Goal.Ge

ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?


ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

23 მარტს, 18 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იწყებს.

პირველ შეხვედრაში შვეიცარიას ვმასპინძლობთ, 26 მარტს კი ირლანდიას ვესტუმრებით.

უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ამ ორ მნიშვნელოვან შეხვედრაში ითამაშებენ.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე გამოგვაკლდება, რომელიც ბელგიაში მკურნალობას განაგრძობს.

სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ჯანო ანანიძე. საინტერესოა, როგორი იქნება ვლადიმირ ვაისის რჩეული 11-ეული პირველ მატჩში. GOAL.GE ერთ-ერთ სავარაუდო შემადგენლობას გთავაზობთ.

ჩვენმა მეკარემ თამაში დაიწყო

ერთა ლიგაზე გიორგი ლორია უთამაშებელი იყო და გუნდი არ ჰყავდა, თუმცა ამ საკვალიფიკაციო ეტაპს ნაკრების ძირითადი მეკარე კარგად მომზადებული ხვდება. ბუნდესლიგა 2-ში მოასპარეზე "მაგდებურგში" ლორიამ უკვე 8 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაუშვა, მისმა გუნდმა კი მხოლოდ ორი შეხვედრა წააგო. ამასთანავე, ლორიას ჯერ გერმანიაში ერთ მატჩში 2 გოლი საერთოდ არ გაუშვია.

ლორიასთან ერთად საქართველს ნაკრებს კიდევ ორი მეკარე ჰყავს - როინ კვასხვაძე, რომელიც "ტორპედოს" კაპიტანია და ნაკრებში უკვე სტაბილურად ხვდება და გიორგი მაკარიძე, რომელმაც "სეტუბალის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.

ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

სტაბილური დაცვა და მარცხენა ფლანგზე მოგვარებული პრობლემა

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ოთარ კაკაბაძეა. იანვრის შემდეგ კაკაბაძე მკურნალობს და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მან გასულ კვირას "ლიუცერნის" 21 წლამდე გუნდში ითამაშა. ტრავმის გამო ლაშა დვალი გამოგვაკლდა, მისი ადგილი გიორგი ნავალოვსკიმ დაიკავა, თუმცა...

ეს ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როცა ნავალოვსკი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება და მის ადგილს ახალგაზრდა ლევან ხარაბაძე დაიკავებს. როცა ხარაბაძე "ციურიხში" გადავიდა, მის ასეთ პროგრესს ცოტა ელოდა, მაგრამ ფაქტია, 19 წლის მცველი ყოველთვის ძირითად შემადგენლობაშია, 90 წუთს თამაშობს და გუნდისთვის საკმაოდ პროდუქტიულია. ბოლობოლო, მან "ნაპოლის" წინააღდეგ 2-ჯერ ითამაშა და გამოცდილება დააგროვა. ხარაბაძე შვეიცარიაში თამაშობს და მათი გუნდების სათამაშო სტილს კარგად იცნობს, ისევე, როგორც კაკაბაძე.

გურამ კაშია და საბა კვერკველია თავიანთ გუნდებში სტაბილურად თამაშობენ. სამწუხაროდ, კაშიას "სან ხოსეს" კარგი დღე არ უდგას და ყველასთან უშანსოდ აგებს, კვერკველია კი მოსკოვური გუნდის შეუცვლელი წევრი და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

ამ ორი ცენტრალური მცველის ფონზე დავით ხოჭოლავა იჩრდილება. დონეცკის "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაში ადვილი საქმე არ არის. ხოჭოლავას მწვრთნელი ევროტურნირებზე გამართულ თითქმის ყველა მატჩშიც ენდო, მაგრამ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი დიდი კონკურენციის გამო არ არის.

კაპიტანმა და მისმა მეწყვილემ სეზონი კარგად დაიწყეს

ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა სეზონი წარმატებულად დაიწყეს. ქართველების "ტობოლმა" ყაზახეთის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მარტივად მოიგო. კვეკვესკირი წინა მატჩში საგოლე გადაცემით გამოირჩა, კანკავა კი, ტრადიციულად, ცენტრს ბრწყინვალედ ამაგრებდა. თავისი კლუბი იპოვნა ვაკო გვილიამ, რომელიც "გორნიკის" ძირითად შემადგენლობაში მალევე ჩაჯდა.

ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად

საქართველოს ნაკრების მთავარი ლიდერი და ამომავალი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო ვერ გვეხმარება. ვაისმაც თქვა, რომ გიორგის შეცვლა ადვილი არ არის, თუმცა კარგი ისაა, რომ ჯანო ანანიძე დაგვიბრუნდა, რომელიც "კრილიაში" ძალიან კარგად თამაშობს და "ლოკომოტივთან" თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა. ანანიძის გარდა, ნახევარდაცვაში ვაკო ყაზაიშვილი გვეყოლება, მარჯვენა ფლანგზე კი ადგილს გიორგი მერებაშვილი დაიკავებს.

რატომ მერებაშვილი?

ვლადიმირ ვაისის ამ გადაწყვეტილებას გულშემატკივართა უმრავლესობა კრიტიკულად უდგება. ხალხის აზრით, მერებაშვილს შეტევის და მრავალფეროვნების ნაკლები პოტენციალი აქვს, თუმცა ვაისი სხვანაირად ფიქრობს. მერებაშვილი ფლანგზე შავ სამუშაოს ასრულებს, ეხმარება დაცვას და ბევრს მოძრაობს. მსგავსი სტილის ფეხბურთელები კი, როგორც წესი, ვაისის რჩეულთა შორის არიან ხოლმე. დიდია ალბათობა, რომ სლოვაკი სპეციალისტი მერებაშვილს შვეიცარიასთანაც ენდოს.

ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

ფორვარდის პრობლემა მოგვარებულია

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების სუსტი წერტილი თავდამსხმელი იყო. გიორგი ქვილითაიას ტრავმის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ნიკა კაჭარავა დადგა, რომელმაც არ გაამართლა. არ გაამართლა ბაჩანა არაბულმაც. სამაგიეროდ, ეს პრობლემა ამ შესარჩევ მატჩში მოგვარდება. ქვილითაიას "გენტში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ 21-წლამდე გუნდს ეხმარება ხოლმე და იქ გოლებიც გააქვს. სასწაულ ფორმაშია დებიუტანტი ვატო არველაძე, რომელმაც "კორონაში" ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში 4 ულამაზესი გოლი გაიტანა. 

მიუხედავად ამისა, ვაისი მაინც ქვილითაიას უნდა ენდოს, რომელსაც გოლის გატანის კარგი ალღო აქვს და როცა შანსი ეძლევა, ამ შანსს ყოველთვის მაქსიმალურად იყენებს. ის მეორე სართულზეც გამორჩეულია.

პირველი შემცვლელები და განაცხადს მიღმა დატოვებული ფეხბურთელები

ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც თორნიკე ოქრიაშვილი ოთარ კიტეიშვილი არიან, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე იქნებიან და მეორე ტაიმში, შეტევის პირველი გამძლიერებლები ისინი იქნებიან.

ოქრიაშვილი უკვე რამდენიმე თვეა კლუბის გარეშეა, მაგრამ თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობს და რა თქმა უნდა, ნაკრებისთვის დიდი ძალაა. კიტეიშვილი კი "შტურმის" ლიდერად ჩამოყალიბდა.

უცნაურია, მაგრამ ვაისმა განაცხადს მიღმა გიორგი ხარაიშვილი და ლუკა ზარანდია დატოვა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სტატისტიკით ხარაიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ლეგიონერია. შვედურ "გიოტებორგში" ის გასულ სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობდა და წელს ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებშიც პროდუქტიულად ითამაშა.

ლუკა ზარანდია კი ისეთი სტილის ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებს სჭირდება. მას შეუძლია, ერთი გადაწყვეტილებით თამაშს სახე მთლიანად შეუცვალოს, თუმცა ვაისმა ის რჩეულთა შორის არ შეიყვანა.

ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

მეტოქის დონე და ურთიერთშეხვედრები

შვეიცარიის ნაკრებმა ბოლო მატჩი 18 ნოემბერს გამართა და უძლიერესი ბელგია 5:2 გაანადგურა. ზოგადად კი ერთა ლიგაზე პირველი ადგილი დაიკავა და საუკეთესო 4-ეულში მოხვდა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შვეიცარიას, ბოლო პერიოდში, სტუმრად თამაში უჭირს. ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან მათ მხოლოდ 2 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 3 წააგეს.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, შვეიცარია და საქართველო ერთმანეთს 17 წლის წინ 2-ჯერ შეხვდნენ - სტუმრად შვეიცარიამ 4:1 მოგვიგო, შინ კი 0:0 გვეთამაშა.

რატომ უნდა მოვუგოთ შვეიცარიას?

შვეიცარიის ნაკრები რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო 10 ნაკრებს შორისაა და ფაქტია, ჩვენთან უპირობო ფავორიტები არიან, მაგრამ 55 ათასი გულშემატკივრის წინ, საქართველოს ნაკრები ადვილად არაფერს დათმობს. სასიხარულოდ, შვეიცარიელებს გუნდის ორი ლიდერი - შაქირი და სეფეროვიჩი დააკლდებათ, რითიც ჩვენი შანსები მატულობს. საქართველოს ნაკრები ვაისთან ერთად უფრო თავდაჯერებული გახდა, ძლიერ ნაკრებებთან თამაშს არ უშინდება, ისწავლა ბურთის კონტროლი და ამ ყველაფრის ფონზე, შეგვიძლია, რომ მორიგი სენსაცია დავაფიქსიროთ - ჩაკვეტაძის გარეშეც.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა GOAL.GE-ს ვერსიით

ჩაკვეტაძის გარეშე, ანანიძესთან ერთად - როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ქართველების ბრივმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ტოპ 14-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

ქართველების ბრივმა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და ტოპ 14-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

დღეს, 05:05

ახალმა ზელანდიამ ნაკრების ორი მორაგბე შეინარჩუნა

ახალმა ზელანდიამ ნაკრების ორი მორაგბე შეინარჩუნა

დღეს, 04:54

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე კარიერას ინგლისში განაგრძობს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშე კარიერას ინგლისში განაგრძობს

დღეს, 04:40

ეროვნული ლიგა - X ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგაში მეორე წრე დაიწყო და მეათე ტურნირზე საინტერესო მატჩები გაიმართა, საიდანაც საუკეთესო 11 ფეხბურთელი ავარჩიეთ.

დღეს, 04:34

ფიჯელი ვარსკვლავი მკაცრად დასაჯეს

ფიჯელი ვარსკვლავი მკაცრად დასაჯეს

დღეს, 04:30

ბასილაშვილი ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

დღეს, 04:18

ხარაიშვილმა თავისი გუნდი წაგებას საგოლე გადაცემით გადაარჩინა [VIDEO]

შვედეთის ჩემპიონატში გაიმართა ძალიან საინტერესო მატჩი "კალმარსა" და "გიოტებორგს" შორის.

დღეს, 04:14

ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემა ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა [VIDEO]

პოლონეთის ჩემპიონატში "სლასკ ვროსლავი" "გორნიკს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 04:12

ზიდანი რეალის თამაშით უკმაყოფილოა

"ხეტაფესთან" ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

დღეს, 03:50

კლოპი: "ბარსელონასთან ფავორიტი არავინაა"

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:38

ზიდანი: "მასში ის მომწონს, რომ არაფრის ეშინია და მონდომებულია"

ლა ლიგის გასულ ტურში "ხეტაფე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ეთამაშა.

დღეს, 03:32

კლოპი: "ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ტიტულის მოგების შანსებზე საუბრობს.

დღეს, 03:24

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მაურისიო სარი დააჯარიმა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" "ბარნლის" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 03:21

ფერნანდინიო: "სიტი ტიტულისთვის ცხოველივით იბრძვის"

"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფერნანდინიომ ტიტულის მოგების შანსები შეაფასა.

დღეს, 02:47

ლივერპულმა სიტი დაამარცხა და ტიტული მოიგო - რა მოხდება დიდებში?

გუშინ გაიმართა ასოციაციის თასის ფინალური მატჩი "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდებს შორის.

დღეს, 02:42

რეალმა მორიგი მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

ლა ლიგის 34-ე ტურში გაიმართა მადრიდული დერბი "ხეტაფესა" და"რეალს" შორის.

დღეს, 01:37

ბერნატმა ნეიმარი და მბაპე ერთმანეთს შეადარა

"პარი სენ ჟერმენის" მარცხენა მცველმა, ხუან ბერნატმა, საკუთარი გუნდის ორი ლიდერი დაახასიათა.

დღეს, 00:40

ტიაგო: "გვარდიოლა ფეხბურთისთვის კიდევ ბევრს გააკეთებს"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

დღეს, 00:38

დორტმუნდის ბორუსიამ სანჩოს გიჟური ფასი დაადო

დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც გუნდის უნიჭიერეს ტალანტს, ჯეიდონ სანჩოს, შეელევა.

დღეს, 00:30

ვან დეიკი თანაგუნდელებს აფრთხილებს: "ეს შესაძლოა ხაფანგი იყოს!"

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის თამაშის წინ "ლივერპულის" დაცვის ლიდერმა, ვირჯილ ვან დეიკმა, საკუთარი გუნდი გააფრთხილა.

დღეს, 00:15

DFB-მ აღიარა, რომ ვერდერი - ბაიერნის მატჩში პენალტი არასწორად დაინიშნა

გერმანული ფეხბურთის ფედერაცია თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დღეს, 00:15

მელო: "მჯერა, რომ ინტერი იუვენტუსს დაამარცხებს!"

მილანის "ინტერისა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ფელიპე მელომ, "დერბი იტალიაზე" ისაუბრა.

დღეს, 00:11

კანსელუ: "ალეგრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მახე დამიგეს!"

ტურინის "იუვენტუსის" მარჯვენა მცველმა, ჟოაო კანსელუმ, მასიმილიანო ალეგრისთან ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 00:10

კურტუა დარწმუნებულია, რომ რეალში დარჩება

მადრიდის "რეალის" ბელგიელი გოლკიპერი, ტიბო კურტუა, "სამეფო კლუბში" თავის მომავალს ეჭვის ქვეშ არ აყენებს.

დღეს, 00:01

არსენალმა 17 წლის ბრაზილიელი ფორვარდი გაიფორმა

ბრაზილიური "იტუანოს" 17 წლის თავდამსხმელი, გაბრიელ მარტინელი, ახალი სეზონიდან ლონდონის "არსენალს" შეუერთდება.

გუშინ, 23:00

ჰიონესი კოვაჩის მუშაობით კმაყოფილია

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გერმანიის თასის 1/2 ფინალში მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

გუშინ, 22:54

მიულერი: "ბაიერნს დუბლის მოგება ძალიან უნდა"

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, სეზონის ბოლოს გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

გუშინ, 22:53

"რასიზმთან ბრძოლა დაგვიანებულია!", - ადებაიორმა სკანდალური გოლის აღნიშვნა გაიხსენა

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელ ადებაიორმა, ფეხბურთში რასიზმის თემაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:50

კლოპი: "ბარსელონას წინააღმდეგ არასოდეს ხარ ფავორიტი"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, კატალონიის "ბარსელონასთან" პირველი შეხვედრით მოხარულია.

გუშინ, 22:42

ჩელსიმ იგუაინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ გონსალო იგუაინთან დაკავშირებით არჩევანი გააკეთა.

გუშინ, 22:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10