Goal.Ge

"ტორპედო" - "დინამო" თბილისი 1:1



30 მარტს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. „ქართულ კლასიკოდ“ წოდებულ მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრამ ქუთაისში დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ტრიბუნებზე დამსწრე 9 000-მდე გულშემატკივარში აისახა, რომლებიც შეუჩერებლად და გულმხურვალედ ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. ამას ემატებოდა საფეხბურთო ამინდი, მინდვრის იდეალური მდგომარეობა და ფეხბურთელებს ყველა პირობა ჰქონდათ, რათა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოეჩინათ. მატჩის საწყისი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ტორპედოელები მრავლსვლიანი კომბინაციებით ამზადებდნენ იერიშებს. მე-11 წუთზე, გურულის მიერ მარცხენა მხრიდან მაღალი ტრაექტორიით დარტყმული ბურთი ლორიამ გადააგდო კუთხურზე. 27-ე წუთზე, დვალმა კუთხურის შემდეგ თავით არაზუსტად დაარტყა. 28-ე წუთზე კი ქუთაისელებმა გოლით გაიხარეს - ცენტრიდან მეტოქის ნახევრის შუაში გაკეთებული გადაცემის შემდეგ გიორგი ბერიაშვილმა უსტარიცს ჩინებულად მოპარა ბურთი და ლორიასთან პირისპირ გასულმა მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ოსტატურად მოათავსა - 1:0. ოთხ წუთში მარჯვენა მხრიდან დოლიძის პასით მეტოქის საჯარიმოს ხაზზე მყოფი საბანაძის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. 43-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებით ფრანჩისკო მუნიოსმა მოახერხა თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენა - 1:1. ტაიმის დასრულებამდე ანგარიშის შეცვლა უფრო „დინამოს“ შეეძლო, მაგრამ სტუმართა ფეხბურთელების მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო. მეორე ტაიმში დაძაბულობასთან ერთად თამაშის ტემპმაც იმატა. 46-ე წუთზე, ახლო მანძილიდან დვალის დარტყმის შემდეგ მიგინეიშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და კუთხურზე მოიგერია ბურთი. 56-ე წუთზე, ბერიაშვილის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმული თავური სუსტი იყო და ბურთს ლორია დაეუფლა. გია გეგუჩაძის გუნდი მოწინააღმდეგეზე მეტად აქტიურობდა და ცენტრშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ თბილისელთა საჯარიმოსთან მიახლოვებულს ერთი ნაბიჯიღა აკლდებოდათ შეტევის ნაყოფიერად დასასრულებლად. ბოლო ნახევარ საათში გატანასთან ახლოს „დინამოს“ საუკეთესო ბომბარდირი ჩისკო იყო, რომელმაც ჯერ ხარიხას მოარტყა ბურთი, შემდეგ კი მცირე მანძილით ააცილა კარს. ყურადღების ეპიცენტრში მოექცა მატჩის 88-ე წუთი, როცა საბანაძის მიერ ბრძოლაში გაკეთებული პასით ტუღუში აღმოჩნდა ლორიასთან ერთი-ერთზე, ბექამ მოატყუა ეს უკანასკნელი და მისი ზუსტი დარტყმით ბურთი კარში უნდა შესულიყო, რომ არა შაშიაშვილის ხელით თამაში, თუმცა არბიტრმა ოთარ ხეცაძემ ყველასგან დანახული მომენტი ვერ დაინახა და „დინამოს“ კარში პენალტი არ დანიშნა. დარჩენილი წუთები „ტორპედომ“ შეტევაში კი გაატარა, მაგრამ საბოლოოდ, არაფერი შეიცვალა, ფრე - 1:1. შემადგენლობები, სტატისტიკა და ფოტოგალერეა იხილეთ აქ: http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=178 http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=CMcXD14xvRI წყარო: fctorpedo.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10