» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"


ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე:

ბელარუსულმა გამოცემა "Прессбол"-მა საქართველოს ნაკრების ტალანტს, გიორგი ჩაკვეტაძეს ვრცელი სიახლე მიუძღვნა. "ჯვაროსნების" მომავალი მოწინააღმდეგეები ჩვენს თანამემამულეს რიკარდო კაკას ადარებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

2016 წლის დეკემბერი, მინსკი. ჩვენ შევხვდით ვაკო გვილიას "ბატედან" და მის მამას, იაროსლავს. ვისაუბრეთ ცნობილ ქართველებზე. გაოგნებულები ვიყავით, თუ როგორი აღტაცებით ახასიათებდნენ ისინი თანამემამულეებს: "რეზო ჩხეიძე - გენიოსია! შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანს" - ვერაფერი შეედრება."

ქართულ ფეხბურთსაც შევეხეთ - იაროსლავმა მურთაზ ხურცილავა და ოთარ გაბელია გაიხსენა, ვაკომ კი გიორგი ქინქლაძე და კახა კალაძე. რაც შეეხება მომავალს, იაროსლავმა გიორგი ჩაკვეტაძე გამოარჩია, ვაკო მამას დაეთანხმა.

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

მე მისი იმ დროს ჯერ კიდევ უცნობი გვარი ჩავინიშნე, ისევე როგორც რამდენიმე ქართული ფილმის სახელწოდება. 2018 წლის სექტემბერი, ასტანა. ერთა ლიგის გახსნითი მატჩი: ყაზახეთი - საქართველო. ორივე გუნდს ახალ ტურნირზე დიდი ამბიციები ჰქონდა, შესაბამისად, დაცვაში დგომას არავინ აპირებდა, მხოლოდ მოგება!

30 ათასმა გულშემატკივარმა სწორედ ჩაკვეტაძის ტრიუმფი იხილა. გიორგი ბეისიბეკოვსა და პოსტნიკოვს გასცდა, რის შემდეგაც, მან საჯარიმოს ხაზიდან ულამაზესი დარტყმით ბურთი 9-იანში გადაგზავნა. მოგვიანებით ქართველებმა მეორე გოლიც გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ყაზახეთი-საქართველო 0:2 (ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი)



შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყაზახთა მეკარემ ნენად ერიჩმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძის გასროლის მოგერიება შეუძლებელი იყო. გიორგიმ ერთა ლიგის ისტორიაში პირველი ბურთი შეაგდო, დანარჩენ მატჩებში ქართველი აგრეთვე გამოირჩა, კერძოდ: 4 გოლითა და 2 ასისტით.

ტურნირზე გაბრწყინება ევროპული კლუბების სკაუტებს არ გამოჰპარვიათ. ჩაკვეტაძეს დაუკავშირდნენ ლევერკუზენის "ბაიერიდან". "ფარმაცევტები" გიორგის შეძენას ზამთარში ცდილობდნენ, მაგრამ მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს. დღეს, ქართველს "ბარსელონა", "ტოტენჰემი" და "დორტმუნდი" აკვირდება.

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

2018 წელი ჩაკვეტაძის კარიერაში წარმატებული გამოდგა - "გენტში" დამკვიდრება, ეროვნულ გუნდში დებიუტი და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და რა თქმა უნდა, ტექნიკა, ელეგანტურობა, რონალდინიოს სტილში!

ექვსი წლის ასაკში გიორგი "ნორჩ დინამოელში" თამაზ კოსტავას აჩვენეს. ასე დაიწყო მისი საფეხბურთო გზა. საბჭოთა კავშირის ყოფილი მოთამაშე ნიჭიერ ახალგაზრდას 5 წელი ავარჯიშებდა, რის შემდეგაც, ჩაკვეტაძე თბილისის "დინამოს" სტრუქტურაში გადავიდა.

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

"ჩაკვეტაძის ტალანტი თამაზმა აღმოაჩინა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ძველი ფეხბურთელები ზედმეტნი არასდროს არიან." - რევაზ ძოძუაშვილი. 2015-ში გიორგიმ "დინამოსთან" პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

მისი დებიუტი თბილისურ დერბიში შედგა, "ლოკომოტივის" წინააღმდეგ. 2016 წელს ჩაკვეტაძემ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გოლიც კი გაიტანა. გიორგიმ პროგრესირება განაგრძო და 2017-ში ის ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

იმავე პერიოდში მოზარდმა გუნდი შეიცვალა - 1.5 მილიონ ევროდ ჩაკვეტაძე "დინამოდან" "გენტში" გადავიდა. თბილისური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ მათ სხვა ვარიანტებიც ჰქონდათ, კერძოდ: "ლივერპული", "სიტი", "იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "ლევერკუზენი" და ჰოფენჰაიმი".

შთამბეჭდავი ჩამონათვალია, მაგრამ ტოპ-კლუბის სარეზერვო გუნდში თამაში გიორგის არ ხიბლავდა. სწორედ ამიტომ აირჩია მან "გენტი". აღსანიშნავია, რომ თავიდან ქართველს უჭირდა "ინდიელებში" დამკვიდრება. სექტემბრიდან-იანვრამდე, ჩაკვეტაძემ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

ისიც იმის გამო, რომ "ლურჯებში" ტრავმების ეპიდემია სუფევდა. გიორგიმ თავის გამოჩენის შესაძლებლობა სრულყოფილად გამოიყენა - მოედანზე შემოსვლა, გოლი და ყველაფერი იცვლება. სეზონის მეორე ნახევარში ივ ვანდერჰაგე ქართველს სასტარტოში უკვე რეგულარულად აყენებდა.

ჯამში ჩაკვეტაძემ "გენტის" შემადგენლობაში ჩაატარა 47 შეხვედრა და გაიტანა 6 გოლი. რაც შეეხება მის სანაკრებო მონაგარს - 7 მატჩი, 5 ბურთი. როგორია გიორგის სათამაშო სტილი? ქართველი ხშირ შემთხვევაში ცენტრალური შემტევი შუახაზელის პოზიციაზე ირჯება, მაგრამ მას მარცხენა ფლანგზეც შეუძლია ასპარეზობა.

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

ჩაკვეტაძის არსენალშია - მოედნის ხედვა, გამჭოლი პასები, შეტევის წამოწყების უნარი, ჩაწოდებები, ტექნიკა, დრიბლინგი, მაღალი სიჩქარე. გიორგი მესის გვაგონებს, მაგრამ ბელგიაში მას ქართველ კაკას ეძახიან.

"ჩაკვეტაძე - ტალანტია! 19 წლის ასაკში, ის ჩვენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია. ბელგიის ჩემპიონატის არჩევით, გიორგიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ მას." - ვლადიმირ ვაისი.

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

ევროპული ტოპ-კლუბების, იგივე "ბარსელონას" დაინტერესება რეალურია, სკაუტები უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ქართველს აკვირდებიან. არსებობს ერთი პრობლემა - "გენტი" თავის ტალანტს ზედმეტად ძვირად აფასებს.

"დინამოსთან" დადებული კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში, "ინდიელებმა" ტრანსფერის თანხის ნახევარი თბილისელებს უნდა ჩაურიცხონ. ბელგიური პრესის ცნობით, "ლურჯები" ჩაკვეტაძეს 25-30 მილიონ ევროდ აფასებენ. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ადრე თუ გვიან "გენტი" გიორგის გაყიდის და ქართველი ევროპას დაიპყრობს.

ბელარუსული პრესა ჩაკვეტაძეზე: "ქართველი კაკა, რომელიც ევროპას აოცებს"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

ბოლო პერიოდში, პრესაში საკმაოდ განსხვავებული ინფორმაციები ჩნდება.

გუშინ, 15:25

"სასწაული გუნდია" - შვაინშტაიგერს სჯერა, რომ მისი ყოფილი გუნდი ტრიპლეტს მოიგებს

მიმდინარე სეზონში, მიუნხენის "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია და სეზონს მინიმუმ ერთი ტიტულით დაასრულებს.

დღეს, 03:42

ლაიფციგის მწვრთნელი: "ვერნერის ჩვენგან წასვლა იგივეა, ბაიერნმა ლევანდოვსკი რომ დაკარგოს"

დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელი თავდამსხმელი ტიბო ვერნერი "ლივერპულში" გადავიდეს.

დღეს, 03:39

შეხვედრა მომდევნო კვირას შედგება: მილანს ახალი მწვრთნელი ეყოლება

უკვე რამდენიმე კვირაა მიდის საუბრები იმაზე, რომ "მილანს" რალფ რანგნიკი ჩაიბარებს.

დღეს, 03:35

შირერმა მბაპეს რჩევა მისცა: "მისთვის ეს იდეალური იქნება"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფორვარდმა ალან შირერმა კილიან მბაპეს საინტერესო რჩევა მისცა.

დღეს, 03:22

დორტმუნდის მწვრთნელი სანჩოს ჟესტს გამოეხმაურა

ჯეიდონ სანჩომ პირველი გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა.

დღეს, 03:19

კლოპმა დაასახელა მეტოქე, ვისთანაც ლივერპული ითამაშებს: "100%-ით მზად უნდა ვიყოთ"

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება.

დღეს, 01:46

ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები ევროპაში - მესი მე-4 ადგილზეა

ბრიტანული გამოცემა გვთავაზობს ტოპ 5 ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშეებს ამ სეზონში.

დღეს, 01:34

ვისთან ითამაშებენ რეალი და ბარსელონა ლა ლიგის პირველ მატჩს?

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება, საუბარია ლა ლიგაზე.

დღეს, 01:18

ოფიციალურად: რუბინი 2-მა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ყაზანის "რუბინი" ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 01:08

ვარჯიშები ეროვნული ლიგის კიდევ ერთმა კლუბმა განაახლა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება.

დღეს, 01:04

რატომ ჩაიშალა დევისის ტრანსფერი ბარსელონაში 2017 წელს?

Mundo Deportivo-მ მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველის, ალფონსო დევისის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააავრცელა.

დღეს, 00:43

კოშტას ლა ლიგაში მსურველი გამოუჩნდა

Сalciomercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, დუგლას კოშტას ლა ლიგაში საკმაოდ სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 00:29

"ლა ლიგას თუ მოვიგებ, კანარის კუნძულებზე დავისვენებ", - სეტიენი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა თავისი შვებულების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:19

6 ფეხბურთელი, რომლის ხელში ჩაგდებას იუვენტუსი ცდილობს

Calciomercato-მ ტურინის "იუვენტუსის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები დაასახელა.

დღეს, 00:02

ლინგარდმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა თავისი კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:54

პაიე: "ხელფასის შემცირების წინააღმდეგი ვარ, რადგან ოჯახის წინაშე ვალდებულებები მაქვს"

მარსელის "ოლიმპიკის" ლიდერი, დიმიტრი პაიე ხელფასის შემცირების წინააღმდეგია.

გუშინ, 23:42

"ლივერპულის გამოვარდნის შემდეგ, ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გაუჩნდა", - შვაინშტაიგერი

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:28

"მიზანი - ტრებლია", - პავარი

მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა თავისი გუნდის ამბიციებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:16

სანჩომ გატანილი გოლი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას მიუძღვნა

"დორტმუნდის" გარემარბმა, ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის 29-ე ტურში "პადერბორნს" (6:1) ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

გუშინ, 22:27

სანჩოს ჰეთ-თრიქი - დორტმუნდმა სტუმრად პადერბორნს გადაუარა [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "პადერბორნი" სტუმრად ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

გუშინ, 21:56

ნაგელსმანი: "ვერნერის ლაიფციგიდან წასვლა ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლის ტოლფასი იქნება"

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ტიმო ვერნერის შესაძლო გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:24

MARCA: მოურინიომ კოუტინიოს ტრანსფერს ვეტო დაადო

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ლონდონის "ტოტენჰემში" არ გადავა.

გუშინ, 20:32

მილანი პსჟ-ს ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

"პარი სენ ჟერმენის" ახალგაზრდა ცენტრალური შესაძლოა ზაფხულში "მილანის" ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 20:27

იუვენტუსი მზადაა კიეზას სანაცვლოდ 4 ფეხბურთელი დათმოს

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფედერიკო კიეზამ კარიერა შესაძლოა "იუვენტუსში" გააგრძელოს.

გუშინ, 20:16

"ბაიერნში ახალი ერა იწყება", - ჰიონესი სანეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ლეროი სანეს ხელში ჩაგდება უნდა.

გუშინ, 20:13

კიელინი: "კინს ბალოტელის ადარებენ, მაგრამ მოიზე გუნდს ყოველთვის პატივს სცემდა"

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ფორვარდ მოიზე კინზე ისაუბრა და იგი მარიო ბალოტელის შეადარა.

გუშინ, 19:46

საულ ნიგესმა დაადასტურა, რომ 3 დღეში ახალ კლუბში გადავა

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, რომ სამ დღეში სხვა კლუბში გადავა.

გუშინ, 19:31

საინტერესო პუნქტი, რომელიც ინტერმა პსჟ-სთან შეთანხმებაში ჩადო

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "პსჟ"-მ "ინტერის" ფორვარდი, მაურო იკარდი შეისყიდა.

გუშინ, 19:17

იუვენტუსი მზადაა პიანიჩი ბარსელონაში ერთი პირობით გაუშვას

"იუვენტუსი" მზადაა ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" გაუშვას, თუმცა ერთი პირობით.

გუშინ, 19:12
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10