Goal.Ge

ახალი იდეების საჭიროება - რამდენიმე დასკვნა ზიდანის დებიუტის შემდეგ


ახალი იდეების საჭიროება - რამდენიმე დასკვნა ზიდანის დებიუტის შემდეგ

ვიგოს "სელტას" დამარცხების შემდეგ, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს ყველაზე მეტად სანტიაგო სოლარის მიერ ჩამოწერილი ფეხბურთელების წარმატება უხაროდათ: ისკომ გაიტანა, მარსელომ ასისტი გააკეთა, ნავასმა კი სუპერ-სეივი შემოგვთავაზა.

მოწოდების სიმაღლეზე გარეტ ბეილიც იყო, რომლის "სანტიაგო ბერნაბეუდან" აბარგებას "სამეფო კლუბის" ინჩადა მოუთმენლად ელის. დაბრუნებულმა ზინედინ ზიდანმა და დავიწყებულმა გმირებმა ქომაგები ნოსტალგიაში ჩააგდეს, თითქოს მათ წინაშე ისევ ძველი "ბლანკოსი" წარსდგა.

ახალი იდეების საჭიროება - რამდენიმე დასკვნა ზიდანის დებიუტის შემდეგ

სიტყვა ძველს ამ შემთხვევაში ორმაგი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ემოციების მხრივ, ძველმა "გალაქტიკომ" ყველა გააბედნიერა, მაგრამ თამაშის ხარისხმა აჩვენა, რომ გუნდს სიახლეები სჭირდება. "თეთრების" პერფომანსი ერთფეროვანი გამოდგა, "სელტა" მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობას საკმაოდ დიდხანს უწევდა.

ზიზუმ საქმეში ჩვეული კოზირები ჩართო - მარსელოს კროსები, საჯარიმოს გარედან დარტყმები, ბეილის სისწრაფე და ა.შ. კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ეს ყველაფერი ნაკლებად ეფექტურად მუშაობდა. ბენზემა საჰაერო ორთაბრძოლებს ვერ იგებდა, გარეტის სპრინტი კი საფეხბურთო სიმულატორს უფრო გვაგონებდა, ვიდრე რეალურ მატჩს.

ახალი იდეების საჭიროება - რამდენიმე დასკვნა ზიდანის დებიუტის შემდეგ

უელსელი თავის "ტოტენჰემელ" ანალოგს ჰგავდა, რომელიც პირობით "ვესტ ჰემსა" და "ევერტონს" მიწასთან ასწორებდა. დღეს, მაღალი სიჩქარეებით უკვე ვეღარავის გააკვირვებ. მოკლედ, აშკარა იყო, რომ "რეალის" სათამაშო სტილს გადატვირთვა სჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, შედეგი ამ ყველაფერსაც მოაქვს, თუ გუნდი ტოპ-კლასის შემსრულებლებით არის დაკომპლექტებული. ერთი სიტყვით, მადრიდელებმა კლასის ხარჯზე იმარჯვეს. "სელტასთან" ეს საკმარისი იყო, უფრო ძლიერ მეტოქესთან კი კონკრეტული მოთამაშეების ინდივიდუალური სქილზების იმედად ყოფნა, დაუშვებელი იქნება.

ახალი იდეების საჭიროება - რამდენიმე დასკვნა ზიდანის დებიუტის შემდეგ

"სამეფო კლუბის" პერფომანსში ტაქტიკური კონცეფცია არ შეინიშნებოდა. დიახ, ეს იყო მხოლოდ პირველი შეხვედრა, მაგრამ ზიდანი სტრატეგიულობით არც ადრე გამოირჩეოდა. ახლა კი კითხვა: რატომ აღწევდა ზიზუს "ბლანკოსი" წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზე და არა პრიმერაში?

ევროტურნირზე ბევრი რამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული, სადაც სტუმრად გატანილი ბურთი უკვე ბევრ რამეს წყვეტს ("პსჟ" არ ითვლება). გავიხსენოთ შარშანდელი 1/2 ფინალი "ბაიერნთან" ან ფინალი "ლივერპულთან", "გალაქტიკოსებმა" უბრალოდ ეფექტურად გამოიყენეს მეტოქის შეცდომები.

ახალი იდეების საჭიროება - რამდენიმე დასკვნა ზიდანის დებიუტის შემდეგ

ლა ლიგა, ისევე როგორც ყველა სხვა ჩემპიონატი რუტინული მარათონია, სადაც მხოლოდ მოწინააღმდეგე მეკარის ფეილი ან ღვთაებრივი მაკრატელა ტურნირის მოსაგებად საკმარისი არ არის. ზიდანს სჭირდება თავისი ტაქტიკა, ფილოსოფია და მეთოდიკა, საამისოდ ის უკვე მომწიფდა.

იმპროვიზირებული "რეალის" წინააღმდეგ თამაში უკვე ყველამ ისწავლა. სრულფასოვნად რეორგანიზებული მადრიდი კი ყველასთვის სიახლე იქნება. სხვა საკითხია, თუ რა გზით ააწყობს ზიზუ ახალ "სამეფო კლუბს". მხოლოდ ტრანსფერები სურათს ვერ შეცვლის, "ბლანკოსს" საფირმო ხელწერა სჭირდება.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ - რეალი-სელტა 2:0


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიეგო კოშტა ატლეტიკოსთან ვარჯიშზე უარს ამბობს

სკანდალურ ესპანელ თავდამსხმელს, დიეგო კოშტას, მადრიდის "ატლეტიკოსთან" ურთიერთობა ეძაბება.

დღეს, 22:20

აიაქსი - ტოტენჰემის გამო ერედივიზიონის მთელი ტური გადაიდო

ამსტერდამის "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური თამაშისთვის მოსამზადებლად მთელი ერთი კვირა ექნება.

დღეს, 22:16

ანჩელოტიმ მსოფლიოში საუკეთესო მცველი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავისი რჩეული ცენტრალური მცველი დაასახელა.

დღეს, 22:05

ლიორენტე: "ტოტენჰემი წელს ისტორიას დაწერს!"

ლონდონის "ტოტენჰემის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ლიორენტემ, "მანჩსტერ სიტისთან" გიჟური დაპირისპირება შეაფასა.

დღეს, 22:02

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - მოურინიოს პროგნოზი

პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე საუბრობს.

დღეს, 19:43

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალური შეხვედრების შემდეგ კვირის გუნდი შეადგინა.

დღეს, 19:35

კაპელო: "რეალი ზიდანს ტრანსფერებისთვის 500 მილიონს უმზადებს"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

დღეს, 19:00

ჩელსიმ აზარს ფასი დააკლო - რეალში ტრანსფერი ახლოვდება

"ჩელსი" მზადაა ნახევარმცველ ედენაზარს ფასი დააკლოს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.

დღეს, 18:55

ბაბუა, რომელმაც რეალს ჩემპიონთა ლიგა გადაურჩინა

ყველა კლუბს ჰყავს შეუმჩნეველი თანამშრომელი, რომელზეც ყველა გიჟდება.

დღეს, 18:31

რამდენი აქვს დახარჯული ტრანსფერებში სიტის გვარდიოლასთან ერთად?

მოგეხსენებათ, გუშინ, "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან "ტოტენჰემმა" გამოთიშა.

დღეს, 18:30

"რომელ გუნდს გავწვრთნი?", - კონტეს განცხადება საკუთარ მომავალზე

"იუვენტუსისა" და "ჩელსის" ექს-მწვრთნელი, ანტონიო კონტე საკუთარ მომავალზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 18:25

ჩელსიმ აზარის შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ლიდერი, ედენ აზარი "რეალში" გადასვლასთანაა ახლოს.

დღეს, 18:20

სალაჰს ლივერპულიდან წასვლა უნდა? - აგენტმა ყველაფერს ფარდა ახადა

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს "ლივერპულის" დატოვება სურს.

დღეს, 18:15

ლიონელ მესი: ჩემი კარიერის საუკეთესო 10 მომენტი

მსოფლიოს ყველა დროის (ერთ-ერთი) საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი გამოცემა FourFourTwo-სთან საუბრისას თავისი კარიერის საუკეთესო 10 მომენტს გამოყოფს.

დღეს, 18:05

რა აერთიანებს მანჩესტერის ლურჯ და წითელ ნაწილს? - სიძულვილი ჩაკირის მიმართ

"მანჩესტერ სიტი" - "ტოტენჰემის" 1/4 ფინალური დაპირისპირება ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

დღეს, 17:51

როცა აიაქსი ბოლოს ნახევარფინალში გავიდა, ამ გუნდის 4 ფეხბურთელი დაბადებულიც არ იყო

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "აიაქსმა" "იუვენტუსი" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, 17:04

ნაპოლიმ კულიბალის ფასი დაადო

"ნაპოლის" 27 წლის ცენტრალურ მცველზე, კალიდუ კულიბალზე დიდი მოთხოვნაა და მისი შეძენა ბევრ გუნდს სურს.

დღეს, 16:59

დიეგო სიმეონემ მესი დაიცვა

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლეო მესი კრიტიკოსებისგან დაიცვა.

დღეს, 16:56

სილვა: "ეს თამაში უნდა დავივიწყოთ, რადგან ტოტენჰემს 3 დღეში კვლავ ვხვდებით"

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" 4:3 მოუგო, თუმცა სტუმრად გაშვებული გოლების გამო ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს, 16:52

ვან დეიკი: "ნამდვილად არ ვიცი, როგორ შევაჩერო მესი"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 16:49

პოჩეტინო: "როდესაც VAR-ი შენს წინააღმდეგ არის, უნდა შეეგუო"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "მანჩესტერ სიტის" გაუქმებულ გოლზე ისაუბრა:

დღეს, 16:47

სიმეონე: "გუნდს იმ სტილით ვათამაშებ, რაც შეესაბამება"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს დაცვითი ფეხბურთის გამო აკრიტიკებენ.

დღეს, 16:44

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი თავის გუნდზე: "მათ 4 ტრანსფერი სჭირდებათ"

"მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოვენ ჰარგრივზმა თავისი ყოფილი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 16:41

ანჩელოტი: "რონალდუ 40 წლის ასაკშიც მაღალ დონეზე ითამაშებს"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "იუვენტუსის" ლიდერი კრიშტიანო რონალდუ შეაქო.

დღეს, 16:36

რონალდუს იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს?!

La Repubblica-სა და Diario Sport-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსში" განხეთქილებაა.

დღეს, 16:24

რეალის 4 სატრანსფერო სამიზნე

Marca-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" ედენ აზარის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის.

დღეს, 15:31

მანე: "მინდა, რომ ლეგენდა გავხდე, არა მხოლოდ ლივერპულის"

"ლივერპულის" შემტევმა სადიო მანემ თავის ამბიციებზე ისაუბრა:

დღეს, 15:20

რეშფორდის ულტიმატუმი - ხელფასის მომატება ან ბარსელონაში გადასვლა

Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მარკუს რეშფორდთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს.

დღეს, 15:09

ლივერპულმა ახალი ფორმა წარადგინა

"ლივერპულმა" 2019-2020 წლის სეზონისთვის ახალი ეკიპირება წარადგინა.

დღეს, 14:57

ყველა სიახლე