Goal.Ge

რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა


რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა

"ჯენოა" - "იუვენტუსის" შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები ერთ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ტურინელთა ჩამოსვლის გამო გიჟური აჟიოტაჟი სუფევდა, მითუმეტეს, კრიშტიანუ რონალდუს ჰეტ-ტრიკის შემდეგ. მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე, გენუაში კვლავ ვნებათაღელვამ დაისადგურა.

იმის გამო, რომ პორტუგალიელი "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში არ აღმოჩნდა, "გრიფონთა" გულშემატკივრებმა ბილეთების უკან დაბრუნება დააპირეს. მასიმილიანო ალეგრიმ თავისი მთავარი ვარსკვლავი დაასვენა. რონის წინ ხომ სანაკრებო მატჩი ელის, პირველად მუნდიალის შემდეგ.

რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა

აღნიშნულ გარემოებაში გუნდის ლიდერის წახალისება ლოგიკური ნაბიჯია, მითუმეტეს, "ბიანკონერი" ძლიერი შემსრულებლების დეფიციტს არც კრიშის გარეშე განიცდის. "შავ-თეთრებს" მორიგი სკუდეტო უკვე ჯიბეში აქვთ, მოკლედ, ქარიშხალი "იუვეს" გარშემო არ შეინიშნებოდა.

ტურინელები სახლში მოასპარეზე სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ესტუმრნენ. რონალდუს გარდა, მაქსმა დაასვენა კიელინი, მატუიდი და შენსნი. აღმოჩნდა, რომ იტალიელ მწვრთნელს ზედმეტი მოუვიდა, "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონატის მორიგ ტურს მეტისმეტად გადახალისებულად შეხვდა.

რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა

"ლურჯ-წითლებმა" მრისხანე მოწინააღმდეგე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. "ჯენოა" უფრო დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვებდა, მაგრამ VAR-ის დამსახურებით, "ბიანკონერის" კარში ერთით ნაკლები გოლი გავიდა.

გამაოგნებელი სტატისტიკა - პირველად 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, "შავ-თეთრებმა" 45 წუთში ოპონენტისგან 10 დარტყმა მიიღეს. სამწუხაროდ, საგანგაშო სიგნალი ალეგრის არ გაუთვალისწინებია, "იუვემ" ამხანაგურ მატჩზე ყოფნის იმიტირება გააგრძელა.

რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა

შეხვედრის მეორე ნახევარში ტურინელები ორი ბურთით დაისაჯნენ - შედეგი საკმარისზე უფრო ლოგიკურია. "ბებერმა ქალბატონმა" საკუთარ შეცდომებზე სწავლა ჯერ კიდევ ვერ აითვისა და სერია ა-ს მიმდინარე სეზონში პირველი წაგება იგემა.

რაში მდგომარეობს "ბიანკონერის" ფეილის მიზეზი? პასუხი ბანალურია - მეტოქის არდაფასება. "მანჩესტერთან", "ჯენოასთან", "იანგ ბოიზსა" და "ატლეტიკოსთანაც" კი "შავ-თეთრები" აშკარა ფავორიტების სტატუსში გამოვიდნენ, შედეგად, "იუვეს" ქომაგებმა უკვე 4 მოულოდნელი მარცხი იხილეს.

რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა

ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ალეგრი პრობლემის სიმძიმეს ჯერ კიდევ ვერ ხვდება. "ჯენოასა" და "იანგ ბოიზთან" წაგება დიდად არაფერს წყვეტდა, "იუნაიტედს" გაუმართლა, თანაც ტურინელებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა მაინც მოახერხეს.

რაც შეეხება მადრიდელებთან მარცხს, მძიმე ლაქად არც ის დარჩა, "ბებერ ქალბატონს" ხომ რონალდუ ჰყავს. მასიმილიანომ უნდა გაითავისოს - კრიშტიანუ "ბიანკონერის" ყოველთვის ვერ გადაარჩენს, პორტუგალიელს მოუწევს მატჩების გამოტოვება, მითუმეს "ინდიელები" მას უეფაში უჩივიან.

რონალდუზე დამოკიდებულები - ალეგრიმ თავს ახალი პრობლემა შეუქმნა

ვინ წარუძღვება "შავ-თეთრებს" რონის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, პაულო დიბალა? არა. "გრიფონებთან" შეხვედრაშიც დამტკიცდა, რომ რონალდუს არყოფნასა და კაპიტნის სამკლაურის ტარების მიუხედავად, არგენტინელი "იუვეს" ლიდერობისგან შორს არის.

ტურინისთვის კრიშტიანუ ნარკოტიკია. დოზის არმიღების შემთხვევაში კი "ბებერი ქალბატონი" კალჩოს მე-12 გუნდთანაც უძლური ხდება. ალეგრიმ დამოკიდებულება მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა განკურნოს, მითუმეტეს, პორტუგალიელი "ბიანკონერიში" მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - ჯენოა-იუვენტუსი 2:0


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გაბრწყინება ევროპა ლგიაზე, გოლი პსვ-ს კარში - დინამომ ბოლო ტრანსფერი განახორციელა

კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ "დინამო თბილისმა" მორიგი, ბოლო ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 01:34

კვარაცხელიამ ყოფილ გუნდს პირველივე მატჩში გაუტანა და არ აღნიშნა [VIDEO]

რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "რუბინი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:29

სანე ბაიერნში? - საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია

ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports საინტერესო ინფორმაციას ავცელებს.

გუშინ, 23:03

პსჟ-ს პრეზიდენტი სერიოზულ სკანდალში გაეხვა

"პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი სერიოზულ სკანდალში გაეხვა.

გუშინ, 22:20

ბარსელონაში დე იონგის სათამაშო ნომერი ცნობილია

ცნობილია ნომერი, რომლითაც ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს.

გუშინ, 22:13

მაგუაირმა წასვლის სურვილი გამოთქვა - Sky Sports

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 22:09

პრემიერ ლიგის კლუბი ბელოტიში 60 მილიონს იხდის

"ტორინოს" თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

გუშინ, 22:05

ნეიმარი ლეონარდოს შეხვდება - რას განიხილავენ მხარეები?

"პსჟ"-ს თავდამსხმელი ძალიან მალე კლუბის სპორტულ დირექტორს შეხვდება.

გუშინ, 21:36

კლოპმა მინოლეს მომავალს ფარდა ახადა

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სიმონ მინოლეს შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:32

მოურინიო გერმანულს სწავლობს - ჟოზე ბუნდესლიგაში?

ცნობილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ გერმანულ ენას სწავლობს.

გუშინ, 21:28

ლივერპულმა კოუტინიოს თაობაზე გეგმა შეიმუშავა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ფილიპე კოუტინიო შესაძლოა "ლივერპულში" დაბრუნდეს.

გუშინ, 21:22

რეალის ულტიმატუმი ნაპოლის - სად გადავა ხამესი?

"რეალის" ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის "ნაპოლიში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.

გუშინ, 21:15

აიაქსის დირექტორი: "მიკვირს, რა სიმშვიდეა ზიეჩის გარშემო, გაყიდე იოზილი და ნახევარ ფასად ჰაკიმი მოგდის"

„აიაქსის“ დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ჰაკიმ ზიეჩზე ისაუბრა.

გუშინ, 19:38

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს უმასპინძლებს!

საკალათბურთო საერთაშორისო ფედერაცია FIBA-მ ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 19:21

მანჩესტერ იუნაიტედი 50 მილიონიან წინადადებას ამზადებს, მაგრამ დიდი ალბათობით უარს მიიღებს

პორტუგალიელი ნახევარმცველი „მანჩესტერ იუნაიტედის“ რადარზე მოხვდა.

გუშინ, 19:13

პოგბას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

როგორც ჩანს, ფრანგ ფეხბურთელს ამ ზაფხულს გუნდის შეცვლა არ უწერია.

გუშინ, 19:08

ბარსელონას ახალწვეულები წიხლების დერეფანში გაატარეს [VIDEO]

„ბარსელონას“ ახალწვეულებს პირველ ვარჯიშზე ტრადიციული ცერემონიალის გავლა მოუწიათ.

გუშინ, 17:55

ფეკირის შეძენისთვის ლა ლიგის სამი კლუბი იბრძვის - ლიონმა თავისი ფასი დაასახელა

„ლიონის“ ლიდერი შესაძლოა ლა ლიგაში გადაბარგდეს.

გუშინ, 17:44

რობერტო სოლდადო ლა ლიგაში დაბრუნდა

ვეტერანი ესპანელი ფორვარდი ლა ლიგის ახალწვეულს გააძლიერებს.

გუშინ, 17:40

აიაქსის დირექტორმაც დაადასტურა! დე ლიგტი პრაქტიკულად იუვენტუსის ფეხბურთელია

„აიაქსის“ დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა დაადასტურა, რომ გუნდის მცველი მატეის დე ლიგტის „იუვენტუსში“ გადადის.

გუშინ, 17:25

ოფიციალურად: სევილიამ ატლეტიკოს აღზრდილი ნახევარმცველი გადაიბირა

„პორტუს“ ნახევარმცველი ოლივერ ტორესი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს.

გუშინ, 16:56

გადაწყვეტილია: გიორგი აბურჯანია ტვენტეში ითამაშებს

ჰოლანდიური პრესა ადასტურებს, რომ გიორგი აბურჯანია კარიერას "ტვენტეში" გააგრძელებს.

გუშინ, 16:51

საბურთალო - შერიფი - რამდენი ბილეთია გაყიდული ერთი დღით ადრე?

ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი "საბურთალოსა" და "შერიფს" შორის.

გუშინ, 16:43

ჭიაბრიშვილი: "დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ ვაპირებთ"

"შერიფთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარი "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა გააკეთა.

გუშინ, 16:35

რომა და მილანი ბარსელონას ექს-სამიზნესთვის იბრძოლებენ

იტალიური კლუბები კოტდიუვარელი ნახევარმცველის შეძენისთვის იბრძოლებენ.

გუშინ, 16:11

ნეიმარი პარიზში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

ბრაზილიელი შემტევი „პსჟ-ს“ განკარგულებაში დაბრუნდა.

გუშინ, 16:01

10 საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში

როგორც მოგეხსენებათ, ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადავიდა. კატალონიური კლუბის ახალწვეული რიგით მე-20 ფრანგია "ბლაუგრანას" ისტორიაში.

გუშინ, 15:24

რომა იგუაინს კაპიტნის სამკლაურით თაფლავს

დედაქალაქელები არგენტინელი ფორვარდის მოთაფლვას განაგრძობენ.

გუშინ, 15:09

კეილორ ნავასმა რეალს გეგმები აურია - ლუნინი წამსვლელთა სიას შეემატა?

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეკარე ტიბო კურტუა იქნება, კეილორ ნავასმა „რეალში“ დარჩენა გადაწყვიტა.

გუშინ, 15:05

"ამ სეზონში არ ითამაშებს, მაგრამ არც კარიერას ასრულებს", - პორტუ კასილასის ჯანმრთელობაზე წერს

პორტუგალიელი კლუბი ლეგენდარული მეკარის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

გუშინ, 14:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10