტინელები აღარ ხუმრობენ, იაგუარებმა ავსტრალიაშიც იმარჯვეს [VIDEO]

სუპერ რაგბი: არგენტინელები აღარ ხუმრობენ, იაგუარებმა ავსტრალიაშიც იმარჯვეს [VIDEO]

დღეს, 01:46

ატალანტას მთავარი მწვრთნელის მომავალი გადაწყდა

ბერგამოს "ატალანტას" პრეზიდენტმა, ანტონიო პერკაზიმ, "ქალთევზების" თავკაცის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 01:43

სტამმა დე ლიგტის შესაძლო ტრანსფერი შეაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ლეგენდარულმა იაპ სტამმა, თანამემამულე მატიის დე ლიგტი დაახასიათა.

დღეს, 01:40

ბორუსიას დირექტორი: "კარგი იქნება თუ სანე ბაიერნში გადავა"

დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა ლეროი სანეს მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 01:26

1999 წლის ლეგენდარული ფინალის რიმეიქი - მანჩესტერმა ბაიერნი 5:0 გაანადგურა [VIDEO]

დღეს საღამოს "ოლდ ტრაფორდზე" 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის დრამატული და დაუჯერებელი ფინალის გამეორება შედგა.

დღეს, 01:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10