ავტორიზაცია

3 მსოფლიო რეკორდი, ოქროები და ფეხზე წამომდგარი ქომაგი - ტალახაძე ევროპის ჩემპიონია!

3 მსოფლიო რეკორდი, ოქროები და ფეხზე წამომდგარი ქომაგი - ტალახაძე ევროპის ჩემპიონია!
თარიღი 13 Apr 2019, 18:58
ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც ბათუმში მიმდინარეობდა.

ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 218 კილოგრამი ასწია.

ასევე რეკორდი დამყარდა აკვრაშიც, სადაც ტალახაძემ 260კგ დაძლია. აქამდე, რეკორდი 257 კილოგრამი იყო.

ქართველმა ლეგენდამ საერთო ჩათვლაშიც რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.

ტალახაძემ ჯამში 3 ოქრო მოიგო. ვერცხლის მედალი კი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ მოიგო.