ზურაბ ჟვანიამ ინგლისურ პრემიერშიპში პირველი ლელო გაიტანა [VIDEO]
![ზურაბ ჟვანიამ ინგლისურ პრემიერშიპში პირველი ლელო გაიტანა [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2019-04/1554591401_zuzu.jpg)
გალაგერ პრემიერშიპის მე-18 ტურში "უოსპსი" "რიკო არენაზე" "ვუსტერ უორიორსს" დაუხვდა და 28:16 სძლია.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელმაც 58-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მე-19 წუთზე ინგლისის ჩემპიონატში სადებიუტო ლელოს გატანა მოახერხა.
ჟვანია "ბზიკებს" გასულ ზაფხულს "სტად ფრანსედან" შეუერთდა და 20 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ "ზუზუმ" ლელოს გატანა პრე-სეზონის მატჩში, "ალსტერის" წინააღმდეგაც მოახერხა.
"უოსპსი" 42 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში შესვლის მინიმალური შანსი აქვს.