Goal.Ge

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?


ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

გასული წლის ივლისში, მილანის "ინტერმა" სერია ა-ს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა - "ნერიაძურიში" "რომადან" რაჯა ნაინგოლანი გადმოვიდა. ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილი იყო: "შავ-ლურჯებმა" ტოპ-კლასის შუახაზელი მიიღეს, თავად ბელგიელმა კი საძულველი "იუვეს" ჩამოგდების კიდევ ერთი შანსი.

"კვერცხებსაც კი დავთმობდი მათ დასამარცხებლად." - აცხადებდა ნაინგოლანი "ჯალოროსოში" თამაშის პერიოდში. ბელგიელის ტრანსფერი "ინტერისთვის" იდეალურ გარიგებად ჩანდა: ტურინელთა ნომერ პირველი ჰეიტერი და ამავდროულად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი.

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

ცოტა უცნაურიც კი იყო, რომ რაჯა ერგო მილანელებს და არა პირობით "ჩელსის". გავიდა რამდენიმე თვე და ნაინგოლანი "ჯუზეპე მეაცაზე" ადამიან-პრობლემად იქცა. მოედანზე ბელგიელი თავის კლასს კვლავ ამტიცებდა, მაგრამ სტადიონის გარეთ, რაჯაში ხულიგანმა გაიღვიძა.

"ნერიაძურიში" გადასვლისთანავე, ნაინგოლანი კაზინოში გამოიჭირეს. შემდეგ, ამ ყველაფერს დაემატა "შავ-ლურჯების" გულშემატკივრებთან ღამის კლუბში მომხდარი კონფლიქტი. ალკოჰოლი და თამბაქო ბელგიელის რაციონის განუყოფელ ნაწილად იქცა, შედეგად: რაჯას ორგანიზმი შესუსტდა.

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

"ნინძა" გახდა ტრავმატული, გამოჯანმრთელების პროცესს კი საკმარისზე მეტი დრო სჭირდებოდა. საშობაო არდადეგების წინ, "ინტერმა" პრობლემური ფეხბურთელი მთავარი გუნდიდანაც კი მოკვეთა. ეს ყველაფერი ჯუზეპე მაროტას ინიციატივით მოხდა, რომელმაც მილანში გადმობარგებისთანავე წესრიგის დამყარება გადაწყვიტა.

ბეპეს შემდეგი მსხვერპლი მაურო იკარდი აღმოჩნდა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. ნაინგოლანი დაისაჯა, პრესაში კი გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ბელგიელს "რომაში" დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი.

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

ჭორიკანა ჟურნალისტები იმასაც წერდნენ, რომ რაჯა ფრანჩესკო ტოტის პერსონალურად თხოვდა "ჯალოროსოში" მიღებას. "ნინძამ" აღნიშნული ინფორმაცია უარყო, "ნერიაძურის" ქომაგებმა ნაინგოლანისგან გულწრფელი ბოდიში მიიღეს, თავად ფეხბურთელი კი კვლავ "შავ-ლურჯთა" ძირითადში დაბრუნდა.

ბელგიელს რეჟიმი აღარ დაურღვევია, მაგრამ რაჯას თამაშის ხარისხმა იკლო. ეს აღარ იყო ის "ნინძა", რომელიც "რომას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურისთვის იბრძოდა. ნაინგოლანი ჩაქრა, ისევე როგორც დანარჩენი "ინტერი".

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ბელგიელის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. რაჯას განაცხადს მიღმა დატოვების გამო, რობერტო მარტინესს მთელი საფეხბურთო სამყარო აკრიტიკებდა. ესპანელ მწვრთნელს "ნინძას" თაობაზე ღიად არასდროს უსაუბრია, გავიდა დრო და ყველაფერი ისედაც თავის ადგილზე დადგა.

ბელგია მუნდიალის მესამე ადგილამდე მივიდა, ნაინგოლანი კი ისეთ მდგომარეობაშია თითქოს დღე-დღეზე კარიერას დაასრულებს. დიახ, რაჯა ბევრ კომპონენტში აღემატება იგივე ფელაინის ან ვიტსელს, მაგრამ ისინი მეამბოხესგან განსხვავებით, რეჟიმს არ არღვევენ.

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

"ნინძას" გუნდში ყოფნა ავტომატურად ალკოჰოლისა და თამბაქოს არსებობასაც ნიშნავს. ნაინგოლანის გამოხტომებს იტანდა მარკ ვილმოტსი, მარტინესმა კი ხულიგანის სანაკრებო კარიერა დაასამარა. როგორც აღმოჩნდა, ბელგია ამით სულაც არ დაზარალებულა.

ერთადერთი დამრიგებელი, რომელმაც რაჯას მორჯულება შეძლო არის ლუჩანო სპალეტი. "ნინძა" სწორედ მისი თავკაცობით აჩვენებდა თავის საუკეთესო თამაშს და უნდა ითქვას, რომ "ინტერში" ტრანსფერი სწორედ იტალიელის ინიციატივით შედგა.

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

გავიდა დრო და ნაინგოლანზე კონტროლი სპალეტიმაც დაკარგა. ბელგიელს უკვე ახლა უწინასწარმეტყველებენ ჩინეთში წასვლას, საეჭვოა, რომ მილანში მას კიდევ ერთი შანსი მიეცეს. პრინციპში, "ნერიაძური" ახლა ისეთ მძიმე დღეშია, რომ რაჯა მარტივად მოახერხებდა "შავ-ლურჯი" გულების მოთაფლვას.

რამდენად უნდა ეს თავად "ნინძას" - სულ სხვა საკითხია. სეზონის დაწყების წინ, "ინტერში" სოლიდური ბანდა იკვრებოდა, მაგრამ გუნდის მთავარი ვარსკვლავების არადისციპლინარულობისა და უნებისყოფობის გამო, მილანური კლუბი ბანქოს სახლივით დაინგრა.

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ ნაინგოლანის ტრანსფერს ნიკოლო ძანიოლო შეეწირა. სეზონის დაწყების წინ, "ნერიაძურიმ" ბელგიური ეიფორიის გამო ვერ შეამჩნია, თუ როგორ დაკარგა გუნდმა უნიჭიერესი შემტევი.

ძანიოლომ "რომას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დუბლი შეასრულა, იქ, სადაც რაჯამ, იკარდიმ და დანარჩენებმა ვერ შეძლეს გაღწევა. შეიძლება ითქვას, რომ "ინტერმა" "ჯალოროსოს" ახალი ტოტი აჩუქა, საპირისპირო მიმართულებით კი მილანელთა რაციონი ხარისხიანი ალკოჰოლითა და თამბაქოთი შეივსო.

ალკოჰოლი, თამბაქო, კაზინო, ღამის კლუბები - როგორ ნადგურდება ნაინგოლანის კარიერა?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვან ბომელი რობენს ეპატიჟება

ყოფილი თანაგუნდელი რობენს „პსვ-ში“ ეპატიჟება.

დღეს, 23:47

მოურინიოს ნაკრების გაწვრთნა სურს

ჟოზე მოურინიო ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.

დღეს, 23:39

„გრიზმანთან არასდროს გვილაპარაკია!“ - ბართომეუ

ბართომეუმ გრიზმანთან კავშირი უარყო.

დღეს, 23:24

ბენიტესს ჩინეთში იწვევენ

ესპანელი მწვრთნელი, შესაძლოა, ჩინურ სუპერ ლიგაში გადაბარგდეს.

დღეს, 23:12

ფეკირმა, შესაძლოა, ლიონი დატოვოს

„ლიონის“ ხელმძღვანელობამ ფეკირის წასვლა არ გამორიცხა.

დღეს, 22:48

რა უნდა მოხდეს, რომ ბეილმა რეალი დატოვოს?-აგენტის განცხადება

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ იჯარის წესით არ წავა.

დღეს, 22:35

ხამესს მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

"რეალს" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფასის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ.

დღეს, 20:41

რეალმა ნეიმარის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

დღეს, 20:31

ატლეტიკომ როდრის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი, როდრი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

დღეს, 19:31

კლოპმა ლივერპულის ბოსებს სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს.

დღეს, 19:21

ფელიში ატლეტიკოში? - ბენფიკას ოფიციალური განცხადება

"ბენფიკამ" ჟოაო ფელიშის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:17

მიულერმა ზღაპრული წინადადება იუარა, მიზეზები ცნობილია

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა კლუბიდან წასვლა არ ისურვა.

დღეს, 19:12

ორი კლუბი, სადაც შესაძლოა ტოტი ვიხილოთ

მოგეხსენებათ, ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" ტექნიკური დირექტორის პოსტი დატოვა.

დღეს, 19:09

ვინ იქნება რეალის მეორე მეკარე? - გადაწყვეტილება მიღებულია

ცნობილია გოლკიპერი, რომელიც მომდევნო სეზონში "რეალში" ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

დღეს, 19:03

ოფიციალურად: ნესტა იტალიური გუნდის მწვრთნელი გახდა

"მილანის" ექს-ფეხბურთელმა, ალესანდრო ნესტამ იტალიური გუნდი ჩაიბარა.

დღეს, 18:47

ოფიციალურად: აიაქსი მორიგმა ფეხბურთელმა დატოვა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "აიაქსმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა.

დღეს, 18:44

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

საქართველო - ერთადერთი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეხუთე წელი გრანდების გვერდით იქნება

დღეს, 17:59

ევროპა ლიგაზე დინამოს, ტორპედოს და ჩიხურას მეტოქეები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

დღეს, 17:51

რეალმა როდრიგო წარადგინა და კიდევ ერთი პრეზენტაცია დააანონსა

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრაზილიელი ახალგაზრდა ფეხბურთელის პრეზენტაცია შედგა.

დღეს, 17:32

პსჟ-მ ნეიმარის ფასი დაასახელა, რეალი ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას გეგმავს

"პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარის გაყიდვა მტკიცედ გადაწყვიტა.

დღეს, 17:17

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ტოტენჰემის სამიზნეს დაადგა

"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას წასვლისთვის მზადებას შეუდგა?

დღეს, 17:08

ჩემპიონთა ლიგაზე საბურთალოს მეტოქე ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა.

დღეს, 16:47

ხამესი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოს არის

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ხამეს როდრიგესი ახალ გუნდში გადასვლასთან ახლოს არის.

დღეს, 16:40

კაპელო სარიზე: "მწვრთნელი ერთი გუნდის ერთგული ვერ იქნება"

ყოფილი იტალიელი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მაურიციო სარის ტურინის "იუვენტუსში" წასვლას გამოეხმაურა:

დღეს, 16:21

მანჩესტერ სიტიმ 70-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა

პეპ გვარდიოლამ ზაფხულის პირველი ტრასფერი შეატანხმა.

დღეს, 15:35

როდრიგო: "აზარის სურათი ტელეფონის ეკრანზე მეყენა"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, როდრიგო გოესმა, ედენ აზარზე ისაუბრა.

დღეს, 15:27

სუარესი: "ახალი ფორვარდი? იანვარში 33 წლის ვხდები, წლები მემატება"

"ბარსელონას" ფორვარდმა, ლუის სუარესმა, გუნდში ახალი ფორვარდის შესაძლო მოსვლაზე ისაუბრა.

დღეს, 14:58

მარსიალი ვესტ ჰემში გადადის?

ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა შესაძლოა ლონდონურ კლუბში გააგრძელოს.

დღეს, 14:25

საქართველოს ნაკრების გამანადგურებელი შერკინება ფიჯისთან, რომელმაც მსოფლიო რაგბი აღაფრთოვანა [VIDEO]

საქართველოს ნაკრების გამანადგურებელი შერკინება ფიჯისთან, რომელმაც მსოფლიო რაგბი აღაფრთოვანა [VIDEO]

დღეს, 14:22

იუნაიტედი და რაშფორდი შეთანხმდნენ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 21 წლის შემტევთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

დღეს, 14:21

ყველა სიახლე