Goal.Ge

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება


სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

რა მოხდა ჰოლანდიის ნაკრებში რონალდ კუმანის მოღვაწეობის პერიოდში? შეიქმნა გუნდი, რომელიც ტოლ-სწორად გრანდებს ეთამაშება. გუს ჰიდინკისა და დენი ბლინდის ფეილები ცუდი სიზმარივით გაქრა. მოკლედ, ნიდერლანდელები აღდგნენ, თუმცა საგანგაშო სიგნალები ჯერ კიდევ იკითხება.

როგორც ვიცით, გუშინ, "ნარინჯისფერებმა" გადაუარეს ჩვენს მომავალ მეტოქეს - ბელარუსს. ალბათ არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ "ფორთოხლები" ამოცანას მარტივად გაუმკლავდებოდნენ. საკვირველი ის არის, რომ მსგავს იოლ გასეირნებაშიც კი ჰოლანდიის თამაშში პრობლემები შეინიშნებოდა.

ჰოლანდია-ბელარუსი 4:0



ნიდერლანდთა აქილევსის ქუსლს განაპირა მცველები წარმოადგენენ. სლავებთან შეხვედრისთვის კუმანმა არჩევანი დეილი ბლინდსა და დენზელ დუმფრისზე შეაჩერა. დენის შვილი უფრო ცენტრალური მცველია, ვიდრე ფლანგის.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, დუმფრისი რბილად რომ ვთქვათ - ვერ ბრწყინავს. მას "პსვ ეინდჰოვენის" გულშემატკივრებიც კი აკრიტიკებენ. დიახ, ბელარუსების დასამარცხებლად მეტი არც იყო საჭირო, მაგრამ "ნარინჯისფერთა" ამბიციები მსოფლიოს 78-ე ნაკრების მოგებას ხომ სცილდება.

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

რაში მდგომარეობს დენზელის პრობლემა? დუმფრისი არის ფეხბურთელი, რომელიც ორ უკიდურესობას წარმოადგენს. ის ძალიან კარგია ართმევასა და ფიზიკურ ორთაბრძოლებში, მაგრამ მას შეტევის შესახებ არაფერი სმენია.

ერედივიზიაში შექმნილი მომენტების რაოდენობით, დენზელი არის ჩემპიონატის 22-ე განაპირა მცველი. დუმფრისის ანგარიშზე 15 ეპიზოდია, მაშინ, როდესაც პირველობის საუკეთესო ვინგბეკის, ანხელინიოს სახელზე: 40.

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

რაც შეეხება ჩაწოდებების ზუსტ მაჩვენებელს, დენზელი 48 კროსით (12.5%) მე-18 ადგილზე იმყოფება. ანხელინიო 143-ით (20.3%) - პირველზე. მივადექით ბლინდს. "აიაქსსა" და "პსვ"-ში დეილის პოზიციაზე ლეგიონერები თამაშობენ, აქედან გამომდინარე, ჰოლანდიაში კარგი განაპირა მცველების შემჩნევა, რთულია.

თავად ბლინდი, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ცენტრში უფრო ხშირად ფიგურირებს, ვიდრე ფლანგზე. არსებობს ერთი ალტერნატივა - პატრიკ ვან ანჰოლტი, მაგრამ სრულყოფილებისგან შორს, ისიც იმყოფება.

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

დეილიმ კარიერა მარცხენა მცველის ამპლუაში დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მან ტრანსფორმირება განიცადა. დენის შვილს არ გააჩნდა სისწრაფე, სამაგიეროდ მის არსენალში აღმოჩნდა საფეხბურთო ინტელექტი და ფიზიკური სიძლიერე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ცენტრალურ მცველში ფასობს.

ბლინდის ფრთაზე გადაყვანა გამოუვალი მდგომარეობა უფროა, ვიდრე კუმანის ახირება. ამის შესახებ არავინ საუბრობს და ზოგადადაც, ნიდერლანდთა პრობლემები შეუმჩნეველი რჩება.

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

ვან დეიკი და მემფისი ბრწყინავენ, დე იონგი და დე ლიგტი მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებენ და ერთი შეხედვით, განგაშის მიზეზი მართლაც არ არსებობს, მაგრამ დღევანდელი ჰოლანდია იდეალური არ არის.

"ნარინჯისფერები" დაბრუნდნენ, ამას არავინ უარყოფს. ერთა ლიგაზე "ფორთოხლებმა" ფურორი მოახდინეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი საშუალებაა სტატუსის განსამტკიცებლად, მითუმეტეს, გერმანიას რევანში სწყურია.

სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს - ჰოლანდიის პრობლემები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სიტუაცია კიდევ დაიძაბა: როგორია ეროვნული ლიგის ცხრილი 20 ტურის შემდეგ?

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩების ნაწილი დასრულდა და ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

დღეს, 04:51

აგენტმა ბუფონის იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალიელი ლეგენდა ჯიჯი ბუფონი "იუვენტუსში" დაბრუნდება.

დღეს, 04:44

ედინ ჯეკოს ახალი კლუბი ცნობილია?

იტალიური პრესა "რომას" ბოსნიელ თავდამსხმელზე, ედინ ჯეკოზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 04:39

ფრანგი ფეხბურთელი: "პოგბასნაირი მოთამაშე ნებისმიერ გუნდს სურს"

ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა მარსელ დესაიმ თავის თანამემამულეზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა.

დღეს, 04:36

არგენტინა და ჩილე ერთმანეთს ლოს ანჯელესში შეხვდებიან

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს ჩილეს და არგენტინის ნაკრებები შეხვდებიან.

დღეს, 04:24

ლამპარდს ჩელსიში მისვლას კომპანიც ურჩევს

"მანჩესტერ სიტის"ცენტრალური მცველი ვინსენტ კომპანი ფრენკ ლამპარდს "ჩელსიში" მისვლას ურჩევს.

დღეს, 04:21

ლუკაკუს აგენტმა ინტერის ინტერესი დაადასტურა

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ რომელუ ლუკაკუ კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

დღეს, 04:18

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი: "როცა მესი და რონალდუ წავლენ, ოქროს ბურთს ბერნარდო მოიგებს"

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი პაულო ფუტრე თავის თანამემამულეზე - ბერნარდო სილვაზე საუბრობს.

დღეს, 04:15

სილვამ დაადასტურა: "მანჩესტერ სიტის დავტოვებ"

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონის შემდეგ, გუნდს დატოვებს.

დღეს, 04:07

ლუკაკუს აგენტი: "რომელუ ნებისმიერი გუნდის ოცნებაა"

რომელუ ლუკაკუს აგენტმა ფედერიკო პასტორელომ თავის კლიენტზე ისაუბრა:

დღეს, 01:55

ურუგვაის მწვრთნელის უნიკალური მიღწევა - 200 მატჩი ეროვნულ გუნდში

ჩილესთან შეხვედრა ურუგვაის ნაკრებისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

დღეს, 01:46

სენსაციური ინფორმაცია: ბუფონი იუვეში ბრუნდება

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა "პარი სენ-ჟერმენი" დატოვა.

დღეს, 01:36

ბალაკი ჩელსიში დაბრუნდება?!

როგორც მოგეხსენებათ, ფრენკ ლამპარდი ლონდონის "ჩელსის" ჩაბარებასთან ახლოს არის.

დღეს, 01:26

კომპანი ანდერლეხტის მოთამაშე მწვრთნელი გახდა

ვენსან კომპანის მშობლიურ "ანდერლეხტში" დაბრუნება უკვე გაოფიციალურდა.

დღეს, 01:18

ოფიციალურად: სილესენი ვალენსიას ფეხბურთელია

"ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის შეთანხმება შედგა - იასპერ სილესენი "ღამურებს" შეუერთდა.

დღეს, 01:09

თეთრაძე ქართველი ფეხბურთელების ანტი-რუსულ აქციაზე: "რაც უბრძანეს, ის გააკეთეს"

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, წარმოშობით ქართველმა ომარ თეთრაძემ საქართველოსა და რუსეთის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა:

დღეს, 00:56

მილანი ფეკირისთვის ბრძოლაში ჩაერთო

France football-ის ცნობით, "მილანი" ნაბილ ფეკირისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

დღეს, 00:42

სიმეონე: "მესის მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავს"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლიონელ მესიზე ისაუბრა:

დღეს, 00:33

ოფიციალურად: ანდრე გომეშის მომავალი გაირკვა

"ბარსელონამ" ანდრე გომეშის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 00:23

კავანიმ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:30

ნევილი: "მანჩესტერ იუნაიტედს პოგბას შენარჩუნება არ უღირს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა მანიკუნიანელთა ნახევარმცველ პოლ პოგბაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:27

სასწაული კომბინაცია დინამო ბათუმის შესრულებით და იდეალური შესრულება [VIDEO]

ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ტორპედოს" შორის მიმდინარეობს.

გუშინ, 22:21

"შესანიშნავი პირობები ექნება", - ტორესი აზარის რეალში ტრანსფერს ეხმაურება

"ატლეტიკოსა" და "ჩელსის" ექს-თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა ედენ აზარის "რეალში" გადასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:21

უმტიტიმ საკუთარ მომავალს ნათელი მოჰფჰინა

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი საკუთარ მომავალზე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 22:14

იმობილემ ზღაპრული შეთავაზება მიიღო, ლაციო უარზეა

არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში "ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ კლუბი დატოვოს.

გუშინ, 22:07

ვან გაალმა მანჩესტერ სიტიში გვარდიოლას მთავარი მიღწევა დაასახელა

ცნობილი სპეციალისტი, ლუი ვან გაალი "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას მუშაობას აფასებს.

გუშინ, 22:03

რეალის ამომავალი ვარსკვლავი არჩევანს ორ კლუბს შორის გააკეთებს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

გუშინ, 21:30

კარიერის დასრულება თუ გაგრძელება? - რობენის განცხადება საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივნისს, "ბაიერნის" თავდამსხმელი, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი ხდება.

გუშინ, 21:26

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" პირველი ფეხბურთელი გაყიდა.

გუშინ, 21:14

ლორენტე ტოტენჰემიდან მიდის, ესპანელის შეძენა 4 კლუბს სურს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

გუშინ, 21:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10