Goal.Ge

"ლივერპული" - "სიტი", "ბაიერნი" - "დორტმუნდი" და უიქენდის 4 ტოპ-მატჩი, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ



ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ მოახლოებული უიქენდის 6 ტოპ-მატჩს, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ. "ნაპოლი" - "ლაციო" (კვირას, 17:00 სან პაოლო) სერია ა-ს მიმდინარე სეზონი "ნაპოლისთვის" დასრულდა. ისინი "რომას" 12 ქულით ჩამორჩებიან და მდევარ "ფიორენტინას" 8 ქულით უსწრებენ. ნეაპოლიკანელების ყურადრება მთლიანად იტალიის თასზეა მიპყრობილი. მიუხედავად ამისა, ბენიტესის შეგირდებს თასის ფინალამდე 3 ურთულესი მატჩი ელით. ჯერ "ლაციოსთან", შემდეგ "უდინეზესთან" და ბოლოს "ინტერთან". ასეა თუ ისე, "ნაპოლის" ფეხბურთელებს უკან დასახევი გზა არ აქვთ, ისინი აუცილებლად შეეცდებიან ნებისმიერ შეხვედრში 3 ქულის აღებას. რაც შეეხება "ლაციოს", დედაქალაქელები მე 7-ე ადგილზე იმყოფებიან. რეჟას გუნდის მთავარი მიზანი ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრაა. ისინი მე 5-ე ადგილზე მყოფ "ინტერს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან, შესაბამისად მათ ქულები ძალიან სჭირდებათ. დედაქალაქელებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაში ჩადგომა მოახერხეს. რეჟას გუნდმა ბოლო 5 თამშიდან 3 მოიგო, 1 წააგო და 1 მატჩიც ფრედ დაასრულა. ამ ყველაფრის ფონზე ამ ორ გუნდს შორის გამართული შეხვედრა წესით საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. ფოტო: Getty Images "უიგანი" - "არსენალი" (შაბათს, 20:00 უემბლი) ინგლისის ფა თასის ნახევარფინალში ერთამენთს "უიგანი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. როგორც მოგეხსენებათ, ამ გათამაშების შარშანდელი ჩემპიონი სწორედ "უიგან ატლეტიკია". მათ დრამატულ ფინალში "მანჩესტერ სიტის" დამარცხება მოახერხეს. იგივე სცენარი განვითარდა წელსაც, თუმცა "სიტი" გათამაშებას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა. ფა თასის ნახევარფინალში მხოლოდ 2 პრემიერ-ლიგური გუნდი შემორჩა. ლონდონის "არსენალი" და "ჰალ სიტი", რომელსაც სერიოზულ მეტოქედ არავინ მიიჩნევს. "უიგანი" და "შეფილდ უენსდი" შესაბამისად ჩემპიონშიფის ბინადრები არიან. არსენ ვენგერის გუნდმა ბოლო დროს საშინელი რეზულტატი აჩვენა. "მეთოფეებმა" ბოლო 4 პრემიერლიგური მატჩიდან ვერცერთის მოგება მოახერხეს. სწორედ ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ ამ საშინელი შედეგის შემდეგ რეაბილიტაცია, რათა პრემიერ-ლიგას მორალურად კარგ მდგომარეობაში შეხვდნენ. "უიგანმა" ჩემპიონშიფის ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო. მიუხედავად ამისა, ისინი მეხუთე ადგილზე არიან და მდევარ "რედინგს" 4 ქულით უსწრებენ. "ბეტისი" - "სევილია" (კვირას, 15:00 ვილამარინი) თავიდან შესაძლოა გაგიკვირდეთ, თუ რატომ მოხვდა ეს მატჩი ტოპ-მატჩთა სიაში, თუმცა უნა აღვნიშნო, რომ ეს მატჩი დანარჩენებზე არანაკლებ საინტერესოა. სევილიური დერბი - ისტორიული დაპირისპირება "სევილიასა" და "ბეტისს" შორის. ამ უკანასკნელს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში უკიდურესი ბოლო ადგილი უკავია. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც შეეცდებიან პატარა სასწაულის მოხდენას და სევილიურ დერბიში 3 ქულის მოპოვებას. მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ლიგაზე დაუპირისპირდნენ. ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიის შედეგად შემდეგ ეტაპზე გასვლა "სევილიამ" მოახერხა. მოგვიანებით მათ 1/4 ფინალში "პორტოს" გამოთიშვაც მოახერხეს და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ესპანურ "ვალენსიას" დაუპირისპირდებიან. და ბოლოს ურთიერთშეხვედრები. ამ ორ გუნდს შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან ორი "სევილიამ" მოიგო, ერთი "ბეტისმა" და ორი მატჩიც ფრედ დასრულდა. "ლიონი" - "პსჟ" (კვირას, 23:00 სტეიდ დე გერლანდი) საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩემპიონის ბედი თითქმის გადაწყვეტილია. "პსჟ"-ს ჩემპიონობისთვის დარჩენილ 6 მატჩში 5 ქულის აღება სჭირდება. პარიზელებს საფრანგეთის ჩემპიონატში რვამატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. მოგეხსენებათ, "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან გამოეთიშა, ამიტომაც მათი მთავარი საზრუნავი ეროვნული ჩემპიონატი და საფრანგეთის ლიგის თასი დარჩა. რაც შეეხება "ლიონს", ისინი სატურნირო ცხრილში მე 5-ე ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ "ლილს" 9 ქულით ჩამორჩებიან. სწორედ ამიტომ, მათ ქულების დაგროვება ძალიან სჭირდებათ. ლიონმა ლიგა 1-ის ბოლო 5 შეხვედრიდან 3-ის მოგება შეძლო, 2 მატჩში კი მარცხი იწვნია. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება დანაკლისებს, "ლიონს" ამ შეხვედრაში ვერ დაეხმარებან: ფორფანა, დაბო, მიგელ ლოპეზი, ვერკუტე და გურკუფი, ხოლო "პსჟ"-ს კი გუნდის მთავარი ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ეყოლება. "ბაიერნი" - "დორტმუნდი" (შაბათს, 20:30 ალიანს არენა) "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გააღწია. მათ "მანჩესტერი" ორი მატჩის ჯამში (4:2) დაამარცხეს. რაც შეეხება "დორტმუნდს" მათ "რეალის" ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. იურგენ კლოპის შეგირდებმა პირველ მატჩში (3:0) მარცხი იწვნიეს, თუმცა შედეგ კი საკუთარ მოედანზე (2-0) იმარჯვეს. ბორუსიელები ძალიან ახლოს იყვნენ მესამე გოლის გატანასთან, თუმცა მხითარიანის მიერ ცარიელ კარებში დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა. ასეა თუ ისე, "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და ორიენტირებული მთლიანად ბუნდესლიგაზეა. მიუხედავად იმისა, რომ "შალკემ" გუშინდელ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება შეძლო და "დორტმუნდს" ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა, თუმცა იურგენ კლოპის შეგირდები მაინც მეორე ადგილზე იმყოფებიან. "ბაიერნმა" ვადამდელი ჩემპიონობა უკვე იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ამ ორ გუნდს შორის პირველ წრეში გამართული მატჩი "ბაიერნის" გამარჯვებით (3:0) დასრულდა. ამიტომაც კლოპის შეგირდები რევანშის ასაღებად ყველაფერს გააკეთებენ. ფოტო: hamrofootball.com "ლივერპული" - "სიტი" (კვირას, 17:37 ენფილდი) ინგლისში პრემიერ-ლიგისთვის ბრძოლაში დაძაბულობა პიკს აღწევს. მერსისაიდული "ლივერპული" სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და მდევარ "ჩელსის" ორი ქულით უსწრებს. "ლივერპულსა" და "სიტის" შორის ქულათა სხვაობა 4-ს შეადგენს, თუმცა მანუელ პელეგრინის გუნდს 2 მატჩი თადარიგში აქვს. "ენფილდზე" ნამდვილი ბრძოლა გველის, შესაძლოა ეს მატჩი საჩემპიონო შეხვედრაც გამოდგეს. "ლივერპული" დამარცხების შემთხვევაში საჩემპიონო ბრძოლას თითქმის გამოეთიშება, რადგან თუ "სიტი" მათ დამარცხებას და თადარიგში მყოფი ორივე მატჩის მოგებას მოახერხებს "ქალაქელებსა" და "მერსისაიდელებს" შორის ქულათა სხვაობა 4 გახდება. "ლივერპული" ბოლო პერიოდში წარმოუდგენელ თამაშს აჩვენებს. ბრენდან როჯერსის გუნდს პრემიერ-ლიგაში 9 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ჩრდილო-ირლანდიელმა სპეციალისტმა "ლივერპულის" ათამაშება ბრწყინვალედ მოახერხა. თუ "მერსისაიდელების" უმთავრეს ლიდერებს სტივენ ჯერარდს, დანიელ სტარიჯსა და ლუის სუარესს თამაში წაუვიდათ, მაშინ მათი გაჩერება "ქალაქელებს" ძალიან გაუჭირდებათ. ამ მატჩში "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი სუპერვარსკვლავიც სერხიო აგუეროც მიიღებს მონაწილეობას. ბოლოს კი ურთიერთშეხვედრები: ამ ორ გუნდს შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან 1-ის მოგება "სიტიმ" მოახერხა, 1-იც "ლივერპულმა" მოიგო, ხოლო 3 მატჩი კი ფრედ ერთნაირი ანგარიშით (2:2) დასრულდა. ფოტო: Zimbio.Com მთავარი ფოტო: www.independent.co.uk ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დე იონგი: "რა ვისწავლე ბარსელონაში? სამ კვირაში ცხრიანში ყუმბარისებული დარტყმების შესწავლა რთულია"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა, კატალონიელთა საჩემპიონთალიგო მეტოქეებზე ისაუბრა.

დღეს, 00:54

ოფიციალურად: პსჟ-ს რეალთან სამივე ლიდერი გამოაკლდება

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი „რეალს“ ლიდერების გარეშე დაუპირისპირდება.

დღეს, 00:48

"ევროპაში საუკეთესოები ვერანაირად ვერ ვიქნებით", - კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდის წოდება კონკურენტს მიაკუთვნა.

დღეს, 00:45

კასილასმა ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა, გაუზიარა პრესას, თუ როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პერიოდი ინფარქტის შემდეგ.

დღეს, 00:41

ლიორენტე: "ძალიან გაბრაზებული ვარ და შურისძიება მინდა"

„ნაპოლის“ ახალწვეულმა, ფერნანდო ლიორენტემ, „ლივერპულზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების გამო შურისძიებას აპირებს.

დღეს, 00:39

მბაპე: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი, კილიან მბაპე, იმედგაცრუებულია იმით, რომ თავის გუნდს „რეალთან“ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

დღეს, 00:35

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10